საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე: "კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას ცუდად მოექცნენ"
გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე: "კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას ცუდად მოექცნენ"

კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს საყ­ვე­დუ­რი, რომ მას და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და ცუ­დად მო­ექ­ცნენ, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. მისი თქმით, მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არ­სი გა­უ­გე­ბა­რია.

„კარ­გი სა­დღეგ­რძე­ლოა. ცუდი ადა­მი­ა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, კარ­გი ადა­მი­ა­ნია. თუ რა­ტომ გახ­და სა­დღეგ­რძე­ლოს გან­ცხა­დე­ბად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა სა­ჭი­რო, არ ვიცი. მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­სა­გე­ბი ამ გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის, თუმ­ცა ცუდ­საც ვე­რა­ფერს ვხე­დავ. კარ­გია თუ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ჰქონ­და ყო­ველ­თვის, თუმ­ცა მისი აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი არ შემ­ხვედ­რია, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ მო­ვე­დი და ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლი­დან არ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს საყ­ვე­დუ­რი, რომ მას და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და ცუ­დად მო­ექ­ცნენ. ჩემ­თვის მო­ტი­ვი ამ გან­ცხა­დე­ბის გა­უ­გე­ბა­რია. შე­საძ­ლოა, ეს გან­ცხა­დე­ბა უცხო­ე­ლე­ბის­თვის გა­კეთ­და სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნე­ბის ხაზ­გა­სას­მე­ლად. მე არ მგო­ნია, რომ მისი გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვა ამ ეტაპ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი აცხა­დებს, რომ „მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სი­ჩუ­მე არ­ჩია და არც ახლა აპი­რებს პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას“, თუმ­ცა მხარს უჭერს ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­საც 2012 წელს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­უ­ჭი­რა მხა­რი. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დღეს ეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­და­სარ­ჩე­ნია.

„მხარს ვუ­ჭერ იმ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლი­საც მწამ­და და მჯე­რო­და მთე­ლი ჩემი შე­გე­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის სი­მაღ­ლეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ გვას­წავ­ლა, რომ­ლის მა­გა­ლი­თიც ჩემ­მა მშობ­ლებ­მა და წი­ნაპ­რებ­მა მომ­ცეს, მას­წავ­ლეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, ასე­ვე - ჩვე­ნი ერის გა­მორ­ჩე­ულ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მა, მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ღირ­სე­ულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ხან­და­ხან კი, ყვე­ლას­თვის უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში, ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც ძვირ­ფა­სი იყო ყო­ველ­თვის, მათ შო­რის 2007 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, 2011 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი 2012-ში და შემ­დგომ 2016-ში. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი სი­ჩუ­მე ვარ­ჩიე და არც ახლა ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და არა იმი­ტომ, რომ არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი. ჩემს სათ­ქმელ­ში ბევ­რია სა­ა­მა­ყოც და რა თქმა უნდა - სა­სი­ნა­ნუ­ლოც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და.

და ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად და ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­და­სარ­ჩე­ნია, გა­და­სარ­ჩე­ნია ახლა, ამ მო­მენ­ტში და გა­და­სარ­ჩე­ნია მუდ­მი­ვად და ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა არ და­იღ­ლე­ბა ჩვენს ერში და არ და­იღ­ლე­ბა ჩემ­შიც, ვიდ­რე სული მიდ­გას“, - ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე: "კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას ცუდად მოექცნენ"

გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის განცხადებაზე: "კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას ცუდად მოექცნენ"

კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მთლიანობაში ამ განცხადების შინაარსი გაუგებარია.

„კარგი სადღეგრძელოა. ცუდი ადამიანი არასდროს ყოფილა, კარგი ადამიანია. თუ რატომ გახდა სადღეგრძელოს განცხადებად გამოქვეყნება საჭირო, არ ვიცი. მიზეზი და მიზანი მაინცდამაინც გასაგები ამ განცხადებაში არ არის, თუმცა ცუდსაც ვერაფერს ვხედავ. კარგია თუ ფასეულობები ჰქონდა ყოველთვის, თუმცა მისი აქტიური პროტესტი არ შემხვედრია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედი და ფაქტობრივად, სახლიდან არ გამოვიყვანეთ. კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. ჩემთვის მოტივი ამ განცხადების გაუგებარია. შესაძლოა, ეს განცხადება უცხოელებისთვის გაკეთდა საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მე არ მგონია, რომ მისი განცხადების განხილვა ამ ეტაპზე საინტერესო იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას“, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ფასეულობები გადასარჩენია.

„მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე - ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და რა თქმა უნდა - სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები