მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სკანდალური მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში - რატომ სძულდათ და რატომ აღმერთებდნენ ედუარდ VII-ს
ყველაზე სკანდალური მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში - რატომ სძულდათ და რატომ აღმერთებდნენ ედუარდ VII-ს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარქ ედუ­არდ VII-ს არ უყ­ვარ­და მარ­ტო ძილი. მას ჰყავ­და ათას­ზე მეტი, ზოგი ბი­ოგ­რა­ფის მტკი­ცე­ბით კი 10 ათას­ზე მეტი საყ­ვა­რე­ლი.

ედუ­არდ VII-მ სულ რა­ღაც ცხრა წე­ლი­წადს იმე­ფა (1901-1910), თუმ­ცა მის სა­ხელს არა­ერ­თი დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი პომ­პე­ზუ­რი რი­ტუ­ა­ლი უკავ­შირ­დე­ბა. მო­ნარ­ქი დი­დი ლი­ბე­რა­ლი და სკან­და­ლის­ტი გახ­ლ­დათ, მი­სი ზო­გი­ერ­თი ნა­მოქ­მე­და­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს დღე­საც სირ­ცხ­ვი­ლის­გან აწით­ლებთ. უელ­სის უფ­ლის­წულ ალ­ბერტ-ედუ­არდს, შემ­დ­გომ­ში მე­ფე ედუ­არდ VII-ს, მარ­ტო ძი­ლი არ უყ­ვარ­და. მე­უღ­ლე ალექ­სან­დ­რა გლი­უკ­ს­ბურ­გ­თა გვა­რი­დან, და­ნი­ე­ლი პრინ­ცე­სა, მა­შინ­დე­ლი ევ­რო­პის ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი ბა­ნო­ვა­ნი, მას ნამ­დ­ვი­ლად ვერ უწევ­და "ღირ­სე­ულ" კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას. ბერ­ტი, რო­გორც ალ­ბერტს ში­ნა­უ­რე­ბი მო­ფე­რე­ბით ეძახ­დ­ნენ, ამ­ბობ­და, რომ ოჯა­ხურ გა­რე­მოც­ვა­ში "რა­ღაც სი­ცა­რი­ე­ლეს" გრძნობ­და, რა­საც სხვა ქა­ლებ­თან ტრფი­ა­ლით ავ­სებ­და.

მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩა­პუტ­კუ­ნე­ბულ არის­ტოკ­რატს მა­მა­კა­ცუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა. ელექ­ტ­რო­ბი­თაც კი და­იწყო მკურ­ნა­ლო­ბა. შე­უკ­ვე­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ვან-სა­ვარ­ძე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­შექ­ცე­ვის­თ­ვის. დღეს ეს ავე­ჯი კერ­ძო პირ­თა ხელ­შია, თუმ­ცა ასი წლის წინ პა­რი­ზის მდიდ­რულ სა­როს­კი­პო სახ­ლ­ში იდ­გა, ლე-შა­ბა­ნეს ქუ­ჩა­ზე, ლუვ­რის გვერ­დით. ბერ­ტი ამ სახ­ლის ხში­რი სტუ­მა­რი გახ­ლ­დათ. იქ მას სა­კუ­თა­რი ოთა­ხი ჰქონ­და, ლო­გი­ნის თავ­ზე მი­სი სა­ხე­ლო­ბი­თი გერ­ბი ეკი­და. აპარ­ტა­მენ­ტ­ში სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის და სტუ­მა­რი ქა­ლე­ბის­თ­ვის მო­წყო­ბი­ლი იყო გე­დის ფორ­მის, ქა­ლის­სა­ხი­ა­ნი დი­დი სპი­ლენ­ძის ბი­დე (ჭურ­ჭე­ლი, ბა­კა­ნი სხე­უ­ლის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლის ჩა­სა­ბა­ნად). მო­მა­ვა­ლი მე­ფე ბი­დეს შამ­პა­ნუ­რით ავ­სებ­და და მას­ში ჭყუმ­პა­ლა­ობ­და. სა­როს­კი­პოს და­ხურ­ვის შემ­დეგ, 1951 წელს, ბი­დე მხატ­ვარ­მა სალ­ვა­დორ და­ლიმ 110 ათას ფრან­კად შე­ი­ძი­ნა.

ყვა­ვი­ლე­ბით მო­ქარ­გულ, ხა­ვერ­დის ბა­ლი­შე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბულ "ორ­დო­ნი­ან" დი­ვანს კი ლი­თო­ნის მტკი­ცე ფე­ხე­ბი ჰქონ­და. ეს ავე­ჯი სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ არის­ტოკ­რატს ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორ პარ­ტ­ნი­ორ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. რა­ღაც მო­ნა­გონ ამ­ბავს ჰგავს? შე­საძ­ლოა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ფაქ­ტე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

დღეს მე­ფე ედუ­არ­დი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მი­ვი­წყე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რია. მის ძეგლს ლონ­დო­ნე­ლე­ბი გულ­გ­რი­ლად უვ­ლი­ან გვერდს. ის მხო­ლოდ პე­დანტ ტუ­რის­ტებ­სა და მტრე­დებს თუ იზი­დავს. სა­უ­კუ­ნის წინ კი საქ­მე სხვაგ­ვა­რად იყო.

უელ­სის პრინ­ცი 22 წლის ასაკ­ში

* * *

მო­მა­ვა­ლი მო­ნარ­ქი 1841 წლის 9 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. ხო­ლო რო­ცა მე­ფე გახ­და, უკ­ვე ხან­ში შე­სუ­ლი, გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლი და ღი­პი­ა­ნი იყო. ბრი­ტა­ნე­თის ტახ­ტი მა­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, რო­ცა დე­და­მის­მა, დე­დო­ფალ­მა ვიქ­ტო­რი­ამ, რო­მე­ლიც 63 წე­ლი­წადს მე­ფობ­და, სუ­ლი გა­ნუ­ტე­ვა. ედუ­არ­დ­მა მცი­რე ხანს იმე­ფა - სულ რა­ღაც 9 წე­ლი­წადს. ამ­ბო­ბენ, რომ იგი მა­გარ­მა თამ­ბა­ქომ, მე­ქალ­თა­ნე­ო­ბამ და მუ­ცელ­ღ­მერ­თო­ბამ შე­ი­წი­რა. თუმ­ცა ის­ტო­რი­კო­სებ­მა XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­სა და ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­საც, ედ­ვარ­დი­ა­ნუ­ლი ეპო­ქა უწო­დეს.

ედუ­არ­დი ბრი­ტა­ნე­თის პირ­ვე­ლი მო­ნარ­ქია, რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შ­ტა­ბის გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, და­ა­არ­სა მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბი, მე­უღ­ლე ალექ­სან­დ­რას­თან ერ­თად ხში­რად და­ა­ჭე­ნებ­და კაბ­რი­ო­ლეტს და ერ­თხელ ნორ­ფოლ­კის ვიწ­რო ქუ­ჩა­ში გა­და­ყი­რავ­დ­ნენ კი­დეც. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ნა­დი­რო­ბა. დიდ თან­ხებ­ზე თა­მა­შობ­და ბან­ქოს.

ყო­ველ­დღი­უ­რად ეწე­ო­და ათ სი­გა­რას, სვამ­და ზღვა სას­მელს, სა­დი­ლად რვა სა­ხის კერძს მი­ირ­თ­მევ­და. თით­ქ­მის ყო­ველ ღა­მეს მო­რიგ საყ­ვა­რელ­თან ატა­რებ­და, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩურ­ჩუ­ლით იხ­სე­ნებ­დ­ნენ მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღა­მე­ულ ორ­გი­ებს. ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი მო­რა­ლის (უფ­რო სწო­რად, მი­სი პრინ­ცი­პე­ბის, რად­გან არ­სე­ბობ­და ჭო­რე­ბი, რომ ვიქ­ტო­რი­ა­საც ჰყავ­და საყ­ვარ­ლე­ბი) ხუნ­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ბრი­ტა­ნე­ლებ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქეს: მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო, ბუ­ზღუ­ნა, მდუ­მა­რე მატ­რო­ნას ნაც­ვ­ლად, ახ­ლა მათ თით­ქ­მის ბა­რო­კოს სტი­ლის მე­ფე, "ჩვე­ნი ბი­ჭი" ჰყავ­დათ.

ბერ­ტის უყ­ვარ­და უბ­რა­ლო ხალ­ხ­თან შეხ­ვედ­რა, ზრუ­ნავ­და კი­დეც მათ­ზე: აშე­ნებ­და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებს, სას­ტუმ­რო­ებს, გაჰ­ყავ­და რკი­ნიგ­ზა. ცდი­ლობ­და, არ ჩა­მორ­ჩე­ნო­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს. მი­სი დი­დი გა­ტა­ცე­ბა იყო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ბნე­ლი, მო­ღუ­შუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის დარ­ბა­ზებ­ში ელექ­ტ­რო­ლამ­პე­ბი და­ად­გ­მე­ვი­ნა. ერ­თ­გულ ქვე­შევ­რ­დო­მებს ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ იგი, რად­გან თა­ვი­სი ქცე­ვით უბ­რა­ლო ადა­მი­ანს ჰგავ­და - არ ერი­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას და არც აშ­კა­რად კონ­ტ­რო­ვერ­სი­ულ საქ­ცი­ელ­ზე ამ­ბობ­და უარს. თუმ­ცა "კონ­ტ­რო­ვერ­სი­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი" საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად ნათ­ქ­ვა­მია. ბერ­ტი ქა­ლე­ბი­სად­მი და­უ­ო­კე­ბელ ლტოლ­ვას ამ­ჟ­ღავ­ნებ­და.

1861 წელს ბერ­ტიმ ოქ­ს­ფორ­დ­ში და­იწყო სწავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წავ­ლებ­ლი­დან საკ­მა­ოდ შორს ცხოვ­რობ­და, ხში­რად უს­ხ­ლ­ტე­ბო­და ხე­ლი­დან მე­ურ­ვე­ებს მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან ერ­თად. მო­მა­ვა­ლი მო­ნარ­ქი სწავ­ლა­ზე მეტ დროს ცხენ­თა შე­ჯიბ­რე­ბას, სი­გა­რა­სა და ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებს უთ­მობ­და. ამის შემ­ხედ­ვა­რე მის­მა მშობ­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, ირ­ლან­დი­ა­ში, სამ­ხედ­რო ბა­ნაკ­ში გა­ეგ­ზავ­ნათ. ეს დი­დი შეც­დო­მა იყო. მე­გობ­რე­ბმა ბერ­ტი და­ი­ყო­ლი­ეს და მის ბი­ნა­ში (მო­მა­ვა­ლი მე­ფე გე­ნე­რალ­თა ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და) მსა­ხი­ო­ბი და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი, ნე­ლი კლიფ­დე­ნი მი­იყ­ვა­ნეს. სექ­ს­მა ჭა­ბუკ­ზე ნარ­კო­ტი­კი­ვით იმოქ­მე­და. მა­ლე ბერ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ქა­ლე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ეს მის დღი­უ­რებ­შიც ჩანს.

ამ ამ­ბის შე­ტყო­ბი­სას მა­მა­მი­სი ალ­ბერ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­შუ­რა შვილ­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. არ­წ­მუ­ნებ­და, რომ ახალ­გაზ­რ­და ცუდ გზას ად­გა. ამ დროს მა­მა-შვილ­მა წვი­მი­ან ამინ­დ­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ისე­ირ­ნეს. ალ­ბერ­ტი იმა­ვე, 1861 წლის დე­კემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მებ­მა ტი­ფის დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ მუც­ლის ღრუს ტკი­ვი­ლე­ბი ალ­ბერტს მა­ნამ­დეც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებ­და. ვიქ­ტო­რი­ამ კი შვი­ლი ამო­ი­ჩე­მა და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მას აბ­რა­ლებ­და მე­უღ­ლის ნა­ად­რევ სიკ­ვ­დილს - აღელ­ვე­ბუ­ლი, წვი­მა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას, გა­ცივ­და და იმი­ტომ გარ­და­იც­ვა­ლაო...

რა­კი ერ­თხელ ქა­ლებ­თან გარ­თო­ბას გე­მო გა­უ­გო, ბერ­ტის უკ­ვე სხვა რა­მე­ზე აღარ შე­ეძ­ლო ფიქ­რი. მა­ლე უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში ახა­ლი კურ­ტი­ზა­ნი მი­იყ­ვა­ნეს. ორი­ო­დე წლის შემ­დეგ ქა­ლი "გა­სა­ჩუ­მებ­ლად" ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს და სა­მუ­და­მო პენ­სი­აც და­უ­ნიშ­ნეს. ამა­სო­ბა­ში ვიქ­ტო­რი­ამ და სა­მე­ფო კარ­მა რამ­დე­ნი­მე სა­დე­დოფ­ლო კან­დი­დატს შო­რის პრინ­ცე­სა ალექ­სან­დ­რა და­ნი­ე­ლი აარ­ჩი­ეს და 1863 წელს წყვილ­მა იქორ­წი­ნა.

ალ­ბერ­ტი და ალექ­სან­დ­რა მა­რლ­ბო­რო-ჰა­უს­ში, ლონ­დონ­ში უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ. მე­გობ­რებ­თან ერ­თო­ბოდ­ნენ, დროს ატა­რებ­დ­ნენ, ჰქონ­დათ სა­უცხოო სამ­ზა­რე­უ­ლო. მა­ლე ეყო­ლათ პირ­ვე­ლი შვი­ლი, შემ­დეგ მე­ო­რეც. უკ­ვე მე­სა­მე ფეხ­მ­ძი­მო­ბი­სას ალექ­სან­დ­რამ თა­ვი ცუ­დად იგ­რ­ძ­ნო (ცოლ-ქმარს სულ ექ­ვ­სი შვი­ლი ეყო­ლა). ამას­თან, რევ­მა­ტი­უ­ლი ტკი­ვი­ლე­ბის გა­მო ცო­ტა­თი და­კოჭ­ლ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თან­და­ყო­ლი­ლი სე­ნის გა­მო ნა­წი­ლობ­რივ სმე­ნაც და­კარ­გა... მან კარ­გა ხანს არ იცო­და, რომ ბერ­ტის სა­სახ­ლე­ში ლა­მის ჰა­რამ­ხა­ნა ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი. თუმ­ცა ამას არ სჯერ­დე­ბო­და და ღა­მე­ებს სა­სახ­ლის გა­რე­თაც ატა­რებ­და. არც ქმარ­შ­ვი­ლი­ან ქა­ლებს ერი­დე­ბო­და. მი­სი კავ­ში­რი სერ ჩარლზ მორ­და­უნ­ტის მე­უღ­ლეს­თან 1869 წელს სა­სა­მარ­თ­ლო­თი დას­რულ­და. მორ­და­უნ­ტ­მა ვერ შეძ­ლო გაყ­რის საქ­მე­ში თა­ნა­მო­პა­სუ­ხედ ჩა­ერ­თო ბერ­ტი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ ეს­ტუმ­რა მის მე­უღ­ლეს ქმრის შინ არ­ყოფ­ნი­სას, თუმ­ცა ვე­რაფ­რის დამ­ტ­კი­ცე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. უფ­ლის­წუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო­ში მოწ­მედ იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი.

ვიქ­ტო­რია ცდი­ლობ­და შვი­ლის დარ­წ­მუ­ნე­ბას, უარი ეთ­ქ­ვა, რო­გორც ამას ტაქ­ტი­ა­ნად უწო­დებ­და, "ქა­ლებ­თან ვი­ზიტ­ზე". "თუმ­ცა ძნე­ლი იყო ბერ­ტის დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ ძვე­ლე­ბურ ცხოვ­რე­ბა­ზე ხე­ლი აეღო", - წერს ინ­გ­ლი­სე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და ბი­ოგ­რა­ფი, წიგ­ნის - "ბერ­ტი, ედუ­არდ VII-ს ცხოვ­რე­ბა" ავ­ტო­რი ჯე­ინ რიდ­ლი. 1871 წელს ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რეს ტი­ფის ნიშ­ნე­ბი გა­მო­აჩ­ნ­და, თუმ­ცა იმ დრო­ის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბას გა­და­ურ­ჩა. ავად­მ­ყოფ ვა­ჟიშ­ვილს ვიქ­ტო­რია დღე­და­ღამ ფეხ­მო­უც­ვ­ლე­ლად ეჯ­და სას­თუ­მალ­თან, თით­ქ­მის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო მის გარ­და­უ­ვალ სიკ­ვ­დილ­ში. ბერ­ტი კი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას წმინ­და პავ­ლეს ტა­ძარ­ში აღ­ვ­ლე­ნილ წირ­ვა-ლოც­ვას უმად­ლი­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იყ­ვა­რა მო­მა­ვა­ლი მე­ფე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, ერ­თი წლის შემ­დეგ ის აკ­რ­ძა­ლუ­ლი ბან­ქოს თა­მა­შის გა­მო და­ა­პა­ტიმ­რეს. მას კვლავ მო­უ­წია სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე წარ­დ­გო­მამ. მარ­თა­ლია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი მი­უს­ჯი­ათ, მაგ­რამ მო­ნარ­ქის პრეს­ტიჟს დი­დი ჩრდი­ლი მი­ად­გა. "სა­მარ­ცხ­ვი­ნო­ე­ბი ვხდე­ბით" – წერ­და ნა­წყე­ნი ვიქ­ტო­რია თა­ვის ერთ-ერთ ქა­ლიშ­ვილს. ბერ­ტი­სა და ალექ­სან­დ­რას ქორ­წი­ნე­ბამ ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. ქმრის დას­ჯის მიზ­ნით ალექ­სან­დ­რა რამ­დე­ნი­მე თვით სამ­შობ­ლო­ში, და­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და. მაგ­რამ ამან მე­ფის­წუ­ლის ვნე­ბე­ბი ვერ და­აცხ­რო.

ერ­თ­გ­ვა­რი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბერ­ტი გან­საზღ­ვ­რუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ქა­ლებ­ში დიდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას იწ­ვევ­და. ის­ტო­რი­კო­სე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან - მა­ინც რამ­დე­ნი საყ­ვა­რე­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰყო­ლო­და? ფრთხი­ლი გა­მოთ­ვ­ლე­ბით, ეს რიცხ­ვი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო 1200-დან 2000-მდე. თუმ­ცა ბევ­რი მეტ­საც ვა­რა­უ­დობს. "არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს რიცხ­ვი 10 ათა­სიც კი ყო­ფი­ლი­ყო", - წერს გორ­დონ უინ­ტე­რი წიგ­ნ­ში "მე­ფე­თა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი". "რო­გორც წე­სი, მას კვი­რა­ში სა­შუ­ა­ლოდ ოთხი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და - 19 წლი­სა და უფ­რო­სე­ბი, 69 წლამ­დე. ზოგ­ჯერ კვი­რა­ში ექვს-შვიდ პარ­ტ­ნი­ორ­საც კი იც­ვ­ლი­და. ამ ან­გა­რი­შით შე­საძ­ლოა, მას თხუთ­მე­ტი­დან თვრა­მე­ტი ათას საყ­ვარ­ლამ­დეც კი ჰყო­ლო­და".

იმედ­გაც­რუ­ე­ბა ბერ­ტის მხო­ლოდ იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ელო­და, უარს მას თით­ქ­მის არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. მრა­ვა­ლი არის­ტოკ­რა­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მხო­ლოდ ქა­ლე­ბი იზი­დავ­და. მი­სი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბით საფ­რან­გე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც კი და­ინ­ტე­რეს­და. დაზ­ვერ­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ "მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი, გრძე­ლი სა­ღა­მო­ე­ბის შე­სა­ხებ მან­დი­ლო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში". ბერ­ტი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­რი­ზის რეს­ტო­რან "კა­ფე ან­გ­ლეს" ორ­გი­ებ­ში, ხში­რად სტუმ­რობ­და კა­ბა­რე "მუ­ლენ რუჟს".

ბერ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კავ­ში­რე­ბიც ჰქონ­და. XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში მას გულ­ში ჩა­უ­ვარ­და თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სი­ლა­მა­ზის ქა­ლი - დე­ი­ზი გრე­ვი­ლი, უორ­ვი­კის გრა­ფი­ნია. ის­ტონ ლოჯ­ში, რო­მელ­საც დე­ი­ზი ფლობ­და და მარ­თავ­და, ერ­თი წე­სი ჰქონ­დათ და ვინც ეს არ იცო­და, შე­საძ­ლოა უხერ­ხულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად, იმის ნი­შა­ნი, რომ ქა­ლი საყ­ვა­რელს ელო­და, იყო კარ­თან ხელ­და­უ­კა­რე­ბე­ლი, ბუ­ტერ­ბ­რო­დე­ბით სავ­სე ლან­გა­რი. ის­ტონ ლოჯ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ერ­თი ანეკ­დო­ტის თა­ნახ­მად, ამ წე­სის უცო­დი­ნარ­მა მუ­ცელ­ღ­მერ­თა დიპ­ლო­მატ­მა, ბა­რონ­მა ეკარ­დ­ს­ტე­ინ­მა ერ­თხელ სულ და­ა­ცა­რი­ე­ლა ასე­თი ლან­გა­რი და მას­პინ­ძ­ლის საყ­ვა­რე­ლი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო.

ედუ­არ­დის მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, მი­სი­ვე მოწ­ვე­ვით, ეკ­ლე­სი­ა­ში მე­ფეს გვერდს უმ­შ­ვე­ნებ­დ­ნენ მი­სი რჩე­უ­ლი საყ­ვარ­ლე­ბი. ედუ­არ­დის ცო­ლი ალექ­სან­დ­რა მოთ­მი­ნე­ბით უყუ­რებ­და ამ სცე­ნას წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყველაზე სკანდალური მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში - რატომ სძულდათ და რატომ აღმერთებდნენ ედუარდ VII-ს

ყველაზე სკანდალური მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში - რატომ სძულდათ და რატომ აღმერთებდნენ ედუარდ VII-ს

დიდი ბრიტანეთის მონარქ ედუარდ VII-ს არ უყვარდა მარტო ძილი. მას ჰყავდა ათასზე მეტი, ზოგი ბიოგრაფის მტკიცებით კი 10 ათასზე მეტი საყვარელი.

ედუარდ VII-მ სულ რაღაც ცხრა წელიწადს იმეფა (1901-1910), თუმცა მის სახელს არაერთი დამკვიდრებული პომპეზური რიტუალი უკავშირდება. მონარქი დიდი ლიბერალი და სკანდალისტი გახლდათ, მისი ზოგიერთი ნამოქმედარი თანამემამულეებს დღესაც სირცხვილისგან აწითლებთ. უელსის უფლისწულ ალბერტ-ედუარდს, შემდგომში მეფე ედუარდ VII-ს, მარტო ძილი არ უყვარდა. მეუღლე ალექსანდრა გლიუკსბურგთა გვარიდან, დანიელი პრინცესა, მაშინდელი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბანოვანი, მას ნამდვილად ვერ უწევდა "ღირსეულ" კომპანიონობას. ბერტი, როგორც ალბერტს შინაურები მოფერებით ეძახდნენ, ამბობდა, რომ ოჯახურ გარემოცვაში "რაღაც სიცარიელეს" გრძნობდა, რასაც სხვა ქალებთან ტრფიალით ავსებდა.

მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ჩაპუტკუნებულ არისტოკრატს მამაკაცური პრობლემები შეექმნა. ელექტრობითაც კი დაიწყო მკურნალობა. შეუკვეთა სპეციალური დივან-სავარძელი სასიყვარულო თავშექცევისთვის. დღეს ეს ავეჯი კერძო პირთა ხელშია, თუმცა ასი წლის წინ პარიზის მდიდრულ საროსკიპო სახლში იდგა, ლე-შაბანეს ქუჩაზე, ლუვრის გვერდით. ბერტი ამ სახლის ხშირი სტუმარი გახლდათ. იქ მას საკუთარი ოთახი ჰქონდა, ლოგინის თავზე მისი სახელობითი გერბი ეკიდა. აპარტამენტში საგანგებოდ მისთვის და სტუმარი ქალებისთვის მოწყობილი იყო გედის ფორმის, ქალისსახიანი დიდი სპილენძის ბიდე (ჭურჭელი, ბაკანი სხეულის ზოგიერთი ნაწილის ჩასაბანად). მომავალი მეფე ბიდეს შამპანურით ავსებდა და მასში ჭყუმპალაობდა. საროსკიპოს დახურვის შემდეგ, 1951 წელს, ბიდე მხატვარმა სალვადორ დალიმ 110 ათას ფრანკად შეიძინა.

ყვავილებით მოქარგულ, ხავერდის ბალიშებით დამშვენებულ "ორდონიან" დივანს კი ლითონის მტკიცე ფეხები ჰქონდა. ეს ავეჯი სახელგანთქმულ არისტოკრატს ერთდროულად ორ პარტნიორ ქალთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. რაღაც მონაგონ ამბავს ჰგავს? შესაძლოა, თუმცა ყველაფერი ფაქტებით დასტურდება.

დღეს მეფე ედუარდი, შეიძლება ითქვას, მივიწყებული ისტორიული პირია. მის ძეგლს ლონდონელები გულგრილად უვლიან გვერდს. ის მხოლოდ პედანტ ტურისტებსა და მტრედებს თუ იზიდავს. საუკუნის წინ კი საქმე სხვაგვარად იყო.

უელსის პრინცი 22 წლის ასაკში

* * *

მომავალი მონარქი 1841 წლის 9 ნოემბერს დაიბადა. ხოლო როცა მეფე გახდა, უკვე ხანში შესული, გამელოტებული და ღიპიანი იყო. ბრიტანეთის ტახტი მაშინ გათავისუფლდა, როცა დედამისმა, დედოფალმა ვიქტორიამ, რომელიც 63 წელიწადს მეფობდა, სული განუტევა. ედუარდმა მცირე ხანს იმეფა - სულ რაღაც 9 წელიწადს. ამბობენ, რომ იგი მაგარმა თამბაქომ, მექალთანეობამ და მუცელღმერთობამ შეიწირა. თუმცა ისტორიკოსებმა XX საუკუნის პირველ ათწლეულსა და ზოგ შემთხვევაში კიდევ რამდენიმე წელიწადსაც, ედვარდიანული ეპოქა უწოდეს.

ედუარდი ბრიტანეთის პირველი მონარქია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზული მასშტაბის გასართობ ღონისძიებებს, დააარსა მოდური ჟურნალები, მეუღლე ალექსანდრასთან ერთად ხშირად დააჭენებდა კაბრიოლეტს და ერთხელ ნორფოლკის ვიწრო ქუჩაში გადაყირავდნენ კიდეც. ძალიან უყვარდა ნადირობა. დიდ თანხებზე თამაშობდა ბანქოს.

ყოველდღიურად ეწეოდა ათ სიგარას, სვამდა ზღვა სასმელს, სადილად რვა სახის კერძს მიირთმევდა. თითქმის ყოველ ღამეს მორიგ საყვარელთან ატარებდა, რომლებიც შემდეგ ჩურჩულით იხსენებდნენ მასთან დაკავშირებულ ღამეულ ორგიებს. ვიქტორიანული მორალის (უფრო სწორად, მისი პრინციპების, რადგან არსებობდა ჭორები, რომ ვიქტორიასაც ჰყავდა საყვარლები) ხუნდებისგან გათავისუფლებულმა ბრიტანელებმა შვებით ამოისუნთქეს: მუდმივად უკმაყოფილო, ბუზღუნა, მდუმარე მატრონას ნაცვლად, ახლა მათ თითქმის ბაროკოს სტილის მეფე, "ჩვენი ბიჭი" ჰყავდათ.

ბერტის უყვარდა უბრალო ხალხთან შეხვედრა, ზრუნავდა კიდეც მათზე: აშენებდა საავადმყოფოებს, სასტუმროებს, გაჰყავდა რკინიგზა. ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დიდი გატაცება იყო ავტომობილები. ბნელი, მოღუშული სასახლეების დარბაზებში ელექტროლამპები დაადგმევინა. ერთგულ ქვეშევრდომებს ძალიან მოსწონდათ იგი, რადგან თავისი ქცევით უბრალო ადამიანს ჰგავდა - არ ერიდებოდა საკუთარი გრძნობების გამჟღავნებას და არც აშკარად კონტროვერსიულ საქციელზე ამბობდა უარს. თუმცა "კონტროვერსიული საქციელი" საკმაოდ მსუბუქად ნათქვამია. ბერტი ქალებისადმი დაუოკებელ ლტოლვას ამჟღავნებდა.

1861 წელს ბერტიმ ოქსფორდში დაიწყო სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა, ხშირად უსხლტებოდა ხელიდან მეურვეებს მეგობარ გოგონებთან ერთად. მომავალი მონარქი სწავლაზე მეტ დროს ცხენთა შეჯიბრებას, სიგარასა და ალკოჰოლურ სასმელებს უთმობდა. ამის შემხედვარე მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ირლანდიაში, სამხედრო ბანაკში გაეგზავნათ. ეს დიდი შეცდომა იყო. მეგობრებმა ბერტი დაიყოლიეს და მის ბინაში (მომავალი მეფე გენერალთა ბინაში ცხოვრობდა) მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ნელი კლიფდენი მიიყვანეს. სექსმა ჭაბუკზე ნარკოტიკივით იმოქმედა. მალე ბერტის ცხოვრებაში სხვა ქალებიც გამოჩნდნენ. ეს მის დღიურებშიც ჩანს.

ამ ამბის შეტყობისას მამამისი ალბერტი დაუყოვნებლივ გაეშურა შვილთან დასალაპარაკებლად. არწმუნებდა, რომ ახალგაზრდა ცუდ გზას ადგა. ამ დროს მამა-შვილმა წვიმიან ამინდში ხანგრძლივად ისეირნეს. ალბერტი იმავე, 1861 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ექიმებმა ტიფის დიაგნოზი დასვეს, თუმცა თანამედროვე მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მუცლის ღრუს ტკივილები ალბერტს მანამდეც ორი წლის განმავლობაში აწუხებდა. ვიქტორიამ კი შვილი ამოიჩემა და სიცოცხლის ბოლომდე მას აბრალებდა მეუღლის ნაადრევ სიკვდილს - აღელვებული, წვიმაში სეირნობისას, გაცივდა და იმიტომ გარდაიცვალაო...

რაკი ერთხელ ქალებთან გართობას გემო გაუგო, ბერტის უკვე სხვა რამეზე აღარ შეეძლო ფიქრი. მალე უინძორის სასახლეში ახალი კურტიზანი მიიყვანეს. ორიოდე წლის შემდეგ ქალი "გასაჩუმებლად" ახალ ზელანდიაში გაგზავნეს და სამუდამო პენსიაც დაუნიშნეს. ამასობაში ვიქტორიამ და სამეფო კარმა რამდენიმე სადედოფლო კანდიდატს შორის პრინცესა ალექსანდრა დანიელი აარჩიეს და 1863 წელს წყვილმა იქორწინა.

ალბერტი და ალექსანდრა მარლბორო-ჰაუსში, ლონდონში უზრუნველად ცხოვრობდნენ. მეგობრებთან ერთობოდნენ, დროს ატარებდნენ, ჰქონდათ საუცხოო სამზარეულო. მალე ეყოლათ პირველი შვილი, შემდეგ მეორეც. უკვე მესამე ფეხმძიმობისას ალექსანდრამ თავი ცუდად იგრძნო (ცოლ-ქმარს სულ ექვსი შვილი ეყოლა). ამასთან, რევმატიული ტკივილების გამო ცოტათი დაკოჭლდა, მოგვიანებით, თანდაყოლილი სენის გამო ნაწილობრივ სმენაც დაკარგა... მან კარგა ხანს არ იცოდა, რომ ბერტის სასახლეში ლამის ჰარამხანა ჰქონდა მოწყობილი. თუმცა ამას არ სჯერდებოდა და ღამეებს სასახლის გარეთაც ატარებდა. არც ქმარშვილიან ქალებს ერიდებოდა. მისი კავშირი სერ ჩარლზ მორდაუნტის მეუღლესთან 1869 წელს სასამართლოთი დასრულდა. მორდაუნტმა ვერ შეძლო გაყრის საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ბერტი, რომელიც არაერთხელ ესტუმრა მის მეუღლეს ქმრის შინ არყოფნისას, თუმცა ვერაფრის დამტკიცება ვერ მოახერხა. უფლისწული სასამართლოში მოწმედ იყო გამოძახებული.

ვიქტორია ცდილობდა შვილის დარწმუნებას, უარი ეთქვა, როგორც ამას ტაქტიანად უწოდებდა, "ქალებთან ვიზიტზე". "თუმცა ძნელი იყო ბერტის დარწმუნება, რომ ძველებურ ცხოვრებაზე ხელი აეღო", - წერს ინგლისელი ისტორიკოსი და ბიოგრაფი, წიგნის - "ბერტი, ედუარდ VII-ს ცხოვრება" ავტორი ჯეინ რიდლი. 1871 წელს ტახტის მემკვიდრეს ტიფის ნიშნები გამოაჩნდა, თუმცა იმ დროისთვის სასიკვდილო დაავადებას გადაურჩა. ავადმყოფ ვაჟიშვილს ვიქტორია დღედაღამ ფეხმოუცვლელად ეჯდა სასთუმალთან, თითქმის დარწმუნებული იყო მის გარდაუვალ სიკვდილში. ბერტი კი თავის გადარჩენას წმინდა პავლეს ტაძარში აღვლენილ წირვა-ლოცვას უმადლიდა.

საზოგადოებამ შეიყვარა მომავალი მეფე, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. მაგალითად, ერთი წლის შემდეგ ის აკრძალული ბანქოს თამაშის გამო დააპატიმრეს. მას კვლავ მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომამ. მართალია, მნიშვნელოვანი არაფერი მიუსჯიათ, მაგრამ მონარქის პრესტიჟს დიდი ჩრდილი მიადგა. "სამარცხვინოები ვხდებით" – წერდა ნაწყენი ვიქტორია თავის ერთ-ერთ ქალიშვილს. ბერტისა და ალექსანდრას ქორწინებამ ფორმალური ხასიათი მიიღო. ქმრის დასჯის მიზნით ალექსანდრა რამდენიმე თვით სამშობლოში, დანიაში დაბრუნდა. მაგრამ ამან მეფისწულის ვნებები ვერ დააცხრო.

ერთგვარი მისიონერული გარეგნობის მიუხედავად, ბერტი განსაზღვრული კატეგორიის ქალებში დიდ ცნობისმოყვარეობას იწვევდა. ისტორიკოსები ინტერესდებიან - მაინც რამდენი საყვარელი შეიძლება ჰყოლოდა? ფრთხილი გამოთვლებით, ეს რიცხვი შესაძლოა ყოფილიყო 1200-დან 2000-მდე. თუმცა ბევრი მეტსაც ვარაუდობს. "არც ის არის გამორიცხული, რომ ეს რიცხვი 10 ათასიც კი ყოფილიყო", - წერს გორდონ უინტერი წიგნში "მეფეთა საიდუმლოებები". "როგორც წესი, მას კვირაში საშუალოდ ოთხი საყვარელი ჰყავდა - 19 წლისა და უფროსები, 69 წლამდე. ზოგჯერ კვირაში ექვს-შვიდ პარტნიორსაც კი იცვლიდა. ამ ანგარიშით შესაძლოა, მას თხუთმეტიდან თვრამეტი ათას საყვარლამდეც კი ჰყოლოდა".

იმედგაცრუება ბერტის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ელოდა, უარს მას თითქმის არ ეუბნებოდნენ. მრავალი არისტოკრატისგან განსხვავებით, მხოლოდ ქალები იზიდავდა. მისი ინტიმური ცხოვრებით საფრანგეთის უშიშროების სამსახურიც კი დაინტერესდა. დაზვერვის მოხსენებაში ვკითხულობთ "მრავალსაათიანი, გრძელი საღამოების შესახებ მანდილოსანთა საზოგადოებაში". ბერტი აქტიურად მონაწილეობდა პარიზის რესტორან "კაფე ანგლეს" ორგიებში, ხშირად სტუმრობდა კაბარე "მულენ რუჟს".

ბერტის ხანგრძლივი კავშირებიც ჰქონდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში მას გულში ჩაუვარდა თავბრუდამხვევი სილამაზის ქალი - დეიზი გრევილი, უორვიკის გრაფინია. ისტონ ლოჯში, რომელსაც დეიზი ფლობდა და მართავდა, ერთი წესი ჰქონდათ და ვინც ეს არ იცოდა, შესაძლოა უხერხულ ვითარებაში აღმოჩენილიყო. მაგალითად, იმის ნიშანი, რომ ქალი საყვარელს ელოდა, იყო კართან ხელდაუკარებელი, ბუტერბროდებით სავსე ლანგარი. ისტონ ლოჯში დაბადებული ერთი ანეკდოტის თანახმად, ამ წესის უცოდინარმა მუცელღმერთა დიპლომატმა, ბარონმა ეკარდსტეინმა ერთხელ სულ დააცარიელა ასეთი ლანგარი და მასპინძლის საყვარელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

ედუარდის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე, მისივე მოწვევით, ეკლესიაში მეფეს გვერდს უმშვენებდნენ მისი რჩეული საყვარლები. ედუარდის ცოლი ალექსანდრა მოთმინებით უყურებდა ამ სცენას წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ