საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა
ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის საქ­მე­ზე ხვალ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფარ­ცხა­ლა­ძეს ბრა­ლი ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი აუ­დი­ტო­რის, ლაშა თორ­დი­ას ცე­მის საქ­მე­ზე წა­რედ­გი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა არ და­უ­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნეს, რომ ამ საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბა ხვალ გა­კეთ­დე­ბა. შს სა­მი­ნის­ტრომ კი ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მის­ვლა და­ა­დას­ტუ­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში დღის ბო­ლოს და­უ­დას­ტუ­რეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, ფარ­ცხა­ლა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ბა­რე­ბუ­ლი იყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ საქ­მე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი უწყე­ბა­ში, არ და­ა­კონ­კრე­ტეს.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ ლაშა თორ­დი­ა­სა და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი გა­სუ­ლი წლის 12 მა­ისს თბი­ლის­ში, შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" მოხ­და. ლაშა თორ­დი­ას მტკი­ცე­ბით, მას თავს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და მისი თან­მხლე­ბი რამ­დე­ნი­მე პირი და­ეს­ხა. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მომ­ხდარს მის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკავ­ში­რებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ურტყამს ფარ­ცხა­ლა­ძე თორ­დი­ას.

ლაშა თორ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, ფარ­ცხა­ლა­ძის ქმე­დე­ბა, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მი­წის ნაკ­ვე­თის გა­და­ცე­მას სწავ­ლობ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა

ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე ხვალ მთავარ პროკურატურაში განცხადება გაკეთდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

"ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არ დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ საქმეზე განცხადება ხვალ გაკეთდება. შს სამინისტრომ კი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოლიციის განყოფილებაში მისვლა დაადასტურა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში დღის ბოლოს დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ფარცხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. თუმცა, კონკრეტულად რომელ საქმეზე იმყოფებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი უწყებაში, არ დააკონკრეტეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს