პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ" - გურამ კაშია ამბობს, რომ კაცს ტირილის არ უნდა რცხვენოდეს
"ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ" - გურამ კაშია ამბობს, რომ კაცს ტირილის არ უნდა რცხვენოდეს

არ არის სირ­ცხვი­ლი ადა­მი­ან­მა და კაც­მაც იტი­როს, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. კა­შია „ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ აკა­დე­მი­ა­ში“ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის, "ძლი­ე­რე­ბი არ ძა­ლა­დო­ბენ" ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ის კამ­პა­ნი­ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია. კა­შია სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან და "ლო­კო­მო­ტი­ვის" ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ფეხ­ბურ­თელ­მა გა­იხ­სე­ნა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თა­ვად იყო ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი.

„ბუ­ფეტ­ში ჩას­ვლის მე­ში­ნო­და ხოლ­მე. სკო­ლა­ში 6 გაკ­ვე­თი­ლი გვქონ­და, სამი გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ იყო 15 წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა, რომ ბუ­ფეტ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით და „ბულ­კე­ბი“ გვე­ჭა­მა. მე ვერ ჩავ­დი­ო­დი, იმი­ტომ რომ მე­ში­ნო­და. მე­გობ­რე­ბი არ მყავ­და ძა­ლი­ან ბევ­რი, უფრო გო­გო­ებ­თან ვმე­გობ­რობ­დი...

ბუ­ფეტ­თან „კაი ბი­ჭე­ბი“ იდ­გნენ ხოლ­მე, ოთხნი, ან ხუთ­ნი, „შე­მა­ყე­ნებ­დნენ“ ხოლ­მე - ხურ­და მომე, ბი­ჭოო... ამ ბავ­შე­ბის მარ­თლა მე­ში­ნო­და, იმი­ტომ, რომ მეც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი.

ამ პრობ­ლე­მას გა­ვურ­ბო­დი, არა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, მუ­ცე­ლი მტკივ­დე­ბო­და, თან მში­ე­რი ვი­ჯე­ქი სამი გაკ­ვე­თი­ლი... ჩემ­ზე 3 წლით უფ­რო­სი ძმა მყავს, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მინ­დო­და, ის არ შე­მერ­ცხვი­ნა... ბუ­ფეტ­ში თუ ჩა­ვი­დო­დი და ფულს წა­მარ­თმევ­დნენ, მე­გო­ნა, ამით შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ვა­ყე­ნებ­დი ჩემს ძმას. არა და ასე არ არის, პი­რი­ქით, ჩემი ძმის­თვის უნდა მეთ­ქვა, რომ ასე მე­ში­ნო­და. ვინ­მეს უნდა გა­უ­ზი­ა­როთ, თუ რა­მის გე­ში­ნი­ათ.

„სახ­ლში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ხოლ­მე - „ბიჭო, არა­ვინ დაგ­ჩაგ­როს!“ „არ იტი­რო!“ არა და ერთი კვი­რის წინ ვბღა­ო­დი, ისე ვტი­რო­დი, მა­მა­ჩე­მია ძა­ლი­ან ცუ­დად, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. არ არის სირ­ცხვი­ლი, რომ ადა­მი­ან­მა და კაც­მაც იტი­როს,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ში­ამ.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თე­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა.

ავტორი:

"ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ" - გურამ კაშია ამბობს, რომ კაცს ტირილის არ უნდა რცხვენოდეს

"ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ" - გურამ კაშია ამბობს, რომ კაცს ტირილის არ უნდა რცხვენოდეს

არ არის სირცხვილი ადამიანმა და კაცმაც იტიროს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა. კაშია „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ სოციალური კამპანიის, "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში იმყოფებოდა, ის კამპანიის კეთილი ნების ელჩია. კაშია სკოლაში განათლების მინისტრის მოადგილესთან და "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.

ფეხბურთელმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც თავად იყო ბულინგის მსხვერპლი.

„ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა ხოლმე. სკოლაში 6 გაკვეთილი გვქონდა, სამი გაკვეთილის შემდეგ იყო 15 წუთიანი შესვენება, რომ ბუფეტში ჩავსულიყავით და „ბულკები“ გვეჭამა. მე ვერ ჩავდიოდი, იმიტომ რომ მეშინოდა. მეგობრები არ მყავდა ძალიან ბევრი, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი...

ბუფეტთან „კაი ბიჭები“ იდგნენ ხოლმე, ოთხნი, ან ხუთნი, „შემაყენებდნენ“ ხოლმე - ხურდა მომე, ბიჭოო... ამ ბავშების მართლა მეშინოდა, იმიტომ, რომ მეც პატარა ვიყავი.

ამ პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, თან მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი... ჩემზე 3 წლით უფროსი ძმა მყავს, ყველაზე საუკეთესო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში და მინდოდა, ის არ შემერცხვინა... ბუფეტში თუ ჩავიდოდი და ფულს წამართმევდნენ, მეგონა, ამით შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ძმას. არა და ასე არ არის, პირიქით, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ ასე მეშინოდა. ვინმეს უნდა გაუზიაროთ, თუ რამის გეშინიათ.

„სახლში მეუბნებოდნენ ხოლმე - „ბიჭო, არავინ დაგჩაგროს!“ „არ იტირო!“ არა და ერთი კვირის წინ ვბღაოდი, ისე ვტიროდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, საავადმყოფოშია. არ არის სირცხვილი, რომ ადამიანმა და კაცმაც იტიროს,“ - განაცხადა კაშიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.