სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლ-ქმარი განათლებისთვის მოკლეს, მათი ორსული ქალიშვილებიც დახოცეს - სირიაში ნაპოვნი მასობრივი სასაფლაოს შემზარავი ამბები
ცოლ-ქმარი განათლებისთვის მოკლეს, მათი ორსული ქალიშვილებიც დახოცეს - სირიაში ნაპოვნი მასობრივი სასაფლაოს შემზარავი ამბები

სი­რი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, ოთხ პრო­ვინ­ცი­ა­ში, რომ­ლებ­საც 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ISIS-ის მე­ომ­რე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ, 202-ზე მეტი ძმა­თა საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც 13 ათა­სამ­დე ცხე­და­რია და­მარ­ხუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტ მა­სობ­რივ სა­საფ­ლა­ოს შე­საძ­ლოა მი­აგ­ნონ.

უკვე აღ­მო­ჩე­ნილ სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე და­მარ­ხულ­თა შო­რის, ერა­ყის სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბის მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც არი­ან.

გვა­მე­ბის ამოც­ნო­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს ბევ­რი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი არ­თუ­ლებს - მათ შო­რის ისიც, რომ და­ხო­ცი­ლე­ბის­თვის ტე­რო­რის­ტებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თო საფ­ლა­ვი გაჭ­რეს, სა­დაც ყვე­ლა ერ­თად და­მარ­ხეს. ამ დრო­ის­თვის გახ­სნი­ლია 28 საფ­ლა­ვი, 1258 ცხე­დარს კი ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

Reuters-ის ცნო­ბით, ნა­პოვ­ნი საფ­ლა­ვე­ბი სი­რი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, ჩრდი­ლო­ეთ­სა და და­სავ­ლე­თით არ­სე­ბულ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, - ნი­ნე­ვი­ა­ში, ქირ­კუკ­ში, სა­ლაჰ-ედ-დინ­სა და ან­ბარ­ში მდე­ბა­რე­ობს და გარ­დაც­ვლილ­თა­გან ყვე­ლა სუ­ნი­ტი ბო­ე­ვი­კე­ბის მსხვერ­პლია.

უფრო ადრე მო­სულ­თან ახ­ლოს, ქა­ლა­ქის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე 8 სა­საფ­ლაო იპო­ვეს, სა­დაც ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იყო და­მარ­ხუ­ლი. და­ხო­ცი­ლებს შო­რის იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და შშმ პი­რე­ბი, ასე­ვე, ერა­ყის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შორს ქრის­ტი­ა­ნე­ბი და იე­ზი­დე­ბი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ტე­რო­რის­ტებ­მა მა­სობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი იყო მო­სუ­ლი­დან 8 კი­ლო­მეტრში გან­თავ­სე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ე.წ. ბა­ზა­ზე, ხას­ფას რა­ი­ონ­ში, რა დრო­საც და­ხო­ცი­ლე­ბი ერთ ორ­მო­ში ჩა­ყა­რეს. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი...

“ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო სამი დის, 24, 21 და 19 წლის გო­გო­ნე­ბის ის­ტო­რია, რო­მელ­თაც ყვე­ლა შვი­ლი გო­გო­ნე­ბი ჰყავ­დათ. სა­მი­ვე ფეხ­მძი­მედ იყო. ISIS-ის წევ­რებ­მა მათ "გე­ნის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ია­რა­ღი" უწო­დეს, მით უფრო, რომ მათ დედ-მამა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავ­დათ და თა­ვად გო­გო­ნებ­საც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, რაც ტე­რო­რის­ტე­ბის თქმით, შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ტე­რო­რის­ტებ­მა მას­წავ­ლე­ბელ ცოლ-ქმარს რამ­დენ­ჯერ­მე შე­უთ­ვა­ლეს თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რად­გან მათი შე­ხე­დუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ქალს გა­ნათ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მათ სკო­ლის შე­ნო­ბა აა­ფეთ­ქეს, ცოლ-ქმარ­მა სახ­ლის სარ­დაფ­ში ჩუ­მად გახ­სნა სას­კო­ლო ოთა­ხე­ბი. რო­გორც ჩანს, ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და. ტე­რო­რის­ტებ­მა მათი სახ­ლი­დან წიგ­ნე­ბი და სხვა სას­წავ­ლო ნივ­თე­ბი ამო­ი­ღეს და დაწ­ვეს. შემ­დეგ კი, გო­გო­ნე­ბის თვალ­წინ მას­წავ­ლე­ბე­ლი ცოლ-ქმა­რი ჩა­მო­ახ­რჩვეს, რათა ეს ყვე­ლას­თვის მა­გა­ლი­თი ყო­ფი­ლი­ყო. ბო­ლოს, გო­გო­ნე­ბიც და­ხო­ცეს. ეს იყო ტრა­გე­დია, რო­მელ­ზეც ISIS–ის და­მარ­ცხე­ბამ­დე სი­ტყვას ვე­რა­ვინ ძრავ­და. შემ­დეგ კი, იმ პრო­ვინ­ცი­ა­ში იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცეს, ასე­თი ფაქ­ტე­ბი აღა­რა­ვის უკ­ვირ­და", - იხ­სე­ნე­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რებ­მა ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი 2014 წელს და­ი­პყრეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით, ერა­ყის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს. 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში, ერა­ყის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ჰე­ი­დარ ალ-აბა­დიმ კამ­პა­ნია დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე" გა­ი­მარ­ჯვეს.

გა­ე­როს ან­გა­რი­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას სთხოვს, რათა ნა­პოვ­ნი საფ­ლა­ვე­ბის შე­სას­წავ­ლად, ადეკ­ვა­ტუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­გეგ­მოს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ნათია ბაბო
0

რაც არ უნდა სიღარიბეში მოგიხდეს ცხოვრება, თუ სიყვარულია მაინც ბედნიერი ხარ. რატომ უშვებთ ამდენი მკვლელის ცხოვრებას ქვეყანაზე, ამოხოცეთ ყელანი რომ წესიერ ადამიანებს ცხოვრება არ გაუმწარონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ცოლ-ქმარი განათლებისთვის მოკლეს, მათი ორსული ქალიშვილებიც დახოცეს - სირიაში ნაპოვნი მასობრივი სასაფლაოს შემზარავი ამბები

ცოლ-ქმარი განათლებისთვის მოკლეს, მათი ორსული ქალიშვილებიც დახოცეს - სირიაში ნაპოვნი მასობრივი სასაფლაოს შემზარავი ამბები

სირიის საზღვართან ახლოს, ოთხ პროვინციაში, რომლებსაც 3 წლის განმავლობაში ISIS-ის მეომრები აკონტროლებდნენ, 202-ზე მეტი ძმათა საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 13 ათასამდე ცხედარია დამარხული. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მომავალში კიდევ უფრო მეტ მასობრივ სასაფლაოს შესაძლოა მიაგნონ.

უკვე აღმოჩენილ სასაფლაოებზე დამარხულთა შორის, ერაყის საჯარისო ნაწილების მებრძოლებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან.

გვამების ამოცნობისა და მათი ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესს ბევრი ობიექტური მიზეზი ართულებს - მათ შორის ისიც, რომ დახოცილებისთვის ტერორისტებმა, სავარაუდოდ, საერთო საფლავი გაჭრეს, სადაც ყველა ერთად დამარხეს. ამ დროისთვის გახსნილია 28 საფლავი, 1258 ცხედარს კი ექსჰუმაცია ჩაუტარდა.

Reuters-ის ცნობით, ნაპოვნი საფლავები სირიის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთსა და დასავლეთით არსებულ პროვინციებში, - ნინევიაში, ქირკუკში, სალაჰ-ედ-დინსა და ანბარში მდებარეობს და გარდაცვლილთაგან ყველა სუნიტი ბოევიკების მსხვერპლია.

უფრო ადრე მოსულთან ახლოს, ქალაქის სამხრეთით მდებარე 8 სასაფლაო იპოვეს, სადაც ათასამდე ადამიანის ცხედარი იყო დამარხული. დახოცილებს შორის იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და შშმ პირები, ასევე, ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მათ შორს ქრისტიანები და იეზიდები.

თვითმხილველების თქმით, ტერორისტებმა მასობრივი სიკვდილით დასჯა რამდენჯერმე განახორციელეს, მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო მოსულიდან 8 კილომეტრში განთავსებული ტერორისტების ე.წ. ბაზაზე, ხასფას რაიონში, რა დროსაც დახოცილები ერთ ორმოში ჩაყარეს. დაღუპულებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვები...

“ყველაზე მძიმე იყო სამი დის, 24, 21 და 19 წლის გოგონების ისტორია, რომელთაც ყველა შვილი გოგონები ჰყავდათ. სამივე ფეხმძიმედ იყო. ISIS-ის წევრებმა მათ "გენის გამანადგურებელი იარაღი" უწოდეს, მით უფრო, რომ მათ დედ-მამა მასწავლებლები ჰყავდათ და თავად გოგონებსაც სასკოლო განათლება ჰქონდათ მიღებული, რაც ტერორისტების თქმით, შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება.

არსებული ცნობით, ტერორისტებმა მასწავლებელ ცოლ-ქმარს რამდენჯერმე შეუთვალეს თავი დაენებებინათ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რადგან მათი შეხედულების თანახმად, ქალს განათლება არ სჭირდება. მას შემდეგ, რაც მათ სკოლის შენობა ააფეთქეს, ცოლ-ქმარმა სახლის სარდაფში ჩუმად გახსნა სასკოლო ოთახები. როგორც ჩანს, ამბავი გახმაურდა. ტერორისტებმა მათი სახლიდან წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ამოიღეს და დაწვეს. შემდეგ კი, გოგონების თვალწინ მასწავლებელი ცოლ-ქმარი ჩამოახრჩვეს, რათა ეს ყველასთვის მაგალითი ყოფილიყო. ბოლოს, გოგონებიც დახოცეს. ეს იყო ტრაგედია, რომელზეც ISIS–ის დამარცხებამდე სიტყვას ვერავინ ძრავდა. შემდეგ კი, იმ პროვინციაში იმდენი ადამიანი დახოცეს, ასეთი ფაქტები აღარავის უკვირდა", - იხსენებენ თვითმხილველები, რომლებიც თავად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

"ისლამური სახელმწიფოს" მეომრებმა ერაყის ტერიტორიის ნაწილი 2014 წელს დაიპყრეს. საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მათ წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია წამოიწყეს. 2017 წლის დეკემბერში, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ კამპანია დასრულებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ მათ "ისლამურ სახელმწიფოზე" გაიმარჯვეს.

გაეროს ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას ტექნიკურ დახმარებას სთხოვს, რათა ნაპოვნი საფლავების შესასწავლად, ადეკვატური პროცედურები დაიგეგმოს და განხორციელდეს.