სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან..." - 10 წლის ფოთელი ბიჭი დახმარებას ითხოვს
"მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან..." - 10 წლის ფოთელი ბიჭი დახმარებას ითხოვს

"ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა 10 წლის ფო­თე­ლი ბი­ჭის, გრი­გოლ ესე­ბუ­ას ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი. სკო­ლის მოს­წავ­ლე დახ­მა­რე­ბას ითხოვს იმის­თვის, რომ მისი ოჯა­ხი ბან­კის ვა­ლე­ბის გამო ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩეს. პა­ტა­რა ბი­ჭის პრობ­ლე­მა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ტა­ნა გულ­თან - პოსტს ათა­სო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა აქვს, ბევ­რი გა­მოთ­ქვამს 10 წლის ბავ­შვის და მისი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს.

"მე ვარ გრი­გოლ ესე­ბუა 10 წლის, ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქა­ლაქ ფოთ­ში თა­მარ მე­ფის 71 ნო­მერ­ში. მამა ბად­რი (ბა­ჩუ­კი) ესე­ბუა 62 წლის, დედა 57 წლის (დი­ა­სახ­ლი­სი). მამა მუ­შა­ობს დრო­ე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ფო­თის ნავ­სად­გურ­ში 2018 წლის მა­ი­სი­დან, მა­ნამ აქვე მუ­შა­ობ­და, მხო­ლოდ მუდ­მივ შტატ­ში უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით. მა­მამ 2013 წელს "ვი­თი­ბი ბან­კი­დან" გა­მო­ი­ტა­ნა იპო­თე­კუ­რი სეს­ხი 19 500 დო­ლა­რი, როცა დო­ლა­რი 1,65 ლარი ღირ­და (სეს­ხი 10-წლი­ა­ნია და­საბ­რუ­ნე­ბე­ლია 36 000 დო­ლა­რი) თავი ფული დარ­ჩე­ნი­ლი აქვს 16 900 დო­ლა­რი.

მამა ყო­ველ­თვე იხ­დი­და 292 დო­ლარს, მა­მას აგ­რეთ­ვე "ტაო პრი­ვატ ბან­კის" 35 000 ლარი ჰქონ­და ვალი. დო­ლა­რის კურ­სის მა­ტე­ბი­სა და მა­მას ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბის გამო, ვა­ლის გა­დახ­და ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო. მას ფული მხო­ლოდ ვი­თი­ბი ბან­კის­თვის ყოფ­ნი­და. 2018 წელს მა­მას ხელ­ფა­სი სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა და­უ­ყა­და­ღა 2019 წლის ივ­ნი­სამ­დე. ხელ­ფა­სის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს მი­აქვს 641 ლარი, ხოლო ვი­თი­ბი ბანკს 513 ლარი. სა­უ­ბე­დუ­როდ ეს თან­ხა ვი­თი­ბი ბანკს არ ყოფ­ნის, არ­სე­ბო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია.

მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მმარ­თველს არ გრცხვე­ნი­ათ ქუ­ჩა­ში რომ მტო­ვებთ, მა­მას ამ­დენ პრო­ცენტს ახ­დე­ვი­ნებთ, მა­შიმ­ში­ლებთ. რო­გორ აზი­დავთ ცოდ­ვას უფალ­თან, რას ეტყვით ყვე­ლა­ზე დიდ მსა­ჯულს, ვი­თი­ბი ბან­კში 18 000$ გა­დახ­დი­ლი აქვს, მაგ­რამ ორ­ჯერ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო ეს თან­ხა არ ეთ­ვლე­ბა. ახლა ყა­და­ღის გამო ვერ გა­და­ი­ხა­და და დაგ­როვ­და 570 $, თუ ამ თან­ხას ორ კვი­რა­ში არ გა­და­ვიხ­დით სახ­ლი­დან გა­ძე­ვე­ბა გვე­მუქ­რე­ბა.

მე წა­სას­ვლე­ლი არ­სად მაქვს... სად ვი­ცხოვ­რო, რო­გორ ვი­არ­სე­ბო, რა უნდა ქნას ჩემ­მა ასა­კო­ვან­მა მშობ­ლებ­მა? მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ, კარ­გად ვსწავ­ლობ, მინ­და ასე ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე ვიყო მაგ­რამ სად ქუ­ჩა­ში? გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია - მა­მამ თავი უნდა მო­იკ­ლას, მა­შინ სახ­ლი­დან არ გაგ­ვყრი­ან... მე, გრი­გოლ ესე­ბუა კე­თილ ადა­მი­ა­ნებს გთხოვთ, გე­ვედ­რე­ბით და­მეხ­მა­როთ თან­ხა (თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 292$) ივ­ნი­სის თვემ­დე. მე სწავ­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ, გა­ვიზ­რდე­ბი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და თქვენს ვალს აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუ­ნებთ! ოღონდ ახლა არ გამ­წი­როთ ქუ­ჩის­თვის. გთხოვთ..." - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში, "ფე­ის­ბუქ­ზე" ნინო ქვარ­ცხა­ვამ გა­მო­აქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ქვარ­ცხა­ვამ Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, გრი­გო­ლი მას­თან ფურ­ცლით ხელ­ში მი­ვი­და და ტექ­სტის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა სთხო­ვა. მისი თქმით, ესე­ბუ­ე­ბის ოჯახს ბანკთან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და მათი უსახლ-კა­როდ დარ­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.

"ბავ­შვი მო­ვი­და, მო­მი­ტა­ნა ნა­წე­რი და მო­მიყ­ვა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, თუ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა ოჯახ­ში, რო­გორ კა­მა­თო­ბენ მშობ­ლე­ბი სახ­ლის გამო, სა­ი­და­ნაც ბან­კში თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გა­მო­ძე­ვე­ბა ემუქ­რე­ბათ. ასე­ვე მი­თხრა, რომ მამა თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­სო. ამ ბავ­შვს არც "ფე­ის­ბუ­ქი" აქვს, არც ინ­ტერ­ნე­ტი და არც კომ­პი­უ­ტე­რი. რა თქმა უნდა ყვე­ლა მო­ზარ­დის გვერ­დზე ვარ მეც, რად­გან თა­ვად დედა ვარ. ამ ბავ­შვის სატ­კი­ვა­რი გულ­თან მი­ვი­ტა­ნე და ყვე­ლა ქარ­თველს ვთხო­ვე, თუნ­დაც ერთი ლარი მის­თვის გა­ე­ღოთ. მარ­თა­ლია გრი­გო­ლის მამა მუ­შა­ობს, მაგ­რამ მისი ხელ­ფა­სი ბან­კის გა­და­სა­ხა­დებს არ ყოფ­ნის. მხა­რი და­ვუ­ჭი­რე, რად­გან ეს რე­ა­ლო­ბა იყო. ჩემი არც ნა­თე­სა­ვია, არც ბი­ძაშ­ვი­ლია და არც მა­მი­დაშ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მე­ზო­ბე­ლია" - აღ­ნიშ­ნა ნინო ქვარ­ცხა­ვამ.

ჩვენ გრი­გო­ლის კლა­სის დამ­რი­გე­ბელს ეკა გა­ბუ­ნი­ა­საც ვე­სა­უბ­რეთ. პე­და­გო­გის თქმით, ესე­ბუ­ე­ბის ოჯახს ნამ­დვი­ლად აქვს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რა­საც ბავ­შვი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს:

"გრი­გო­ლი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე, პა­სუხსმგებ­ლი­ა­ნი. მშო­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცეს­ში, აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა­ფერს, ხში­რად მო­დის სკო­ლა­ში და კი­თხუ­ლობს შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას. მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გრი­გო­ლის წინა დამ­რი­გებ­ლის­გან ვიცი. მა­საც ერთხელ უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ ბან­კის სეს­ხე­ბი აქვთ და დახ­მა­რე­ბის იმე­დად არის დარ­ჩე­ნი­ლი.

გრი­გო­ლის კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბის­გა­ნაც ვიცი, რომ პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ბავ­შვის მა­მაც სამ­სა­ხუ­რი­დან წლე­ბის წინ და­ი­თხო­ვეს. ეს ბავ­შვი უცხო ენა­ში ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად მშო­ბელ­მა მი­თხრა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო მი­ა­ტო­ვე­ბი­ნა... თუ რა სა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ჩვენ მშო­ბელ­თან ამა­ზე არ გვი­სა­უბ­რია..." - აცხა­დებს გვე­უბ­ნე­ბა გრი­გოლ ესე­ბუ­ას კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ ესე­ბუ­ას ოჯახს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე 595 96 56 95

ან ჩა­რი­ცხოთ თან­ხა VTB ბან­კის ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე: GE58VT0600000958743601 (ბად­რი ესე­ბუა)

ავ­ტო­რი: მაია ძა­გა­ნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

"მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან..." - 10 წლის ფოთელი ბიჭი დახმარებას ითხოვს

"მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან..." - 10 წლის ფოთელი ბიჭი დახმარებას ითხოვს

"ფეისბუქში" ვრცელდება 10 წლის ფოთელი ბიჭის, გრიგოლ ესებუას ემოციური წერილი. სკოლის მოსწავლე დახმარებას ითხოვს იმისთვის, რომ მისი ოჯახი ბანკის ვალების გამო ქუჩაში არ დარჩეს. პატარა ბიჭის პრობლემა უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან - პოსტს ათასობით გაზიარება აქვს, ბევრი გამოთქვამს 10 წლის ბავშვის და მისი ოჯახის დახმარების სურვილს.

"მე ვარ გრიგოლ ესებუა 10 წლის, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში თამარ მეფის 71 ნომერში. მამა ბადრი (ბაჩუკი) ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის (დიასახლისი). მამა მუშაობს დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან, მანამ აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელფასით. მამამ 2013 წელს "ვითიბი ბანკიდან" გამოიტანა იპოთეკური სესხი 19 500 დოლარი, როცა დოლარი 1,65 ლარი ღირდა (სესხი 10-წლიანია დასაბრუნებელია 36 000 დოლარი) თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 დოლარი.

მამა ყოველთვე იხდიდა 292 დოლარს, მამას აგრეთვე "ტაო პრივატ ბანკის" 35 000 ლარი ჰქონდა ვალი. დოლარის კურსის მატებისა და მამას ხელფასის შემცირების გამო, ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო. მას ფული მხოლოდ ვითიბი ბანკისთვის ყოფნიდა. 2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე. ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი, ხოლო ვითიბი ბანკს 513 ლარი. საუბედუროდ ეს თანხა ვითიბი ბანკს არ ყოფნის, არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს არ გრცხვენიათ ქუჩაში რომ მტოვებთ, მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ, მაშიმშილებთ. როგორ აზიდავთ ცოდვას უფალთან, რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს, ვითიბი ბანკში 18 000$ გადახდილი აქვს, მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო ეს თანხა არ ეთვლება. ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $, თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით სახლიდან გაძევება გვემუქრება.

მე წასასვლელი არსად მაქვს... სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო, რა უნდა ქნას ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა? მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ, მინდა ასე ბეჯითი მოსწავლე ვიყო მაგრამ სად ქუჩაში? გამოსავალი ერთია - მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან... მე, გრიგოლ ესებუა კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით დამეხმაროთ თანხა (თვიური გადასახადი 292$) ივნისის თვემდე. მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ! ოღონდ ახლა არ გამწიროთ ქუჩისთვის. გთხოვთ..." - ვკითხულობთ წერილში, "ფეისბუქზე" ნინო ქვარცხავამ გამოაქვეყნდა.

როგორც ქვარცხავამ Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, გრიგოლი მასთან ფურცლით ხელში მივიდა და ტექსტის სოციალურ ქსელში განთავსება სთხოვა. მისი თქმით, ესებუების ოჯახს ბანკთან ვალდებულება აქვს და მათი უსახლ-კაროდ დარჩენის საშიშროება არსებობს.

"ბავშვი მოვიდა, მომიტანა ნაწერი და მომიყვა თავისი ცხოვრება, თუ როგორი დაძაბულობაა ოჯახში, როგორ კამათობენ მშობლები სახლის გამო, საიდანაც ბანკში თანხის გადაუხდელობის გამო გამოძევება ემუქრებათ. ასევე მითხრა, რომ მამა თავის მოკვლას აპირებსო. ამ ბავშვს არც "ფეისბუქი" აქვს, არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი. რა თქმა უნდა ყველა მოზარდის გვერდზე ვარ მეც, რადგან თავად დედა ვარ. ამ ბავშვის სატკივარი გულთან მივიტანე და ყველა ქართველს ვთხოვე, თუნდაც ერთი ლარი მისთვის გაეღოთ. მართალია გრიგოლის მამა მუშაობს, მაგრამ მისი ხელფასი ბანკის გადასახადებს არ ყოფნის. მხარი დავუჭირე, რადგან ეს რეალობა იყო. ჩემი არც ნათესავია, არც ბიძაშვილია და არც მამიდაშვილი, უბრალოდ საუკეთესო მეზობელია" - აღნიშნა ნინო ქვარცხავამ.

ჩვენ გრიგოლის კლასის დამრიგებელს ეკა გაბუნიასაც ვესაუბრეთ. პედაგოგის თქმით, ესებუების ოჯახს ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები, რასაც ბავშვი ძალიან განიცდის და მშობლების დახმარებას ცდილობს:

"გრიგოლი მოწესრიგებულია, ძალიან კარგი მოსწავლე, პასუხსმგებლიანი. მშობელი აქტიურად არის ჩართული მეცადინეობის პროცესში, აკონტროლებს ყველაფერს, ხშირად მოდის სკოლაში და კითხულობს შვილის მდგომარეობას. მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ გრიგოლის წინა დამრიგებლისგან ვიცი. მასაც ერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ ბანკის სესხები აქვთ და დახმარების იმედად არის დარჩენილი.

გრიგოლის კლასელების მშობლებისგანაც ვიცი, რომ პრობლემები აქვთ, ბავშვის მამაც სამსახურიდან წლების წინ დაითხოვეს. ეს ბავშვი უცხო ენაში ემზადებოდა, მაგრამ როგორც თავად მშობელმა მითხრა, ფინანსური პრობლემის გამო მიატოვებინა... თუ რა სახის მატერიალური პრობლემა ჰქონდა, ჩვენ მშობელთან ამაზე არ გვისაუბრია..." - აცხადებს გვეუბნება გრიგოლ ესებუას კლასის დამრიგებელი.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ესებუას ოჯახს ტელეფონის ნომერზე 595 96 56 95

ან ჩარიცხოთ თანხა VTB ბანკის ანგარიშის ნომერზე: GE58VT0600000958743601 (ბადრი ესებუა)

ავტორი: მაია ძაგანია

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს