Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა ბავშვით, კილომეტრებს გავდივარ პატიმარი ქმრის სანახავად..." - უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველების ისტორიები
"პატარა ბავშვით, კილომეტრებს გავდივარ პატიმარი ქმრის სანახავად..." - უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველების ისტორიები

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ასო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი იხ­დის სას­ჯელს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პა­ტი­მარ­თა მი­მართ მო­პყრო­ბა სას­ტი­კია, ზო­გი­ერ­თი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ლო­ი­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ კი სა­ყო­ველ­თა­ოდ არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, ბევ­რი მი­ზე­ზის გამო, ქარ­თველ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს (და მათ ოჯა­ხის წევ­რებ­საც) სას­ჯე­ლის მოხ­და სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ურ­ჩევ­ნი­ათ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-ს უცხო­ე­თის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას წლე­ბია ითხო­ვენ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, სა­ა­მი­სო დო­კუ­მენ­ტა­ცია დიდი ხა­ნია წეს­რიგ­ში აქვთ. მსჯავ­რდე­ბულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფო მათ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და­ი­წყე­ბენ.

AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სამი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­თის ცი­ხე­ებ­ში იხ­დი­ან სას­ჯელს.

გი­ორ­გი კურ­ტა­ნი­ძის საქ­მე

27 წლის გი­ორ­გი კურ­ტა­ნი­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცი­ხე­ში სას­ჯელს უკვე მე­ხუ­თე წე­ლია იხ­დის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით. შემ­თხვე­ვა 2014 წელს აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოხ­და. ნა­თელ­მხილ­ვე­ლის სახ­ლში შე­პარ­ვი­სა და ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ მა­ნა­თამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ­მა პირ­მა ძარ­ცვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ გი­ორ­გი კურ­ტა­ნი­ძე და­ა­სა­ხე­ლა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც იგი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას 2014 წელს და­ა­კა­ვეს.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის მე­უღ­ლე, თა­მარ გე­გუ­ჩა­ძე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე და­უ­ჯე­რე­ბელ ფაქ­ტებს ყვე­ბა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მას ”საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად” 15 000 აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თი (და­ახ­ლო­ე­ბით 9 000 დო­ლა­რი) მოს­თხო­ვა. ვი­ნა­ი­დან ოჯახს ამ­ხე­ლა თან­ხა არ გა­აჩ­ნდა, მათ გა­მომ­ძი­ე­ბელს 2 000 დო­ლა­რი გა­დას­ცეს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა - გა­მომ­ძი­ე­ბელს პი­რო­ბა არ შე­უს­რუ­ლე­ბია და კურ­ტა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა 11 წელი და 6 თვე შე­ე­ფარ­და.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, უკვე ოთხი წე­ლია ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ინ­ტენ­სი­უ­რად სთხო­ვენ კურ­ტა­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას, თუმ­ცა პრო­ცე­სი ხე­ლოვ­ნუ­რად ჭი­ა­ნურ­დე­ბა. თა­მარ გე­გუ­ჩა­ძე ამ­ბობს, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ქმარ­თან ცი­ხე­ში პა­ემ­ნის­თვის წას­ვლა ოჯა­ხის­თვის დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი:

"წარ­მო­უდ­გენ­ლად გვი­ჭირს უკვე ამ­ხე­ლა გზა­ზე სი­ა­რუ­ლი. პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად საჭ­მე­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, ჩე­მოდ­ნე­ბით კი­ლო­მეტ­რებს გავ­დი­ვარ ფე­ხით ქმრის სა­ნა­ხა­ვად... გა­და­ვივ­ლით სა­ბა­ჟო­ებს და სი­ცი­ვე­ში, ქარ­ში, წვი­მა­ში გვი­წევს ცდა, სა­ნამ ავ­ტო­ბუ­სი გა­ივ­ლის შე­მოწ­მე­ბას. ეს ლო­დი­ნი ზოგ­ჯერ 3-4 სა­ათს გრძელ­დე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ორი ოჯა­ხი ერ­თად წავ­სულ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩვე­ნი პა­ტიმ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად და მთე­ლი ღამე ქუ­ჩა­ში გაგ­ვი­თე­ნე­ბია.

უამ­რა­ვი ცრემ­ლი, ტკი­ვი­ლი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა ახ­ლავს თან ყო­ველ წას­ვლას, ამას ემა­ტე­ბა თან­ხე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც სამ­წუ­ხა­როდ, არ გვაქვს. იქ სა­ბუ­თე­ბის შევ­სე­ბა­ში ფული უნდა გა­და­ი­ხა­დო, შე­სას­ვლელ­ში თან­ხა უნდა გა­და­ი­ხა­დო რომ შე­გიშ­ვან; ოთახ­ში, სა­დაც 3 დღე შე­გიძ­ლია დარ­ჩე, ფული უნდა გა­და­ი­ხა­დო... ყვე­ლა­ფერ­ში ფულს გთხო­ვენ, სწო­რედ ამი­ტომ მინ­დო­და იმ კო­რუფ­ცი­უ­ლი ქვეყ­ნი­დან წა­მო­მეყ­ვა­ნა მე­უღ­ლე და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. უწყე­ბა არ და­მი­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ იცით რა არის ყვე­ლა­ზე ცუდი? როცა გან­ცხა­დე­ბებს ვწერ­დი ან ვხვდე­ბო­დი ვინ­მეს, ყვე­ლა ირო­ნი­უ­ლად იცი­ნო­და - თუ კაცი არ გყავს, ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი, აზრი არა აქვს, ტყუ­ი­ლად წვა­ლობ, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო. ანუ რა გა­მო­დის, ვი­საც არ გვყავს ახ­ლო­ბე­ლი ან ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს, ისეთ ხალ­ხს არ უნდა და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მწი­ფო?!” - გვე­უბ­ნე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მე­უღ­ლე თა­მარ გე­გუ­ჩა­ძე.

ავ­თან­დილ მარ­ტი­აშ­ვი­ლის საქ­მე

2014 წლის 17 იან­ვარს, სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას, მეღ­რის სა­ბა­ჟო პუნ­ქტზე, ირა­ნი­დან მი­მა­ვალ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში 927,6 კი­ლოგ­რა­მი ჰე­რო­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სატ­ვირ­თოს მძღო­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ავ­თან­დილ მარ­ტი­აშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ოს­მან უღურ­ლუ (სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი) კი მე­ო­რე დღეს ერე­ვან­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­და ედე­ბათ ბრა­ლად, თუმ­ცა და­ნა­შა­ულს ორი­ვე უარ­ყოფ­და.

რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კე­ბის ამო­ღე­ბის საქ­მე შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­თხე წე­ლია გა­უხ­სნე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბამ დღემ­დე ვერ და­ად­გი­ნა, ვინ იდგა ნარ­კო­ტი­კე­ბის ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო კონ­ტრა­ბან­დის უკან. ავ­თან­დილ მარ­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი, სომ­ხე­თის ცი­ხე­ში სას­ჯელს მე­ხუ­თე წე­ლია იხ­დის. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის უმ­ძი­მე­სი ფორ­მა მან სა­პყრო­ბი­ლე­ში ყოფ­ნი­სას შე­ი­ძი­ნა და ბოლო ორი წე­ლია ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს. რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, იქ მას ინ­სუ­ლი­ნის გარ­და არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი და სა­ჭი­რო საკ­ვე­ბიც კი არ მი­ე­წო­დე­ბა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი მარ­ტი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ყვე­ბა, რომ მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას, თუმ­ცა დღემ­დე პა­სუ­ხი არ მი­უ­ღი­ათ.

"მე თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ, გა­მო­ძი­ე­ბის ოთხი წლის თავ­ზე სად არი­ან ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი?! სად აორ­თქლდა ჩემი და­კა­ვე­ბი­სას 77 კგ ჰე­რო­ი­ნი? მაგ­რამ ეს არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა, არ ცდი­ლობს სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს. სომ­ხურ­მა მხა­რემ 14 თვის წინ გა­მოგ­ზავ­ნა თან­ხმო­ბა ჩემს გად­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი მე­უღ­ლე თით­ქმის ყო­ველ კვი­რა წერს გან­ცხა­დე­ბას ხან იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, ხან პრო­კუ­რა­ტუ­რას, მაგ­რამ არა­ვი­თარ პა­სუხს არ სცე­მენ. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი წარ­დგე­ნი­ლი აქვს. ვწერთ, რომ ჩემი გად­მოყ­ვა­ნის ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად ჩემი ოჯა­ხი აა­ნა­ზღა­უ­რებს, მაგ­რამ მა­ინც არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხია. მე ასე ვფიქ­რობ, რომ არ აწყობთ ჩემი გად­მოყ­ვა­ნა, რად­გან თუ მე გად­მო­მიყ­ვა­ნენ, ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა" - ამ­ბობს მარ­ტი­აშ­ვი­ლი.

ნო­დარ გა­რუ­ჩა­ვას საქ­მე

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ნო­დარ გა­რუ­ჩა­ვა 2012 წლის 21 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბამ იგი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის Farid-ის ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლა. შემ­თხვე­ვა 2012 წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და. ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურს თავს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ესხნენ, რომ­ლებ­მაც პერ­სო­ნა­ლი თო­კით და­ა­ბეს და 4 ათა­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თი გა­ი­ტა­ცეს. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ გა­რუ­ჩა­ვას ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად 1 ავ­ტო­მა­ტი, 1 რე­ვოლ­ვე­რი, 1 დანა და 30 ჰილ­ზი ამო­ი­ღეს.

და­ნა­შა­უ­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი 12-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი­დან გა­რუ­ჩა­ვას ნა­ხე­ვა­რი უკვე მოხ­დი­ლი აქვს. რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის მე­უღ­ლე ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის დო­კუ­მე­ტა­ცია 2015 წლი­დან წეს­რიგ­ში აქვთ, თუმ­ცა თა­ვი­დან მისი გად­მოყ­ვა­ნა ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძემ ოჯახს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვიდ­რე მსჯავ­რდე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვარს არ მო­იხ­დი­და, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო.

მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ნო­ემ­ბერს ზუს­ტად ექ­ვსი წელი გა­დის, რაც გა­რუ­ჩა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცი­ხე­ში სას­ჯელს იხ­დის. მსჯავ­რდე­ბუ­ლის მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ მას სწო­რედ 21 ნო­ემ­ბრის­თვის დაჰ­პირ­დნენ მე­უღ­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბას:

"წლე­ბია ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ზა­დე­ბა­სა და მი­წერ-მო­წე­რებ­ში ვარ. არ და­მი­ტო­ვე­ბია არ­ცერ­თი უწყე­ბა და არ­ცერ­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, ვინც ამ სა­კი­თხთან შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად პი­რო­ბა მი­ვი­ღე, რომ 21 ნო­ემ­ბერს მოხ­დე­ბა ექ­სტრა­დი­რე­ბა. ვნა­ხოთ რო­გორ შე­ას­რუ­ლე­ბენ“ - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ქო­ბა­ლი­ამ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გია გე­ლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია უცხო­ე­თის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს არ იწუ­ხებს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის­თვის":

"წლე­ბია მე და ჩემი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვი­თხოვთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან გად­მო­იყ­ვა­ნონ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბი, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. უცხო ქვე­ყა­ნა­ში სას­ჯელ­ზე მყო­ფი არ­ცერ­თი პა­ტიმ­რის ბედი ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს არ ადარ­დებს! არც სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი აქ­ცე­ვენ მათ ყუ­რა­დღე­ბას ად­გილ­ზე. თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თია უცხე­ლი მო­ქა­ლა­ქე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვებ­ში - უცხო­ელ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს სა­ბუ­თებს ელ­ვის სის­წრა­ფით უმ­ზა­დე­ბენ, მათ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლო­ე­ბიც აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სტრა­დი­რე­ბაც უპ­რობ­ლე­მოდ ხდე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს გია გე­ლა­ძე.

ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, გარ­და გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სა - როცა მა­გა­ლი­თად, მსჯავ­რდე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვეა და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა, შე­საძ­ლოა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და რიგი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მსჯავ­რდე­ბულ­თა ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რე­ბენ.

ავტორი:

"პატარა ბავშვით, კილომეტრებს გავდივარ პატიმარი ქმრის სანახავად..." - უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველების ისტორიები

"პატარა ბავშვით, კილომეტრებს გავდივარ პატიმარი ქმრის სანახავად..." - უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველების ისტორიები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში საქართველოს მოქალაქე ასობით მსჯავრდებული იხდის სასჯელს. ზოგიერთ ქვეყანაში პატიმართა მიმართ მოპყრობა სასტიკია, ზოგიერთი პენიტენციური სისტემის ლოიალობის შესახებ კი საყოველთაოდ არის ცნობილი. თუმცა, ბევრი მიზეზის გამო, ქართველ მსჯავრდებულებს (და მათ ოჯახის წევრებსაც) სასჯელის მოხდა საკუთარ სამშობლოში ურჩევნიათ.

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-ს უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველი მსჯავრდებულები დაუკავშირდნენ, რომლებიც საქართველოში ექსტრადირებას წლებია ითხოვენ. როგორც თავად ამბობენ, საამისო დოკუმენტაცია დიდი ხანია წესრიგში აქვთ. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო მათ ყურადღებას არ მიაქცევს, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

AMBEBI.GE გიამბობთ საქართველოს მოქალაქე სამი მსჯავრდებულის ისტორიას, რომლებიც უცხოეთის ციხეებში იხდიან სასჯელს.

გიორგი კურტანიძის საქმე

27 წლის გიორგი კურტანიძე აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს უკვე მეხუთე წელია იხდის ქურდობის ბრალდებით. შემთხვევა 2014 წელს აზერბაიჯანში მოხდა. ნათელმხილველის სახლში შეპარვისა და ნახევარ მილიონ მანათამდე ღირებულების ოქროს ქურდობის ფაქტზე დაკავებულმა პირმა ძარცვის თანამონაწილედ გიორგი კურტანიძე დაასახელა, რის საფუძველზეც იგი აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას 2014 წელს დააკავეს.

მსჯავრდებულის მეუღლე, თამარ გეგუჩაძე, აზერბაიჯანის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე დაუჯერებელ ფაქტებს ყვება. როგორც თავად ამბობს, მეზობელი სახელმწიფოს საგამოძიებო უწყების გამომძიებელმა მას ”საქმის მოსაგვარებლად” 15 000 აზერბაიჯანული მანათი (დაახლოებით 9 000 დოლარი) მოსთხოვა. ვინაიდან ოჯახს ამხელა თანხა არ გააჩნდა, მათ გამომძიებელს 2 000 დოლარი გადასცეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა - გამომძიებელს პირობა არ შეუსრულებია და კურტანიძეს სასჯელის მაქსიმალური ზომა 11 წელი და 6 თვე შეეფარდა.

მსჯავრდებულის ოჯახის განცხადებით, უკვე ოთხი წელია ისინი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ინტენსიურად სთხოვენ კურტანიძის საქართველოში ექსტრადირებას, თუმცა პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. თამარ გეგუჩაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანში ქმართან ციხეში პაემნისთვის წასვლა ოჯახისთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული:

"წარმოუდგენლად გვიჭირს უკვე ამხელა გზაზე სიარული. პატარა ბავშვთან ერთად საჭმელებით დატვირთული, ჩემოდნებით კილომეტრებს გავდივარ ფეხით ქმრის სანახავად... გადავივლით საბაჟოებს და სიცივეში, ქარში, წვიმაში გვიწევს ცდა, სანამ ავტობუსი გაივლის შემოწმებას. ეს ლოდინი ზოგჯერ 3-4 საათს გრძელდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ორი ოჯახი ერთად წავსულვართ საქართველოდან ჩვენი პატიმრების სანახავად და მთელი ღამე ქუჩაში გაგვითენებია.

უამრავი ცრემლი, ტკივილი და ნერვიულობა ახლავს თან ყოველ წასვლას, ამას ემატება თანხები, რომლის საშუალებაც სამწუხაროდ, არ გვაქვს. იქ საბუთების შევსებაში ფული უნდა გადაიხადო, შესასვლელში თანხა უნდა გადაიხადო რომ შეგიშვან; ოთახში, სადაც 3 დღე შეგიძლია დარჩე, ფული უნდა გადაიხადო... ყველაფერში ფულს გთხოვენ, სწორედ ამიტომ მინდოდა იმ კორუფციული ქვეყნიდან წამომეყვანა მეუღლე და ვთხოვე დახმარება ჩვენს სახელმწიფოს. უწყება არ დამიტოვებია, მაგრამ იცით რა არის ყველაზე ცუდი? როცა განცხადებებს ვწერდი ან ვხვდებოდი ვინმეს, ყველა ირონიულად იცინოდა - თუ კაცი არ გყავს, ვერაფერს გახდები, აზრი არა აქვს, ტყუილად წვალობ, მაინც არაფერი გამოგივაო. ანუ რა გამოდის, ვისაც არ გვყავს ახლობელი ან ნათესავი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობაზე მუშაობს, ისეთ ხალხს არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო?!” - გვეუბნება მსჯავრდებულის მეუღლე თამარ გეგუჩაძე.

ავთანდილ მარტიაშვილის საქმე

2014 წლის 17 იანვარს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას, მეღრის საბაჟო პუნქტზე, ირანიდან მიმავალ სატვირთო მანქანაში 927,6 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. სატვირთოს მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ (სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი) კი მეორე დღეს ერევანში დააკავეს. მათ ნარკოტიკების კონტრაბანდა ედებათ ბრალად, თუმცა დანაშაულს ორივე უარყოფდა.

რეგიონის ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის ნარკოტიკების ამოღების საქმე შემთხვევიდან მეოთხე წელია გაუხსნელია. გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, ვინ იდგა ნარკოტიკების ამ უპრეცედენტო კონტრაბანდის უკან. ავთანდილ მარტიაშვილი, რომელსაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სომხეთის ციხეში სასჯელს მეხუთე წელია იხდის. შაქრიანი დიაბეტის უმძიმესი ფორმა მან საპყრობილეში ყოფნისას შეიძინა და ბოლო ორი წელია ციხის საავადმყოფოში წევს. როგორც თავად აცხადებს, იქ მას ინსულინის გარდა არანაირი მედიკამენტი და საჭირო საკვებიც კი არ მიეწოდება.

მსჯავრდებული მარტიაშვილი AMBEBI.GE-სთან ყვება, რომ მისმა ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს პროკურატურას, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.

"მე თუ დამნაშავე ვარ, გამოძიების ოთხი წლის თავზე სად არიან ამ საქმის ორგანიზატორები?! სად აორთქლდა ჩემი დაკავებისას 77 კგ ჰეროინი? მაგრამ ეს არავის აინტერესებს. საქართველოს ხელისუფლება არაფერში მეხმარება, არ ცდილობს სიმართლე გაირკვეს. სომხურმა მხარემ 14 თვის წინ გამოგზავნა თანხმობა ჩემს გადმოყვანასთან დაკავშირებით. ჩემი მეუღლე თითქმის ყოველ კვირა წერს განცხადებას ხან იუსტიციის მინისტრს, ხან პროკურატურას, მაგრამ არავითარ პასუხს არ სცემენ. ყველანაირი საბუთი წარდგენილი აქვს. ვწერთ, რომ ჩემი გადმოყვანის ხარჯებს მთლიანად ჩემი ოჯახი აანაზღაურებს, მაგრამ მაინც არანაირი პასუხია. მე ასე ვფიქრობ, რომ არ აწყობთ ჩემი გადმოყვანა, რადგან თუ მე გადმომიყვანენ, ყველაფერს ნათელი მოეფინება" - ამბობს მარტიაშვილი.

ნოდარ გარუჩავას საქმე

საქართველოს მოქალაქე ნოდარ გარუჩავა 2012 წლის 21 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებამ იგი ავტოგასამართი სადგურის Farid-ის ძარცვის ბრალდებით გაასამართლა. შემთხვევა 2012 წელს აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ავტოგასამართ სადგურს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, რომლებმაც პერსონალი თოკით დააბეს და 4 ათასი აზერბაიჯანული მანათი გაიტაცეს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ გარუჩავას ავტომობილიდან ნივთმტკიცებად 1 ავტომატი, 1 რევოლვერი, 1 დანა და 30 ჰილზი ამოიღეს.

დანაშაულისთვის შეფარდებული 12-წლიანი სასჯელიდან გარუჩავას ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. როგორც მსჯავრდებულის მეუღლე ამბობს, საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმეტაცია 2015 წლიდან წესრიგში აქვთ, თუმცა თავიდან მისი გადმოყვანა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჭიანურდებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ოჯახს განუცხადა, რომ ვიდრე მსჯავრდებული სასჯელის ნახევარს არ მოიხდიდა, მისი საქართველოში გადმოყვანა გამორიცხული იყო.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ზუსტად ექვსი წელი გადის, რაც გარუჩავა აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს იხდის. მსჯავრდებულის მეუღლე ამბობს, რომ მას სწორედ 21 ნოემბრისთვის დაჰპირდნენ მეუღლის ექსტრადირებას:

"წლებია ამ დოკუმენტების მოზადებასა და მიწერ-მოწერებში ვარ. არ დამიტოვებია არცერთი უწყება და არცერთი პასუხისმგებელი პირი, ვინც ამ საკითხთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. ამჯერად პირობა მივიღე, რომ 21 ნოემბერს მოხდება ექსტრადირება. ვნახოთ როგორ შეასრულებენ“ - აღნიშნა ხათუნა ქობალიამ.

უფლებადამცველი გია გელაძე, რომელიც წლებია უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრების საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება თავს არ იწუხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის":

"წლებია მე და ჩემი ორგანიზაცია ვითხოვთ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან გადმოიყვანონ ჩვენი მოქალაქეეები, მაგრამ - უშედეგოდ. უცხო ქვეყანაში სასჯელზე მყოფი არცერთი პატიმრის ბედი ჩვენს სახელმწიფოს არ ადარდებს! არც საკონსულოები აქცევენ მათ ყურადღებას ადგილზე. თუმცა საპირისპირო სურათია უცხელი მოქალაქე მსჯავრდებულების საქართველოდან გაყვანის შემთხვევებში - უცხოელ მსჯავრდებულებს საბუთებს ელვის სისწრაფით უმზადებენ, მათ თავიანთი ქვეყნის საკონსულოებიც აქცევენ ყურადღებას და საქართველოდან ექსტრადირებაც უპრობლემოდ ხდება" - აღნიშნავს გია გელაძე.

ევროპული გამოცდილება მსჯავრდებულების საკუთარ სამშობლოში ექსტრადირების ხელშეწყობას ითვალისწინებს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა - როცა მაგალითად, მსჯავრდებული განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა და მისი ექსტრადირება, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები და რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მსჯავრდებულთა ექსტრადირების საკითხებს არეგულირებენ.

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას