მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მდებარე ამ სახლის სადარბაზოს რესტავრაციისას, უნიკალური რამ აღმოაჩინეს...
თბილისში მდებარე ამ სახლის სადარბაზოს რესტავრაციისას, უნიკალური რამ აღმოაჩინეს...

თბი­ლის­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ეს შე­ნო­ბა 1889 წელ­საა აგე­ბუ­ლი და მე-19 სა­უ­კუ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლს წარ­მო­ად­გენს. სახ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია ულა­მა­ზე­სი ჩუ­ქურ­თმე­ბით, უნი­კა­ლუ­რი კა­რე­ბით, მო­ზა­ი­კუ­რი ია­ტა­კი­თა და ლი­თო­ნის მო­ა­ჯი­რე­ბით...

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის 42-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცოტა ხნის წინ მთაწ­მინ­დის გამ­გე­ო­ბამ სა­დარ­ბა­ზოს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, რა დრო­საც კე­დელ­ზე მხატ­ვრო­ბის ად­რე­უ­ლი კომ­პო­ზი­ცია და ფერ­წე­რუ­ლი ფე­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და...

ფერ­წე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია, რა­ზეც წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სუ­რი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მხატ­ვრო­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შია.

ირა გირნზბურ­გი, კორ­პუ­სის ბი­ნა­და­რი:

"ეს სა­დარ­ბა­ზო ჩემი ძა­ლით და ცრემ­ლით გა­კეთ­და. ახლა რაც არის აღ­დგე­ნი­ლი, ზუს­ტად ასე­თი იყო ეს სა­დარ­ბა­ზო. მე ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს და მე­ტიც, ძვე­ლი სა­დარ­ბა­ზოს ფო­ტო­ე­ბიც მქონ­და და იმ ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით გე­უბ­ნე­ბით, რომ უზა­დოდ აღად­გი­ნეს!

1994 წელს მო­ვიდ­ნენ და გვი­თხრეს, რე­მონტს ვი­წყებ­თო. ჩემი ბავ­შვე­ბით აგა­რაკ­ზე მივ­დი­ო­დი და­სას­ვე­ნებ­ლად და რომ დავ­ბრუნ­დი სა­დარ­ბა­ზო შე­თეთ­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. ხუთი ფენა იყო გა­დას­მუ­ლი. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ცუ­დად გავ­ხდი და ერთი კვი­რა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მო­ვე­დი...

იმის შემ­დეგ სულ ძველ სა­დარ­ბა­ზო­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ჩვენს სა­დარ­ბა­ზო­ში კარ­გი ხალ­ხი ცხოვ­რობს, მაგ­რამ სახ­ლთან ახ­ლოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ ეს სახ­ლი სულ და­სან­გრე­ვი­აო. არა­და არც იყო ასე­თი ავა­რი­უ­ლი... ახლა უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, ოც­ნე­ბა რომ ამის­რულ­და!"

სა­დარ­ბა­ზოს პირ­ვან­დე­ლი სა­ხის აღ­დგე­ნა­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე კონ­სერ­ვა­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, მათ შო­რის ოლი­კო ხა­ჩი­ძეც, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ამ სახ­ლის და აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რი­ას უამ­ბობს:

"პირ­ვე­ლი­ვე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზეც მკვეთ­რად გა­მოჩ­ნდა, რომ სა­დარ­ბა­ზო ფერ­წე­რუ­ლი ფე­ნით იყო და­ფა­რუ­ლი. ჭერი და კარ­ნი­ზე­ბი ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ნა­წი­ლე­ბი იყო და აღ­მოჩ­ნდა, რომ იქაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი დე­კო­რია. ამან სრუ­ლი­ად შეკ­რა და შე­ავ­სო სა­დარ­ბა­ზოს მხატ­ვრუ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. არაფ­რით ვე­ლო­დით ამ მას­შტა­ბის მხატ­ვრულ ფე­ნას, რო­მე­ლიც მთლი­ან სა­დარ­ბა­ზოს მო­ი­ცავს.

მარ­თა­ლია პა­ტა­რა სა­დარ­ბა­ზოა, მაგ­რამ სავ­სე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია. კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მარ­მა­რი­ლოს ეფექ­ტე­ბი, სვე­ტე­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა ტო­ნა­ლო­ბას, უფრო თბი­ლი ფე­რე­ბია - აგუ­რის­ფე­რი, მო­წი­თა­ლო მარ­მა­რი­ლო, მუქი შავი და მწვა­ნე სვე­ტე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან და მხატ­ვრო­ბას­თან კავ­შირ­შია. ოთხი კომ­პო­ზი­ცია ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნაა!

პე­ი­ზა­ჟი ასე­თი შეს­რუ­ლე­ბით და ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, თბი­ლი­სუ­რი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის კი­დევ ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო სა­დარ­ბა­ზო შე­ე­მა­ტა თბი­ლი­სის უნი­კა­ლურ სა­დარ­ბა­ზო­ებს, რო­მე­ლიც სხვა, ცნო­ბილ სა­დარ­ბა­ზო­ებს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა!

- აღ­სად­გე­ნად დიდი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და?

- დიახ, მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შაო იყო... ბევ­რი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შეგ­ვხვდა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არ ჩანს. თან­და­თან ჩნდე­ბო­და პრობ­ლე­მუ­რი ად­გი­ლე­ბი. ზედა ფენა შე­თეთ­რე­ბუ­ლი იყო და არც ისე­თი ად­ვი­ლი მო­სახ­სნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში ძა­ლი­ან ნელი ტემ­პით ხდე­ბო­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რა­მაც პრო­ცე­სი გა­წე­ლა და შე­ა­ფერ­ხა. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად კო­მუ­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დი­საა და შემ­დეგ 1990-იან წლებ­ში, როცა ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რი იყო. სა­დარ­ბა­ზო­ებს არ უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ...

იყო ნა­კაწ­რე­ბი, სა­რეკ­ლა­მო აბ­რე­ბი ყველ­გან მიკ­რუ­ლი, სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი... სა­დე­ნე­ბის გაყ­ვა­ნი­სას არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, იქ რომ მხატ­ვრო­ბა იყო და პირ­და­პირ მხატ­ვრო­ბა­ზე იყო ძა­ლი­ან ბევ­რი და­ზი­ა­ნე­ბა სა­დე­ნე­ბის გამო. ამ სახ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ბუნ­დოვ­ნად ახ­სოვ­დათ სა­დარ­ბა­ზო რომ ფე­რა­დი იყო.

გა­სა­ო­ცა­რია, რომ არ გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, ამ­დენ ხანს გახ­სნი­ლი­ყო. კარ­გია ახლა რომ გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა კორ­პუ­სის თავ­ჯდო­მა­რემ და კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა... სა­დარ­ბა­ზოს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­მონტს აპი­რებ­დნენ, რაც სრუ­ლი­ად გა­ა­ნად­გუ­რებ­და მხატ­ვრო­ბას. ჩა­მო­ფხი­კავ­დნენ კედ­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ და­ი­კარ­გე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ფე­რე­ბი გა­მოჩ­ნდა და ამის შემ­დეგ და­ი­გეგ­მა სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჩვენ­თვის, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, სულ ვცდი­ლობთ აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თბილისში მდებარე ამ სახლის სადარბაზოს რესტავრაციისას, უნიკალური რამ აღმოაჩინეს...

თბილისში მდებარე ამ სახლის სადარბაზოს რესტავრაციისას, უნიკალური რამ აღმოაჩინეს...

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ეს შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სახლი გამორჩეულია ულამაზესი ჩუქურთმებით, უნიკალური კარებით, მოზაიკური იატაკითა და ლითონის მოაჯირებით...

თაბუკაშვილის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მთაწმინდის გამგეობამ სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რა დროსაც კედელზე მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა...

ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, მეცხრამეტე საუკუნის თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

ირა გირნზბურგი, კორპუსის ბინადარი:

"ეს სადარბაზო ჩემი ძალით და ცრემლით გაკეთდა. ახლა რაც არის აღდგენილი, ზუსტად ასეთი იყო ეს სადარბაზო. მე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და მეტიც, ძველი სადარბაზოს ფოტოებიც მქონდა და იმ ფოტოების მიხედვით გეუბნებით, რომ უზადოდ აღადგინეს!

1994 წელს მოვიდნენ და გვითხრეს, რემონტს ვიწყებთო. ჩემი ბავშვებით აგარაკზე მივდიოდი დასასვენებლად და რომ დავბრუნდი სადარბაზო შეთეთრებული დამხვდა. ხუთი ფენა იყო გადასმული. დანახვისთანავე ცუდად გავხდი და ერთი კვირა მდგომარეობიდან ვერ გამოვედი...

იმის შემდეგ სულ ძველ სადარბაზოზე ვოცნებობდი. ჩვენს სადარბაზოში კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ სახლთან ახლოს მაცხოვრებლები ამბობდნენ ეს სახლი სულ დასანგრევიაო. არადა არც იყო ასეთი ავარიული... ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ, ოცნება რომ ამისრულდა!"

სადარბაზოს პირვანდელი სახის აღდგენასა და რესტავრაციაზე კონსერვატორ-რესტავრატორები მუშაობდნენ, მათ შორის ოლიკო ხაჩიძეც, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველს ამ სახლის და აღმოჩენის ისტორიას უამბობს:

"პირველივე დათვალიერებაზეც მკვეთრად გამოჩნდა, რომ სადარბაზო ფერწერული ფენით იყო დაფარული. ჭერი და კარნიზები ჩვენთვის მიუწვდომელი ნაწილები იყო და აღმოჩნდა, რომ იქაც ძალიან ლამაზი, ყვავილოვანი დეკორია. ამან სრულიად შეკრა და შეავსო სადარბაზოს მხატვრული მთლიანობა. არაფრით ველოდით ამ მასშტაბის მხატვრულ ფენას, რომელიც მთლიან სადარბაზოს მოიცავს.

მართალია პატარა სადარბაზოა, მაგრამ სავსებით დატვირთულია. კომპოზიციების მიხედვით წელიწადის დროებია წარმოდგენილი, მარმარილოს ეფექტები, სვეტები... რაც შეეხება ტონალობას, უფრო თბილი ფერებია - აგურისფერი, მოწითალო მარმარილო, მუქი შავი და მწვანე სვეტები. ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მხატვრობასთან კავშირშია. ოთხი კომპოზიცია ჩვენთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა!

პეიზაჟი ასეთი შესრულებით და ასეთი პროფესიონალიზმით, თბილისური სადარბაზოების კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. კიდევ ერთი საინტერესო სადარბაზო შეემატა თბილისის უნიკალურ სადარბაზოებს, რომელიც სხვა, ცნობილ სადარბაზოებს არაფრით ჩამოუვარდება!

- აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩატარდა?

- დიახ, მასშტაბური სამუშაო იყო... ბევრი გაუთვალისწინებელი დაზიანებები შეგვხვდა, რომელიც პირველი დათვალიერებით არ ჩანს. თანდათან ჩნდებოდა პრობლემური ადგილები. ზედა ფენა შეთეთრებული იყო და არც ისეთი ადვილი მოსახსნელი აღმოჩნდა. გარკვეულ ადგილებში ძალიან ნელი ტემპით ხდებოდა სამუშაოები, რამაც პროცესი გაწელა და შეაფერხა. დაზიანებები ძირითადად კომუნისტური პერიოდისაა და შემდეგ 1990-იან წლებში, როცა ვანდალური ფაქტები ძალიან ხშირი იყო. სადარბაზოებს არ უფრთხილდებოდნენ...

იყო ნაკაწრები, სარეკლამო აბრები ყველგან მიკრული, სხვადასხვა დაზიანებები... სადენების გაყვანისას არავინ ითვალისწინებდა, იქ რომ მხატვრობა იყო და პირდაპირ მხატვრობაზე იყო ძალიან ბევრი დაზიანება სადენების გამო. ამ სახლის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ბუნდოვნად ახსოვდათ სადარბაზო რომ ფერადი იყო.

გასაოცარია, რომ არ გაუჩნდათ სურვილი, ამდენ ხანს გახსნილიყო. კარგია ახლა რომ გამოიჩინა ინიციატივა კორპუსის თავჯდომარემ და კვლევის ჩატარება მოითხოვა... სადარბაზოს ჩვეულებრივ რემონტს აპირებდნენ, რაც სრულიად გაანადგურებდა მხატვრობას. ჩამოფხიკავდნენ კედლებს და საბოლოოდ დაიკარგებოდა ყველაფერი. კვლევის საფუძველზე, ფერები გამოჩნდა და ამის შემდეგ დაიგეგმა სარესტავრაციო სამუშაოები. ჩვენთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი სადარბაზოები, სულ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ და გადავარჩინოთ!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ