ავტორი:

კალაძე კოჰაბიტაციას "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებს

კალაძე კოჰაბიტაციას "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებს

„ქართული ოცნების" მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა იყო ე.წ კოჰაბიტაცია. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა შეცდომებიც იყო, თუმცა დანაშაული ჩვენ არ ჩაგვიდენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაზე.

„შეცდომებიდან მე გამოვყავი კოჰაბიტაცია. შეიძლება, იმ დროისთვის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ოპონენტებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები. ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად აგვეხსნა და მიგვეტანა რას ნიშნავდა ეს ყოველივე", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას" 2012 წელს ყველაფრის მიუხედავად გვერდით დაუდგნენ, მათი თავგანწირვა სათანადოდ არ იყო დაფასებული.

„მათი თავგანწირვა არ იყო სათანადოდ დაფასებული, რაც ჩვენი დანაშაულია. ეს შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა ფორმით. შეცდომებია დაშვებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ აპირების საზოგადოების ჯგუფებად დაყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას.

„ჩვენ არ ვაპირებდით ისე მოქცევას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2010 წელს იქცეოდა - ყველას ხაზი გადაუსვა. ისინი ადამიანებს ყოფდნენ ჯგუფებად, „ჩარეცხილებად“, მისიანებად. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოება დავყოთ დაჯგუფებებად", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - "ქართული ოცნების" მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა იყო ე.წ კოჰაბიტაცია

LIVE: "360 გრადუსი" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სერგო რატიანი, ლევან კობერიძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიგი უგულავა