პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრულებმა იაკუტიელი ტურისტი მონათლეს - "ქალმა გვითხრა, რომ აქამდე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო..."
პატრულებმა იაკუტიელი ტურისტი მონათლეს - "ქალმა გვითხრა, რომ აქამდე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო..."

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა თბი­ლი­სის ტუ­რის­ტულ უბ­ნებ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა ქვე­ით­მა პატ­რუ­ლებ­მა და­ი­წყეს. ე.წ. ტუ­რის­ტუ­ლი პატ­რუ­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ. მათ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბიც არის. ასე მოხ­და კოტე აბ­რა­მი­ას და ზვი­ად ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­რი­გე­ო­ბი­სას, რო­დე­საც ისი­ნი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ია­კუ­ტი­ე­ლი ტუ­რის­ტის ნათ­ლი­ე­ბი გახ­დნენ.

ეს უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი AMBEBI.GE-ს ქვე­ით­მა პატ­რულ­მა კოტე აბ­რა­მი­ამ უამ­ბო:

"4 თვეა ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი ვარ თბი­ლი­სის ტუ­რის­ტულ უბ­ნებ­ში. მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად 4 ნო­ემ­ბერს აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტონს შევ­ხვდით, რო­მელ­საც სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თამ­დე მის­ვლა უჭირ­და. რა თქმა უნდა და­ვეხ­მა­რეთ, მი­ვა­ცი­ლეთ და შევ­ნიშ­ნეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბი გვაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ გა­მოგ­ვე­ლა­პა­რაკ­ნენ, ცოტა არ იყოს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ის ასე­თი ქცე­ვის გამო.

ტუ­რის­ტი ქალ­ბა­ტო­ნი და მა­მა­კა­ცი ია­კუ­ტი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და მათი სურ­ვი­ლით გავცვა­ლეთ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი. მე­ო­რე დღეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­რე­კეს და შევ­ხვდით. გა­ნახ­ლე­ბულ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ფინ­ჯან ყა­ვა­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით. იქვე, სა­ნა­პი­რო­ზე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს ვეს­ტუმ­რეთ. სან­თლე­ბი ავან­თეთ ჩვე­უ­ლებ­რივ და 40 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტონ­მა თქვა, რომ აქამ­დე არ­ცერ­თი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი არ იყო. სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა იქვე მო­ნათ­ლუ­ლი­ყო მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად.

ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, გაგ­ვე­სა­უბ­რა ტაძ­რის მო­ძღვა­რი. სა­ბო­ლო­ოდ, ხის ჯვა­რით შეს­რულ­და სა­ი­დუმ­ლო. მყავს ახა­ლი ნათ­ლუ­ლი ტუ­რის­ტი ია­კუ­ტი­ი­დან, გვა­რად მი­რო­ნო­ვა - სიმ­ბო­ლუ­რია. სტუმ­რე­ბი მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად თბი­ლი­სი­დან დღეს გა­ვა­ცი­ლეთ" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კოტე აბ­რა­მია.

ფო­ტო­ზე: ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი კოტე აბ­რა­მია და ია­კუ­ტი ტუ­რის­ტი

ავტორი:

პატრულებმა იაკუტიელი ტურისტი მონათლეს - "ქალმა გვითხრა, რომ აქამდე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო..."

პატრულებმა იაკუტიელი ტურისტი მონათლეს - "ქალმა გვითხრა, რომ აქამდე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო..."

უკვე რამდენიმე თვეა თბილისის ტურისტულ უბნებში პატრულირება ქვეითმა პატრულებმა დაიწყეს. ე.წ. ტურისტული პატრულები დედაქალაქში ჩამოსულ სტუმრებს სხვადასხვა დახმარებას უწევენ. მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გარკვეული მოულოდნელობებიც არის. ასე მოხდა კოტე აბრამიას და ზვიად ზურაბიშვილის მორიგეობისას, როდესაც ისინი სრულიად შემთხვევით იაკუტიელი ტურისტის ნათლიები გახდნენ.

ეს უჩვეულო ამბავი AMBEBI.GE-ს ქვეითმა პატრულმა კოტე აბრამიამ უამბო:

"4 თვეა ქვეითი პატრული ვარ თბილისის ტურისტულ უბნებში. მეწყვილესთან ერთად 4 ნოემბერს აღმაშენებლის გამზირზე ასაკოვან ქალბატონს შევხვდით, რომელსაც საცხოვრებელ მისამართამდე მისვლა უჭირდა. რა თქმა უნდა დავეხმარეთ, მივაცილეთ და შევნიშნეთ, რომ ტურისტები გვაკვირდებოდნენ. შემდეგ გამოგველაპარაკნენ, ცოტა არ იყოს გაკვირვებული იყვნენ პოლიციის ასეთი ქცევის გამო.

ტურისტი ქალბატონი და მამაკაცი იაკუტიიდან ჩამოსული სტუმრები აღმოჩნდნენ და მათი სურვილით გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. მეორე დღეს, მოულოდნელად დამირეკეს და შევხვდით. განახლებულ აღმაშენებელზე ფინჯან ყავაზე საუბრის შემდეგ, გაუჩნდათ სურვილი მართლმადიდებლურ ტაძარში შევსულიყავით. იქვე, სანაპიროზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ვესტუმრეთ. სანთლები ავანთეთ ჩვეულებრივ და 40 წლამდე ასაკის ქალბატონმა თქვა, რომ აქამდე არცერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო. სურვილი გამოთქვა იქვე მონათლულიყო მართლმადიდებლურად.

ძალიან მოულოდნელი იყო, გაგვესაუბრა ტაძრის მოძღვარი. საბოლოოდ, ხის ჯვარით შესრულდა საიდუმლო. მყავს ახალი ნათლული ტურისტი იაკუტიიდან, გვარად მირონოვა - სიმბოლურია. სტუმრები მეწყვილესთან ერთად თბილისიდან დღეს გავაცილეთ" - ამბობს ჩვენთან საუბარში კოტე აბრამია.

ფოტოზე: ქვეითი პატრული კოტე აბრამია და იაკუტი ტურისტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ