მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება - "რეზონანსი"
გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება - "რეზონანსი"

დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის გა­და­სა­ხა­დი გა­უძ­ვირ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტა­რი­ფი 6 წლის წი­ნან­დელ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დე­ბა და 1 კბ/მ 50 თეთ­რი გახ­დე­ბა. ლარი უკვე ისეთ ზღვარ­ზეა, როცა გა­და­სა­ხა­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც გა­ზე­თი „რე­ზო­ნან­სი" წერს, სე­მეკ­ში ამ ეტა­პის­თვის შე­სუ­ლია გან­ცხა­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია მო­სა­ლოდ­ნელ გაძ­ვი­რე­ბას არ ადას­ტუ­რებს, მაგ­რამ არც გა­მო­რი­ცხავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევრ და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, სე­მე­კი გა­ნი­ხი­ლავს კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ნა­ცხადს ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა დე­ნი­სა და წყლის სა­ფა­სურს, ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

„ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლია წი­ნა­და­დე­ბე­ბი მხო­ლოდ გა­ზის ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ესეც არის გეგ­მუ­რი, ვი­ნა­ი­დან დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფე­ბი მოქ­მე­დებს ამ წლის ბო­ლომ­დე, შე­სა­ბა­მი­სად, სე­მეკ­მა წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით უნდა გა­ნი­ხი­ლოს, თუმ­ცა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბას­თან", - აცხა­დებს ნარ­მა­ნია.

სა­ტა­რი­ფო ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­მეკ­ში წი­ნას­წარ არ სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა, რო­გორც სე­მე­კის კი­დევ ერთი წევ­რი გოჩა შო­ნია „რე­ზო­ნანსთან" ამ­ბობს, ტა­რიფ­ში ლა­რის კურ­სი, სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ტენ­დენ­ცია ჯერ არ ჩანს და გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბის თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. დე­პარ­ტა­მენ­ტი ახლა გა­დის ხარ­ჯე­ბის აუ­დიტს და დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა ხარჯს აჯა­მებს. ეს არის გეგ­მუ­რი გა­და­ხედ­ვა. მოქ­მედ ტა­რიფს ვადა გას­დის 31 დე­კემ­ბერს, ამი­ტომ უნდა მოხ­დეს ამ გა­ნა­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვა. ეს არ არის მხო­ლოდ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი, საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი თე­მაა, რო­მე­ლიც ეხე­ბა მი­წო­დე­ბის ნა­წილს, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის ტა­რი­ფებს, დიდი სა­მუ­შა­ოა გა­სა­წე­ვი.

ცხა­დია, კურ­სი თა­ვის­თა­ვად მოქ­მე­დებს გა­ზის სექ­ტორ­ზე, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის შეს­ყიდ­ვა ხდე­ბა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კურსს გარ­კვე­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნა აქვს. შე­საძ­ლოა, მი­წო­დე­ბის ნა­წილ­ში ტა­რი­ფი გაძ­ვირ­დეს, მაგ­რამ გა­ნა­წი­ლე­ბის კომ­პლექსში შემ­ცირ­დეს, არა­ფე­რი არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. ცხა­დია, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხარ­ჯიც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ტა­რი­ფი, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - ამ­ბობს გოჩა შო­ნია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ გა­ზის გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. რო­გორც ენერ­გე­ტი­კო­სი გია არა­ბი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ლა­რის კურ­სი 2,80-იან ნიშ­ნულს უახ­ლოვ­დე­ბა, რაც გა­და­სა­ხა­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შანსს არ ტო­ვებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება - "რეზონანსი"

გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება - "რეზონანსი"

დიდი ალბათობით, მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება. სავარაუდოდ, ტარიფი 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 1 კბ/მ 50 თეთრი გახდება. ლარი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისია მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ დავით ნარმანიას თქმით, სემეკი განიხილავს კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსულია წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად, სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს, თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან", - აცხადებს ნარმანია.

სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით სემეკში წინასწარ არ საუბრობენ. თუმცა, როგორც სემეკის კიდევ ერთი წევრი გოჩა შონია „რეზონანსთან" ამბობს, ტარიფში ლარის კურსი, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება.

„ტენდენცია ჯერ არ ჩანს და გადასახადის გაძვირების თემაზე საუბარი ნაადრევია. დეპარტამენტი ახლა გადის ხარჯების აუდიტს და დეტალურად ყველა ხარჯს აჯამებს. ეს არის გეგმური გადახედვა. მოქმედ ტარიფს ვადა გასდის 31 დეკემბერს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ განაცხადების განხილვა. ეს არ არის მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფი, საკმაოდ კომპლექსური თემაა, რომელიც ეხება მიწოდების ნაწილს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს, დიდი სამუშაოა გასაწევი.

ცხადია, კურსი თავისთავად მოქმედებს გაზის სექტორზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კურსს გარკვეული ზეგავლენა აქვს. შესაძლოა, მიწოდების ნაწილში ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ განაწილების კომპლექსში შემცირდეს, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ინვესტიციების ხარჯიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ როგორ შეიცვლება ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გოჩა შონია.

სპეციალისტები არ მალავენ, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდებიან. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ლარის კურსი 2,80-იან ნიშნულს უახლოვდება, რაც გადასახადის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"