Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა - დაზარალებულებს 7 მიწის ნაკვეთი და "ბატკანი" დაუბრუნდებათ, ორი პირის განაჩენი კი გადაისინჯება
პროკურატურა - დაზარალებულებს 7 მიწის ნაკვეთი და "ბატკანი" დაუბრუნდებათ, ორი პირის განაჩენი კი გადაისინჯება

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი მზია შალ­ვაშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზია შალ­ვაშ­ვი­ლი 2012 წლის 5 ივ­ნი­სის გა­ნა­ჩე­ნით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად მან 2008-2009 წლებ­ში, რო­გორც ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ლო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მო­ქა­ლა­ქე და­მი­ა­ნე ალა­ნი­ას, რო­მე­ლიც ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შე­ვარს „ბატ­კა­ნი“ ფლობ­და, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქვი­თა­რი და­უმ­ზა­და, თით­ქოს ამ უკა­ნას­კნელ­მა ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტი მის სა­ლონ­ში შე­ი­ძი­ნა, რი­თაც და­მი­ა­ნე ალა­ნი­ას და­ეხ­მა­რა უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მზია შალ­ვაშ­ვილს 1 წელი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი გა­ნე­სა­ზღვრა, ხოლო ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ე­ცა.

„ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით მსჯავ­რდე­ბულ მზია შალ­ვაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­და და ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­ირ­კვა, რომ­ლი­თაც ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რის წარ­მო­მავ­ლო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა დას­ტურ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "ბატ­კა­ნი" მე­სა­კუთ­რის ოჯახს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ასე­ვე, დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მო­რი­გი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად 4 და­ზა­რა­ლე­ბულს ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი შვი­დი მი­წის ნაკ­ვე­თი და­უბ­რუნ­დე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2009-2010 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და ერთ-ერთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც უნდა გა­მო­ყო­ფო­და ანაკ­ლი­ა­სა და მის მიმ­დე­ბა­რედ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მი­წის ფარ­თო­ბი. მი­წის ნაკ­ვე­თის გა­მო­ყო­ფა­სა და ინ­ვეს­ტო­რის­თვის გა­და­ცე­მას კი ხელს უშ­ლი­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ხსე­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის ფარ­თო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­კუთ­რე­ბად ირი­ცხე­ბო­და, რომ­ლე­ბიც სა­კუთ­რე­ბის დათ­მო­ბის სა­ნაც­ვლოდ შე­სა­ბა­მის კომ­პენ­სა­ცი­ას მო­ი­თხოვ­დნენ.

პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­და­ცე­მის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რულ­მა და­ნა­ყოფ­მა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, მე­სა­კუთ­რე­თა ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და მათ­გან ფა­რუ­ლად სა­ჯა­რო რე­ესტრში ყალ­ბი სა­კა­დას­ტრო ნა­ხა­ზი გა­და­აგ­ზავ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე 2000 ჰა-ზე მეტი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში და­რე­გის­ტრირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც აღ­მოჩ­ნდა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბიც ისე, რომ მათ რა­ი­მე სა­ხის კომ­პენ­სა­ცია არ მი­უ­ღი­ათ, რი­თაც უხე­შად და­ირ­ღვა მათი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის მო­რი­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო პო­ლიტ­პა­ტი­მარ ჯონი ბა­ბი­ლო­ძი­სა და მო­ქა­ლა­ქე და­ვით ბი­ძი­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზეც.

შპს „ივე­რი­ას“ და შპს „ივე­რია 90“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი 2007 წელს ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დამ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბი­თა და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნის მუ­ქა­რით იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია, რის შემ­დე­გაც მას 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, რაც ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბი­თად, იმა­ვე გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით, ხოლო და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ ბრა­ლად შე­რა­ცხულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ასე­ვე გა­და­ი­სინ­ჯე­ბა პო­ლიტ­პა­ტი­მარ ჯონი ბა­ბი­ლო­ძის საქ­მეც. ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ბა­ჟო „და­სავ­ლე­თის“ ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ჯონი ბა­ბი­ლო­ძე 2008 წელს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ჯონი ბა­ბი­ლო­ძე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს და ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2009 წელს იქნა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. მას მსჯავ­რი და­ე­დო მას­ში, რომ თით­ქოს მან რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ბა­ჟო „და­სავ­ლე­თის“ უფ­როს­მა უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ებს შპს „ჯორ­ჯი­ან ტრან­ზიტს“ და შპს „პეტ­რო­სი­ლექს“, ასე­ვე კერ­ძო პირს მ.ჩ.-ს და მათ სა­სარ­გებ­ლოდ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

„საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია, მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა არა­ერ­თი პირი, მათ შო­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და, რომ ჯონი ბა­ბი­ლო­ძის მიერ თი­თო­ე­ულ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი და მისი მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ამას­თან, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ იქნა, რომ ჯონი ბა­ბი­ლო­ძის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით, რამ­დე­ნა­დაც იგი მო­ი­აზ­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის - ზ.ნ.-ს გუნ­დის წევ­რად და მისი და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბას.

დე­პარ­ტა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტი­მარ ჯონი ბა­ბი­ლო­ძი­სა და მო­ქა­ლა­ქე და­ვით ბი­ძი­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ხე­ლა­ხა­ლი სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, შეს­წავ­ლილ იქნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო საქ­მის მა­სა­ლე­ბი, მო­პო­ვე­ბულ იქნა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა მსჯავ­რდე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებს ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო გა­ნა­ჩე­ნის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვა­ში მხი­ლე­ბულ ყო­ფილ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ მი­მართ დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მით ჩა­მორ­თმე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ასე­ვე და­უბ­რუნ­დე­ბათ სხვა და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეც­ნო­ბე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

პროკურატურა - დაზარალებულებს 7 მიწის ნაკვეთი და "ბატკანი" დაუბრუნდებათ, ორი პირის განაჩენი კი გადაისინჯება

პროკურატურა - დაზარალებულებს 7 მიწის ნაკვეთი და "ბატკანი" დაუბრუნდებათ, ორი პირის განაჩენი კი გადაისინჯება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილი გაამართლა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მზია შალვაშვილი 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი. განაჩენის თანახმად მან 2008-2009 წლებში, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „ბატკანი“ ფლობდა, ყალბი ოფიციალური ქვითარი დაუმზადა, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მის სალონში შეიძინა, რითაც დამიანე ალანიას დაეხმარა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით მზია შალვაშვილს 1 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ხოლო ფერწერული ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა.

„ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენით მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის უდანაშაულობა დადასტურდა და ახალი გარემოებები გამოირკვა, რომლითაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერება დასტურდება. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი "ბატკანი" მესაკუთრის ოჯახს დაუბრუნდება.

ასევე, დეპარტამენტის მიერ მიღებული მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 4 დაზარალებულს ზუგდიდის რაიონში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული შვიდი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც ისე, რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილებები მიიღო პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძისა და მოქალაქე დავით ბიძინაშვილის საქმეებზეც.

შპს „ივერიას“ და შპს „ივერია 90“-ის დამფუძნებელი დავით ბიძინაშვილი 2007 წელს ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით დააკავეს. ხანგრძლივი პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გადაისინჯება პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძის საქმეც. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ ყოფილი უფროსი ჯონი ბაბილოძე 2008 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჯონი ბაბილოძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წელს იქნა გასამართლებული. მას მსჯავრი დაედო მასში, რომ თითქოს მან როგორც რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ უფროსმა უპირატესობა მიანიჭა გადამზიდავ კომპანიებს შპს „ჯორჯიან ტრანზიტს“ და შპს „პეტროსილექს“, ასევე კერძო პირს მ.ჩ.-ს და მათ სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

„საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძის მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ჯონი ბაბილოძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით, რამდენადაც იგი მოიაზრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ზ.ნ.-ს გუნდის წევრად და მისი დაკავება უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას.

დეპარტამენტმა პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძისა და მოქალაქე დავით ბიძინაშვილის საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას. დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს