პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყო თუ არა ლაშა თორდიაზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა - პროკურორის პასუხი
იყო თუ არა ლაშა თორდიაზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა - პროკურორის პასუხი

ღა­მის კლუბ „ელ-ცენ­ტრო­ში“ ლაშა თორ­დი­ა­სა და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, - ასე უპა­სუ­ხა პრო­კუ­რორ­მა ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, იყო თუ არა გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ­ზე თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი აუ­დი­ტის დას­კვნა. პრო­კუ­რო­რის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მით აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნოა.

„არ ვი­ცით, თქვენ რას გუ­ლის­ხმობთ, მინ­და ხაზ­გას­მით გან­ვა­ცხა­დო, რომ ამ საქ­მის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არის ყო­ფი­თი. ეს არის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი ინ­ცინ­დენ­ტი. ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან არის სრუ­ლი­ად დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი. ჩვენ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს ვი­ძი­ებთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ვერ­სი­ას, რო­მელ­ზეც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­უბ­რობ­და, რომ თით­ქოს­და აუ­დი­ტის დას­კვნა გახ­და მი­ზე­ზი, მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც დას­კვნით ფა­ზა­შია უკვე გა­და­სუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­დე­ბენ დას­კვნას,“ - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

იყო თუ არა ლაშა თორდიაზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა - პროკურორის პასუხი

იყო თუ არა ლაშა თორდიაზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა - პროკურორის პასუხი

ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, - ასე უპასუხა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა. პროკურორის თქმით, გამოძიება ამ საკითხთან მიმართებითაც მიმდინარეობს. პროკურატურაში ასევე ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურა დეპოლიტიზირებული ორგანოა.

„არ ვიცით, თქვენ რას გულისხმობთ, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი. ეს არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინცინდენტი. ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეპოლიტიზირებული. ჩვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, რომ თითქოსდა აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასკვნით ფაზაშია უკვე გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში დადებენ დასკვნას,“ - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს