პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვებში ძალიან უცხო კაცი ვიყავი..." - რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ
"ცეკვებში ძალიან უცხო კაცი ვიყავი..." - რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­ექ­ტი პუბ­ლი­ცის­ტმა, მწე­რალ­მა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ და­ტო­ვა. ამ­ბობს, რომ ოდეს­მე ხომ უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა შოუ და აი, ეს დღეც დად­გაო.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე, უმაგ­რე­სე­ბი და ულა­მა­ზე­სე­ბი, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა ირაკ­ლი და დას­ძენს, რომ ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მის­თვის სწო­რედ რომ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

"გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ შო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­ო­ცა­რი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა ვნა­ხე. ერ­თმა­ნეთს მხარს უჭერ­დნენ და ამ­ხნე­ვებ­დნენ. თვი­თონ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ მას­ში ძა­ლი­ან უცხო კაცი ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე არას­დროს მი­ცეკ­ვია, თუმ­ცა ჩემი პარტნი­ო­რე­ბი ძა­ლი­ან ცდი­ლობ­დნენ, ნომ­რე­ბი და­მედ­გა და მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ცოტა მა­ინც ამათ­ვი­სე­ბი­ნეს. გარ­და ამი­სა, მად­ლი­ე­რე­ბით ვარ გაჟ­ღენ­თი­ლი სა­ერ­თოდ ყვე­ლას მი­მართ, პრო­დი­უ­სე­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის... სე­რი­ო­ზუ­ლი ხელ­შე­წყო­ბა გვქონ­და. პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი სიყ­ვა­რუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი იყო... ასე პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი იმ ყვე­ლა ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს და მათი სა­ო­ცა­რი ხე­ლოვ­ნე­ბით უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას გან­ვიც­დი­დი. ხე­ლოვ­ნე­ბა არის ის, რაც გა­და­არ­ჩენს ჩვენს ქვე­ყა­ნას, რად­გან ის გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სუ­ლი­ე­რე­ბას ყვე­ლა­ზე უშუ­ა­ლო ფორ­მით. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ვტო­ვებ ამ შოუს ჩემი ახა­ლი მე­გობ­რე­ბით და უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდე­ბით".

- ხომ არ გა­გიჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, მო­მა­ვალ­ში ცეკ­ვას უკეთ და­ე­უფ­ლოთ?

- ეგ არ ვიცი, თუმ­ცა ამ პრო­ექ­ტმა, რო­გორც დრა­მა­ტურგს, გარ­კვე­უ­ლი იდე­ე­ბი გა­მი­ჩი­ნა. იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ მო­ვახ­დი­ნო კრე­ა­ტი­უ­ლი გზით მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში...

- რა სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რებ­ში რა როლი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს მა­გა­ლი­თად "ჩა-ჩა-ჩამ"?

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე რომ, პრო­ექ­ტმა ამ კუ­თხით სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ამა­ზე შოუს პრო­დი­უ­სე­რებ­თან და ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მექ­ნე­ბა... ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ბის მო­ფიქ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- რო­გორ შე­ე­წყვეთ გოჩა ჩერ­ტკო­ევს? მისი შე­ფა­სე­ბე­ბი ბევ­რის­თვის მტკივ­ნე­უ­ლია ხოლ­მე...

- მისი სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში რა­ღა­ცე­ე­ბი ვერ ჯდე­ბა დი­დად, მაგ­რამ 20 წელი ამე­რი­კა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, კარ­გად ვიცი იქა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, თუნ­დაც, სლენ­გის შე­სა­ხებ, ამ ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ. კი, ვი­მე­ო­რებ, არ­სე­ბობს ტა­ბუ­ე­ბი არა მარ­ტო ქარ­თულ­ში, ზო­გა­დად კავ­კა­სი­ურ კულ­ტუ­რა­ში, რო­მელ­საც არ ეხე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ ეს ტა­ბუ­ე­ბი ამე­რი­კა­ში არ არის... ჩერ­ტკო­ე­ვი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­უბ­რობს და მოქ­მე­დებს. მე გო­ჩას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია იმ გა­გე­ბით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, საქ­მე იცის და თან მისი ენა ჩემ­თვის უცხო არაა. მისი სტი­ლი, სლენ­გი და მი­მარ­თვის ფორ­მე­ბი, მე კონ­კრე­ტუ­ლად არ შემ­ხე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით არ მომ­მარ­თავ­და. ყვე­ლა ცეკ­ვა­ში, რაც წარ­მო­ვად­გი­ნე, რო­გორც შე­მეძ­ლო, ჩემი თავი გა­მოვ­ხა­ტე. ამას­თან, ჩემს ასაკს და ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ცხა­დია, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ილე­თე­ბის შეს­წავ­ლას­თან და და­მახ­სოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო, ამ საქ­მე­ში ემო­ცი­უ­რად ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი გა­დაშ­ვე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ჩემს პარტნი­ო­რებს...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ჩარ­თვა იყო თუ არა თქვე­ნი ეპა­ტა­ჟუ­რო­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად გა­ხა­სი­ა­თებთ?

- ერთი მხრივ კი და მე­ო­რე მხრივ არა. ცეკ­ვა გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბი­თი ჟან­რია. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა ან - არა. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო.

- ისე ლა­პა­რა­კობთ, მგო­ნია, რომ ამ პრო­ექ­ტის გა­რე­შე მო­ი­წყენთ...

- ის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­უ­ში გა­ვი­ცა­ნი, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და და მარ­თლაც მო­ვი­წყენ მათ გა­რე­შე, მაგ­რამ სხვა­თა შო­რის, ჩვენ ბა­რებ­შიც კარ­გად ვცეკ­ვავთ, მშვე­ნი­ერ დროს ვა­ტა­რებთ. ხომ ვამ­ბობ, ნი­ჭი­ე­რი და საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხია და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ თი­თო­ე­ულს. ხან­და­ხან დას­ვე­ნე­ბაც უნდა იცო­დეს ადა­მი­ან­მა და მინ­და, რომ ახლა და­ვის­ვე­ნო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ცეკვებში ძალიან უცხო კაცი ვიყავი..." - რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"ცეკვებში ძალიან უცხო კაცი ვიყავი..." - რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტი პუბლიცისტმა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ დატოვა. ამბობს, რომ ოდესმე ხომ უნდა დამეტოვებინა შოუ და აი, ეს დღეც დადგაო.

"ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, კარგი მეგობრები შევიძინე, უმაგრესები და ულამაზესები, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ" - გვეუბნება ირაკლი და დასძენს, რომ ამ შოუში მონაწილეობა მისთვის სწორედ რომ კარგი გამოცდილება იყო.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ შორის შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, კონკურსანტების საოცარი ერთსულოვნება ვნახე. ერთმანეთს მხარს უჭერდნენ და ამხნევებდნენ. თვითონ სამეჯლისო ცეკვები ძალიან მომწონს, მაგრამ მასში ძალიან უცხო კაცი ვიყავი. მანამდე არასდროს მიცეკვია, თუმცა ჩემი პარტნიორები ძალიან ცდილობდნენ, ნომრები დამედგა და მათი მადლობელი ვარ, რომ ცოტა მაინც ამათვისებინეს. გარდა ამისა, მადლიერებით ვარ გაჟღენთილი საერთოდ ყველას მიმართ, პროდიუსერების, შემოქმედებითი ჯგუფის... სერიოზული ხელშეწყობა გვქონდა. პირველ რიგში, ჩემთვის ეს პროექტი სიყვარულის დღესასწაული იყო... ასე პირდაღებული ვუყურებდი იმ ყველა ნიჭიერ ადამიანს და მათი საოცარი ხელოვნებით უდიდეს ბედნიერებას განვიცდიდი. ხელოვნება არის ის, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, რადგან ის განასახიერებს სულიერებას ყველაზე უშუალო ფორმით. ძალიან ბედნიერი და გამდიდრებული ვტოვებ ამ შოუს ჩემი ახალი მეგობრებით და უნიჭიერესი ახალგაზრდებით".

- ხომ არ გაგიჩნდათ სურვილი, მომავალში ცეკვას უკეთ დაეუფლოთ?

- ეგ არ ვიცი, თუმცა ამ პროექტმა, როგორც დრამატურგს, გარკვეული იდეები გამიჩინა. იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვახდინო კრეატიული გზით მოცეკვავეების ინტეგრაცია კონფლიქტის მოგვარების საკითხებში...

- რა საინტერესოა, კონფლიქტის მოგვარებში რა როლი შეიძლება შეიტანოს მაგალითად "ჩა-ჩა-ჩამ"?

- ძალიან სერიოზული და ძალიან პოზიტიური, რაც მნიშვნელოვანია. ასე რომ, პროექტმა ამ კუთხით საინტერესო იდეები გააჩინა. ამაზე შოუს პროდიუსერებთან და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები მექნება... ნამდვილად საინტერესო რაღაცების მოფიქრება შეიძლება.

- როგორ შეეწყვეთ გოჩა ჩერტკოევს? მისი შეფასებები ბევრისთვის მტკივნეულია ხოლმე...

- მისი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება ქართულ კულტურაში რაღაცეები ვერ ჯდება დიდად, მაგრამ 20 წელი ამერიკაში მაქვს გატარებული, კარგად ვიცი იქაური ურთიერთობების, თუნდაც, სლენგის შესახებ, ამ ყველაფერს პატივი უნდა ვცეთ. კი, ვიმეორებ, არსებობს ტაბუები არა მარტო ქართულში, ზოგადად კავკასიურ კულტურაში, რომელსაც არ ეხებიან ხოლმე, მაგრამ ეს ტაბუები ამერიკაში არ არის... ჩერტკოევი იქიდან გამომდინარე საუბრობს და მოქმედებს. მე გოჩასთან ურთიერთობა არ გამჭირვებია იმ გაგებით, რომ პროფესიონალია, საქმე იცის და თან მისი ენა ჩემთვის უცხო არაა. მისი სტილი, სლენგი და მიმართვის ფორმები, მე კონკრეტულად არ შემხებია. განსაკუთრებული ფრაზებით არ მომმართავდა. ყველა ცეკვაში, რაც წარმოვადგინე, როგორც შემეძლო, ჩემი თავი გამოვხატე. ამასთან, ჩემს ასაკს და ფიზიკურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, გარკვეული პრობლემები ილეთების შესწავლასთან და დამახსოვრებასთან დაკავშირებით იყო, ამ საქმეში ემოციურად ნამდვილად ვიყავი გადაშვებული. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს პარტნიორებს...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჩართვა იყო თუ არა თქვენი ეპატაჟურობის ნაწილი, რომელიც ზოგადად გახასიათებთ?

- ერთი მხრივ კი და მეორე მხრივ არა. ცეკვა გამომხატველობითი ჟანრია. მისი საშუალებით შეიძლება იმის თქმა, რომ რაღაც შეიძლება ან - არა. მოკლედ, ეს ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო.

- ისე ლაპარაკობთ, მგონია, რომ ამ პროექტის გარეშე მოიწყენთ...

- ის მეგობრები, რომლებიც შოუში გავიცანი, ძალიან შემიყვარდა და მართლაც მოვიწყენ მათ გარეშე, მაგრამ სხვათა შორის, ჩვენ ბარებშიც კარგად ვცეკვავთ, მშვენიერ დროს ვატარებთ. ხომ ვამბობ, ნიჭიერი და საყვარელი ხალხია და ძალიან ვაფასებ თითოეულს. ხანდახან დასვენებაც უნდა იცოდეს ადამიანმა და მინდა, რომ ახლა დავისვენო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ