პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით დეპუტატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით დეპუტატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 8 დე­პუ­ტა­ტი გორ­ში მომ­ხდარ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი იზი­ა­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნას, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ვეხ­მა­უ­რე­ბით გორ­ში მცხოვ­რე­ბი 8 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ფაქტს. პირ­ველ რიგ­ში, ვუ­თა­ნაგ­რძნობთ ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის ოჯახს, გორ­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი სრუ­ლად იზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას მომ­ხდა­რის გამო და აც­ნო­ბი­ე­რებს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ ძა­ლას აკის­რია - და­იც­ვას ამ ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით გა­უს­წორ­დეს მსგავს მო­ძა­ლა­დე­ებს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და ზნე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლად ვე­თან­ხმე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნას, სას­ტი­კი მკვლე­ლის, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით ნა­სა­მარ­თლე­ვი 34 წლის იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამავდრო­უ­ლად, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სა­მარ­თლი­ან და ადეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი, გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, კობა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი, ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე, ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი, თენ­გიზ ხუ­ბუ­ლუ­რი, გი­ორ­გი ხა­ტი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით დეპუტატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით დეპუტატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის 8 დეპუტატი გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის წევრები იზიარებენ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას, მკვლელობაში ბრალდებული პირისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით.

"ვეხმაურებით გორში მცხოვრები 8 წლის ნანა ბერიაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. პირველ რიგში, ვუთანაგრძნობთ ნანა ბერიაშვილის ოჯახს, გორში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს და სრულიად საქართველოს. თითოეული ჩვენგანი სრულად იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას მომხდარის გამო და აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ ძალას აკისრია - დაიცვას ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და კანონის მთელი სიმკაცრით გაუსწორდეს მსგავს მოძალადეებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, სრულად ვეთანხმებით საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, სასტიკი მკვლელის, წარსულში ყაჩაღობის მუხლით ნასამართლევი 34 წლის იაგო ნებიერიძისთვის თავისუფლების უვადო აღკვეთასთან დაკავშირებით. ამავდროულად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, გოგი მეშველიანი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, ენზელ მკოიანი, თენგიზ ხუბულური, გიორგი ხატიძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები