პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ
ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

2019-2020 წლებ­ში 7 526 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ხელ­ფა­სი წო­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­ეზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2019 წლი­დან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 250 ლა­რით გა­ეზ­რდე­ბათ შსს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მე­სა­ზღვრე­ებ­სა და სა­ნა­პი­რო დაც­ვის ხო­მალ­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­საც. ასე­ვე, 1-ელი იან­ვრი­დან იგეგ­მე­ბა ხელ­ფა­სის ზრდა სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის­თვი­საც, მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვი­საც.

„2016 წლი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის ზრდის თვალ­საზ­რი­სით. 2019-2020 წლებ­ში 7526 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ხელ­ფა­სი წო­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­ეზ­რდე­ბა. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ 2018 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თით­ქმის 14 000 თა­ნამ­შრო­მელს გა­ე­ზარ­და ხელ­ფა­სი. ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და 2019 წლი­დან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 250 ლა­რით გა­ეზ­რდე­ბათ შსს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მე­სა­ზღვრე­ებ­სა და სა­ნა­პი­რო დაც­ვის ხო­მალ­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2900 ადა­მი­ა­ნი. 1-ელი იან­ვრი­დან იგეგ­მე­ბა ხელ­ფა­სის ზრდა სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის­თვი­საც, მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვი­საც“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე ისა­უბ­რა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ბი­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ 2020 წლის­თვის სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის წი­ნა­შე 2007 წელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბე­ბუ­ლე­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა.

„სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია ასე­ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ბი­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სწო­რედ 2013 წლი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. დღემ­დე 1634 ოჯა­ხის ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მოხ­და, დარ­ჩე­ნი­ლი 728 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ბი­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის­თვის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­დე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და თავ­დაც­ვის უწყე­ბე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. 2020 წლის­თვის ჩვენ შევ­ძლებთ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის წი­ნა­შე 2007 წელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად შეს­რუ­ლე­ბას. ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მა მოხ­დე­ბა სამ ეტა­პად და 2020 წლის­თვის დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც. ასევე, 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

„2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით. 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 14 000 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, ეს არის დაახლოებით 2900 ადამიანი. 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაზე და განაცხადა, რომ 2020 წლისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებები შესრულდება.

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც სწორედ 2013 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. დღემდე 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება. 2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა მოხდება სამ ეტაპად და 2020 წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?