მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ქართველი ექიმი, რომელთა ამბავმაც ინტერნეტსივრცე გააერთიანა
ორი ქართველი ექიმი, რომელთა ამბავმაც ინტერნეტსივრცე გააერთიანა

ჩვენ­გან მე­ო­თხე სახ­ლში ცხოვ­რობ­და. სვა­ნუ­რი გვა­რი აქვს, თო­რემ ისე მეგ­რე­ლი­აო, ამ­ბობ­დნენ და მა­ინც "სვა­ნი ექი­მოს" ეძახ­და მთე­ლი სო­ფე­ლი. ექი­მი არა, ფერ­შა­ლი იყო. ომ­გა­მოვ­ლი­ლი, ათა­სი უბე­დუ­რე­ბის მნახ­ვე­ლი. მუ­დამ ბიქსს და­ა­კონ­წი­ა­ლებ­და და ისე და­დი­ო­და. მე თვალს არ ვა­შო­რებ­დი ბიქსს, ოღონდ სა­ფუ­ლე მე­გო­ნა და სულ მიკ­ვირ­და, ფულს ჯი­ბე­ში რა­ტომ არ იდებ­და.

ბავ­შვი გა­უხ­დე­ბო­დათ ავად თუ დიდი, სვა­ნი იყო მათი ექი­მი. ქი­რურ­გიც იყო, თე­რა­პევ­ტიც, პე­დი­ატ­რიც, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გიც და რა ვიცი, კი­დევ ვინ იყო... რა­ი­ო­ნი­დან და­დი­ოდ­ნე­ნო სვან­თან. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა - მისი დი­აგ­ნო­ზი არ გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო. -სვან­მა დას­ვა? აბა აწი თუ გინ­და მოს­კოვ­ში წადი, იგი­ვეს გე­ტყვი­ან!

პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ბა­ბუა ავად რომ გახ­და. ძა­ლი­ან ცუ­დად იყო.

- ახლა მო­ინ­დო­მა სიკ­ვდი­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინ­ცო, თან წუხ­და და თან ბრა­ზობ­და ბე­ბია. წადი შვი­ლო, სვა­ნი მო­იყ­ვა­ნეო.

- სვა­ნი ბა­ბუა, ბე­ბი­ამ შე­მო­გით­ვა­ლა მო­ვი­დე­სო!

- გულ­ხეთ­ქე­ბით მივ­ვარ­დი სვანს. ხომ მშვი­დო­ბა­აო, სვან­მა.

- ბა­ბუ­ამ ახლა მო­ინ­დო­მა სიკ­ვდი­ლი-მეთ­ქი, გა­და­ვე­ცი ბე­ბი­ას ნათ­ქვა­მი. და­ავ­ლო ხელი ბიქსს და სინ­დი­ყი­ან წნე­ვის სა­ზომს. გა­და­ი­კი­და ფო­ნე­დოს­კო­პი. აბა ჩქა­რაო და გა­მო­ქან­და. ბიქსს მე წა­მო­გი­ღებ-მეთ­ქი, გა­მო­ვარ­თვი დიდი ამ­ბით.

წა­მო­ა­ჯი­ნა ბა­ბუა. და­ა­დო ზურ­გზე მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი და უკა­კუ­ნა მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თი­თე­ბით. გა­შან­შა­ლე­ბუ­ლი ან­თე­ბა აქ­ვსო. მერე ფილ­ტვებს ფო­ნე­დოს­კო­პით მო­უს­მი­ნა. აბა ჩა­ახ­ვე­ლე სი­სო­ე­ვი­ჩო, აბა სუნ­თქვა გა­ა­ჩე­რეო... ბან­კე­ბი უნდა და­ვა­ყა­რო­თო. თორ­მე­ტი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბაო.

გა­მო­ი­ტა­ნა ბე­ბი­ამ პა­ტა­რა, მო­ლურ­ჯო "ბან­კე­ბი". გა­მო­უს­ვა სვან­მა ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სპირ­ტი­ა­ნი ბამ­ბა და სა­თი­თა­ოდ და­ამ­ხო ზურ­გზე ბა­ბუ­ას "აგი გა­მო­ი­ტანს სი­ცხე­სო. კი­დევ კაი, მო­ვას­წა­რით, თო­რემ ჩი­ხოტ­კა­ში გა­და­უ­ვი­დო­დაო".

ამ დღი­დან ხში­რად მახ­სოვს სვა­ნი ჩვენს სახ­ლში. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას "კე­რა­სინ­კა­ზე" შე­მოდ­გმუ­ლი ბიქ­სი, სვა­ნის თეთ­რი ცი­ლინ­დრი და ჩე­სუნ­ჩის გა­ქე­ქი­ლი კი­ტე­ლი. გა­ნი­ე­რი, შავი, აფშლა­გი­ა­ნი შარ­ვა­ლი და ტი­ლოს ყა­ვის­ფე­რი ტუფ­ლე­ბი, რო­მელ­ზეც წვი­მი­ან­ში კა­ლო­შებს შე­მო­იც­ვამ­და ხოლ­მე.

კა­პიკს არ იღებ­და არა­ვის­გან. არც არა­ვინ სთა­ვა­ზობ­და, მაგ­რამ, მა­ინც. ყო­ფი­ლა - ყო­ველ ოთხ სა­ათ­ში, დღე და ღამე, მო­დი­ო­და ჩვენ­თან და პე­ნი­ცი­ლინ­სა და სტრეპ­ტო­მი­ცინს უკე­თებ­და ბა­ბუ­ას.

მა­შინ მხო­ლოდ ის მიკ­ვირ­და, ამ ერთი ციც­ქნა შუ­შებ­ში ერთი მი­ლი­ო­ნი წა­მა­ლი რა­ფერ ეტე­ო­და.

ხმა გა­ვარ­და, სვა­ნი თბი­ლის­ში გა­წე­რე­სო. არ ყო­ფი­ლა კარ­გა­დო. შე­ი­ცხა­და შე­ში­ნე­ბულ­მა სო­ფელ­მა. ერთ კვი­რა­ში ჩა­მო­ვი­და და ჩვენ­თან მო­ვი­და. ფერი არ ედო! რავა ხარ, სი­სო­ე­ვი­ჩო, მი­უჯ­და ბა­ბუ­ას. ბიქ­სი ტა­ბუ­რეტ­ზე დადო. ახა­ლი წა­მა­ლი გა­მო­უშ­ვი­ათ, აგე­რაა რე­ცეპ­ტი, აგი 12 სა­ათ­ში ერთხელ გექ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, აწი თუ დაგ­ჭირ­დე­სო.

ბე­ბი­ას მი­უბ­რუნ­და სვა­ნი - ამ წა­მალ­თან ბან­კე­ბი არ დას­ჭირ­დე­ბაო, თვე­ში ერთხელ წურ­ბე­ლე­ბი მი­უ­ჯი­ნე კი­სერ­ზე, ფე­ხე­ბი თუ და­უ­სივ­დეს, ნი­ა­ხუ­რის ნა­ხარ­ში მი­ე­ციო.მოკ­ლედ, წა­ვე­დი ახ­ლაო. ერთი ჩაის ჭიქა არა­ყი გა­დაჰ­კრა. ერთი ნა­ჭე­რი შაშ­ხი და ცივი ღო­მის ნა­ჭე­რი აიღო და ჭამა-ჭა­მით წა­ვი­და. ხოვო, ჭიშ­კრი­დან და­ი­ძა­ხა, მაგ წა­მალს კუ­ლაშ­ში იშო­ვით, ური­ებ­შიო. ბიქ­სი დაგ­რჩაო, სი­ტყვა შე­ა­გე­ბა ბე­ბი­ამ. ბიქ­სი მაგ ბა­ღა­ნას მოს­წონს და ჰქონ­დეს ჩემ­გა­ნო!წა­ვი­და და წა­ვი­და. ორ დღე­ში მოკ­ვდა! მა­გან იცო­და რომ მოკ­ვდე­ბო­დაო, თქვა ბე­ბი­ამ. გა­მო­ი­კე­ტა სვა­ნის სახ­ლის კარი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ორი ქართველი ექიმი, რომელთა ამბავმაც ინტერნეტსივრცე გააერთიანა

ორი ქართველი ექიმი, რომელთა ამბავმაც ინტერნეტსივრცე გააერთიანა

ჩვენგან მეოთხე სახლში ცხოვრობდა. სვანური გვარი აქვს, თორემ ისე მეგრელიაო, ამბობდნენ და მაინც "სვანი ექიმოს" ეძახდა მთელი სოფელი. ექიმი არა, ფერშალი იყო. ომგამოვლილი, ათასი უბედურების მნახველი. მუდამ ბიქსს დააკონწიალებდა და ისე დადიოდა. მე თვალს არ ვაშორებდი ბიქსს, ოღონდ საფულე მეგონა და სულ მიკვირდა, ფულს ჯიბეში რატომ არ იდებდა.

ბავშვი გაუხდებოდათ ავად თუ დიდი, სვანი იყო მათი ექიმი. ქირურგიც იყო, თერაპევტიც, პედიატრიც, ენდოკრინოლოგიც და რა ვიცი, კიდევ ვინ იყო... რაიონიდან დადიოდნენო სვანთან. არ ყოფილა შემთხვევა - მისი დიაგნოზი არ გამართლებულიყო. -სვანმა დასვა? აბა აწი თუ გინდა მოსკოვში წადი, იგივეს გეტყვიან!

პატარა ვიყავი, ბაბუა ავად რომ გახდა. ძალიან ცუდად იყო.

- ახლა მოინდომა სიკვდილი მაინცდამაინცო, თან წუხდა და თან ბრაზობდა ბებია. წადი შვილო, სვანი მოიყვანეო.

- სვანი ბაბუა, ბებიამ შემოგითვალა მოვიდესო!

- გულხეთქებით მივვარდი სვანს. ხომ მშვიდობააო, სვანმა.

- ბაბუამ ახლა მოინდომა სიკვდილი-მეთქი, გადავეცი ბებიას ნათქვამი. დაავლო ხელი ბიქსს და სინდიყიან წნევის საზომს. გადაიკიდა ფონედოსკოპი. აბა ჩქარაო და გამოქანდა. ბიქსს მე წამოგიღებ-მეთქი, გამოვართვი დიდი ამბით.

წამოაჯინა ბაბუა. დაადო ზურგზე მარცხენა ხელის მტევანი და უკაკუნა მარჯვენა ხელის თითებით. გაშანშალებული ანთება აქვსო. მერე ფილტვებს ფონედოსკოპით მოუსმინა. აბა ჩაახველე სისოევიჩო, აბა სუნთქვა გააჩერეო... ბანკები უნდა დავაყაროთო. თორმეტი მაინც დასჭირდებაო.

გამოიტანა ბებიამ პატარა, მოლურჯო "ბანკები". გამოუსვა სვანმა ცეცხლმოკიდებული სპირტიანი ბამბა და სათითაოდ დაამხო ზურგზე ბაბუას "აგი გამოიტანს სიცხესო. კიდევ კაი, მოვასწარით, თორემ ჩიხოტკაში გადაუვიდოდაო".

ამ დღიდან ხშირად მახსოვს სვანი ჩვენს სახლში. ახლაც თვალწინ მიდგას "კერასინკაზე" შემოდგმული ბიქსი, სვანის თეთრი ცილინდრი და ჩესუნჩის გაქექილი კიტელი. განიერი, შავი, აფშლაგიანი შარვალი და ტილოს ყავისფერი ტუფლები, რომელზეც წვიმიანში კალოშებს შემოიცვამდა ხოლმე.

კაპიკს არ იღებდა არავისგან. არც არავინ სთავაზობდა, მაგრამ, მაინც. ყოფილა - ყოველ ოთხ საათში, დღე და ღამე, მოდიოდა ჩვენთან და პენიცილინსა და სტრეპტომიცინს უკეთებდა ბაბუას.

მაშინ მხოლოდ ის მიკვირდა, ამ ერთი ციცქნა შუშებში ერთი მილიონი წამალი რაფერ ეტეოდა.

ხმა გავარდა, სვანი თბილისში გაწერესო. არ ყოფილა კარგადო. შეიცხადა შეშინებულმა სოფელმა. ერთ კვირაში ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა. ფერი არ ედო! რავა ხარ, სისოევიჩო, მიუჯდა ბაბუას. ბიქსი ტაბურეტზე დადო. ახალი წამალი გამოუშვიათ, აგერაა რეცეპტი, აგი 12 საათში ერთხელ გექნება გასაკეთებელი, აწი თუ დაგჭირდესო.

ბებიას მიუბრუნდა სვანი - ამ წამალთან ბანკები არ დასჭირდებაო, თვეში ერთხელ წურბელები მიუჯინე კისერზე, ფეხები თუ დაუსივდეს, ნიახურის ნახარში მიეციო.მოკლედ, წავედი ახლაო. ერთი ჩაის ჭიქა არაყი გადაჰკრა. ერთი ნაჭერი შაშხი და ცივი ღომის ნაჭერი აიღო და ჭამა-ჭამით წავიდა. ხოვო, ჭიშკრიდან დაიძახა, მაგ წამალს კულაშში იშოვით, ურიებშიო. ბიქსი დაგრჩაო, სიტყვა შეაგება ბებიამ. ბიქსი მაგ ბაღანას მოსწონს და ჰქონდეს ჩემგანო!წავიდა და წავიდა. ორ დღეში მოკვდა! მაგან იცოდა რომ მოკვდებოდაო, თქვა ბებიამ. გამოიკეტა სვანის სახლის კარი. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ