პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით, გარანტიებია საჭირო - ხუხაშვილი ივანიშვილის მიმართვაზე
მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით, გარანტიებია საჭირო - ხუხაშვილი ივანიშვილის მიმართვაზე

მზად ვარ ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ არა ერთჯე­რა­დი კონ­ტრაქ­ტით, გა­რან­ტი­ე­ბია სა­ჭი­რო; მე გა­რან­ტი­ად ვი­თხოვ სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებს, სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­ზე სის­ტე­მურ პა­სუხს და არა კოს­მე­ტი­კურს; არა პო­ლი­ტი­კუ­რი დო­მი­ნან­ტებს, არა­მედ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დო­მი­ნი­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა„ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ჯობ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეს გან­ცხა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გო­მის შემ­დეგ თქმა, გარ­კვე­ულ­წი­ლად კარ­გავს და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას.

„გან­ცხა­დე­ბის პა­თო­სი ნამ­დვი­ლად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ის აღი­ა­რებს ბევრ რა­მეს. ეს კარ­გია, თუმ­ცა ჯობ­და, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­ცხა­დე­ბის ეფექ­ტი ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბო­და. დღეს ეს და­ემ­სგავ­სა უკან მი­დევ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და არა გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ლი­დე­რის­გან. ლი­დე­რი კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ის პრობ­ლე­მებს წი­ნას­წარ უს­წო­რებს თვალს და პრე­ვენ­ცი­უ­ლად რე­ა­გი­რებს. პრობ­ლე­მის წი­ნა­შე რომ დად­გე­ბი და მერე ამ­ბობ იმას, რაც სათ­ქმე­ლია, გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს კარ­გავს და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე მა­ინც არ მინ­და მას და­ვუ­კარ­გო და ვთქვა, რომ ბევ­რი რამ მან აღი­ა­რა. ჩემს მი­მართ მისი აგ­რე­სი­აც ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და სწო­რედ ამას ვე­უბ­ნე­ბო­დი. ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო ამა­ზე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ესა­უბ­რა, რო­დე­საც ვთქვი, რომ მან ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი და­კარ­გა, ეს მქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ძველ გვარ­დი­ას, მე არ ვიცი ეს ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის ობი­ექ­ტია ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ ძვე­ლი გვერ­დი­ით უნდა ამ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის შე­ნე­ბა, მეტი გან­მარ­ტე­ბაა სა­ჭი­რო. ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის ობი­ექ­ტი ვე­რას­დროს გავ­ხდე­ბი, არც ვყო­ფილ­ვარ და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ. ვფიქ­რობ, მან მი­მარ­თა ყვე­ლას, ვინც 2012 წელს ქუ­ჩა­ში იდგა, მი­ტინ­გებ­ზე გა­მო­დი­ო­და, ცვლი­ლე­ბე­ბი სურ­და, ალ­ბათ, ეს ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე პი­რა­დად სი­ტყვე­ბის აღარ მჯე­რა. მზად ვარ ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ არა ერთჯე­რა­დი კონ­ტრაქ­ტით. სი­ტყვებ­მა და­კარ­გა ფასი, გა­რან­ტი­ე­ბია სა­ჭი­რო, წარ­მო­ად­გი­ნოს ეს გა­რან­ტი­ე­ბი და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა არ არის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა. თუ რა­ი­მეს სა­სი­კე­თოს აპი­რებს და გა­ა­კე­თებს ქვეყ­ნის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ სი­კინ­ჭი­ლაშ­ვი­ლი, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ყვე­ლას და­ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ არა იმი­ტომ რომ მათ ვეხ­მა­რე­ბი, ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა მსურს. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­თვის დიდი ხა­ნია სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის. მე გა­რან­ტი­ად ვი­თხოვ სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებს, სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­ზე სის­ტე­მურ პა­სუხს და არა კოს­მე­ტი­კურს; არა პო­ლი­ტი­კურ დო­მი­ნან­ტებს, რა­საც ჩვენ ახლა ვუ­ყუ­რებთ - 9 წელს და 6 წელს, არა­მედ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დო­მი­ნი­რე­ბას. რო­დე­საც ამ ჭკუ­ა­ზე მოვა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ სხვა, მა­შინ ვი­ლა­პა­რა­კოთ ყვე­ლა­ფერ­ზე. ექ­სკლუ­ზი­უ­რად გე­ტყვით, რომ მე მას­თან პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და და ვცდი­ლობ­დი, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მას გა­და­ედ­გა, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა. თუ ახლა არის მზად ამის­თვის, მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბი. ეს პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ი­კარ­გა იმ დღეს, რო­დე­საც გა­მო­ვე­დი და გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ მან და­კარ­გა ლი­დე­რის ფუნ­ქცია, რა­ზეც ის ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და ტა­ლა­ხი მეს­რო­ლა. ბოლო დღემ­დე გრძელ­დე­ბო­და ჩვენს შო­რის ეს კო­მუ­ნი­კა­ცია, იმ დღემ­დე, რო­დე­საც მან ჩათ­ვა­ლა, რომ წი­თე­ლი ხაზი გა­დავკვე­თე და მის ლი­დე­რო­ბა­ში ეჭვი შე­ვი­ტა­ნე“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მან არ იცის, რამ­დე­ნად აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშბ­ვილს გა­აზ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის სიმწვა­ვე და აქვს თუ არა მას სურ­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი რე­ა­ლუ­რად გა­დაჭ­რას.

„მე არ ვიცი, რა არის ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ამო­ცა­ნა. თუ ამო­ცა­ნა სის­ტე­მუ­რია და რე­ა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლია ვი­თა­რე­ბა, ეს არის კარ­გი. მი­უ­ხე­და­ვად პი­რა­დი გულ­და­წყვე­ტი­სა, ამას მხარს და­ვუ­ჭერ. თუ ეს არის ერთჯე­რა­დი კონ­ტრაქ­ტის სურ­ვი­ლი, რომ კი­დევ ერთხელ ადა­მი­ა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა იყოს გა­და­წყვე­ტი­ლი, მა­შინ... მე არ მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ზედ­მე­ტი პე­სი­მიზ­მის, მაგ­რამ ვერც ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტი ვიქ­ნე­ბი, ამის სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს.

ფაქ­ტია, რომ ამ გან­ცხა­დე­ბის პა­თო­სი გან­სხვავ­დე­ბა იმ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­გან, რაც ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ტონი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი და ბევ­რად უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი აქვს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ მას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და ახლა ცდი­ლობს ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყვი­ტოს, მაგ­რამ ჩნდე­ბა კი­თხვა, რა პრობ­ლე­მას წყვე­ტენ ისი­ნი - სა­კუ­თა­რი ტყა­ვის გა­დარ­ჩე­ნას, თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მას? მე დღეს ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს, ამა­ზე პა­სუხს ის­ტო­რია, მო­მა­ვა­ლი გას­ცემს. იმე­დი მაქვს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა პრობ­ლე­მე­ბი რე­ა­ლუ­რად და­ი­ნა­ხა და უნდა მათი გა­და­წყვე­ტა. დღემ­დე მე მისი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა დღე­ის შემ­დეგ.

იმედ­გაც­რუ­ე­ბა არის დიდი, ვი­ღაც მივა ამ და­ძა­ხილ­ზე, ვი­ღაც არ მივა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლე­ბი არი­ან და ჩნდე­ბა კი­თხვა - და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ ეს გზავ­ნი­ლი მათ­და­მი რე­ა­ლუ­რია? -ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ბევ­რი რამ რა­საც მე ვე­უბ­ნე­ბო­დი ივა­ნიშ­ვილს ამ გან­ცხა­დე­ბა­ში ასა­ხუ­ლია, მაგ­რამ შუ­ა­ში იყო ის, რაც იყო, გაბ­რა­ზე­ბულ­მა მეს­რო­ლა ტა­ლა­ხი. არ ვიცი, რის გამო აკე­თებს ამას. ქვე­ყა­ნას ყო­ველ­თვის ვეხ­მა­რე­ბო­დი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, ახ­ლაც ვეხ­მა­რე­ბი და მო­მა­ვალ­შიც და­ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბა არ ნიშ­ნავს პი­როვ­ნე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბას. არც არას­დროს ვეხ­მა­რე­ბო­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ პი­რა­დად მის დახ­მა­რე­ბას. თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ის იქ­ნე­ბა თუ სხვა, ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თოს აკე­თებს, ნე­ბის­მი­ერს და­ვეხ­მა­რე­ბი ყო­ველ­გავ­რი გვა­რის და სა­ხე­ლის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ვი­დე­მი­მარ­თვა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძველ გვარ­დი­ას მო­უ­წო­დებს, კი­დევ ერთხელ დად­გნენ მის გვერ­დით.

ივა­ნიშ­ვი­ლი პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რომ „ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი იპო­ვის სა­კუ­თარ ად­გილს თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენს ერ­თი­ან ოჯახ­ში, არა­ვის ღვაწ­ლი არ დარ­ჩე­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ!“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით, გარანტიებია საჭირო - ხუხაშვილი ივანიშვილის მიმართვაზე

მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით, გარანტიებია საჭირო - ხუხაშვილი ივანიშვილის მიმართვაზე

მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით, გარანტიებია საჭირო; მე გარანტიად ვითხოვ სისტემურ ცვლილებებს, სისტემურ პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს; არა პოლიტიკური დომინანტებს, არამედ, სახელმწიფო ინტერესების დომინირებას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა„ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ჯობდა, ბიძინა ივანიშვილს ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა, რადგან პრობლემის წინაშე დადგომის შემდეგ თქმა, გარკვეულწილად კარგავს დამაჯერებლობას.

„განცხადების პათოსი ნამდვილად მისასალმებელია, ის აღიარებს ბევრ რამეს. ეს კარგია, თუმცა ჯობდა, რომ ეს განცხადება გაკეთებულიყო არჩევნებამდე, 28 ოქტომბრამდე, ამ შემთხვევაში განცხადების ეფექტი ბევრად მეტი იქნებოდა. დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისგან. ლიდერი კი, ჩვეულებრივი მოკვდავისგან იმით განსხვავდება, რომ ის პრობლემებს წინასწარ უსწორებს თვალს და პრევენციულად რეაგირებს. პრობლემის წინაშე რომ დადგები და მერე ამბობ იმას, რაც სათქმელია, გარკვეულწილად ეს კარგავს დამაჯერებლობას. ამის მიუხედავად, მე მაინც არ მინდა მას დავუკარგო და ვთქვა, რომ ბევრი რამ მან აღიარა. ჩემს მიმართ მისი აგრესიაც ამით იყო განპირობებული და სწორედ ამას ვეუბნებოდი. ის ვალდებული იყო ამაზე არჩევნებამდე ესაუბრა, როდესაც ვთქვი, რომ მან ლიდერის თვისებები დაკარგა, ეს მქონდა მხედველობაში.

რაც შეეხება ძველ გვარდიას, მე არ ვიცი ეს ერთჯერადი გამოყენების ობიექტია ამ შემთხვევაში თუ ძველი გვერდიით უნდა ამ ქვეყნის მომავლის შენება, მეტი განმარტებაა საჭირო. ერთჯერადი გამოყენების ობიექტი ვერასდროს გავხდები, არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ. ვფიქრობ, მან მიმართა ყველას, ვინც 2012 წელს ქუჩაში იდგა, მიტინგებზე გამოდიოდა, ცვლილებები სურდა, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით. სიტყვებმა დაკარგა ფასი, გარანტიებია საჭირო, წარმოადგინოს ეს გარანტიები და მერე ვილაპარაკოთ. ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება. თუ რაიმეს სასიკეთოს აპირებს და გააკეთებს ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სიკინჭილაშვილი, ან ნებისმიერი სხვა, ყველას დავეხმარები, მაგრამ არა იმიტომ რომ მათ ვეხმარები, ქვეყნის დახმარება მსურს. კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, სამწუხაროდ, ჩემთვის დიდი ხანია საინტერესო აღარ არის. მე გარანტიად ვითხოვ სისტემურ ცვლილებებს, სისტემურ პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს; არა პოლიტიკურ დომინანტებს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ - 9 წელს და 6 წელს, არამედ, სახელმწიფო ინტერესების დომინირებას. როდესაც ამ ჭკუაზე მოვა ეს ხელისუფლება თუ სხვა, მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მე მასთან პირადი კომუნიკაცია მქონდა და ვცდილობდი, რომ გარკვეული ნაბიჯები მას გადაედგა, მაგრამ ეს არ გააკეთა. თუ ახლა არის მზად ამისთვის, მაინც კმაყოფილი ვიქნები. ეს პირადი კომუნიკაცია დაიკარგა იმ დღეს, როდესაც გამოვედი და გამოვაცხადე, რომ მან დაკარგა ლიდერის ფუნქცია, რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და ტალახი მესროლა. ბოლო დღემდე გრძელდებოდა ჩვენს შორის ეს კომუნიკაცია, იმ დღემდე, როდესაც მან ჩათვალა, რომ წითელი ხაზი გადავკვეთე და მის ლიდერობაში ეჭვი შევიტანე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, მან არ იცის, რამდენად აქვს ბიძინა ივანიშბვილს გააზრებული ქვეყანაში არსებული ვითარების სიმწვავე და აქვს თუ არა მას სურვილი პრობლემები რეალურად გადაჭრას.

„მე არ ვიცი, რა არის ახლა ბიძინა ივანიშვილის ამოცანა. თუ ამოცანა სისტემურია და რეალურად გააზრებულია ვითარება, ეს არის კარგი. მიუხედავად პირადი გულდაწყვეტისა, ამას მხარს დავუჭერ. თუ ეს არის ერთჯერადი კონტრაქტის სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ადამიანების მეშვეობით პოლიტიკური ამოცანა იყოს გადაწყვეტილი, მაშინ... მე არ მაქვს საფუძველი ზედმეტი პესიმიზმის, მაგრამ ვერც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნები, ამის საფუძველი მაქვს.

ფაქტია, რომ ამ განცხადების პათოსი განსხვავდება იმ ინტერვიუებისგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ არჩევნებამდე. ტონი აბსოლუტურად სხვანაირი და ბევრად უფრო ადეკვატური აქვს. ხელისუფლებამ დაინახა, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემა და ახლა ცდილობს ეს პრობლემა გადაწყვიტოს, მაგრამ ჩნდება კითხვა, რა პრობლემას წყვეტენ ისინი - საკუთარი ტყავის გადარჩენას, თუ სახელმწიფოებრივ პრობლემას? მე დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ამაზე პასუხს ისტორია, მომავალი გასცემს. იმედი მაქვს, რომ ივანიშვილმა პრობლემები რეალურად დაინახა და უნდა მათი გადაწყვეტა. დღემდე მე მისი დაპირებების შესრულებით კმაყოფილი არ ვარ, ვნახოთ რა იქნება დღეის შემდეგ.

იმედგაცრუება არის დიდი, ვიღაც მივა ამ დაძახილზე, ვიღაც არ მივა. ეს ადამიანები ძალიან გულგატეხილები არიან და ჩნდება კითხვა - დაიჯერებენ, რომ ეს გზავნილი მათდამი რეალურია? -ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბევრი რამ რასაც მე ვეუბნებოდი ივანიშვილს ამ განცხადებაში ასახულია, მაგრამ შუაში იყო ის, რაც იყო, გაბრაზებულმა მესროლა ტალახი. არ ვიცი, რის გამო აკეთებს ამას. ქვეყანას ყოველთვის ვეხმარებოდი სხვადასხვა ფორმით, ახლაც ვეხმარები და მომავალშიც დავეხმარები, მაგრამ ქვეყნის დახმარება არ ნიშნავს პიროვნებების დახმარებას. არც არასდროს ვეხმარებოდი ბიძინა ივანიშვილს და არც მომავალში ვაპირებ პირადად მის დახმარებას. თუ დავინახავ, რომ ის იქნება თუ სხვა, ქვეყნისთვის სასიკეთოს აკეთებს, ნებისმიერს დავეხმარები ყოველგავრი გვარის და სახელის გარეშე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ვიდემიმართვაში „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დადგნენ მის გვერდით.

ივანიშვილი პირობას იძლევა, რომ „ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები