ავტორი:

განსაკუთრებული სიახლეები მკითხველს!

განსაკუთრებული სიახლეები მკითხველს!

ახლოვდება "თბილისის წიგნის დღეები 2018", რომელიც "ექსპო ჯორჯიაში" 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და სადაც გამომცემლობა "პალიტრა L" ლიტერატურის მოყვარულებს მრავალფეროვანი სიახლეებითა და შეთავაზებებით უმასპინძლებს. აქ ჩატარდება ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, პანელდისკუსიები და ა.შ. "პალიტრა L"-ს ბავშვებისთვისაც აქვს სიურპრიზი - "პალიტრა L"-ისა და "ბასტი-ბუბუს" თანამშრომლობით შეიქმნა ბასტი და ბუბუს ფუმფულა სათამაშოები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება წიგნის ფესტივალზე, ასევე ბავშვებს ელოდებათ "ბასტი-ბუბუს" გასართობი ღონისძიება.

თაკო ახვლედიანი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერი: "თბილისის წიგნის დღეები 2018"-ზე "გამომცემლობა "პალიტრა L" მრავალფეროვანი, ჟანრობრივად მდიდარი და დიდი სტენდით იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. კლასიკოს ავტორთაგან გვექნება ჯორჯ ორუელის "ბირმული დღეების" წარდგენა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პირველად ვთარგმნეთ ქართულ ენაზე. წარვადგენთ ჩვენს ახალ სალიტერატურო მიმართულებას #იკითხექართული, რომლის ფარგლებშიც სამი უკვე კლასიკად ქცეული თანამედროვე ავტორის წიგნი გამოიცა: ვასილ ბარნოვის "ტრფობა წამებული", თამაზ ჭილაძის "აჰა, მიიწურა ზამთარი" და გურამ ფანჯიკიძის "სპირალი". დიდი სიურპრიზი ელით ფენტეზის მოყვარულებსაც. "ბეჭდების მბრძანებლის" ავტორის"ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანი "ბერენი და ლუთიენი" პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და სწორედ წიგნის ფესტივალზე გაიმართება მისი პრეზენტაცია. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

განსაკუთრებული სიურპრიზი გვაქვს ჩვენი ერთგული მკითხველისთვის. ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ფესტივალზე წარვადგენთ სერიას "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ზუსტად 8 წლის წინ, 8 ნოემბერს, ამ სერიის პირველი ტომი გამოვიდა. სწორედ ამის აღსანიშნავად გვინდა ამ დღეს დაუბრუნდეს ეს სერია მაღაზიებს. წიგნები ახლა გზაშია. ასე რომ, ნახეთ, ხომ არ გამოგრჩათ რომელიმე ტომი, შეამოწმეთ, შეავსეთ და გახადეთ სრულფასოვანი თქვენი კოლექცია.

ამის გარდა, გვექნება განსაკუთრებული სტენდი ბავშვებისთვის, სადაც მათ დახვდება ჩვენი უახლესი სამაგიდო თამაშები, ფუმფულა სათამაშოები, შემეცნებითი წიგნები და ა.შ. განსაკუთრებით დიდი სტენდით იქნება წარმოდგენილი თინეიჯერული პროექტი "ლიბერთინსი". შოურუმი მინიბიბლიოთეკის სტილში იქნება მოწყობილი, სადაც შეძლებთ დასხდეთ და გაეცნოთ სხვადასხვა წიგნს. ისეთი მწერლების რომანებზე, როგორიც არიან რემარკი, შაფაქი და სხვა ბესტსელერი ავტორები, გვექნება განსაკუთრებული ფასდაკლება.

მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ბედნიერ საათებს, რომლის დროსაც იქნება დამატებითი ფასდაკლებები. ამიტომ არ გამოგრჩეთ და აუცილებლად დაესწარით წიგნის დღეებს. ღონისძიებებისა და ბედნიერი საათების განრიგი აუცილებლად დაიდება ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე. ასევე ფასდაკლებული პროდუქციის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: www.palitral.ge

- აღსანიშნავია თქვენი პროექტი "მაკულიტერატურა", რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შეთავაზებებით წიგნის ფესტივალების პერიოდში. ამ მხრივ თუ გეგმავთ რაიმე სიახლეს?

- რა თქმა უნდა, ვგეგმავთ. მკითხველებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, გაცვალონ მაკულატურა წიგნებში განსაკუთრებული პირობებით. წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი დასახელების წიგნი, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი ბესტსელერები ტრადიციულზე 40%-მდე ნაკლებ მაკულატურაში გაიცვლება.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი პროექტებით წიგნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი "მაკულიტერატურაც". წიგნის ფესტივალის ფარგლებში ჩვენი მკითხველები შეძლებენ არა მარტო შეიძინონ ახალი წიგნები, არამედ ძველი, ნარჩენი ქაღალდის ჩაბარებით გაამდიდრონ ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ამ გზით ვუფრთხილდებით გარემოს, ბუნებრივ საფარს და ყველა ტიპის გამოუსადეგარ ქაღალდს უახლეს ლიტერატურად ვაქცევთ. მსურველებს წიგნების მაკულატურაში გაცვლა ფესტივალის ახლოს, წერეთლის 116-ში, "დიდუბე პლაზას" ტერიტორიაზე შეუძლიათ.

წიგნების სია, რომელთა ყიდვასაც ფასდაკლებით შეძლებთ წიგნის ფესტივალზე:

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს