მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება"
"ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება"

ბევ­რი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ხში­რად ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ხან­დაზ­მულ სეს­ხებს აცო­ცხლე­ბენ. რა არის სეს­ხის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა და რა შე­დე­გებს იწ­ვევს მისი ვა­დის გას­ვლა? რა მო­მენ­ტი­დან აით­ვლე­ბა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დი­ნე­ბა? რა სა­ხის მო­თხოვ­ნებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა - ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა? რა შე­ზღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კრე­დი­ტო­რის მო­თხოვ­ნის მი­მართ - ამ სა­კი­თხებს სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ს იუ­რის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ.

ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­მარ­ტე­ბით, „ხან­დაზ­მუ­ლო­ბა“ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალ­ში გა­მო­ხა­ტავს იმ აზრს, რომ რო­მე­ლი­მე ურ­თი­ერ­თო­ბას, მდგო­მა­რე­ო­ბას, მოვ­ლე­ნას ად­გი­ლი ჰქონ­და იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ, რომ ხან­გრძლი­ვი დრო­ის გას­ვლა გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხით გავ­ლე­ნას ახ­დენს პირ­თა უფ­ლე­ბებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე. სა­სარ­ჩე­ლო ხან­დაზ­მუ­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა დრო, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც პირს, ვისი უფ­ლე­ბე­ბიც დარ­ღვე­უ­ლია, შე­უძ­ლია, მო­ი­თხო­ვოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბის იძუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ან დაც­ვა.

„ხან­დაზ­მუ­ლო­ბა იწყე­ბა მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბის მო­მენ­ტი­დან. მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბის მო­მენ­ტად ჩა­ით­ვლე­ბა დრო, როცა პირ­მა შე­ი­ტყო ან უნდა შე­ე­ტყო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ.

ხან­დაზ­მუ­ლო­ბის მი­ზა­ნი მო­ვა­ლის დაც­ვა და დრო­ის გას­ვლის გამო მტკი­ცე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის­გან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. და­ცუ­ლია ასე­ვე მო­ვა­ლის ნდო­ბა, რომ მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

სა­ერ­თო ვადა მო­თხოვ­ნის წარ­დგე­ნი­სათ­ვის 10 წელს შე­ად­გენს. მო­თხოვ­ნის სა­ერ­თო ვა­დის დად­გე­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ კრე­დი­ტო­რის მხრი­დან მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის (ან უხე­ში გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით — არ­ცოდ­ნის) სუ­ბი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი არ იწ­ვევ­დეს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბის ფაქ­ტობ­რივ ხან­დაზ­მუ­ლო­ბა­უ­უ­ნა­რო­ბას. მო­თხოვ­ნის დრო­ში შე­ზღუდ­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო ბრუნ­ვი­სა და კერ­ძო სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სტა­ბი­ლუ­რო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა,“-აღ­ნიშ­ნა­ვენ ბი­უ­რო­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო მო­თხოვ­ნებ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დე­ქის შე­სა­ბა­მი­სად 3 წლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დაა დად­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ზო­გა­დია და ყვე­ლა სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო მო­თხოვ­ნე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუ კა­ნო­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ვადა არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.„ხოლო უძ­რავ ნივ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო მო­თხოვ­ნებ­ზე ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა ექ­ვსი წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და იგი უძ­რავ ნივთზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დად­გე­ნის, უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მი­სა ან გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წეს­რი­გე­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენს პე­რი­ო­დუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან წარ­მო­შო­ბი­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლის­თვი­საც ხან­დაზ­მუ­ლო­ბის სამ­წლი­ა­ნი ვა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლად, დრო­ის გან­სა­ზღვრულ შუ­ა­ლე­დებ­ში (მაგ. ყო­ველ თვე, კვარ­ტალ­ში ერთხელ, თვის კონ­კრე­ტუ­ლად გან­სა­ზღვრულ კა­ლენ­და­რულ დღეს) შეს­რუ­ლე­ბის დად­გე­ნა მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბას ცალ­კე­უ­ლად, ყო­ვე­ლი შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მო­შობს და შე­სა­ბა­მი­სად, ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­დან აით­ვლე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება"

"ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება"

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხშირად ფინანსური ინსტიტუტები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ. რა არის სესხის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს მისი ვადის გასვლა? რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დინება? რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა - ხანდაზმულობის ვადა? რა შეზღუდვას ითვალისწინებს კანონმდებლობა კრედიტორის მოთხოვნის მიმართ - ამ საკითხებს საადვოკატო ბიურო OK&CG-ს იურისტები განმარტავენ.

ბიუროს წარმომადგენელთა განმარტებით, „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

„ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ხანდაზმულობის მიზანი მოვალის დაცვა და დროის გასვლის გამო მტკიცების სირთულეებისგან მისი გათავისუფლებაა. დაცულია ასევე მოვალის ნდობა, რომ მოთხოვნის უფლებები მის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.

საერთო ვადა მოთხოვნის წარდგენისათვის 10 წელს შეადგენს. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით — არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუუნარობას. მოთხოვნის დროში შეზღუდვა სამოქალაქო ბრუნვისა და კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობას ემსახურება,“-აღნიშნავენ ბიუროში.

მათივე ცნობით, სახელშეკრულებო მოთხოვნებზე სამოქალაქო კოდექის შესაბამისად 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაა დადგენილი, რომელიც ზოგადია და ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის გამოიყენება, თუ კანონით სპეციალური ვადა არ არის გათვალისწინებული.„ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა ექვსი წლით განისაზღვრება და იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის გამოიყენება.

სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველ თვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. წაიკითხეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ