პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს?" - რჩევა ორსულ და მეძუძურ ქალებს "მკურნალისგან"
"როგორ ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს?" - რჩევა ორსულ და მეძუძურ ქალებს "მკურნალისგან"

mkurnali.ge მკი­თხველს ხში­რად სთა­ვა­ზობს რე­კო­მენ­და­ცი­ებს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ, ასე­ვე კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში აძ­ლევს რჩე­ვებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს. ამ­ჯე­რად, ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბის კვე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას. რუბ­რი­კა­ში "კი­თხვა-პა­სუ­ხი" რჩე­ვას ახალ­გაზ­რდა დედა ითხოვს:

"გა­მარ­ჯო­ბა, ჩემს პრობ­ლე­მას გა­გაც­ნობთ, თუ შე­გიძ­ლი­ათ და­მეხ­მა­რეთ... პირ­ვე­ლი ბავ­შვი 4 წლის წინ გა­ვა­ჩი­ნე, მე­ო­რე სულ 10 დღი­საა. პირ­ვე­ლი ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე მყავ­და და ფორ­მა­შიც უც­ბად ჩავ­დე­გი დი­ე­ტე­ბით, მაგ­რამ მე­ო­რე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს და გთხოვთ მირ­ჩი­ეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვიკ­ვე­ბო, რომ წო­ნა­ში და­ვიკ­ლო, რძეც მქონ­დეს და ბავ­შვსაც არ აწყი­ნოს საკ­ვებ­მა, რა სა­ხის საკ­ვე­ბი უნდა მი­ვი­ღო ძი­რი­თა­დად? ვარ 24 წლის, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ჩემ­თვის არ შე­იძ­ლე­ბა დიდი წო­ნის ქონა" - წერს ახალ­გაზ­რდა დედა.

"მკურ­ნა­ლის" მკი­თხვე­ლის კი­თხვა­ზე პა­სუხს მეან-გი­ნე­კო­ლოგ სო­ფიო გე­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

"ქალი, რო­მე­ლიც ბავ­შვს ძუ­ძუს აწო­ვებს, ისე უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეს, რომ მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბი მა­საც ჰყოფ­ნი­დეს და ბავ­შვსაც. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა არ იცის, რო­გორ გა­ა­კე­თოს ეს. ზო­გი­ერთს ჰგო­ნია, რომ ბევ­რი უნდა და­ლი­ოს, მე­ო­რე­ნი ტკბი­ლე­ულ­სა და ფქვი­ლე­ულს მი­ირ­თმე­ვენ... მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ იგი სტა­ბი­ლუ­რი არ არის, ამი­ტომ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ად­ვი­ლად იც­ვლე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ცი­ლე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ცხი­მე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის ან მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცეს. მე­ძუ­ძუ­რი დედა მკაცრ დი­ე­ტას არ უნდა იცავ­დეს. საკ­მა­რი­სია, რა­ცი­ო­ნი­დან გა­მო­რი­ცხოს ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი, ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, მზე­სუმ­ზი­რა. ნე­ბა­დარ­თუ­ლია: მჭლე ხორ­ცი და თევ­ზის კერ­ძე­ბი, ყვე­ლი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ფა­ფე­ბი.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დღის რე­ჟიმს. სა­სურ­ვე­ლია, იგი შე­ვუ­თან­ხმოთ ბავ­შვის კვე­ბის რე­ჟიმს და საკ­ვე­ბი მი­ვი­ღოთ ძუ­ძუ­თი კვე­ბის წინ (დღე­ში 5-6-ჯერ). ეს ხელს შე­უ­წყობს რძის სეკ­რე­ცი­ას. ლაქ­ტა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბად ჭა­მის წინ შე­იძ­ლე­ბა მი­ირ­თვათ ერთი ჭიქა რძე ან წვე­ნი. მე­ძუ­ძურ­მა დე­დამ დღე­ში ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე 700-1000 კკალ-ით მეტი, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 3200-3500 კკალ უნდა მი­ი­ღოს. დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნი უნდა შე­ი­ცავ­დეს 120-130 გ ცი­ლას (აქე­დან 60%-ს - ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბი­სას), 500 გ ნახ­შირ­წყლებს, 100-120 გ ცხი­მებს (აქე­დან 20% მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თის წი­ლად უნდა მო­დი­ო­დეს).სა­ნი­მუ­შო რა­ცი­ო­ნი ასე­თია: 200 გ ხორ­ცი, ფრინ­ვე­ლი ან თევ­ზი, 1 ლიტ­რი რძე, 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყვე­ლი, 1 კვერ­ცხი, 500-600 გ ბოსტნე­უ­ლი (200 გ კარ­ტო­ფი­ლი), 200-300 გ ხილი.

ნახ­შირ­წყლე­ბი ორ­გა­ნიზ­მის ცხო­ველ­ქმე­დე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ენერ­გი­ის წყა­როა, ამი­ტომ ხილ-ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლი, კენკრა, და­ღერ­ღი­ლი მარ­ცვლე­უ­ლის პური, ფა­ფე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ერი­დეთ ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბელ ნახ­შირ­წყლებს (ტორ­ტებს, ტკბი­ლე­ულს), რად­გან მათ ზი­ა­ნი უფრო მეტი მო­აქვთ, ვიდ­რე სარ­გებ­ლო­ბა: ბავ­შვს ებე­რე­ბა მუ­ცე­ლი, დე­დი­კო კი წო­ნას იმა­ტებს.

ცხი­მე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ღვიძ­ლის კვე­ბის­თვის, ზო­გი­ერ­თი ვი­ტა­მი­ნის შე­წო­ვის­თვის, მაგ­რამ საკ­ვებ­ში მისი ოდე­ნო­ბა 25%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. მსუ­ქა­ნი ხორ­ცი, რძე, შემ­წვა­რი პრო­დუ­ტე­ბი და ერ­ბო­ზე­ლი­ლი ცომი მავ­ნე ცხი­მებს შე­ი­ცავს, ზღვის თევ­ზი და მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი - სა­სარ­გებ­ლოს. ხილი, ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნი­ლი, კენკრა ვი­ტა­მი­ნე­ბის წყა­როც არის. მათი უკ­მა­რი­სო­ბი­სას რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სის მი­ღე­ბა.

მარ­გე­ბე­ლია ასე­ვე ას­კი­ლის ნა­ყე­ნი, გა­ყი­ნუ­ლი ხილი და კენკრა, ჩი­რის კომ­პო­ტი. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ რკი­ნი­სა და სხვა ელე­მენ­ტე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას. რკი­ნის წყა­როა ხორ­ცი, ფოს­ფო­რი­სა - თევ­ზი (უმ­ჯო­ბე­სია მო­ხარ­შუ­ლი), კალ­ცი­უ­მი­სა - რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი.

მე­ძუ­ძურ დე­დას ეკ­რძა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის, მათ შო­რის ლუ­დის მი­ღე­ბა. ალ­კოჰო­ლი სწრა­ფად გა­და­დის რძე­ში და არა­სა­სურ­ველ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე)

ზო­გა­დი რჩე­ვე­ბი

  • ერი­დეთ ტკბილ გა­ზი­ან სას­მელს.
  • ხში­რად სვით ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი.
  • მა­რი­ლი ზო­მი­ე­რად მი­ი­ღეთ. უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ი­ყე­ნოთ იო­დი­ა­ნი მა­რი­ლი ნატ­რი­უ­მის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით.
  • იკ­ვე­ბეთ აუჩ­ქა­რებ­ლად, საკ­ვე­ბი კარ­გად და­ღე­ჭეთ.
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ნაწ­ლა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბას - შეკ­რუ­ლო­ბამ შე­საძ­ლოა ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.
  • რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ი­ღეთ სა­მე­ფო სკუმბრია - ეს თევ­ზი დიდი ოდე­ნო­ბით შე­ი­ცავს ტყვი­ას, რა­მაც შე­საძ­ლოა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ბავ­შვს. ტყვი­ას ასე­ვე დიდი ოდე­ნო­ბით შე­ი­ცავს და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი თი­ნუ­სი და მისი ფილე.
  • მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი საკ­ვე­ბი რა­ცი­ონ­ში სა­თი­თა­ოდ შე­ი­ტა­ნეთ და და­აკ­ვირ­დით ბავ­შვის რე­აქ­ცი­ას
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როგორ ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს?" - რჩევა ორსულ და მეძუძურ ქალებს "მკურნალისგან"

"როგორ ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს?" - რჩევა ორსულ და მეძუძურ ქალებს "მკურნალისგან"

mkurnali.ge მკითხველს ხშირად სთავაზობს რეკომენდაციებს სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პრევენციის შესახებ, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში აძლევს რჩევებს ინტერნეტმომხმარებელს. ამჯერად, ორსული და მეძუძური დედების კვების რეჟიმზე გავამახვილებთ ყურადღებას. რუბრიკაში "კითხვა-პასუხი" რჩევას ახალგაზრდა დედა ითხოვს:

"გამარჯობა, ჩემს პრობლემას გაგაცნობთ, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ... პირველი ბავშვი 4 წლის წინ გავაჩინე, მეორე სულ 10 დღისაა. პირველი ხელოვნურ კვებაზე მყავდა და ფორმაშიც უცბად ჩავდეგი დიეტებით, მაგრამ მეორე ბუნებრივ კვებაზე მყავს და გთხოვთ მირჩიეთ, როგორ შეიძლება ვიკვებო, რომ წონაში დავიკლო, რძეც მქონდეს და ბავშვსაც არ აწყინოს საკვებმა, რა სახის საკვები უნდა მივიღო ძირითადად? ვარ 24 წლის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჩემთვის არ შეიძლება დიდი წონის ქონა" - წერს ახალგაზრდა დედა.

"მკურნალის" მკითხველის კითხვაზე პასუხს მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილთან ინტერვიუდან შეიტყობთ:

"ქალი, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს, ისე უნდა იკვებებოდეს, რომ მიღებული კალორიები მასაც ჰყოფნიდეს და ბავშვსაც. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ბევრი უნდა დალიოს, მეორენი ტკბილეულსა და ფქვილეულს მიირთმევენ... მეძუძური ქალის მდგომარეობა ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ იგი სტაბილური არ არის, ამიტომ გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იცვლება.

მაგალითად, ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების ან მინერალური მარილების ნაკლებობა შესაძლოა სერიოზული დარღვევების მიზეზად იქცეს. მეძუძური დედა მკაცრ დიეტას არ უნდა იცავდეს. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. ნებადართულია: მჭლე ხორცი და თევზის კერძები, ყველი, ხილი, ბოსტნეული, ფაფები.

დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. მეძუძურმა დედამ დღეში ჩვეულებრივზე 700-1000 კკალ-ით მეტი, ანუ დაახლოებით 3200-3500 კკალ უნდა მიიღოს. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს 120-130 გ ცილას (აქედან 60%-ს - ცხოველური წარმოშობისას), 500 გ ნახშირწყლებს, 100-120 გ ცხიმებს (აქედან 20% მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს).სანიმუშო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი, ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე, 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ ბოსტნეული (200 გ კარტოფილი), 200-300 გ ხილი.

ნახშირწყლები ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროა, ამიტომ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, დაღერღილი მარცვლეულის პური, ფაფები აუცილებელია. ერიდეთ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტორტებს, ტკბილეულს), რადგან მათ ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი წონას იმატებს.

ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, მაგრამ საკვებში მისი ოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მსუქანი ხორცი, რძე, შემწვარი პროდუტები და ერბოზელილი ცომი მავნე ცხიმებს შეიცავს, ზღვის თევზი და მცენარეული ზეთი - სასარგებლოს. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა ვიტამინების წყაროც არის. მათი უკმარისობისას რეკომენდებულია ვიტამინების კომპლექსის მიღება.

მარგებელია ასევე ასკილის ნაყენი, გაყინული ხილი და კენკრა, ჩირის კომპოტი. მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რკინისა და სხვა ელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკას. რკინის წყაროა ხორცი, ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია მოხარშული), კალციუმისა - რძე და რძის პროდუქტები.

მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე (წაიკითხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე)

ზოგადი რჩევები

  • ერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელს.
  • ხშირად სვით ნატურალური წვენი.
  • მარილი ზომიერად მიიღეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ იოდიანი მარილი ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
  • იკვებეთ აუჩქარებლად, საკვები კარგად დაღეჭეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მუშაობას - შეკრულობამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
  • რაციონიდან ამოიღეთ სამეფო სკუმბრია - ეს თევზი დიდი ოდენობით შეიცავს ტყვიას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვს. ტყვიას ასევე დიდი ოდენობით შეიცავს დაკონსერვებული თინუსი და მისი ფილე.
  • მშობიარობის შემდეგ ყოველგვარი საკვები რაციონში სათითაოდ შეიტანეთ და დააკვირდით ბავშვის რეაქციას

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს