პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!
კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!

რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას" კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­სა და ოლი­გო­პო­ლი­ის ხელ­შე­წყო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ დე­რე­ფანს ორი კომ­პა­ნია - "პეტ­რო­კა­სი" და "კარ­გო ტრან­ზი­ტი" აკონ­ტრო­ლე­ბენ, სხვა გა­დამ­ზი­და­ვებს კი რკი­ნიგ­ზა ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ე­რებს უქ­მნის, რი­თაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს ამ სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­ზღუდ­ვას. ბიზ­ნე­სი­სა და მე­სა­მე სექ­ტო­რის მტკი­ცე­ბით, რკი­ნიგ­ზის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბის უკან ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა, რი­თაც ამ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ოფ­შო­რულ ან­გა­რი­შებ­ზე უკა­ნო­ნოდ ნა­შოვ­ნი მი­ლი­ო­ნე­ბი ირი­ცხე­ბა...

ვა­სილ ურუ­შა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰაბ ჯორ­ჯი­ას" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

"თუ "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" აქამ­დე გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ებს ეუბ­ნე­ბო­და, რომ სა­ნავ­თო­ბე ტვირ­თებს არ გა­და­უ­ზი­დავ­და და ამი­სა­მარ­თებ­და მათ მი­ერ­ვე შექ­მნილ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ე­რებს უქ­მნი­და გა­დამ­ზი­და­ვებს მა­ღა­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კით, ახლა პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვა­ლა - "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" უარს აღარ ეუბ­ნე­ბა გა­დამ­ზი­და­ვებს ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე, მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რუ­ლად იწყებს მათ "გა­ჭედ­ვას". მა­გა­ლი­თად, ერთ შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნი­ას­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მეს, პი­რო­ბა და­დეს, რომ გა­და­ზი­დავ­დნენ მათ ტვირთს და ბოლო მო­მენ­ტში, როცა სომ­ხე­თის რკი­ნიგ­ზა­ში უნდა გა­და­ეგ­ზავ­ნათ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი "და­ი­კარ­გნენ". მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, როცა გა­დამ­ზი­დავ­თან უნდა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნათ კონ­ტრაქ­ტი, ისევ "და­ი­კარ­გნენ" და დო­კუ­მენტს ხელს აღარ აწე­რენ.

ვა­სილ ურუ­შა­ძე

რკი­ნიგ­ზის გა­და­ზიდ­ვე­ბის მო­ნო­პო­ლი­უ­რი სქე­მა ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს "და­ლაგ­და", რომ­ლის სა­თა­ვე­შიც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იდგა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ეს აწყო­ბი­ლი სქე­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­და­უ­ლო­ცეს. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ნავ­თო­ბე ტვირ­თე­ბი გა­დაჰ­ქონ­და მხო­ლოდ ერთ კომ­პა­ნი­ას - "პეტ­რო­კასს", რომ­ლის 49%-იან წილს რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "როს­ნეფ­ტი" ფლობს, ხოლო 51% რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მენ და­ვით ია­კო­ბაშ­ვილს ეკუთ­ვნის. ახლა ამ გა­და­ზიდ­ვებ­ში გაჩ­ნდა მე­ო­რე ჯგუ­ფიც, "კარ­გო ტრან­ზი­ტი", რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "ლუ­კო­ი­ლის" ტვირ­თე­ბის გა­დამ­ზი­და­ვია. ამ უკა­ნას­კნელს კი ზაზა ქა­თა­მა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ახლო მე­გო­ბა­რი. ამ ორმა კომ­პა­ნი­ამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ი­ყო სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა და თი­თო­ე­ულს 150-150 ათა­სი ტონა შეხ­ვდა. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეს ორი კომ­პა­ნია სა­ერ­თოდ არ ფიქ­სირ­დე­ბა, "რკი­ნიგ­ზის" მიერ შექ­მნი­ლი "ჯიარ ტრან­ზიტ ლა­ი­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბით აფორ­მე­ბენ მათ­თან კონ­ტრაქ­ტებს. ორი­ვე კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­ზიდ­ვის სარ­კი­ნიგ­ზო დე­რე­ფანს და­ე­პატ­რო­ნა, ოფ­შორ­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, "პეტ­რო­კა­სის" ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი თე­ი­მუ­რაზ კოხ­რე­ი­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი და მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია".

და­ვით დო­ლი­ძე, "გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია "და­ვიდ ენდ კომ­პა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"1997 წლის შემ­დეგ ჩვე­ნი კომ­პა­ნია გა­და­ზიდ­ვე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს, ძი­რი­თა­დად, სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრობ­ლე­მე­ბი "რკი­ნიგ­ზას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ორი წლის წინ და­ი­წყო. მივ­მარ­თეთ წე­რი­ლო­ბით ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­ზიდ­ვის თხოვ­ნით, მი­ვი­ღეთ თან­ხმო­ბა, გაგ­ვი­ფორ­მეს კონ­ტრაქ­ტი, ჩვენც დავ­ტვირ­თეთ გემი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პორ­ტში შე­მო­ვი­და და რკი­ნიგ­ზამ აღარ გა­მოგ­ვი­ყო ვა­გო­ნე­ბი ტვირ­თის სომ­ხეთ­ში გა­და­სა­ტა­ნად. როცა გვინ­დო­და გაგ­ვერ­კვია, რა­ტომ არ გვაძ­ლევ­და რკი­ნიგ­ზა ვა­გო­ნებს, სა­მი­ვე შე­სას­ვლე­ლი რკი­ნიგ­ზა­ში ჩა­რა­ზუ­ლი იყო და ტე­ლე­ფონ­ზე არა­ვინ გვპა­სუ­ხობ­და. ეს ორ თვეს გაგ­რძელ­და. ამა­სო­ბა­ში გე­მის მოც­დე­ნის სა­ფა­სუ­რი - დღე­ში 8 ათა­სი დო­ლა­რი ერი­ცხე­ბო­და ჩემს კომ­პა­ნი­ას. ჩემი პარტნი­ო­რი სომ­ხე­თი­დან დღე­ში ას­ჯერ მი­რე­კავ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, იმ ხალ­ხთან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა, ვინც ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით მათი ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვას შეძ­ლებ­და, ასე­თი კი "კარ­გო ტრან­ზი­ტი" აღ­მოჩ­ნდა...

სომ­ხე­თი­დან ჩემი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ. გვი­თხრეს, ვი­ცით, თქვენ­თან ბიზ­ნე­სი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია და და­ვი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბაო. "რკი­ნიგ­ზამ" სომ­ხურ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის წარ­დგე­ნა მომ­თხო­ვა. შემ­დეგ ჩემი პარტნი­ო­რი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან და­მი­კავ­შირ­დნენ, ერთ-ერ­თმა გა­დამ­ზი­დავ­მა თა­ვად შე­მომ­თა­ვა­ზა ტვირ­თის გა­და­ტა­ნაო, ანუ "რკი­ნიგ­ზას" ამის­თვის სჭირ­დე­ბო­და ჩემი პარტნი­ო­რე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბი. მივ­მარ­თეთ ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენს, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს და გვაც­ნო­ბეს, რომ ორი­ვე უწყე­ბა გა­ეც­ნო­ბა ჩვენს წე­რი­ლებს, მაგ­რამ პა­სუ­ხი ჯერ არ მიგ­ვი­ღია".

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!

კეზერაშვილის მემკვიდრეები: ნავთობგადაზიდვებს დღეს მამაცაშვილი და ფარცხალაძე აკონტროლებენ?!

რამდენიმე კომპანია და არასამთავრობო სექტორი "საქართველოს რკინიგზას" კორუფციულ გარიგებებსა და ოლიგოპოლიის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანიების მტკიცებით, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით არსებულ დერეფანს ორი კომპანია - "პეტროკასი" და "კარგო ტრანზიტი" აკონტროლებენ, სხვა გადამზიდავებს კი რკინიგზა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის, რითაც მიზანმიმართულად ცდილობს ამ სფეროში კონკურენციის შეზღუდვას. ბიზნესისა და მესამე სექტორის მტკიცებით, რკინიგზის ამგვარი ქმედებების უკან ჩრდილოვანი გავლენები იკვეთება, რითაც ამ სქემაში ჩართული კომპანიების ოფშორულ ანგარიშებზე უკანონოდ ნაშოვნი მილიონები ირიცხება...

ვასილ ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი:

"თუ "საქართველოს რკინიგზა" აქამდე გადამზიდავ კომპანიებს ეუბნებოდა, რომ სანავთობე ტვირთებს არ გადაუზიდავდა და ამისამართებდა მათ მიერვე შექმნილ კომპანიაში, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა გადამზიდავებს მაღალი სატარიფო პოლიტიკით, ახლა პოლიტიკა შეიცვალა - "საქართველოს რკინიგზა" უარს აღარ ეუბნება გადამზიდავებს ტვირთების გადაზიდვაზე, მაგრამ პროცედურულად იწყებს მათ "გაჭედვას". მაგალითად, ერთ შემთხვევაში კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმეს, პირობა დადეს, რომ გადაზიდავდნენ მათ ტვირთს და ბოლო მომენტში, როცა სომხეთის რკინიგზაში უნდა გადაეგზავნათ შეთანხმების შესახებ დოკუმენტი, პასუხისმგებელი პირები "დაიკარგნენ". მეორე შემთხვევაში საქმე იქამდე მიიყვანეს, როცა გადამზიდავთან უნდა გაეფორმებინათ კონტრაქტი, ისევ "დაიკარგნენ" და დოკუმენტს ხელს აღარ აწერენ.

ვასილ ურუშაძე

რკინიგზის გადაზიდვების მონოპოლიური სქემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს "დალაგდა", რომლის სათავეშიც დავით კეზერაშვილი იდგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს აწყობილი სქემა "ქართულ ოცნებას" გადაულოცეს. წინა ხელისუფლების დროს სომხეთის მიმართულებით სანავთობე ტვირთები გადაჰქონდა მხოლოდ ერთ კომპანიას - "პეტროკასს", რომლის 49%-იან წილს რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტი" ფლობს, ხოლო 51% რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის. ახლა ამ გადაზიდვებში გაჩნდა მეორე ჯგუფიც, "კარგო ტრანზიტი", რომელიც კომპანია "ლუკოილის" ტვირთების გადამზიდავია. ამ უკანასკნელს კი ზაზა ქათამაძე ხელმძღვანელობს, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი. ამ ორმა კომპანიამ, ფაქტობრივად, გაიყო სომხეთის მიმართულება და თითოეულს 150-150 ათასი ტონა შეხვდა. "საქართველოს რკინიგზასთან" ურთიერთობაში ეს ორი კომპანია საერთოდ არ ფიქსირდება, "რკინიგზის" მიერ შექმნილი "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" საშუალებით აფორმებენ მათთან კონტრაქტებს. ორივე კომპანია, რომელიც სომხეთში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის სარკინიგზო დერეფანს დაეპატრონა, ოფშორშია რეგისტრირებული. სხვათა შორის, "პეტროკასის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ კოხრეიძე "ქართული ოცნების" დეპუტატი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია".

დავით დოლიძე, "გადამზიდავი კომპანია "დავიდ ენდ კომპანის" დამფუძნებელი:

"1997 წლის შემდეგ ჩვენი კომპანია გადაზიდვების სფეროში მუშაობს, ძირითადად, სომხეთის მიმართულებით. პრობლემები "რკინიგზასთან" ურთიერთობაში ორი წლის წინ დაიწყო. მივმართეთ წერილობით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის თხოვნით, მივიღეთ თანხმობა, გაგვიფორმეს კონტრაქტი, ჩვენც დავტვირთეთ გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა და რკინიგზამ აღარ გამოგვიყო ვაგონები ტვირთის სომხეთში გადასატანად. როცა გვინდოდა გაგვერკვია, რატომ არ გვაძლევდა რკინიგზა ვაგონებს, სამივე შესასვლელი რკინიგზაში ჩარაზული იყო და ტელეფონზე არავინ გვპასუხობდა. ეს ორ თვეს გაგრძელდა. ამასობაში გემის მოცდენის საფასური - დღეში 8 ათასი დოლარი ერიცხებოდა ჩემს კომპანიას. ჩემი პარტნიორი სომხეთიდან დღეში ასჯერ მირეკავდა. იძულებული გავხდი, იმ ხალხთან დამეკავშირებინა, ვინც ჩემგან განსხვავებით მათი ტვირთის გადაზიდვას შეძლებდა, ასეთი კი "კარგო ტრანზიტი" აღმოჩნდა...

სომხეთიდან ჩემი ყოფილი პარტნიორები დამიკავშირდნენ. გვითხრეს, ვიცით, თქვენთან ბიზნესი ხელშეუხებელია და დავიწყოთ თანამშრომლობაო. "რკინიგზამ" სომხურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის წარდგენა მომთხოვა. შემდეგ ჩემი პარტნიორი მირეკავს და მეუბნება, საქართველოდან დამიკავშირდნენ, ერთ-ერთმა გადამზიდავმა თავად შემომთავაზა ტვირთის გადატანაო, ანუ "რკინიგზას" ამისთვის სჭირდებოდა ჩემი პარტნიორების კონტრაქტები. მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და გვაცნობეს, რომ ორივე უწყება გაეცნობა ჩვენს წერილებს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია".

წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"