ავტორი:

"ორგანიზმი ამდენი წამლით და სასმელით მოწამლა..." - რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში

"ორგანიზმი ამდენი წამლით და სასმელით მოწამლა..." - რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან სამი თვე გავიდა. მისი დედა ქალბატონი ციალა ბეჟაშვილი "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ უმკლავდება უდიდეს ტკივილს და როგორი იყო სინამდვილეში ზუზუ, რომელიც ყველას უდარდელი ახსოვს. ციალა ბეჟაშვილმა ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა, რომელშიც წერია თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.

"არ მჯერა, რომ ჩემი შვილი აღარ არის და მხოლოდ ეს მაძლებინებს. მგონია, რომ მოვა, კარს შემოაღებს… ძალიან მიჭირს, მენატრება და სულ ველოდები. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. საღამოს ერთად ვუყურებდით ტელევიზორს. ჯერ გადაცემებს ვარჩევდით, მერე ვჭორაობდით. ყველაფერს მიყვებოდა..."

- რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონდათ?

- გარკვეული განცდა მხოლოდ იმ დღეს მქონდა. საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი და იცით, რა დამემართა? თითქოს სავარძელი დავიწროვდა და ვეღარ დავეტიე. იმ დღეს მოვიდა და დაიძინა. საღამოს 9 საათი იყო. ზუზუს რომ ეძინა, სახლში ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან ძალიან ფხიზელი ძილი ჰქონდა, მეც და ზუზუც ღამურები ვიყავით. ვიფიქრე, 10-ის 15 წუთია და ხომ არ დავიძინებ-მეთქი. მეგობარს დავურეკე, ხომ არ იძინებ, ცოტა ხნით მოვალ-მეთქი. სახლიდან კი წავედი ტრანსპორტით, მაგრამ იქიდან ფეხით წამოვედი. მალე წამოვედი, რაღაცნაირად ვერ ვისვენებდი. ჩვევად მქონდა, დაძინების წინ ზუზუსთვის უნდა დამეხედა, ნამდვილად ეძინა თუ არა და მერე მე ვწვებოდი. რომ დავბრუნდი, ცოტა ხანში შევიხედე, მაგრამ ლოგინში აღარ იყო.

ტელეფიზორის ყურება დავიწყე. სავარძელში ვერ მოვთავსდი... ზუზუ კარგ ხასიათზე იყო და თუ ცუდზე, სულ მღეროდა. ცოტა ხანში სადარბაზოდან მისი სიმღერის ხმა შემომესმა. კარიც გავაღე, მაგრამ შევცდი, ზუზუ არ იყო... არავინ მღეროდა, ზაზას ხმა მე შემომესმა. 5-6-ჯერ მაინც გადავიხედე ფანჯრიდან, რადგან ზაზას ხმა მესმოდა, ვითომ მღეროდა. კონფლიქტური არ იყო დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ იმ ღამეს ფანჯარას ვერ მოვშორდი...

ზაზას მიმართ არასოდეს მქონია რაიმე შიშის განცდა. ერთი წამითაც არასოდეს დამიშვია, რომ აღარ მეყოლებოდა, იმდენად უყვარდა სიცოცხლე...

- "სარკის" ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა...

- მართალია, ნამდვილად სვამდა დამამშვიდებელ წამალს და მაგან დაგვღუპა... გული არ ჰქონია კარგ მდგომარეობაში და მე არ მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა. მე მიფრთხილდებოდა და მე აგერ ვზივარ, ყავასაც ვსვამ, სიგარეტსაც ვეწევი და საჭმელსაც გემრიელად გეახლებით. რომ მცოდნოდა, გული აწუხებდა, ხომ მივხედავდი?!

- ექსპერტიზის პასუხი უკვე მიიღეთ. რა წერია, შეიძლება გვითხრათ?

- მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელი დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო.

- რომელ მეგობართან იყო მისული დოლიძის ქუჩაზე, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს?

- მეგობართან არ იყო და ვისთან იყო, დღემდე არ ვიცი. ქუჩაში შეიძლებოდა ვინმე შეხვედროდა, ეთქვა, წამო ჩემთან, დავლიოთო და გაჰყოლოდა. ერთადაც რომ დავდიოდით, მაშინაც ასე ხდებოდა. საღამოობით სულ ერთად დავდიოდით. თვალის ოპერაცია რომ გავიკეთე, მას მერე მარტო არსად მიშვებდა და დამყვებოდა. შეეძლო, ქუჩაში შემთხვევით გაცნობილთან დაელია, ემხიარულა. შეიძლება ვიღაცას აჰყვა, დალია და წამოვიდა. როგორც ჩანს, ლიფტში უმტყუნა გულმა...

ორგანიზმი ამდენი წამლითა და სასმელით მოწამლა. წამალს რომ დალევდა, მხოლოდ ორ საათს თუ იძინებდა. მერე ეღვიძებოდა და შფოთავდა. უამრავი სადარდებელი და საფიქრალი ჰქონდა. ზაზას პირველი სადარდებელი როლი იყო. როცა როლს მისცემდნენ, ვერ გადმოგცემთ, როგორი ბედნიერი იყო...

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ