საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარლიზ ტერონის დედამ ქმარი თავდაცვის მიზნით მოკლა - "დედაჩემი შთაგონების წყაროა"
შარლიზ ტერონის დედამ ქმარი თავდაცვის მიზნით მოკლა - "დედაჩემი შთაგონების წყაროა"

შარ­ლიზ ტე­რო­ნი ფილ­მებ­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის ძლი­ერ ქალს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კი მის­თვის მი­სა­ბა­ძი სა­კუ­თა­რი დე­დაა.

43 წლის მსა­ხი­ობ­მა დე­დის, გერ­დას შე­სა­ხებ ჟურ­ნალ Elle-ს მიერ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„არა­ვინ იბა­დე­ბა ცოდ­ნით, რო­გორ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ცხოვ­რე­ბა­ში და რო­გორ მი­ვი­ღოთ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­მა. გა­მი­მარ­თლა, რომ მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა, რო­მელ­მაც გა­ბე­დულ ადა­მი­ა­ნად მაქ­ცია და ყო­ველ­თვის მო­მი­წო­დებ­და, ძლი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი,“ - ამ­ბობს შარ­ლი­ზი.

ტე­რო­ნი 15 წლის იყო, რო­დე­საც მისი მამა, ჩარლ­ზი ცოლს თავს და­ეს­ხა, გერ­დამ კი, თავ­დაც­ვის მიზ­ნით, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. ტე­რონ­მა ოჯა­ხის მძი­მე წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ად­რეც ისა­უბ­რა.

2017 წელს ჰო­ვარდ სტერ­ნის შო­უ­ში შარ­ლიზ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად არ იცო­და, რა რე­აქ­ცია უნდა ჰქო­ნო­და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ.

„ვთა­მა­შობ­დი, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. არა­ვის­თვის მო­მი­ყო­ლია, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურ­და. თუ ვინ­მე მა­მა­ზე მკი­თხავ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ის ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა,“ - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მა­მის სიკ­ვდი­ლი მის­თვის ტრავ­მა არ ყო­ფი­ლა, რად­გან მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ჯო­ჯო­ხე­თი იყო.

„ჩემი აზ­რით, ბავ­შო­ბა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი­დან უფრო დიდი გავ­ლე­ნა ჩემ­ზე ზრდას­რულ ასაკ­ში მო­ახ­დი­ნა იმან, რომ ვცხოვ­რობ­დი სახ­ლში ლოთ­თან ერ­თად, ვიღ­ვი­ძებ­დი, და არ ვი­ცო­დი, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო იმ დღეს, ყვე­ლა­ფე­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ან­ზე, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე - და­ლევ­და თუ არა ალ­კოჰოლს.

მე მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა, ის ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა. ფსი­ქო­თე­რა­პი­ის კურ­სი არა­სო­დეს გა­უვ­ლია, უმკლავ­დე­ბო­და უდი­დეს პრობ­ლე­მას - ყო­ველ­დღი­უ­რად უწევ­და შვი­ლის დაც­ვა. მისი ფი­ლო­სო­ფია იყო „ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, ახლა უნდა გა­ა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი - უნდა ჩა­ი­ძი­რო, თუ უნდა გა­ცუ­რო“ - იხ­სე­ნებს ტე­რო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

შარლიზ ტერონის დედამ ქმარი თავდაცვის მიზნით მოკლა - "დედაჩემი შთაგონების წყაროა"

შარლიზ ტერონის დედამ ქმარი თავდაცვის მიზნით მოკლა - "დედაჩემი შთაგონების წყაროა"

შარლიზ ტერონი ფილმებში თითქმის ყოველთვის ძლიერ ქალს განასახიერებს. რეალურ ცხოვრებაში კი მისთვის მისაბაძი საკუთარი დედაა.

43 წლის მსახიობმა დედის, გერდას შესახებ ჟურნალ Elle-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„არავინ იბადება ცოდნით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ცხოვრებაში და როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით - ახალგაზრდა გოგონებმა. გამიმართლა, რომ მყავს არაჩვეულებრივი დედა, რომელმაც გაბედულ ადამიანად მაქცია და ყოველთვის მომიწოდებდა, ძლიერი ვყოფილიყავი,“ - ამბობს შარლიზი.

ტერონი 15 წლის იყო, როდესაც მისი მამა, ჩარლზი ცოლს თავს დაესხა, გერდამ კი, თავდაცვის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მამაკაცი გარდაიცვალა. ტერონმა ოჯახის მძიმე წარსულის შესახებ ადრეც ისაუბრა.

2017 წელს ჰოვარდ სტერნის შოუში შარლიზმა განაცხადა, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა მომხდარის შესახებ.

„ვთამაშობდი, თითქოს არაფერი მომხდარა. არავისთვის მომიყოლია, ამაზე საუბარი არ მსურდა. თუ ვინმე მამაზე მკითხავდა, ვეუბნებოდი, რომ ის ავტოავარიაში გარდაიცვალა,“ - განაცხადა მსახიობმა.

მისივე თქმით, მამის სიკვდილი მისთვის ტრავმა არ ყოფილა, რადგან მასთან ერთად ცხოვრება ოჯახის წევრებისთვის ჯოჯოხეთი იყო.

„ჩემი აზრით, ბავშობაში მომხდარი ამბებიდან უფრო დიდი გავლენა ჩემზე ზრდასრულ ასაკში მოახდინა იმან, რომ ვცხოვრობდი სახლში ლოთთან ერთად, ვიღვიძებდი, და არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს, ყველაფერი იყო დამოკიდებული სხვა ადამიანზე, დამოკიდებული იყო მის გადაწყვეტილებაზე - დალევდა თუ არა ალკოჰოლს.

მე მყავს არაჩვეულებრივი დედა, ის ჩემი ცხოვრების უდიდესი შთაგონების წყაროა. ფსიქოთერაპიის კურსი არასოდეს გაუვლია, უმკლავდებოდა უდიდეს პრობლემას - ყოველდღიურად უწევდა შვილის დაცვა. მისი ფილოსოფია იყო „ეს საშინელებაა, ახლა უნდა გააკეთო არჩევანი - უნდა ჩაიძირო, თუ უნდა გაცურო“ - იხსენებს ტერონი.

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას