ავტორი:

ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"

ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"

"ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პარტიების გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ იყო დაქორწინებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტი პრეზიდენტობის კანდიდატის პირად ცხოვრებასა და კარიერას შეეხებოდა.

"როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. პირველი ქორწინების დროს 18 წლის ვიყავი, ნუ ახლა college sweethearts (კოლეჯის შეყვარებულები)" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა P.S.-ში.

ვაშაძის პირველი ქორწინების და უფროსი ვაჟის შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა სტატია, საიდანაც ვარკვევთ საინტერესო დეტალებს საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი ქორწინების შესახებ.

გრიგოლ ვაშაძემ 1978 წელს ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძეობა სახუმარო საქმე არ გახლდათ. 1981 წელს, გრიგოლმა გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა.

თუმცა, ვაშაძის კარიერული წინსვლა (და არა მხოლოდ მისი, არამედ სიმამრისა და მამის) ერთმა ამბავმა შეაფერხა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ამ ამბის შემდეგ ის გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად...

ვლადიმირ ალხიმოვი 1919 წელს, სმოლენსკის ოლქში დაიბადა. გარდაიცვალა 1993 წელს. დასავლეთის ბანკებისა და ფინანსების სამყაროში მას "ფინანსების ჯადოქრად" მოიხსენიებდნენ.

"მიუხედავად მისი ტიპური რუსული და საბჭოური ჰაბიტუსისა, მასში უოლ სტრიტის ბირჟის მაკლერის ელეგანტურობაც იყო. ეს ახალი ტიპის საბჭოთა ადამიანი კარგი იუმორით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თვისება ის გახლდათ, რომ პარტნიორის ნდობას იოლად მოიპოვებდა და მათ საბჭოთა კავშირის შესახებ უქმნიდა წარმოდგენას, რომ ეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ქვეყანა მზად იყო, ბიზნესის ყველა კანონს დამორჩილებოდა და მიეღო" - ეს გახლავთ ციტატა ძველი უცხოური პრესიდან, რომელიც ვლადიმირ ალხიმოვზე მოუთხრობდა მკითხველს.

40 წელზე მეტხანს სწორედ ის განსაზღვრავდა სახელმწიფოს ფინანსურ-კრედიტულ პოლიტიკას, ჯერ როგორც საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი როგორც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. დღევანდელი გადასახედიდან, საქმე, რითაც ალხიმოვი იყო დაკავებული: დასავლეთის ქვეყნებთან საკრედიტო ურთიერთობების განვითარება, სახელმწიფოსთვის ძალზე ხელსაყრელ ფასად ამერიკისგან ხორბლის დიდი პარტიის შესყიდვა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკისთვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭება, შესაძლოა ჩვეულებრივად მოგვეჩვენებოდა, თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი ძალზე რთული ამოცანა გახლდათ, ხშირად კი ფარულ ბრძოლებთანაც იყო დაკავშირებული... წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები