საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია" - ატოცში მყოფი ერთ-ერთი პირი სალომე ზურაბიშვილს
"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია" - ატოცში მყოფი ერთ-ერთი პირი სალომე ზურაბიშვილს

„აქ რა ნა­მუ­სით ხართ ჩა­მო­სუ­ლი, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრა­ლია“ - ასე მი­მარ­თა სო­ფელ ატოც­ში ჩა­სულ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ად­გილ­ზე მყოფ­მა ერთ-ერ­თმა პირ­მა, რა­ზეც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ის ჩა­ვი­და, რო­გორც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და „ახლა გან­ცხა­დე­ბე­ბის დრო არ არის“.

„მე ჩა­მო­სუ­ლი ვარ, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი. მე ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, რო­გორც, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მოშ­ლა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს.

„დღეს ეს ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლია. ეს არის ის, რაზე მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პირ­ველ რიგ­ში უნდა იზ­რუ­ნოს, რომ ეს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი მო­ი­შა­ლოს, რომ ჩვენ და­ვიბ­რუ­ნოთ ამ ტე­რი­ტო­რი­ის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ უნდა ვიზ­რუ­ნოთ იმ მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დღეს, რო­მე­ლიც აქ ცხოვ­რობს, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია, მშვი­დად იცხოვ­როს და არ აქვს ის პი­რო­ბე­ბი, რომ მშვი­დად იმუ­შა­ოს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს.

პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც მთა­ვარ­სარ­და­ლი უნდა ზრუ­ნავ­დეს სა­ზღვარ­ზე; პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის პრე­ზი­დენ­ტი უნდა ზრუ­ნავ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე, ყო­ველ­დღი­ურ ბედ­ზე. ეს არის პირ­ველ რიგ­ში უსაფრ­თხო­ე­ბა, რა­მე­თუ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა მშვი­დი არ არის, მაგ­რამ ასე­ვე ეს არის მათი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც არის მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე და ჩვენ უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი, რო­გორც მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებს და ეს არის ძა­ლი­ან სწო­რი პო­ლი­ტი­კა, ასე­ვე სა­ზღვრის პი­რას სოფ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია" - ატოცში მყოფი ერთ-ერთი პირი სალომე ზურაბიშვილს

"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია" - ატოცში მყოფი ერთ-ერთი პირი სალომე ზურაბიშვილს

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ - ასე მიმართა სოფელ ატოცში ჩასულ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“.

„მე ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მე ვაკეთებ განცხადებას, როგორც, მომავალი პრეზიდენტი“, - აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა ტერიტორიულ მთლიანობასა და საოკუპაციო ხაზის მოშლაზე უნდა იზრუნოს.

„დღეს ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ეს არის ის, რაზე მომავალმა პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ამ ტერიტორიის, ჩვენი ქვეყნის საზღვრები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე დღეს, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც არ შეუძლია, მშვიდად იცხოვროს და არ აქვს ის პირობები, რომ მშვიდად იმუშაოს და უზრუნველყოფილი იყოს.

პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე; პრეზიდენტი, როგორც ყველა მოქალაქის პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ბედზე, ყოველდღიურ ბედზე. ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება, რამეთუ უსაფრთხოების გარეშე ცხოვრება და განვითარება მშვიდი არ არის, მაგრამ ასევე ეს არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც არის მთლიანად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც მაღალმთიან რეგიონებს და ეს არის ძალიან სწორი პოლიტიკა, ასევე საზღვრის პირას სოფლებს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები