ავტორი:

ასია ბიბი თავისუფალია - ყოფილმა სიკვდილმიჯილმა, 5 შვილის დედამ პაკისტანი დატოვა

ასია ბიბი თავისუფალია - ყოფილმა სიკვდილმიჯილმა, 5 შვილის დედამ პაკისტანი დატოვა

პაკისტანელი ქრისტიანი ქალი, რომელიც ღმერთის გმობის ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, უკვე თავისუფალია. მოსამართლემ 5 შვილის დედას, ასია ბიბის ბრალდება 31 ოქტომბერს მოუხსნა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ქალის ციხიდან გამოშვება, მისი უსაფრთხოების მიზნით, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

რისკის ქვეშ იყო ასია ბიბის ოჯახიც - მისი ქმარი და შვილები გასაიდუმლოებულ მისამართზე ცხოვრობდნენ. ქმარი, აშიქ მასიჰი ჯერ კიდევ გუშინ, ბიბის გათავისუფლებამდე ამბობდა, რომ ასიას და ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თავშესაფარი ქვეყნის გარეთ, რადგან მისი ცოლის უსაფრთხოება ციხეშიც ვერ იქნებოდა სათანადოდ დაცული, თავად კი სახლიდან საჭმლის საყიდლად გასვლაც არ შეეძლო.

ასია ბიბის ქმარი და შვილი

ყოფილი ბრალდებული ციხიდან გუშინ ღამით გაათავისუფლეს. ის საპატიმროდან პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა. თავშესაფარი ასია ბიბისა და მის ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა, თუმცა სად იცხოვრებს ის ოჯახთან ერთად, უსაფრთხოების გამო, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ

"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე... ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა" - ვინ არიან ლუკაშენკოს ვაჟები?