სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.71-2.745 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, ერთი ევროს კი 3,11-3,12 ლარად.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:45 საათზე ერთი დოლარი 2.7325 ლარად ივაჭრება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს დოლარისა და ევროს მიმართ.
11:45 საათის მონაცემებით, საბურთალოს რაიონში მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.733-2.735 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.726-2.73 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 3.11- 3.12-ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 3.1-3.11 ლარად შეგიძლიათ.
თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.74 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.71 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.12 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი 3.08 ლარად იბარებენ. წაიკითხეთ სრულად