კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით" - ბიძინა ივანიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით" - ბიძინა ივანიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ ამომ­რჩევ­ლებ­ზე ამახ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მას ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ეს­მის.

"მინ­და მივ­მარ­თო ჩემს ხალ­ხს! მინ­და მივ­მარ­თო იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მა­კის­რია თქვენს წი­ნა­შე!პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა მათ, ვინც კი­დევ ერთხელ გა­მოგ­ვი­ცხა­დეთ ნდო­ბა, მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ბევ­რი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, სჯე­რა ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლი გზის! მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მივ­მარ­თო მათ, ვინც გულ­გა­ტე­ხი­ლია! მინ­და გი­თხრათ, რომ მე კარ­გად მეს­მის თქვე­ნი! მეს­მის თქვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის და იმედ­გაც­რუ­ე­ბის; მეს­მის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი ხართ, რად­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გა­უმ­ჯო­ბეს­და თქვე­ნი ყოფა; მეს­მის, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ, რად­გან ფიქ­რობთ, რომ ზო­გი­ერ­თი მო­ხე­ლე, ხალ­ხზე ზრუნ­ვა­ზე მე­ტად, პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავს; უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი ხართ, რად­გან ფიქ­რობთ, რომ დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა; ბევ­რი თქვენ­გა­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რად­გან და­საშ­ვე­ბი გავ­ხა­დეთ მო­ძა­ლა­დე რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე. დღეს არ ვა­პი­რებ ვი­სა­უბ­რო არც იმ 9-წლი­ან რე­ჟიმ­ზე, რო­მელ­მაც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა ყვე­ლა უფ­ლე­ბა, ყვე­ლა ღირ­სე­ბა, და ეს ბევ­რმა თქვენ­გან­მა სა­კუ­თარ თავ­სა და ოჯახ­ზე იწ­ვნია, და არც ჩვენს მიღ­წე­ვებ­ზე.

დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ისევ ის­ტო­რი­ულ გზა­გა­სა­ყარ­თან დგას - არ­სე­ბობს მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მა­ღა­ლი რის­კი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ეს არის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, გა­ნახ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­მი­წია პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მო­მი­წია, რად­გან ვხე­დავ­დი, რომ პრობ­ლე­მე­ბი ღრმავ­დე­ბო­და და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ხალ­ხი კი­დევ უფრო ღრმად და ნათ­ლად ხე­დავ­და ამ პრობ­ლე­მებს. დღეს არ შე­მიძ­ლია არ და­გე­თან­ხმოთ. თუმ­ცა, ერთი რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს! ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პი­რის­პირ, სამ­წუ­ხა­როდ, ისევ რე­ვან­შის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი დგა­ნან. ჩვენ ვდგა­ვართ გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე და ეს გან­საც­დე­ლი ჩვენ და­ვუშ­ვით. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შორ­დე­ბა ხალ­ხს, ის კარ­გავს ხალ­ხის ნდო­ბას, და ახლა მინ­და ვთქვა ყვე­ლას გა­სა­გო­ნად : ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ­სე­ბობს მხო­ლოდ ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბის­თვის. არა­ვინ იფიქ­როს, რომ პარ­ტი­ას რა­ი­მე თა­ვის­თა­ვა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. იგი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც უნდა მი­ვაღ­წი­ოთ უზე­ნა­ეს მი­ზანს - ხალ­ხის უკე­თეს მო­მა­ვალს. ამი­ტო­მაც, თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვერ მუ­შა­ობს, თუ მის­მა რო­მე­ლი­მე შტომ ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბა­ში არ ივარ­გა, მე პირ­ვე­ლი წა­ვალ მათ წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ამ შეც­დო­მე­ბით ისარ­გებ­ლოს ძა­ლამ, რო­მელ­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბის მოს­პო­ბა სურს, რო­მე­ლიც ასე ძვირ­ფა­სია ჩვენ­თვის. ამ შეც­დო­მებს სწო­რი და­ნახ­ვა და კრი­ტი­კა უნდა. ოპო­ნენ­ტე­ბი კი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ჩარ­თუ­ლი სიც­რუ­ის მან­ქა­ნით ცდი­ლო­ბენ ყვე­ლაფ­რის გა­და­ხაზ­ვას. მათ შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბა არ სურთ! მათ ყვე­ლაფ­რის დან­გრე­ვა უნ­დათ და, რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად!ოპო­ნენ­ტე­ბი მხო­ლოდ ტყუ­ილ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კამ­პა­ნი­ას ატა­რე­ბენ. ხალ­ხს ურ­ცხვად პირ­დე­ბი­ან იმას, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო წყო­ბა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სრუ­ლად ცდე­ბა და, ამა­ვე დროს, ღიად გვი­ა­ნონ­სე­ბენ ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და ჩაგ­ვრა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის გარ­და, პირ­და­პირ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია.

2012 წელს ჩვენ მო­ვი­შო­რეთ ძა­ლა­დო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ჟი­მი. გა­ვი­ა­რეთ ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი და თან ვცდი­ლობ­დით, ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებ­ზე გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ამ გზა­ზე ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წი­ეთ: სა­ხელ­მწი­ფო რე­კე­ტის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა ბიზ­ნე­სი, თა­ვი­სუ­ფა­ლია მე­დია, გან­ხორ­ცი­ელ­და არა ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა; ურ­თუ­ლეს ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მო­ში მო­ვი­პო­ვეთ რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბა და მრა­ვა­ლი სხვა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი სულ უფრო რე­ა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბას. უამ­რა­ვი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს ჰქო­ნია ასე­თი სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის წლე­ბი. და მი­უ­ხე­და­ვად ამ წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­დუ­ხ­ჭი­რე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ცვლი­ლე­ბე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე მგრნო­ბი­ა­რე ჯგუ­ფე­ბის­თვის. ბევ­რი პო­პუ­ლის­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვი­სა­უბ­რებ კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი, რომ პენ­სი­ონ­რე­ბი­სა და დევ­ნი­ლე­ბის შემ­წე­ო­ბე­ბი და დახ­მა­რე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად უნდა გა­და­ი­ხე­დოს! მათ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი ღირ­სე­ბის საქ­მეა და ჩვენ ეს უნდა შევ­ძლოთ! სას­წრა­ფოდ უნდა შე­იც­ვა­ლოს სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც და­ე­ფუძ­ნე­ბა გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს და მუდ­მი­ვად მო­ი­ზი­დავს ახალ კად­რებს, გან­სა­კუ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს. ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ ქვეყ­ნის მარ­თვა­სა და პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში!

ჩემო მე­გობ­რე­ბო, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ხოლ­მე გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ხალ­ხი ხდე­ბა ეპო­ქა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი და ჩვენ ერს ასე­თი სიბ­რძნე არა ერთხელ გა­მო­უ­ჩე­ნია. მინ­და მივ­მარ­თო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძველ გვარ­დი­ას, მათ, ვინც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს 2012 წლის იმ ის­ტო­რი­ულ დღე­ებ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთხელ დას­ჭირ­და თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა, თქვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა. მე ვიცი თქვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, მე ვიცი თქვე­ნი გაბ­რა­ზე­ბის ყვე­ლა მი­ზე­ზი. გაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი იპო­ვის სა­კუ­თარ ად­გილს თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ჩვენს ერ­თი­ან ოჯახ­ში, არა­ვის ღვაწ­ლი არ დარ­ჩე­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ! მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რაც არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც გან­ვა­ცხა­დე - მე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ერთ წე­ლი­წად­ში გა­ვას­წო­რო მარ­თვის ყვე­ლა ხარ­ვე­ზი და მთე­ლი ჩემი რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნო, რომ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დეს. ახლა მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ცალ­კე­ულ ჩი­ნოვ­ნი­კებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლებ­მა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­ჯის სურ­ვი­ლით, სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა არ დავ­სა­ჯოთ და არ გა­დავ­ყა­როთ წყალ­ში ყვე­ლა­ფე­რი, რა­შიც 2012-ში სი­ცო­ცხლე ჩავ­დეთ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად და ერ­თად შევ­ძლებთ ადა­მი­ან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ნე­ბას!", - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 6 წუ­თი­ა­ნი მი­მარ­თვა ქარ­თველ ხალ­ხს - რა აქვს სათ­ქმე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს "გულ­გა­ტე­ხი­ლი" მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის?

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით" - ბიძინა ივანიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით" - ბიძინა ივანიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მიმართავს. ვიდეომიმართვაში ივანიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ამომრჩევლებზე ამახვილებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია. ივანიშვილი განმარტავს, რომ მას ხალხის უკმაყოფილების ესმის.

"მინდა მივმართო ჩემს ხალხს! მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე!პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის! მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია! მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს; უკმაყოფილონი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა; ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე. დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იწვნია, და არც ჩვენს მიღწევებზე.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას - არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი. რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს! ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას, და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად : ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.

2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ: სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას. უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები. და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!

ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ! მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილის 6 წუთიანი მიმართვა ქართველ ხალხს - რა აქვს სათქმელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს "გულგატეხილი" მოსახლეობისთვის?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები