პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა მოუხერხოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარს - ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები
რა უნდა მოუხერხოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარს - ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­დან უფა­სურ­დე­ბა. 10 აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე, ლარი თით­ქმის 30 თეთ­რით გა­უ­ფა­სურ­და. სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში ერთი დო­ლა­რის ყიდ­ვა დღე­ი­სათ­ვის 2.77 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ცოტა ხნის წინ ლა­რის კრი­ზის­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, პარ­ლა­მენ­ტი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა კურ­სი დას­ტა­ბი­ლურ­დეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის­თვის?

ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და არც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ლა­რის კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის არა­ფერს აკე­თებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ეკო­ნო­მის­ტმა აკა­კი ცო­მა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, თუ ლარ­მა გა­ნაგ­რძო გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­დე­ბა ინფლა­ცია, რაც სტი­ქი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს.

„ეროვ­ნულ ბანკს აქვს მკვეთ­რად გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი, რომ მისი სა­მიზ­ნე არის ინფლა­ცია და არა ლა­რის კურ­სი. ამი­ტომ, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამ­ბობს, ის ჩა­ერ­თვე­ბა მა­შინ, თუ ფა­სე­ბის დონე გა­და­ა­ჭარ­ბებს მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი იგი არ ჩა­ერ­თვე­ბა, რო­გო­რიც არ უნდა იყოს კურ­სი ბა­ზარ­ზე.

გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს არის არას­წო­რი მიდ­გო­მა. ინფლა­ცი­ის პრობ­ლე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია უცებ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მარ­თლაც დად­გეს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ლარი გა­უ­ფა­სუ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებ­თან შე­და­რე­ბით შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში ლარი გამ­ყარ­და, მაგ­რამ ეს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს და ბევ­რს არა­ფერს ცვლის. თუ ლარი უფა­სურ­დე­ბა, ის სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის შეს­ყიდ­ვა დო­ლარ­ში ხდე­ბა, მა­ინც ძვირ­დე­ბა.

დო­ლარ­ში შეს­ყიდ­ვე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე­თი ტი­პის სა­ქო­ნელ­ზე, რო­გო­რიც არის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი, გაზი და ა.შ. რაც უკვე წარ­მო­ად­გენს საკ­მა­ოდ დიდ რისკს, რომ ამ ტი­პის სა­ქო­ნელ­ზე ფა­სე­ბის ზრდა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს სხვა ტი­პის სა­ქო­ნელ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სის ზრდას.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი საკ­მა­ოდ დიდ ბომბზე ზის, რად­გან თუ ლარ­მა გა­ნაგ­რძო გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­დე­ბა ინფლა­ცია, ეს პრო­ცე­სი სტი­ქი­უ­რად წავა და სტი­ქი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნულ ბანკს მო­უ­წევს მძი­მე ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თან, რო­გორც ეკო­ნო­მის­ტი აღ­ნიშ­ნავს, ლა­რის კურ­სის დე­ვალ­ვა­ცი­ას ხელს უწყობს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ლო­დი­ნიც, რომ­ლის გა­სა­ქარ­წყებ­ლად ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს არ დგამს.

„ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არის შემ­დგო­მი: ადა­მი­ა­ნის მო­ლო­დი­ნი მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის გა­უ­გე­ბა­რი და ბუნ­დო­ვა­ნი. არ ვი­ცით, რომ ეკო­ნო­მი­კა ან ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ეს გვა­ი­ძუ­ლებს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რაც ლარს უფრო და უფრო აუ­ფა­სუ­რებს ანუ ჩვენ ვცდი­ლობთ, ლარი მო­ვი­შო­როთ, რო­დე­საც არ გჭირ­დე­ბათ ის შეს­ყიდ­ვის გარ­და სხვა რა­მე­ში.

მო­სახ­ლე­ო­ბა რო­გორც კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კონ­კრე­ტულ ტრან­ზაქ­ცი­ას, სას­წრა­ფოდ გა­და­ყავს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ან სხვა აქ­ტივ­ში, რად­გან არ აქვთ ნდო­ბა ლა­რის მი­მართ, რომ ის კი­დევ უფრო მე­ტად არ გა­უ­ფა­სურ­დე­ბა. ეს არის მო­ლო­დი­ნე­ბის ფაქ­ტო­რი, რაც იწ­ვევს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. ამ პრო­ცეს­ში, მო­ლო­დი­ნე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის მარ­თვა შე­უძ­ლია ეროვ­ნულ ბანკს. მას კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­უძ­ლია აგ­რძნო­ბი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ლარი არ გა­უ­ფა­სურ­დე­ბა მო­ლო­დი­ნე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეროვ­ნულ ბანკს შე­უძ­ლია მო­ლო­დი­ნე­ბის მარ­თვა“, - აღ­ნიშ­ნა ცო­მა­ი­ამ.

პრო­ფე­სო­რი ლადო პა­პა­ვა პო­ლი­ტი­კო­სებს ურ­ჩევს, თავი შე­ი­კა­ვონ ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია პირ­და­პირ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის­კენ. ამას­თან აცხა­დებს, რომ ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს თა­ვად ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პო­ლი­ტი­კა.

„პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არის შეც­დო­მა. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ამას გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და ამას გან­სა­ზღვრავს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კო­სებს ვურ­ჩევ­დი, რომ თავი შე­ი­კა­ვონ ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია პირ­და­პირ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის­კენ.

მე­ო­რე მხრივ გე­ტყვით, რომ ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს თვი­თონ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა. დღეს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის აგე­ბა ინფლა­ცი­ის თარ­გე­თი­რე­ბა­ზე ანუ მხო­ლოდ ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლად წარ­მოდ­გე­ნა­ზე.

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავს, მხო­ლოდ სიჩ­ქა­რეს არ უყუ­რებს, არა­მედ აკონ­ტრო­ლებს საწ­ვა­ვის ავ­ზში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­საც ანუ მძღო­ლი რამ­დე­ნი­მე პა­რა­მეტრს უყუ­რებს. ეს მა­გა­ლი­თი იმის­თვის მო­ვიყ­ვა­ნე, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა უფრო მარ­ტი­ვი პრო­ცე­სია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სულ 2 პა­რა­მეტრს მა­ინც უნდა ვუ­ყუ­როთ. ახლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უყუ­რებს მხო­ლოდ ინფლა­ცი­ას. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის სწო­რი “, - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში.

პრო­ფე­სო­რი აცხა­დებს, რომ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა, თან­მდე­ვი პრო­ცე­სია ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვლი­თი კურ­სის ცვლი­ლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ამას ადას­ტუ­რებს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

„ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დრო­უ­ლად უნდა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ის იგ­ვი­ა­ნებს და არ არის ადექ­ვა­ტუ­რი. არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, აზი­ა­ნებს ლა­რის კურსს. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებს, რა თქმა უნდა, არ­ჩევ­ნე­ბი ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა, ხოლო ეს აი­სა­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვლით კურ­სზე. ამის მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი. ამ კუ­თხით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, უბ­რა­ლოდ, არ მინ­და სი­ტუ­ა­ცი­ით ისარ­გებ­ლოს ორმა მსხვილ­მა ბან­კმა, რომ­ლე­ბიც ხან­და­ხან აქეთ კარ­ნა­ხო­ბენ ეროვ­ნულ ბანკს თა­მა­შის წე­სებს,“ - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე რო­მან კა­კუ­ლია აცხა­დებს, რომ პრო­ცეს­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თვე­ბა, რო­გორც კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა და ინფლა­ცი­ის მხრივ რის­კე­ბი გაჩ­ნდე­ბა.

„ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცეს­ში ყო­ვე­ლი პუნ­ქტით ცვლი­ლე­ბის დროს ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი ვერ გა­კეთ­დე­ბა. ჩვენ ვი­ცით გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის რე­ცეპ­ტი რაში მდგო­მა­რე­ობს. ცხა­დია, აქ სა­უ­ბა­რია, რომ გა­ი­ზარ­დოს წარ­მო­ე­ბის ხვედ­რი­თი წილი სწო­რედ იმ სა­ვა­ლუ­ტო კა­პი­ტა­ლის ფორ­მი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ლარ­ზე ასე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზე­მოქ­მე­დებს. არ­სე­ბობს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი, რო­მელ­ზეც სი­ახ­ლეს მე ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვი.

მთა­ვა­რია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებს. ის ზუს­ტად და­ა­ფიქ­სი­რებს იმ მო­მენტს, რო­დე­საც მისი ჩა­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, რათა არ მოხ­დეს ინფლა­ცი­ა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა იმ ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც ლა­რის კურ­სი ფორ­მირ­დე­ბა.

შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ აქ გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს. ჩემი აზ­რით, ამ ეტაპ­ზე ეს მო­ლო­დი­ნი არის ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი. თუკი ლა­რის კურ­სის შემ­დგო­მი რყე­ვა მოხ­დე­ბა, აქ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხვედ­რი­თი წილი ძა­ლი­ან დი­დია, რო­მელ­თა­ნაც კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს და მას გა­აჩ­ნია მზა­ო­ბა, რომ ისე­თი ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ა­კე­თოს, რათა ლა­რის კურ­სის გამო ინფლა­ცი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა არ მი­ი­ღოს“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რო­მან კა­კუ­ლი­ამ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ “ეროვ­ნუ­ლი ბან­კი რე­ზერ­ვებს კრუ­ხი­ვით აზის და ფუ­ლის და­ხარ­ჯვა არ უნდა“.

“მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გო­ნივ­რულ რჩე­ვებს არ იღებ­და, როცა მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ ნუ მი­ე­ცე­მოდ­ნენ ილუ­ზი­ას და ვურ­ჩევ­დით რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მათ კლა­სი­კუ­რი რჩე­ვე­ბი არ მი­ი­ღეს. ახლა ლა­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი რჩე­ვა უნდა მივ­ცე - ყო­ველ­დღი­უ­რად “ბლუმ­ბერ­გზე“ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა ბან­კე­ბის მიერ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ივაჭ­რე­ბა.

ნუ გგო­ნი­ათ, რომ რა­ღაც სა­ში­ნე­ლი მო­ცუ­ლო­ბე­ბია - ეს არის დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ამი­ტომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას მო­ვუ­წო­დებ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბირ­ჟა­ზე ყო­ვე­დღი­უ­რად 5-5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნოს, ეს 20 დღე­ში 100-მი­ლი­ო­ნი იქ­ნე­ბა - ლა­რიც გამ­ყარ­დე­ბა და ოდ­ნავ წა­ეშ­ვე­ლე­ბა მის გა­კოტ­რე­ბულ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ორ­მაგ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს - ერ­თის მხრივ, პო­ლი­ტი­კურს და მე­ო­რეს მხრივ, გა­და­ა­ხურ­და­ვებს ფულს და სა­კუ­თარ მშე­ნებ­ლო­ბებს მო­ახ­მარს ლა­რებ­ში.

ეჭვი მაქვს, ის ამას არ გა­ა­კე­თებს, რად­გან გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი ძა­ლი­ან აწყობს - თუკი მას 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შე­ეძ­ლო ზა­ფხულ­ში 240-მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა, მათ შო­რის ხელ­ფა­სე­ბი, ახლა 100-მი­ლი­ო­ნი ლა­რით 275-მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­ფასს გა­ის­ტუმ­რებს ანუ 35 მი­ლი­ონ ლარს მო­ი­გებს. ამი­ტომ ცოტა დათ­მოს სა­კუ­თა­რი მო­გე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ პო­ლი­ტი­კუ­რად იხე­ი­როს“, - აცხა­დებს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა უნდა მოუხერხოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარს - ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები

რა უნდა მოუხერხოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ლარს - ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება. 10 აგვისტოდან დღემდე, ლარი თითქმის 30 თეთრით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა დღეისათვის 2.77 ლარად არის შესაძლებელი.

ცოტა ხნის წინ ლარის კრიზისზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა კურსი დასტაბილურდეს. საინტერესოა, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება ამისთვის?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაფერს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა, თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, რაც სტიქიურ სახეს მიიღებს.

„ეროვნულ ბანკს აქვს მკვეთრად გაცხადებული მიზანი, რომ მისი სამიზნე არის ინფლაცია და არა ლარის კურსი. ამიტომ, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ის ჩაერთვება მაშინ, თუ ფასების დონე გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, სხვა შემთხვევაში კი იგი არ ჩაერთვება, როგორიც არ უნდა იყოს კურსი ბაზარზე.

განვითარებადი ტიპის საზოგადოებისთვის ეს არის არასწორი მიდგომა. ინფლაციის პრობლემა შესაძლებელია უცებ და მოულოდნელად მართლაც დადგეს იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით შესაძლოა, კონკრეტულ პერიოდში ლარი გამყარდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ბევრს არაფერს ცვლის. თუ ლარი უფასურდება, ის საქონელი და მომსახურება, რომლის შესყიდვა დოლარში ხდება, მაინც ძვირდება.

დოლარში შესყიდვები ხორციელდება ისეთი ტიპის საქონელზე, როგორიც არის ნავთობპროდუქტები, გაზი და ა.შ. რაც უკვე წარმოადგენს საკმაოდ დიდ რისკს, რომ ამ ტიპის საქონელზე ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს სხვა ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ფასის ზრდას.

ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება ამ მიმართულებით.

ამასთან, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს მოქალაქეების მოლოდინიც, რომლის გასაქარწყებლად ეროვნული ბანკი კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არის შემდგომი: ადამიანის მოლოდინი მომავალთან დაკავშირებით არის გაუგებარი და ბუნდოვანი. არ ვიცით, რომ ეკონომიკა ან ჩვენი ცხოვრება მომავალში გაუმჯობესდება. ეს გვაიძულებს თითოეულ ჩვენგანს, რომ კონკრეტული მოქმედებები განვახორციელოთ, რაც ლარს უფრო და უფრო აუფასურებს ანუ ჩვენ ვცდილობთ, ლარი მოვიშოროთ, როდესაც არ გჭირდებათ ის შესყიდვის გარდა სხვა რამეში.

მოსახლეობა როგორც კი განახორციელებს კონკრეტულ ტრანზაქციას, სასწრაფოდ გადაყავს უცხოურ ვალუტაში ან სხვა აქტივში, რადგან არ აქვთ ნდობა ლარის მიმართ, რომ ის კიდევ უფრო მეტად არ გაუფასურდება. ეს არის მოლოდინების ფაქტორი, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ამ პროცესში, მოლოდინების ფაქტორების მართვა შეუძლია ეროვნულ ბანკს. მას კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით, შეუძლია აგრძნობინოს საზოგადოებას, რომ ლარი არ გაუფასურდება მოლოდინების ფაქტორებიდან გამომდინარე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოლოდინების მართვა“, - აღნიშნა ცომაიამ.

პროფესორი ლადო პაპავა პოლიტიკოსებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ. ამასთან აცხადებს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თავად ეროვნული ბანკის პოლიტიკა.

„პოლიტიკური ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში არის შეცდომა. ეს დაუშვებელია. ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევდი, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ.

მეორე მხრივ გეტყვით, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თვითონ ეროვნული ბანკის საქმიანობა. დღეს მოძველებულია მონეტარული პოლიტიკის აგება ინფლაციის თარგეთირებაზე ანუ მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ მაჩვენებლად წარმოდგენაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი ავტომობილს მართავს, მხოლოდ სიჩქარეს არ უყურებს, არამედ აკონტროლებს საწვავის ავზში არსებულ ვითარებასაც ანუ მძღოლი რამდენიმე პარამეტრს უყურებს. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ავტომობილის მართვა უფრო მარტივი პროცესია და მიუხედავად ამისა, სულ 2 პარამეტრს მაინც უნდა ვუყუროთ. ახლა წარმოიდგინეთ ეროვნული ბანკი უყურებს მხოლოდ ინფლაციას. ეს აბსოლუტურად არ არის სწორი “, - განაცხადა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

პროფესორი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება. მისივე თქმით, ამას ადასტურებს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება.

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გააკეთოს განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ის იგვიანებს და არ არის ადექვატური. არასწორი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ლარის კურსს. რაც შეეხება არჩევნებს, რა თქმა უნდა, არჩევნები ის პერიოდია, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, ხოლო ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ამის მაგალითია ჩვენი მეზობლები. ამ კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ, არ მინდა სიტუაციით ისარგებლოს ორმა მსხვილმა ბანკმა, რომლებიც ხანდახან აქეთ კარნახობენ ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ პროცესში ეროვნული ბანკი მყისიერად ჩაერთვება, როგორც კი ამის საჭიროება დაფიქსირდება და ინფლაციის მხრივ რისკები გაჩნდება.

„ლარის გაუფასურების პროცესში ყოველი პუნქტით ცვლილების დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული განმარტებები ვერ გაკეთდება. ჩვენ ვიცით გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. ცხადია, აქ საუბარია, რომ გაიზარდოს წარმოების ხვედრითი წილი სწორედ იმ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. არსებობს მიმდინარე პროცესი, რომელზეც სიახლეს მე ვერაფერს ვერ ვიტყვი.

მთავარია, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. საზოგადოება ინფორმირებულია ყველა იმ ძირითადი პარამეტრის შესახებ, რომლითაც ლარის კურსი ფორმირდება.

შემიძლია დავადასტურო, რომ აქ გარკვეული მოლოდინი ნამდვილად მონაწილეობს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს მოლოდინი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. თუკი ლარის კურსის შემდგომი რყევა მოხდება, აქ ეროვნული ბანკის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს და მას გააჩნია მზაობა, რომ ისეთი ინტერვენცია გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამო ინფლაციამ სერიოზული დარტყმა არ მიიღოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ “ეროვნული ბანკი რეზერვებს კრუხივით აზის და ფულის დახარჯვა არ უნდა“.

“მთავრობა და ეროვნული ბანკი გონივრულ რჩევებს არ იღებდა, როცა მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ნუ მიეცემოდნენ ილუზიას და ვურჩევდით რა უნდა გაეკეთებინათ. მათ კლასიკური რჩევები არ მიიღეს. ახლა ლარის გასამყარებლად ძალიან მარტივი და არაორდინალური რჩევა უნდა მივცე - ყოველდღიურად “ბლუმბერგზე“ უცხოური ვალუტა ბანკების მიერ ძალიან მცირე რაოდენობით ივაჭრება.

ნუ გგონიათ, რომ რაღაც საშინელი მოცულობებია - ეს არის დღეში დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარი. ამიტომ ბატონ ბიძინას მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე ბირჟაზე ყოვედღიურად 5-5 მილიონი დოლარი გამოიტანოს, ეს 20 დღეში 100-მილიონი იქნება - ლარიც გამყარდება და ოდნავ წაეშველება მის გაკოტრებულ პრეზიდენტობის კანდიდატს. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორმაგ სარგებელს მიიღებს - ერთის მხრივ, პოლიტიკურს და მეორეს მხრივ, გადაახურდავებს ფულს და საკუთარ მშენებლობებს მოახმარს ლარებში.

ეჭვი მაქვს, ის ამას არ გააკეთებს, რადგან გაუფასურებული ლარი ძალიან აწყობს - თუკი მას 100 მილიონი დოლარით შეეძლო ზაფხულში 240-მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები გაესტუმრებინა, მათ შორის ხელფასები, ახლა 100-მილიონი ლარით 275-მილიონი ლარის ხელფასს გაისტუმრებს ანუ 35 მილიონ ლარს მოიგებს. ამიტომ ცოტა დათმოს საკუთარი მოგება და შეიძლება ოდნავ პოლიტიკურად იხეიროს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს