პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუბრუნდება თუ არა "ოცნებას" ძველი გვარდია? - "პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ... კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით"
დაუბრუნდება თუ არა "ოცნებას" ძველი გვარდია? - "პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ... კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით"

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს აღი­ა­რებს და და­სახ­მა­რებ­ლად "ძველ გვარ­დი­ას" უხ­მობს. რო­გორც ჩანს, მმარ­თველ­მა ძა­ლამ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლის შე­მო­რი­გე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის, ძვე­ლი სა­ხე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით გა­და­წყვი­ტა.

ვინ იგუ­ლის­ხმა ივა­ნიშ­ვილ­მა "ძველ გვარ­დი­ა­ში" უც­ნო­ბია, თუმ­ცა პარ­ტი­ის ძველ­მა სა­ხე­ებ­მა მი­მარ­თვის ად­რე­სა­ტად სა­კუ­თა­რი თავი მი­იჩ­ნი­ეს და გა­ნა­წყე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მზად არი­ან "ოც­ნე­ბას" გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს გვერ­დით და­უდ­გნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას წინ უს­წრებ­და პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი წევ­რის - ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­უდ­გე­ბო­და სა­თა­ვე­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. ზვი­და­ურს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე და სოსო ჯაჭვლი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, რომ­ლებ­მაც ანა­ლო­გი­უ­რად გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დაბ­რუ­ნე­ბა არ და­უშ­ვან.

"არამც და არამც არ შე­იძ­ლე­ბა, ის 9-წლი­ა­ნი სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი დაბ­რუნ­დეს. ჩემს ძმას, ზვი­ა­და­ურს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას და ხალ­ხში სი­ა­რულს და­ი­წყებს, მე, რა თქმა უნდა, ვუ­ერ­თდე­ბი. ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი, 2012-ია­ნე­ლე­ბი, ყვე­ლა შე­ვიკ­რი­ბე­ბით, რათა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვარ­წმუ­ნოთ, რო­მე­ლი რო­მელს სჯობს. ჯერ არ ვიცი, ეს რო­გორ მოხ­დე­ბა, ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი გვაქვს, ამ დღე­ებ­ში შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ფორ­მა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით" - გა­ნა­ცხა­და სოსო ჯაჭვლი­ან­მა.

გუ­შინ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი და კას­პის რა­ი­ო­ნის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი ოლეგ იაძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პარ­ტი­ა­ში შეხ­ვედ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა გრძელ­დე­ბა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ რე­გი­ო­ნებ­ში და­გეგ­მილ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

რე­ა­ლუ­რად, ვინ იგუ­ლის­ხმა ივა­ნიშ­ვილ­მა "ძველ გვარ­დი­ა­ში“ და მზად არი­ან თუ არა პარ­ტი­ის ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ისევ და­უდ­გნენ გვერ­დით?

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებს და­უ­კავ­შირ­და - თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა, გოგი თო­ფა­ძემ და ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვის ად­რე­სა­ტად სა­კუ­თა­რი თავი მი­იჩ­ნი­ეს და წყე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მზად არი­ან პარ­ტი­ას გვერ­დით კი­დევ ერთხელ და­უდ­გნენ.

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი, თი­ა­ნე­თის მერი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი:

"მზად­ყოფ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვამ­დეც გა­მოვ­თქვი - მზად ვარ და­ვეხ­მა­რო „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ვარ მოქ­მე­დი მერი, მარ­თა­ლია ოპო­ზი­ცი­ი­დან არ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ მი­წევს მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მათი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გა­მი­ჭირ­დე­ბა იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა რე­გი­ონს. არ მაქვს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო მთავ­რო­ბას, რად­გან ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რაც და­მი­ყე­ნე­ბია მხარ­და­ჭე­რი­ლი ყო­ფი­ლა და იმე­დი მაქვს მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

მი­მაჩ­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გულ­წრფე­ლი იყო, როცა მო­ი­ნა­ნია ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი. რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წა­ვი­და, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბას ჰქონ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც ჩანს, ხში­რად ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იყო სუ­ბი­ექ­ტუ­რი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი მმარ­თვე­ლი პარ­ტია მი­იყ­ვა­ნა ამ შე­დე­გე­ბამ­დე, რაც გვაქვს.

კარ­გია, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა დას­კვნე­ბი სწო­რად გა­ა­კე­თა და და­სახ­მა­რებ­ლად ძველ გვარ­დი­ას უხ­მობს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ იგი ამა­ში გულ­წრფე­ლი იყო და შე­ეც­დე­ბა შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. თუ ასე არ მოხ­და, მას აღა­რა­ვინ და­უ­ჯე­რებს და ეს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეც აი­სა­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­ჭი­ა­ურ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეც, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა მზად არის დად­გეს პარ­ტი­ის გვერ­დით, რომ არ და­უშ­ვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბა.

"ჩვენ ვი­ყა­ვით და ვართ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გვერ­დით. უბ­რა­ლოდ ვერ ვაქ­ტი­უ­რობ­დით, რა­საც ვნა­ნობთ კი­დეც, მაგ­რამ ეს არ იყო ჩვე­ნი ბრა­ლი. ჩვენ ვართ "ძვე­ლი გვარ­დია", რა­ღაც გვეთ­ქმის, ჭკუა და გო­ნე­ბა არ გვაკ­ლია, მაგ­რამ ვინ­მე გვეხ­მი­ა­ნე­ბო­და ან სა­ერ­თოდ ახ­სოვ­დათ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა?!

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ და პარ­ტი­ის წევ­რად აღარ ვით­ვლე­ბი, ვი­ღაც მა­ინც შეგ­ვხმი­ა­ნე­ბო­და... პირ­ველ­მა ტურ­მა ისე ჩა­ი­ა­რა, არა­ვის გავ­ხსე­ნე­ბი­ვარ. კი­დევ კარ­გი, ახლა მა­ინც გა­ვახ­სენ­დით.

ძველ გვარ­დი­ა­ში ალ­ბათ ის ადა­მი­ა­ნე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბი­ან, ვინც ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში: გია ჯა­ფა­რი­ძე, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და სხვე­ბი. ჩვენს გვერ­დით ვინც იყო 2012 წელს, ყვე­ლა მზად არის დად­გეს იქ, სა­დაც სა­ჭი­როა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფა და იმა­ზე უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა, ვიდ­რე 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­ვა­ტე­ხეს თავს", - გა­ნუ­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ AMBEBI.GE-ს.

თავს ძვე­ლი გვარ­დი­ის წევ­რად მი­იჩ­ნევს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეც, თუმ­ცა ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია, ამი­ტომ მის გვერ­დით ყოფ­ნას აღარ აპი­რებს:

"სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გვი­ა­ნია. თა­ნაც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ უნდა და­ვუდ­გეთ გვერ­დით, შტა­ბის გა­და­წყო­ბა ძვე­ლი სა­ხე­ე­ბით ერთ თვე­ში ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ძა­ლი­ან გვი­ა­ნია, ივა­ნიშ­ვილს ეს სულ ცოტა 6 თვის წინ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მა­შინ რას ვი­ზამ­დი მე არ ვიცი, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან გვი­ა­ნია. რაც 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­კე­თე­ბუ­ლა, 1 წე­ლი­წად­ში რა­ტომ გა­კეთ­დე­ბა?! ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­კი­თხვე­ბია და ძა­ლი­ან გვი­ა­ნაა, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ..." - აღ­ნიშ­ნა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kvimbo
1

ძველი გვარდია გვერდით დაუდგებით ივანიშვილს, თორემ თქვენც კრამიტები არ დაამტვრიოთ რა?! ))))

uuu
1

 აბა, ზოგი არჩევნების მერეც იცეკვე ტიკ-ტოკი! ეს ეგრეთწოდებული "ძველი გვარდია" ისევ კუდის ქიცინს უწყებს პატრონს, მოენატრათ ვაჟბატონებს იოლი ფული და საშოვარი, ქვეყნის ჯიბეში ხელის ფათური! ფუი, თქვენი კაცობა რა ვთქვი მე! მე კიდევ ყარაჩოხელ გიჟუას სიტყვები მახსენდება: ვერაფერი გიშველით, გინდაც ჯოჯოხეთიდან მთელი ეშმაკები წამოიყვანოთ თავის არქიელითაო! ეგრეა, ეგრე, საჩხერის დიდო თავადო, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

დაუბრუნდება თუ არა "ოცნებას" ძველი გვარდია? - "პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ... კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით"

დაუბრუნდება თუ არა "ოცნებას" ძველი გვარდია? - "პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ... კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და დასახმარებლად "ძველ გვარდიას" უხმობს. როგორც ჩანს, მმართველმა ძალამ განაწყენებული ამომრჩევლის შემორიგება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, ძველი სახეების მობილიზებით გადაწყვიტა.

ვინ იგულისხმა ივანიშვილმა "ძველ გვარდიაში" უცნობია, თუმცა პარტიის ძველმა სახეებმა მიმართვის ადრესატად საკუთარი თავი მიიჩნიეს და განაწყენების მიუხედავად, მზად არიან "ოცნებას" გაჭირვების ჟამს გვერდით დაუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მიმართვას წინ უსწრებდა პარტიის ყოფილი წევრის - ზურაბ ზვიადაურის განცხადება, რომ მეგობრებთან ერთად ჩაუდგებოდა სათავეში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ზვიდაურს ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურნენ, რომლებმაც ანალოგიურად გამოთქვეს მზადყოფნა იმისთვის, რომ ხელისუფლების სათავეში "ნაციონალების" დაბრუნება არ დაუშვან.

"არამც და არამც არ შეიძლება, ის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ჩემს ძმას, ზვიადაურს, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას და ხალხში სიარულს დაიწყებს, მე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. ძველი სახეები, 2012-იანელები, ყველა შევიკრიბებით, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომელი რომელს სჯობს. ჯერ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, ამ დღეებში შევიკრიბებით და ფორმაზე ჩამოვყალიბდებით" - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი და კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, პარტიაში შეხვედრები რამდენიმე დღეა გრძელდება და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რეგიონებში დაგეგმილ წინასაარჩევნო კამპანიაზე მსჯელობენ.

რეალურად, ვინ იგულისხმა ივანიშვილმა "ძველ გვარდიაში“ და მზად არიან თუ არა პარტიის ძველი სახეები "ქართულ ოცნებას" ისევ დაუდგნენ გვერდით?

AMBEBI.GE კომენტარისთვის მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს დაუკავშირდა - თამაზ მეჭიაურმა, გოგი თოფაძემ და ომარ ნიშნიანიძემ, ივანიშვილის მიმართვის ადრესატად საკუთარი თავი მიიჩნიეს და წყენის მიუხედავად, მზად არიან პარტიას გვერდით კიდევ ერთხელ დაუდგნენ.

თამაზ მეჭიაური, თიანეთის მერი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი:

"მზადყოფნა ივანიშვილის მიმართვამდეც გამოვთქვი - მზად ვარ დავეხმარო „ქართულ ოცნებას“. ვარ მოქმედი მერი, მართალია ოპოზიციიდან არჩეული, მაგრამ მიწევს მთავრობასთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერის გარეშე გამიჭირდება იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სჭირდება რეგიონს. არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ უნდობლობა გამოვუცხადო მთავრობას, რადგან ყველა ის საკითხი, რაც დამიყენებია მხარდაჭერილი ყოფილა და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება.

მიმაჩნია, რომ ივანიშვილი გულწრფელი იყო, როცა მოინანია ძველი შეცდომები. რაც ხელისუფლებიდან წავიდა, მხოლოდ რამდენიმე პიროვნებას ჰქონდა ექსკლუზიური უფლება მისთვის მიეწოდებინა არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. როგორც ჩანს, ხშირად ეს ინფორმაციები იყო სუბიექტური კონკრეტული პიროვნებების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ყველაფერმა კი მმართველი პარტია მიიყვანა ამ შედეგებამდე, რაც გვაქვს.

კარგია, რომ ივანიშვილმა დასკვნები სწორად გააკეთა და დასახმარებლად ძველ გვარდიას უხმობს. იმედს ვიტოვებ, რომ იგი ამაში გულწრფელი იყო და შეეცდება შეცდომების გამოსწორებას. თუ ასე არ მოხდა, მას აღარავინ დაუჯერებს და ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც აისახება", - განაცხადა მეჭიაურმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ანალოგიურად ფიქრობს ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძეც, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერებზე განაწყენებულია, თუმცა მზად არის დადგეს პარტიის გვერდით, რომ არ დაუშვას ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.

"ჩვენ ვიყავით და ვართ "ქართული ოცნების" გვერდით. უბრალოდ ვერ ვაქტიურობდით, რასაც ვნანობთ კიდეც, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ბრალი. ჩვენ ვართ "ძველი გვარდია", რაღაც გვეთქმის, ჭკუა და გონება არ გვაკლია, მაგრამ ვინმე გვეხმიანებოდა ან საერთოდ ახსოვდათ ჩვენი არსებობა?!

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ვარ და პარტიის წევრად აღარ ვითვლები, ვიღაც მაინც შეგვხმიანებოდა... პირველმა ტურმა ისე ჩაიარა, არავის გავხსენებივარ. კიდევ კარგი, ახლა მაინც გავახსენდით.

ძველ გვარდიაში ალბათ ის ადამიანები იგულისხმებიან, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ პარლამენტში: გია ჯაფარიძე, დავით ლორთქიფანიძე და სხვები. ჩვენს გვერდით ვინც იყო 2012 წელს, ყველა მზად არის დადგეს იქ, სადაც საჭიროა. "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლა იქნება კატასტროფა და იმაზე უფრო დიდი უბედურება მოხდება, ვიდრე 9 წლის განმავლობაში დაგვატეხეს თავს", - განუცხადა ნიშნიანიძემ AMBEBI.GE-ს.

თავს ძველი გვარდიის წევრად მიიჩნევს გუბაზ სანიკიძეც, თუმცა ყოფილი კოლეგებისგან განსხვავებით, ივანიშვილის მოწოდება დაგვიანებულად მიაჩნია, ამიტომ მის გვერდით ყოფნას აღარ აპირებს:

"სამწუხაროდ, ძალიან გვიანია. თანაც ვერ წარმომიდგენია ტექნიკურად როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით, შტაბის გადაწყობა ძველი სახეებით ერთ თვეში ვერ წარმომიდგენია. ძალიან გვიანია, ივანიშვილს ეს სულ ცოტა 6 თვის წინ უნდა გაეკეთებინა. მაშინ რას ვიზამდი მე არ ვიცი, მაგრამ ახლა ძალიან გვიანია. რაც 6 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, 1 წელიწადში რატომ გაკეთდება?! ამიტომ ძალიან ბევრი შეკითხვებია და ძალიან გვიანაა, ჩვენდა სამწუხაროდ..." - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.