პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეფხისტყაოსანი" ყველა წყვილს და რესგისტრატორებისთვის ახალი უნიფორმები - ქორწინების ახალი სტანდარტები ინერგება
"ვეფხისტყაოსანი" ყველა წყვილს და რესგისტრატორებისთვის ახალი უნიფორმები - ქორწინების ახალი სტანდარტები ინერგება

დღე­ი­დან რე­გის­ტრა­ტო­რე­ბი ქორ­წი­ნე­ბას ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტით შექ­მნილ უნი­ფორ­მებ­ში და­ა­რე­გის­ტრი­რე­ბენ, ყო­ველ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს კი "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" აჩუ­ქე­ბენ, ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყვარ­ლის კომ­პლექსში ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ატ­რი­ბუ­ტი­კის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. ქორ­წი­ნე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი­სას რე­გის­ტრა­ტო­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტა­ნი­სა­მო­სის ეს­კი­ზე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მაკა ჯა­ფა­რი­ძეა, რო­მელ­მაც სა­რი­ტუ­ა­ლო მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­მო­სის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია შექ­მნა.

ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ყვე­ლა სა­ქორ­წი­ნო სახ­ლში, ასე­ვე გას­ვლი­თი ქორ­წი­ნე­ბი­სას, რე­გიტ­რა­ტო­რებს დახ­ვე­წი­ლი და ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტით შექ­მნი­ლი სა­მო­სი ეც­მე­ვათ.

. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ აღად­გი­ნეს უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ ქალს ოჯა­ხი­დან მზით­ვად ატან­დნენ „ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“ − ფას­და­უ­დე­ბელ სა­უნ­ჯეს და ახა­ლი ოჯა­ხის აუ­ცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუტს. სამ­ზით­ვო „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ყო­ველ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს, სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბას­თან ერ­თად გა­და­ე­ცე­მა რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თგუ­ლე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სიმ­ბო­ლო. „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­სა­ჩუქ­რე ეგ­ზემპლა­რი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის, ილუსტრა­ცი­ე­ბით, რო­მელ­თა ას­ლე­ბი გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ფო­ტო­ფიქ­სა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ინა­ხე­ბა. უახ­ლო­ეს ხან­ში სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვით­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ქორ­წი­ნე­ბის მსურ­ველ წყვი­ლებს შეს­თა­ვა­ზებს კი­დევ ერთ სერ­ვისს, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყვარ­ლის კომ­პლექსში გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მსურ­ველ პირს ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღის წი­ნას­წარ და­ჯავ­შნა დის­ტან­ცი­უ­რად, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან.

ავტორი:

"ვეფხისტყაოსანი" ყველა წყვილს და რესგისტრატორებისთვის ახალი უნიფორმები - ქორწინების ახალი სტანდარტები ინერგება

"ვეფხისტყაოსანი" ყველა წყვილს და რესგისტრატორებისთვის ახალი უნიფორმები - ქორწინების ახალი სტანდარტები ინერგება

დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ, ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს კი "ვეფხისტყაოსანს" აჩუქებენ, ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი განახლებული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და ატრიბუტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. ქორწინების საზეიმო ცერემონიალისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა, რომელმაც სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა.

ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

. იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება. უახლოეს ხანში სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს კიდევ ერთ სერვისს, რომლის პრეზენტაციაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ