მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო დები იშხნელების დიდი ოჯახი და რას საქმიანობენ მათი შთამომავლები - ეკა გორთამაშვილი ლეგენდარულ ბებიას იხსენებს
როგორი იყო დები იშხნელების დიდი ოჯახი და რას საქმიანობენ მათი შთამომავლები - ეკა გორთამაშვილი ლეგენდარულ ბებიას იხსენებს

1898 წლის 1-ელ მა­ისს სა­ვარ­დო და სა­მა­ი­სო ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. ლა­მის 100 წელი იცო­ცხლა - 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლე­გენ­და­რუ­ლი თა­მარ იშხნე­ლი იმ მომ­ღე­რა­ლი ოჯა­ხი­დან იყო, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში "დები იშხნე­ლე­ბის" სა­ხე­ლით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი და ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი ფოლკ­ლო­რის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ო­ცა­რი სტი­ლი და­ამ­კვიდ­რა. დე­ბის - ნინო, თა­მა­რი, ზი­ნა­ი­და, მა­რი­ა­მი და ალექ­სან­დრა იშხნე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ან­სამ­ბლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1941 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და... დი­დია მათი როლი ქარ­თუ­ლი სამ­ხმი­ა­ნი ქა­ლა­ქუ­რი სა­სიმ­ღე­რო ფოლკ­ლო­რის დახ­ვე­წის, რე­პერ­ტუ­ა­რის გამ­დიდ­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.

იშხნე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში, ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­თან ახ­ლოს, ის­ტო­რი­ულ უბან­ში გი­ორ­გი იშხნე­ლის ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე, ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი უკ­რავ­და და მღე­რო­და სხვა­დას­ხვა ქარ­თულ ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რას. სა­ო­ჯა­ხო ან­სამ­ბლი ცნო­ბი­ლი იყო იმ­დრო­ინ­დელ ქუ­თა­ი­სურ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა­ში და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რა და­ი­წყეს. ან­სამ­ბლს თა­მარ იშხნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ის რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის მუ­სი­კის ავ­ტო­რი­ცაა ("ყო­ველ სნე­უ­ლე­ბა­ზე", "არ და­ი­ჯე­რებ"...)

დებს პირ­ვე­ლად ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზი­ა­ში უმ­ღე­რი­ათ, რის შემ­დე­გაც, დიდ გა­ლა­კტი­ონს, თე­ატ­რში, ერთ-ერთ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე მი­უწ­ვე­ვია. მა­შინ ჯერ კი­დევ გიმ­ნა­ზი­ის მო­წა­ფე­ე­ბი ყო­ფი­ლან და ასე სცე­ნა­ზე დგო­მა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ, თა­ნაც იმ დრო­ის­თვის ქალ­თა ან­სამ­ბლე­ბი არც არ­სე­ბობ­და, მხო­ლოდ ვაჟ­თა გუნ­დე­ბი იყო. იმ­დე­ნად დიდი იყო მათ­ში სიმ­ღე­რის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი, რომ კონ­ცერ­ტზე მა­ინც წა­სუ­ლან, დარ­ბაზ­ში შუქი ჩა­უქ­რი­ათ და ოთხი სიმ­ღე­რა ისე შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ. მათი ხმე­ბი, რა თქმა უნდა, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩა და გიმ­ნა­ზი­ი­დან გა­რი­ცხვით და­ე­მუქრნენ. დე­ბის მშობ­ლე­ბი გიმ­ნა­ზი­ის „ნა­ჩალ­ნი­ცას“ (რო­გორც ბე­ბია ამ­ბობ­და) და­პირ­დნენ, ბავ­შვებს სცე­ნა­ზე აღა­რას­დროს გა­უშ­ვებ­დნენ და ამ პი­რო­ბით და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ისი­ნი გიმ­ნა­ზი­ა­ში. თუმ­ცა, შემ­დეგ მათი სას­ცე­ნო კა­რი­ე­რა და­ი­წყო. იშხნე­ლე­ბის უდი­დე­სი სა­ნა­თე­სა­ო­დან ამ­ჯე­რად თა­მარ იშხნე­ლის შვილ­თაშ­ვილს, ეკა გორ­თა­მაშ­ვილს შევ­ხვდით, რო­მე­ლიც დიდ ბე­ბი­ას და გე­ნი­ა­ლურ თა­მარ იშხნელს ასე იხ­სე­ნებს:

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა, ასე რომ, ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოდ შე­მორ­ჩა იგი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, - სა­ოც­რად ნა­თე­ლი, ლაღი, გუ­ლის­ხმი­ე­რი. იშ­ვი­ა­თი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, საკ­მა­ოდ მკაც­რი და მომ­თხოვ­ნიც იყო, მის ნი­ჭ­სა და გე­ნი­ა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ. სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ბე­ბი­ამ სიმ­ღე­რას მა­ზი­ა­რა. მა­შინ ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რამ­დე­ნად დიდი ადა­მი­ა­ნი იდგა ჩემ წინ. მე უბ­რა­ლოდ მას­თან ერ­თად ვი­ჯე­ქი და ვმღე­რო­დით. შე­ნიშ­ვნა­საც კი ისე­თი ფორ­მით, რბი­ლად და ტკბი­ლად იტყო­და, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერც შე­ამ­ჩნევ­დი. ყვე­ბო­და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას, ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის, რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი პე­რი­ო­დის ამ­ბებს.

ერთ-ერთ სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტზე, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, მეც მო­მი­წია მის გვერ­დით დგო­მა. მახ­სოვს, მას­თან ბევ­რი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ხოლ­მე სტუმ­რად. ალ­ბათ, იმ წლებ­ში ამას ნაკ­ლე­ბად ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, თუ რო­გო­რი ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. მათ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ვუს­მენ­დი (რას რო­გორ აღ­ვიქ­ვამ­დი - ეს ცალ­კე სა­კი­თხია).

ფაქ­ტი ერ­თია, რომ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ გა­რე­მო­თი, რო­მელ­საც „ბე­ბი­ას სამ­ყა­რო“ ერ­ქვა. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ში და­ი­ლე­ქა და წლე­ბის შემ­დეგ უფრო უკეთ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სი იყო ის დრო, ის წლე­ბი, რამ­დე­ნი რამ მას­წავ­ლა და შთა­მა­გო­ნა იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის აღარც არის.

იშხნე­ლე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოჯახ­ში თით­ქმის ყვე­ლა მღე­რო­და, მაგ­რამ კვარ­ტე­ტის სა­ხით მხო­ლოდ ოთხი მათ­გა­ნი წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე და სწო­რედ ამ კვარ­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ამავდრო­უ­ლად, საკ­მა­ოდ ბევ­რი სიმ­ღე­რის (მუ­სი­კის) ავ­ტო­რი, ბე­ბია თა­მა­რი გახ­ლდათ. სა­ო­ცა­რი ენერ­გია ჰქონ­და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უდი­დე­სი გრძნო­ბა. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, კონ­ცერ­ტის წინ, რა­ღაც ძა­ლით იმუხ­ტე­ბო­და და მა­შინ­ვე სრულ მზად­ყოფ­ნა­ში იყო. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­შიც კი, 90 წლის ასაკ­ში, იტა­ლი­ა­ში გაფ­რინ­და გას­ტროლ­ზე.

ხოლო თუ რა იყო იშხნე­ლე­ბის დიდი ოჯა­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და რა არის დღემ­დე მათ შთა­მო­მავ­ლებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ამა­ზე რეს­პონ­დენ­ტი ასე გვპა­სუ­ხობს: "ისე­დაც მუ­სი­კა­ლურ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დით, რაც, რა თქმა უნდა, გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ამას­თან, ისიც, რომ ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა ვმღე­რით: ჩემი ძმა - ოტო-სო­ლო­მო­ნი, რო­მე­ლიც ბე­ბი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და და სულ მის გვერ­დით იყო, მა­ნა­ნა და თინა მე­ნაბ­დე­ე­ბი - (ჩემი წარ­დგე­ნა მათ არ სჭირ­დე­ბათ), კახა იშხნე­ლი, ზაზა მღებ­რიშ­ვი­ლი, ქეთი და ნინო ხუ­ციშ­ვი­ლე­ბი და თით­ქმის ყვე­ლა შვი­ლიშ­ვი­ლი თუ შვილ­თაშ­ვი­ლი არ ივი­წყებს ბე­ბი­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას.

კი­თხვა­ზე თუ რას ნიშ­ნავს, იყო ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლი, ეკა გვე­უბ­ნე­ბა: "ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, მაგ­რამ რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, იყო „დები იშხნე­ლე­ბის“ შთა­მო­მა­ვა­ლი. თა­მარ იშხნე­ლი იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლად და ნა­ყო­ფი­ე­რად ემ­სა­ხუ­რა თა­ვის ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს, აჩუ­ქა ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და ბევ­რი უჩ­ვე­უ­ლო ჟღე­რა­დო­ბის სიმ­ღე­რა. შემ­დეგ და­ტო­ვა უკ­ვდა­ვი ხსოვ­ნა და შთა­მო­მავ­ლო­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მის გზას ვაგ­რძე­ლებთ.

- თა­ვად სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა არას­დროს გდო­მე­ბია?

- პრო­ფე­სი­ით გერ­მა­ნის­ტი ვარ, თუმ­ცა ჩემი პრო­ფი­ლით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. ყო­ველ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი და ახ­ლაც ასეა. 17 წლის ასაკ­ში კი­ნო­სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი, კი­ნოს­ტუ­დია „ქარ­თუ­ლი ფილმში,“ რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე. შემ­დეგ იყო ბევ­რი სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზია, პრო­ექ­ტი, ფილ­მი, სტუ­დია. ახ­ლაც, ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის პრო­ექ­ტე­ბის პრო­დუ­სინ­გში ვმუ­შა­ობ. ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეტა­პე­ბი, რო­დე­საც სხვა სფე­რო­ში მიც­დია ბედი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მა­ინც კი­ნოს და ტე­ლე­სივ­რცის სიყ­ვა­რუ­ლი ჭარ­ბობ­და ჩემ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ვმღე­რი, რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტშიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემს მა­მი­დას­თან - მა­ნა­ნა მე­ნაბ­დეს­თან ერ­თად. ახლა უკვე ვა­პი­რებ უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო ამ საქ­მეს, იმი­ტომ რომ მა­ინც სულ მემ­ღე­რე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორი იყო დები იშხნელების დიდი ოჯახი და რას საქმიანობენ მათი შთამომავლები - ეკა გორთამაშვილი ლეგენდარულ ბებიას იხსენებს

როგორი იყო დები იშხნელების დიდი ოჯახი და რას საქმიანობენ მათი შთამომავლები - ეკა გორთამაშვილი ლეგენდარულ ბებიას იხსენებს

1898 წლის 1-ელ მაისს სავარდო და სამაისო ქუთაისში დაიბადა. ლამის 100 წელი იცოცხლა - 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული თამარ იშხნელი იმ მომღერალი ოჯახიდან იყო, რომელმაც გასული საუკუნის საქართველოში "დები იშხნელების" სახელით გაითქვა სახელი და ქართული ქალაქური ფოლკლორის სიმღერების შესრულების საოცარი სტილი დაამკვიდრა. დების - ნინო, თამარი, ზინაიდა, მარიამი და ალექსანდრა იშხნელების მონაწილეობით ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა... დიდია მათი როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

იშხნელები ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან ახლოს, ისტორიულ უბანში გიორგი იშხნელის ოჯახში დაიბადნენ. თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე, ოჯახის რამდენიმე წევრი უკრავდა და მღეროდა სხვადასხვა ქართულ ქალაქურ სიმღერას. საოჯახო ანსამბლი ცნობილი იყო იმდროინდელ ქუთაისურ ინტელიგენციაში და დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მოგვიანებით აქტიური შემოქმედებითი კარიერა დაიწყეს. ანსამბლს თამარ იშხნელი ხელმძღვანელობდა, ის რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა ("ყოველ სნეულებაზე", "არ დაიჯერებ"...)

დებს პირველად ქუთაისის გიმნაზიაში უმღერიათ, რის შემდეგაც, დიდ გალაკტიონს, თეატრში, ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე მიუწვევია. მაშინ ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფეები ყოფილან და ასე სცენაზე დგომა ეკრძალებოდათ, თანაც იმ დროისთვის ქალთა ანსამბლები არც არსებობდა, მხოლოდ ვაჟთა გუნდები იყო. იმდენად დიდი იყო მათში სიმღერის მიმართ სიყვარული, რომ კონცერტზე მაინც წასულან, დარბაზში შუქი ჩაუქრიათ და ოთხი სიმღერა ისე შეუსრულებიათ. მათი ხმები, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არავის დარჩა და გიმნაზიიდან გარიცხვით დაემუქრნენ. დების მშობლები გიმნაზიის „ნაჩალნიცას“ (როგორც ბებია ამბობდა) დაპირდნენ, ბავშვებს სცენაზე აღარასდროს გაუშვებდნენ და ამ პირობით დაებრუნებინათ ისინი გიმნაზიაში. თუმცა, შემდეგ მათი სასცენო კარიერა დაიწყო. იშხნელების უდიდესი სანათესაოდან ამჯერად თამარ იშხნელის შვილთაშვილს, ეკა გორთამაშვილს შევხვდით, რომელიც დიდ ბებიას და გენიალურ თამარ იშხნელს ასე იხსენებს:

- 18 წლის ვიყავი, როდესაც ბებია გარდაიცვალა, ასე რომ, ჩემს მეხსიერებას საკმაოდ მკაფიოდ შემორჩა იგი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, - საოცრად ნათელი, ლაღი, გულისხმიერი. იშვიათი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნიც იყო, მის ნიჭსა და გენიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სულ პატარა ვიყავი, როდესაც ბებიამ სიმღერას მაზიარა. მაშინ ვერც ვაცნობიერებდი, რამდენად დიდი ადამიანი იდგა ჩემ წინ. მე უბრალოდ მასთან ერთად ვიჯექი და ვმღეროდით. შენიშვნასაც კი ისეთი ფორმით, რბილად და ტკბილად იტყოდა, რომ უკმაყოფილებას ვერც შეამჩნევდი. ყვებოდა ბევრ საინტერესო ისტორიას, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისის, რევოლუციამდელი პერიოდის ამბებს.

ერთ-ერთ საიუბილეო კონცერტზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მეც მომიწია მის გვერდით დგომა. მახსოვს, მასთან ბევრი და ძალიან საინტერესო ადამიანი მოდიოდა ხოლმე სტუმრად. ალბათ, იმ წლებში ამას ნაკლებად ვაცნობიერებდი, თუ როგორი ღირსეული ხალხის გარემოცვაში მიწევდა ყოფნა. მათ ვაკვირდებოდი, ვუსმენდი (რას როგორ აღვიქვამდი - ეს ცალკე საკითხია).

ფაქტი ერთია, რომ მოჯადოებული ვიყავი იმ გარემოთი, რომელსაც „ბებიას სამყარო“ ერქვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემში დაილექა და წლების შემდეგ უფრო უკეთ გავაანალიზე, რამდენად ძვირფასი იყო ის დრო, ის წლები, რამდენი რამ მასწავლა და შთამაგონა იმ ურთიერთობებმა, რომლებიც ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ, თითქმის აღარც არის.

იშხნელების მრავალრიცხოვან ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, მაგრამ კვარტეტის სახით მხოლოდ ოთხი მათგანი წარსდგა მსმენელის წინაშე და სწორედ ამ კვარტეტის ხელმძღვანელი და ამავდროულად, საკმაოდ ბევრი სიმღერის (მუსიკის) ავტორი, ბებია თამარი გახლდათ. საოცარი ენერგია ჰქონდა, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო, კონცერტის წინ, რაღაც ძალით იმუხტებოდა და მაშინვე სრულ მზადყოფნაში იყო. სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი, 90 წლის ასაკში, იტალიაში გაფრინდა გასტროლზე.

ხოლო თუ რა იყო იშხნელების დიდი ოჯახისთვის დამახასიათებელი და რა არის დღემდე მათ შთამომავლებში შემორჩენილი, ამაზე რესპონდენტი ასე გვპასუხობს: "ისედაც მუსიკალურ გარემოში ვიზრდებოდით, რაც, რა თქმა უნდა, გენეტიკის დამსახურებაა. ამასთან, ისიც, რომ ჩვენს ოჯახში ყველა ვმღერით: ჩემი ძმა - ოტო-სოლომონი, რომელიც ბებიას განსაკუთრებულად უყვარდა და სულ მის გვერდით იყო, მანანა და თინა მენაბდეები - (ჩემი წარდგენა მათ არ სჭირდებათ), კახა იშხნელი, ზაზა მღებრიშვილი, ქეთი და ნინო ხუციშვილები და თითქმის ყველა შვილიშვილი თუ შვილთაშვილი არ ივიწყებს ბებიების შემოქმედებას.

კითხვაზე თუ რას ნიშნავს, იყო ლეგენდარული ადამიანების შთამომავლი, ეკა გვეუბნება: "ძალიან საამაყოა, მაგრამ რთული და საპასუხისმგებლოა, იყო „დები იშხნელების“ შთამომავალი. თამარ იშხნელი იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად და ნაყოფიერად ემსახურა თავის ქვეყანას და ხალხს, აჩუქა ბევრი სიხარული და ბევრი უჩვეულო ჟღერადობის სიმღერა. შემდეგ დატოვა უკვდავი ხსოვნა და შთამომავლობა, რომელთაგანაც უმრავლესობა შეძლებისდაგვარად მის გზას ვაგრძელებთ.

- თავად სცენაზე სიმღერა არასდროს გდომებია?

- პროფესიით გერმანისტი ვარ, თუმცა ჩემი პროფილით არასდროს მიმუშავია. ყოველთვის რადიკალურად განსხვავებულ სფეროში ვმოღვაწეობდი და ახლაც ასეა. 17 წლის ასაკში კინოსამყაროში აღმოვჩნდი, კინოსტუდია „ქართული ფილმში,“ რეჟისორის ასისტენტის პოზიციაზე. შემდეგ იყო ბევრი სხვადასხვა ტელევიზია, პროექტი, ფილმი, სტუდია. ახლაც, ერთ-ერთი ტელევიზიის პროექტების პროდუსინგში ვმუშაობ. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ეტაპები, როდესაც სხვა სფეროში მიცდია ბედი, მაგრამ ყოველთვის მაინც კინოს და ტელესივრცის სიყვარული ჭარბობდა ჩემში.

რაც შეეხება სიმღერას, ვმღერი, რამდენიმე კონცერტშიც მიმიღია მონაწილეობა, ჩემს მამიდასთან - მანანა მენაბდესთან ერთად. ახლა უკვე ვაპირებ უფრო მეტი დრო დავუთმო ამ საქმეს, იმიტომ რომ მაინც სულ მემღერება.

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"