საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ აქვთ ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება და შეუძლია თუ არა გათხოვება ცოლს, როდესაც ქმარი ბერი ხდება? - პეტრე კოლხი ეკლესიაში ქალის როლზე
რატომ არ აქვთ ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება და შეუძლია თუ არა გათხოვება ცოლს, როდესაც ქმარი ბერი ხდება? - პეტრე კოლხი ეკლესიაში ქალის როლზე

მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში ქა­ლის როლი ვფიქ­რობ, რომ დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია. შე­სუს­ტე­ბუ­ლია მისი უფ­ლე­ბე­ბი, - ეს თუნ­დაც იმა­ში ვლინ­დე­ბა, რომ არ შე­უძ­ლია სა­კურ­თხე­ველ­ში შე­ვი­დეს. ერ­თა­დერ­თი ქალი, ვინც იქ შე­იყ­ვა­ნეს, პა­ტა­რა მა­რი­ამ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო. მას მერე სხვას არა­ვის მის­ცე­მია ამის უფ­ლე­ბა.

თუ სა­ეკ­ლე­სიო წი­აღ­ში ქა­ლის შემ­ცი­რე­ბულ როლს გავ­ყვე­ბით, ამ­ბი­ონ­ზე ამაღ­ლე­ბის უფ­ლე­ბაც მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თხელ და ისიც ჯვრის­წე­რი­სას აქვს.

ერ­თიც, რო­დე­საც ამა თუ იმ ად­გი­ლას შევ­დი­ვართ, ქა­ლებს გზას ყო­ველ­თვის მამ­კა­ცე­ბი გვით­მო­ბენ. ეკ­ლე­სი­ა­ში პი­რი­ქი­თაა, ქა­ლე­ბი ვუთ­მობთ მა­მა­კა­ცებს გზას. ასე­ვეა ჯვარ­ზე მთხვე­ვი­სას და ზი­ა­რე­ბის მი­ღე­ბი­სას, ბავ­შვე­ბის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცე­ბი მი­დი­ან...

ეს ის თე­მე­ბია, რა­ზეც მი­ფიქ­რია და ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი მარ­თლაც მა­ინ­ტე­რე­სებს. რა­ტომ ხდე­ბა ასე და რას­თან გვაქვს საქ­მე.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნოზს, პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას, იგი­ვე პეტ­რე კოლხს.

- მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში ქა­ლის როლი ვფიქ­რობ, რომ დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია. ეს თუნ­დაც იმა­ში ვლინ­დე­ბა, რომ სა­კურ­თხე­ველ­ში მას არ აქვს შეს­ვლის უფ­ლე­ბა. რა­ტომ?

- შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ თით­ქოს ქა­ლის უფ­ლე­ბა ირ­ღვე­ვა, ისევ სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბი­დან ჩანს, რომ არას­წო­რია.

ძვე­ლი აღ­თქმის და­ნა­შა­უ­ლი, ევას მიერ ადა­მის შეც­დე­ნა და ცნო­ბა­დის ხის ნა­ყო­ფის ჭმე­ვა, კა­ცობ­რი­ო­ბას ძვი­რად და­უჯ­და...

ახალ აღ­თქმა­ში კი დედა ღვთის­მშო­ბელ­მა მთე­ლი სამ­ყა­როს ცოდ­ვე­ბი იტ­ვირ­თა და მხო­ლოდ შო­ბი­ლი ძის მა­ტა­რე­ბე­ლი ჭურ­ჭე­ლი გახ­და. მა­რად­ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მის წი­ა­ღი­დან იშვა კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნე­ლი, უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, ისევ სა­მო­თხე­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

როცა ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­ვახ­სენ­დეს მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი. მკვდრე­თით აღ­მდგა­რი მა­ცხო­ვა­რი პირ­ვე­ლი სწო­რედ მას ეცხა­დე­ბა. დიახ, მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნელ­მა აუ­წყა ყვე­ლას, რომ ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!

რას ამ­ბო­ბენ ქა­ლის როლ­ზე წმი­და მა­მე­ბი, რომ­ლებ­საც დიდ პა­ტივს სცემს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია. ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ქალ­თმო­ძუ­ლე­ო­ბა­ში, და­სავ­ლე­ლი ფე­მი­ნის­ტე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც ლა­თი­ნურ ტრა­დი­ცი­ას (ავ­გუს­ტი­ნე­დან და­წყე­ბუ­ლი, თომა აქ­ვი­ნე­ლამ­დე და ბო­ნა­ვენ­ტუ­რამ­დე) უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. ფე­მი­ნის­ტთა ამ გუნდს ზო­გი­ერ­თი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლიც უერ­თებს ხმას, მა­გა­ლი­თად, ბი­ზან­ტი­უ­რი ჰიმ­ნოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი ევა კა­ტა­ფი­გი­ო­ტუ - ტო­პინ­გი და რუ­მი­ნე­ლი ღვთის­მე­ტყვე­ლი ანკა მა­ნო­ლა­ხი.

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ავ­ტორ­თა­გან ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად სქე­სის თემა ეკ­ლე­სი­ის ბერ­ძე­ნი მა­მე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ვერ­ნა ჰა­რი­სონს შრო­მა­ში "ქა­ლუ­რი და მა­მა­კა­ცუ­რი კა­პა­დო­კი­ე­ლე­ბის თე­ო­ლე­ო­გი­ა­ში". მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი საღვთის­მე­ტყვე­ლო ან­თრო­პო­ლო­გი­ის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბი – კა­პა­დო­კი­ე­ლე­ბი: ბა­სი­ლი კე­სა­რი­ე­ლი (დიდი), გრი­გოლ ნა­ზი­ან­ზე­ლი (ღვთის­მე­ტყვე­ლი) და გრი­გოლ ნო­სე­ლი, აგ­რეთ­ვე, მათ შემ­დეგ, მაქ­სი­მე აღმსა­რე­ბე­ლი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მა­მა­კა­ცუ­რი და ქა­ლუ­რი სა­წყი­სე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას­თან ერ­თად, არ­სე­ბობს კა­ცობ­რი­ო­ბის ონ­ტო­ლო­გი­უ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ქმნი­ლე­ბის თავ­და­პირ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იდო. ეს ვი­თა­რე­ბა და­არ­ღვია ცოდ­ვამ, რო­მე­ლიც, არ­სე­ბი­თად, სხვა არა­ფე­რია, თუ არა გა­ყო­ფა, გან­ცალ­კე­ვე­ბა, მაგ­რამ ერ­თი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნა ქრის­ტემ.

კა­პა­დო­კი­ე­ლე­ბის ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად უდევს ბიბ­ლი­ის მუხ­ლე­ბი: დაბ. 1: 27-28 და გალ. 3: 27-28. "ქალს, ისე­ვე რო­გორც კაცს, წი­ლად ხვდა პა­ტი­ვი, ღვთის ხა­ტად იყოს შექ­მნი­ლი. ორი­ვე ბუ­ნე­ბა, ქა­ლუ­რი­ცა და მა­მა­კა­ცუ­რიც, თა­ნაბ­რად ღირ­სე­უ­ლია", – უპა­სუ­ხა ბა­სი­ლი დიდ­მა ქალს, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, ეს ეეჭ­ვე­ბო­და (“ადა­მი­ა­ნის აგე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, სა­უ­ბა­რი 11:18). გა­ლა­ტელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში ნათ­ლო­ბის­თვის აღ­ვლე­ნი­ლი ხოტ­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ბა­სი­ლი ლა­პა­რა­კობს ქრის­ტეს ხატ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ნათ­ლულ­ში აღი­ბეჭ­დე­ბა. ეს ხატი ყო­ველ­გვარ ეთ­ნი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და სქე­სობ­რივ გან­სხვა­ვე­ბა­ზე მაღ­ლა დგას, მსგავ­სად იმი­სა, "რო­გორც იმ­პე­რა­ტო­რის პორ­ტრეტ­ში სა­ხის მშვე­ნი­ე­რე­ბა გარ­დაქ­მნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას და არა­არ­სე­ბი­თი ხდე­ბა, რის­გან არის იგი შექ­მნი­ლი – ოქ­როს­გან თუ ხის­გან“ (ტრაქ­ტა­ტი "ნათ­ლო­ბის­თვის“, რო­მე­ლიც ცი­ტი­რე­ბუ­ლი აქვს ვ. ჰა­რი­სონს). კა­პა­დო­კი­ელ მა­მა­თა საღვთის­მე­ტყვე­ლო ან­თრო­პო­ლო­გი­ის ერ­თგვარ რე­ზი­უ­მედ შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბი: "ერთი არის მა­მა­კა­ცი­სა და დე­და­კა­ცის შე­მოქ­მე­დი, ერ­თია თიხა, ერ­თია სიკ­ვდი­ლი და ერთი – აღ­დგო­მა" (სი­ტყვა, 37: 6)

- ერ­თა­დერ­თი ქალი, ვინც სა­კურ­თხე­ველ­ში შე­ვი­და, პა­ტა­რა მა­რი­ამ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო და მას მერე სხვას რა­ტომ არ აქვს ეს უფ­ლე­ბა?

- მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას ახ­სოვს პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ში დი­ა­კო­ნე­სე­ბი. ანუ ქალი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­დი­ოდ­ნენ სა­კურ­თხე­ველ­ში და ალა­გებ­დნენ... ასე­თი იყო პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი ტა­ბი­თა, რო­მე­ლიც სა­კურ­თხე­ველს ალა­გებ­და. მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვიცი, გარ­და­იც­ვა­ლა და პეტ­რე მო­ცი­ქულ­მა მკვდრე­თით აღად­გი­ნა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი გა­მაჩ­ნდეს, მაგ­რამ ეს ბევ­რს არ ნიშ­ნავს. თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას: თუ დი­ა­კო­ნე­სე­ბი პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის დროს არ­სე­ბობ­დნენ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, დღე­საც იგი­ვე მოხ­დეს?!

სა­ჭი­როა, ეკ­ლე­სია რე­ა­ლო­ბა­შიც იქ­ცეს იმად, რა­დაც ის წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ღვთის უზე­ნა­ეს ჩა­ნა­ფიქ­რში: რწმე­ნა­სა, იმედ­სა და სიყ­ვა­რულ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ თე­მად, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს - უსას­რუ­ლოდ თა­ნას­წორ­სა და უაღ­რე­სად გან­სხვა­ვე­ბულ ღვთის ქმნი­ლე­ბებს. იქ­ცეს თე­მად, რო­მე­ლიც წმი­და სა­მე­ბის ხა­ტად და მის სა­დი­დებ­ლად იქ­ნე­ბო­და შექ­მნი­ლი. ასე­თია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის დი­ა­დი ეკ­ლე­სი­ო­ლო­გი­უ­რი ამო­ცა­ნა. ახლა სა­ჭი­როა მისი გა­დაყ­ვა­ნა რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი არ­სე­ბო­ბის პლან­ში. ეს ამო­ცა­ნა ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ჩანს, მაგ­რამ ჩვენ მო­წო­დე­ბუ­ლი ვართ ამის­თვის და გვჯე­რა ქრის­ტეს აღ­თქმი­სა, რო­მე­ლიც დაგვპირ­და, რომ სუ­ლიწ­მი­დას გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის: "მოვა იგი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სული, წა­გი­ძღვე­ბათ თქვენ ყო­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­კენ" (იოან. 16: 13).

- ერთ ასეთ თე­მა­საც მინ­და, შე­ვე­ხოთ, რად­გა­ნაც ესეც ქა­ლის უფ­ლე­ბებს ეხე­ბა - თეთ­რი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ოჯა­ხის ყო­ლის უფ­ლე­ბა აქვთ. თუმ­ცა თუ რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ბე­რო­ბა გა­და­წყვი­ტა, ის ტო­ვებს ოჯახს და მი­დის მო­ნას­ტერ­ში. ასეთ დროს ქალს, ანუ მე­უღ­ლეს აქვს თუ არა ხე­ლა­ხა­ლი ოჯა­ხის შექ­მნის უფ­ლე­ბა?

- ბე­რად აღ­კვე­ცის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თუ თა­ნახ­მაა, ნება დარ­თოს მის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, წა­ვი­დეს მო­ნას­ტერ­ში და იქ იცხოვ­როს, მა­შინ იმ გვირ­გვი­ნის ერ­თგუ­ლი ბო­ლომ­დე უნდა დარ­ჩეს, რო­მე­ლიც მისი ნე­ბით და­იდ­გა... ეს უნდა მოხ­დეს ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით... სხვა­ნა­ი­რად, ბე­რად აღ­კვე­ცის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცე­მა, რად­გან ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია პირ­ველ რიგ­ში, მისი ოჯა­ხის წი­ნა­შე და ხელი არ უნდა შე­უ­წყოს იმას, რომ სხვა მის გამო ცოდ­ვა­ში ჩა­ვარ­დეს... თუ ბე­რად იმი­ტომ მი­დის, რომ ოჯა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ურ­ბის, მა­შინ მო­ნას­ტერ­ში უა­რე­სი გან­საც­დე­ლი შეხ­ვდე­ბა... ეს მხო­ლოდ სუ­ლი­ერ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე უნდა იდ­გეს. ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ორი­ვე მხა­რე ამის­თვის მზად იქ­ნე­ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რატომ არ აქვთ ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება და შეუძლია თუ არა გათხოვება ცოლს, როდესაც ქმარი ბერი ხდება? - პეტრე კოლხი ეკლესიაში ქალის როლზე

რატომ არ აქვთ ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება და შეუძლია თუ არა გათხოვება ცოლს, როდესაც ქმარი ბერი ხდება? - პეტრე კოლხი ეკლესიაში ქალის როლზე

მართლმადიდებლურ ტაძარში ქალის როლი ვფიქრობ, რომ დაკნინებულია. შესუსტებულია მისი უფლებები, - ეს თუნდაც იმაში ვლინდება, რომ არ შეუძლია საკურთხეველში შევიდეს. ერთადერთი ქალი, ვინც იქ შეიყვანეს, პატარა მარიამ ღვთისმშობელი იყო. მას მერე სხვას არავის მისცემია ამის უფლება.

თუ საეკლესიო წიაღში ქალის შემცირებულ როლს გავყვებით, ამბიონზე ამაღლების უფლებაც მხოლოდ ერთადერთხელ და ისიც ჯვრისწერისას აქვს.

ერთიც, როდესაც ამა თუ იმ ადგილას შევდივართ, ქალებს გზას ყოველთვის მამკაცები გვითმობენ. ეკლესიაში პირიქითაა, ქალები ვუთმობთ მამაკაცებს გზას. ასევეა ჯვარზე მთხვევისას და ზიარების მიღებისას, ბავშვების შემდეგ, მამაკაცები მიდიან...

ეს ის თემებია, რაზეც მიფიქრია და ამ კითხვებზე პასუხი მართლაც მაინტერესებს. რატომ ხდება ასე და რასთან გვაქვს საქმე.

AMBEBI.GE ესაუბრა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, პეტრე კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხს.

- მართლმადიდებლურ ტაძარში ქალის როლი ვფიქრობ, რომ დაკნინებულია. ეს თუნდაც იმაში ვლინდება, რომ საკურთხეველში მას არ აქვს შესვლის უფლება. რატომ?

- შეხედულება, რომ თითქოს ქალის უფლება ირღვევა, ისევ საეკლესიო სწავლებიდან ჩანს, რომ არასწორია.

ძველი აღთქმის დანაშაული, ევას მიერ ადამის შეცდენა და ცნობადის ხის ნაყოფის ჭმევა, კაცობრიობას ძვირად დაუჯდა...

ახალ აღთქმაში კი დედა ღვთისმშობელმა მთელი სამყაროს ცოდვები იტვირთა და მხოლოდ შობილი ძის მატარებელი ჭურჭელი გახდა. მარადქალწული მარიამის წიაღიდან იშვა კაცობრიობის მხსნელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ისევ სამოთხეში დაბრუნებულიყვნენ.

როცა ქალის უფლებების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს მარიამ მაგდალინელი. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი პირველი სწორედ მას ეცხადება. დიახ, მარიამ მაგდალინელმა აუწყა ყველას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა!

რას ამბობენ ქალის როლზე წმიდა მამები, რომლებსაც დიდ პატივს სცემს მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიის მამების დადანაშაულება ქალთმოძულეობაში, დასავლელი ფემინისტებისგან მომდინარეობს, რომლებიც ლათინურ ტრადიციას (ავგუსტინედან დაწყებული, თომა აქვინელამდე და ბონავენტურამდე) უპირისპირდებიან. ფემინისტთა ამ გუნდს ზოგიერთი მართლმადიდებელიც უერთებს ხმას, მაგალითად, ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის სპეციალისტი, ბერძნული წარმოშობის ამერიკელი ევა კატაფიგიოტუ - ტოპინგი და რუმინელი ღვთისმეტყველი ანკა მანოლახი.

მართლმადიდებელ ავტორთაგან ყველაზე სერიოზულად სქესის თემა ეკლესიის ბერძენი მამების შემოქმედებაში დამუშავებული აქვს ვერნა ჰარისონს შრომაში "ქალური და მამაკაცური კაპადოკიელების თეოლეოგიაში". მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ანთროპოლოგიის ფუძემდებლები – კაპადოკიელები: ბასილი კესარიელი (დიდი), გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი) და გრიგოლ ნოსელი, აგრეთვე, მათ შემდეგ, მაქსიმე აღმსარებელი ადასტურებენ, რომ მამაკაცური და ქალური საწყისების განსხვავებულობასთან ერთად, არსებობს კაცობრიობის ონტოლოგიური ერთიანობა, რომელიც ქმნილების თავდაპირველ მდგომარეობაში იდო. ეს ვითარება დაარღვია ცოდვამ, რომელიც, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არა გაყოფა, განცალკევება, მაგრამ ერთიანობა აღადგინა ქრისტემ.

კაპადოკიელების ღვთისმეტყველებას საფუძვლად უდევს ბიბლიის მუხლები: დაბ. 1: 27-28 და გალ. 3: 27-28. "ქალს, ისევე როგორც კაცს, წილად ხვდა პატივი, ღვთის ხატად იყოს შექმნილი. ორივე ბუნება, ქალურიცა და მამაკაცურიც, თანაბრად ღირსეულია", – უპასუხა ბასილი დიდმა ქალს, რომელსაც, როგორც ჩანს, ეს ეეჭვებოდა (“ადამიანის აგებულების შესახებ“, საუბარი 11:18). გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ნათლობისთვის აღვლენილი ხოტბის კომენტირებისას ბასილი ლაპარაკობს ქრისტეს ხატზე, რომელიც ყველა მონათლულში აღიბეჭდება. ეს ხატი ყოველგვარ ეთნიკურ, სოციალურ და სქესობრივ განსხვავებაზე მაღლა დგას, მსგავსად იმისა, "როგორც იმპერატორის პორტრეტში სახის მშვენიერება გარდაქმნის გამოსახულებას და არაარსებითი ხდება, რისგან არის იგი შექმნილი – ოქროსგან თუ ხისგან“ (ტრაქტატი "ნათლობისთვის“, რომელიც ციტირებული აქვს ვ. ჰარისონს). კაპადოკიელ მამათა საღვთისმეტყველო ანთროპოლოგიის ერთგვარ რეზიუმედ შეიძლება მივიჩნიოთ გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: "ერთი არის მამაკაცისა და დედაკაცის შემოქმედი, ერთია თიხა, ერთია სიკვდილი და ერთი – აღდგომა" (სიტყვა, 37: 6)

- ერთადერთი ქალი, ვინც საკურთხეველში შევიდა, პატარა მარიამ ღვთისმშობელი იყო და მას მერე სხვას რატომ არ აქვს ეს უფლება?

- მართლმადიდებელ ეკლესიას ახსოვს პირველ საუკუნეში დიაკონესები. ანუ ქალი ღვთისმსახურები, რომლებიც შედიოდნენ საკურთხეველში და ალაგებდნენ... ასეთი იყო პეტრე მოციქულის ცხოვრებაში ნახსენები ტაბითა, რომელიც საკურთხეველს ალაგებდა. მისი ბიოგრაფიიდან ვიცი, გარდაიცვალა და პეტრე მოციქულმა მკვდრეთით აღადგინა.

ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნდეს, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას: თუ დიაკონესები პეტრე მოციქულის დროს არსებობდნენ, რატომ არ შეიძლება, დღესაც იგივე მოხდეს?!

საჭიროა, ეკლესია რეალობაშიც იქცეს იმად, რადაც ის წარმოგვიდგება ღვთის უზენაეს ჩანაფიქრში: რწმენასა, იმედსა და სიყვარულზე დაფუძნებულ თემად, რომელიც აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს - უსასრულოდ თანასწორსა და უაღრესად განსხვავებულ ღვთის ქმნილებებს. იქცეს თემად, რომელიც წმიდა სამების ხატად და მის სადიდებლად იქნებოდა შექმნილი. ასეთია მართლმადიდებლობის დიადი ეკლესიოლოგიური ამოცანა. ახლა საჭიროა მისი გადაყვანა რეალური ისტორიული არსებობის პლანში. ეს ამოცანა ადამიანური თვალსაზრისით განუხორციელებელი ჩანს, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ ამისთვის და გვჯერა ქრისტეს აღთქმისა, რომელიც დაგვპირდა, რომ სულიწმიდას გამოგვიგზავნის: "მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ" (იოან. 16: 13).

- ერთ ასეთ თემასაც მინდა, შევეხოთ, რადგანაც ესეც ქალის უფლებებს ეხება - თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს ოჯახის ყოლის უფლება აქვთ. თუმცა თუ რომელიმე სასულიერო პირმა ბერობა გადაწყვიტა, ის ტოვებს ოჯახს და მიდის მონასტერში. ასეთ დროს ქალს, ანუ მეუღლეს აქვს თუ არა ხელახალი ოჯახის შექმნის უფლება?

- ბერად აღკვეცის შემთხვევაში, ყოფილი მეუღლე თუ თანახმაა, ნება დართოს მის მეორე ნახევარს, წავიდეს მონასტერში და იქ იცხოვროს, მაშინ იმ გვირგვინის ერთგული ბოლომდე უნდა დარჩეს, რომელიც მისი ნებით დაიდგა... ეს უნდა მოხდეს ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით... სხვანაირად, ბერად აღკვეცის უფლება არ მიეცემა, რადგან ის პასუხისმგებელია პირველ რიგში, მისი ოჯახის წინაშე და ხელი არ უნდა შეუწყოს იმას, რომ სხვა მის გამო ცოდვაში ჩავარდეს... თუ ბერად იმიტომ მიდის, რომ ოჯახის პასუხისმგებლობას გაურბის, მაშინ მონასტერში უარესი განსაცდელი შეხვდება... ეს მხოლოდ სულიერ მოთხოვნილებაზე უნდა იდგეს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება!