სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

კურ­სის მიმ­დი­ნა­რე დი­ნა­მი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო, რაც სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე აი­სა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­უ­წო­დებს სა­ჯა­რო პი­რებ­სა და ექ­სპერ­ტებს, თავი შე­ი­კა­ვონ ვა­ლუ­ტის კურ­სის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და პროგ­ნო­ზე­ბი­სა­გან, რათა ამით კი­დევ უფრო არ გაძ­ლი­ერ­დეს არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სის რე­ჟი­მი, რო­მელ­საც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მერ­ყე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე გაც­ვლი­თი კურ­სის მერ­ყე­ო­ბის მი­ზე­ზე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბა ფუნ­და­მენ­ტურ ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებს. კურ­სის მიმ­დი­ნა­რე დი­ნა­მი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო, რაც სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე აი­სა­ხე­ბა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და­ბე­ჯი­თე­ბით მო­უ­წო­დებს სა­ჯა­რო პი­რებ­სა და ექ­სპერ­ტებს, თავი შე­ი­კა­ვონ ვა­ლუ­ტის კურ­სის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და პროგ­ნო­ზე­ბი­სა­გან, რათა ამით კი­დევ უფრო არ გაძ­ლი­ერ­დეს არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი.

ამ­დე­ნად, დღეს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი აშშ დო­ლა­რის ფასი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­სახ­ლე­ო­ბას და ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებს ურ­ჩევს, ნუ მი­ი­ღე­ბენ ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათ­ვე და­ა­ზა­რა­ლებს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ სეს­ხის და შე­მო­სავ­ლის ვა­ლუ­ტა უმ­ჯო­ბე­სია ერთი და იგი­ვე იყოს, რო­გორც ეს ეროვ­ნულ ბანკს არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მსეს­ხებ­ლე­ბი მო­წყვლა­დე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან კურ­სის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მერ­ყე­ო­ბის მი­მართ.

ასე­ვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­ზა­ნია სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და, შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ ინ­სტრუ­მენ­ტებს, რათა არ და­უშ­ვას მა­ღა­ლი ინფლა­ცია“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ეროვ­ნუ­ლი ბან­კი - ლა­რის კურ­სზე უარ­ყო­ფი­თად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო აი­სა­ხე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.

ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ეროვნული ბანკი - ლარის კურსზე უარყოფითად საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო აისახება

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ