საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა თორდიას კომენტარი ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებაზე
ლაშა თორდიას კომენტარი ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებაზე

შევ­ცდი, ცი­ხე­ში ჩას­მა­ზე გა­და­ვა­ჭარ­ბე მო­ლო­დინს, - ასე აფა­სებს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი ლაშა თორ­დია ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას.

რო­გორც თორ­დია აცხა­დებს, ფარ­ცხა­ლა­ძემ „მი­ნი­მუმ ორი მი­ლი­ო­ნი მხო­ლოდ ამ გა­რი­გე­ბი­დან გა­მ­ოღ­ლი­ტა მე­რი­ას“.

„შევ­ცდი, ცი­ხე­ში ჩას­მა­ზე გა­და­ვა­ჭარ­ბე მო­ლო­დინს. მი­ნი­მუმ ორი მი­ლი­ო­ნი მხო­ლოდ ამ გა­რი­გე­ბი­დან გა­მ­ოღ­ლი­ტა მე­რი­ას, ჩემ­ზე თავ­დას­ხმა გა­სა­გე­ბია და ბევ­რს არ ვი­სა­უბ­რებ. ერთ დღე­ში ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა, ჩუ­მად სა­სა­მარ­თლოს გა­მარ­თვა და 5000 ლა­რის შე­ფარ­დე­ბა რა­ღაა, თქვე კაი ხალ­ხო?!“ - წერს თორ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პრო­კუ­რა­ტუ­რა გი­რა­ოს შე­ფარ­სე­ბას ითხოვ­და, რაც სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრო­ცე­სი გუ­შინ, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ მი­ი­ღო. სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ისე გა­ი­მარ­თა, რომ მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წარ­დგე­ნილ ბრალ­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ ლაშა თორ­დი­ა­სა და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი გა­სუ­ლი წლის 12 მა­ისს თბი­ლის­ში, შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" მოხ­და. ლაშა თორ­დი­ას მტკი­ცე­ბით, მას თავს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და მისი თან­მხლე­ბი რამ­დე­ნი­მე პირი და­ეს­ხა. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მომ­ხდარს მის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკავ­ში­რებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ურტყამს ფარ­ცხა­ლა­ძე თორ­დი­ას.

ლაშა თორ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, ფარ­ცხა­ლა­ძის ქმე­დე­ბა, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მი­წის ნაკ­ვე­თის გა­და­ცე­მას სწავ­ლობ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

ლაშა თორდიას კომენტარი ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებაზე

ლაშა თორდიას კომენტარი ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებაზე

შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს, - ასე აფასებს ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას.

როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძემ „მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას“.

„შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს. მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა, თქვე კაი ხალხო?!“ - წერს თორდია სოციალურ ქსელში.

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პროკურატურა გირაოს შეფარსებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი გუშინ, 20:00 საათზე დაინიშნა. ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

"პარლამენტში შემოსვლა, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს, შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ნაცმოძრაობაში" ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა" - სალომე სამადაშვილი

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი