მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასია ბიბი ციხეში რჩება, მისი ადვოკატი პაკისტანიდან გაიქცა, ქმარი კი ევროპას თავშესაფარს სთხოვს
ასია ბიბი ციხეში რჩება, მისი ადვოკატი პაკისტანიდან გაიქცა, ქმარი კი ევროპას თავშესაფარს სთხოვს

პა­კის­ტა­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ქა­ლის, ასია ბი­ბის ქმა­რი დიდ ბრი­ტა­ნეთს, აშშ-სა და კა­ნა­დას ოჯა­ხის­თვის თავ­შე­სა­ფარს სთხოვს, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

აშიქ მა­სი­ჰი ამ­ბობს, რომ პა­კის­ტან­ში მათ სი­ცო­ცხლეს ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

ღმერ­თის გმო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­უხ­სნა ბრალ­დე­ბე­ბი, თუმ­ცა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ასია ბიბი კვლავ სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბა.

მო­სა­მარ­თლის მიერ ასია ბი­ბის გა­მარ­თლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში დიდი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მოჰ­ყვა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქა­ლის სა­ჯა­როდ ჩა­მოხ­რჩო­ბას ითხო­ვენ.

ვი­დე­ოგ­ზავ­ნილ­ში მა­სი­ჰი ამ­ბობს, რომ მისი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვეშ არის და დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ტე­რე­ზა მეის თავ­შე­სა­ფარს სთხოვს. დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით, ასე­ვე, მი­მარ­თავს კა­ნა­დი­სა და აშშ-ს ლი­დე­რებს.

აში­ქი ცი­ხე­ში მისი ცო­ლის ბედ­ზეც ში­შობს, მისი თქმით, ოჯახს არა­ნა­ი­რი დაც­ვა არ გა­აჩ­ნია და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ხში­რად იც­ვლი­ან. „დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ იმე­დი გა­უ­ჩი­ნა, რომ ცოლს მალე ნა­ხავს.

„ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან, რო­დის ნა­ხა­ვენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ დე­დას,“ - გა­ნა­ცხა­და მა­სიჰ­მა.

CNN კი წერს, რომ ასია ბი­ბის ად­ვო­კატს პა­კის­ტა­ნი­დან გაქ­ცე­ვა მო­უხ­და, რად­გან მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. სა­ი­ფულ მა­ლუ­ქი ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ქრის­ტი­ა­ნი ქალი 2009 წელს და­ა­კა­ვეს. მის­მა ბრალ­დე­ბამ კი მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ოგ­ნა - ასია ბიბი მუ­სულ­მან ქა­ლებ­თან ერ­თად მინ­დორ­ში მუ­შა­ობ­და. მას ჭი­დან წყლის მო­ტა­ნა სთხო­ვეს. ვიდ­რე ჭას­თან ნა­პოვნ ძველ მე­ტა­ლის ჭი­ქას სხვებს გა­და­ა­წო­დებ­და, ბი­ბიმ წყა­ლი ჯერ თა­ვად მოს­ვა. ასი­ას მე­ზო­ბელ­მა, მუ­სა­რატ­მა, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნი ქა­ლის ოჯახ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო, და­ი­ნა­ხა, რო­გორ და­ლია წყა­ლი ბი­ბიმ და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა უთხრა, რომ აკ­რძა­ლუ­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის და­ლე­ვა იმა­ვე ჭურ­ჭლი­დან, სა­ი­და­ნაც მუ­სულ­მა­ნე­ბი სვა­მენ, მას სხვა ქა­ლე­ბიც და­ე­თან­ხმნენ.

რო­გორც ასია ბიბი იხ­სე­ნებს, მუ­სა­რატ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და იესო ქრის­ტეს შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ი­წყო და მას მოს­თხო­ვა, მუ­სულ­მა­ნო­ბა მი­ე­ღო.

„მე მჯე­რა ჩემი რე­ლი­გი­ის და იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ჯვარ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ვე­ბის გამო. მსგავ­სი რამ გა­უ­კე­თე­ბია თქვენს წი­ნას­წარ­მე­ტყველს? იქ­ნებ მე კი არ უნდა მი­ვი­ღო ის­ლა­მი, თქვენ მი­ი­ღოთ ქრის­ტი­ა­ნო­ბა?“ - უპა­სუ­ხა მათ ბი­ბიმ.

ინ­ცი­დენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მუ­სა­რატ­მა სხვა მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ასი­ას და ღმერ­თის გმო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ად­გი­ლობ­რივ­მა იმამ­მა ბი­ბის მო­უ­წო­და, რომ ან ის­ლა­მი მი­ე­ღო, ანდა - სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­ის უარ­ყო­ფას არ აპი­რებ­და, თუმ­ცა არც სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებ­და, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო იყო.

ასია ბიბი და­ა­კა­ვეს და 2010 წელს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, ქალი გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას 8 წელი ელო­დე­ბო­და. 31 ოქ­ტომ­ბერს კი ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ასია ბიბი ციხეში რჩება, მისი ადვოკატი პაკისტანიდან გაიქცა, ქმარი კი ევროპას თავშესაფარს სთხოვს

ასია ბიბი ციხეში რჩება, მისი ადვოკატი პაკისტანიდან გაიქცა, ქმარი კი ევროპას თავშესაფარს სთხოვს

პაკისტანელი ქრისტიანი ქალის, ასია ბიბის ქმარი დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას ოჯახისთვის თავშესაფარს სთხოვს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშიქ მასიჰი ამბობს, რომ პაკისტანში მათ სიცოცხლეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება.

ღმერთის გმობისთვის დაკავებული ქალი, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მოუხსნა ბრალდებები, თუმცა მისი გათავისუფლებისთვის ფორმალური პროცედურები ჯერ არ დასრულებულა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასია ბიბი კვლავ საპატიმროში რჩება.

მოსამართლის მიერ ასია ბიბის გამართლებას ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომლის მონაწილეები ქალის საჯაროდ ჩამოხრჩობას ითხოვენ.

ვიდეოგზავნილში მასიჰი ამბობს, რომ მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის თავშესაფარს სთხოვს. დახმარების თხოვნით, ასევე, მიმართავს კანადისა და აშშ-ს ლიდერებს.

აშიქი ციხეში მისი ცოლის ბედზეც შიშობს, მისი თქმით, ოჯახს არანაირი დაცვა არ გააჩნია და ადგილმდებარეობას ხშირად იცვლიან. „დოიჩე ველესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმედი გაუჩინა, რომ ცოლს მალე ნახავს.

„ჩემი ქალიშვილები მოუთმენლად ელიან, როდის ნახავენ გათავისუფლებულ დედას,“ - განაცხადა მასიჰმა.

CNN კი წერს, რომ ასია ბიბის ადვოკატს პაკისტანიდან გაქცევა მოუხდა, რადგან მისი ლიკვიდაციის საფრთხე არსებობდა. საიფულ მალუქი ევროპაში გაემგზავრა.

ქრისტიანი ქალი 2009 წელს დააკავეს. მისმა ბრალდებამ კი მსოფლიოს დიდი ნაწილი გააოგნა - ასია ბიბი მუსულმან ქალებთან ერთად მინდორში მუშაობდა. მას ჭიდან წყლის მოტანა სთხოვეს. ვიდრე ჭასთან ნაპოვნ ძველ მეტალის ჭიქას სხვებს გადააწოდებდა, ბიბიმ წყალი ჯერ თავად მოსვა. ასიას მეზობელმა, მუსარატმა, რომელიც ქრისტიანი ქალის ოჯახთან დაპირისპირებული იყო, დაინახა, როგორ დალია წყალი ბიბიმ და გაღიზიანებულმა უთხრა, რომ აკრძალული იყო ქრისტიანებისთვის დალევა იმავე ჭურჭლიდან, საიდანაც მუსულმანები სვამენ, მას სხვა ქალებიც დაეთანხმნენ.

როგორც ასია ბიბი იხსენებს, მუსარატმა ქრისტიანობისა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფა დაიწყო და მას მოსთხოვა, მუსულმანობა მიეღო.

„მე მჯერა ჩემი რელიგიის და იესო ქრისტესი, რომელიც ჯვარზე გარდაიცვალა ადამიანების ცოდვების გამო. მსგავსი რამ გაუკეთებია თქვენს წინასწარმეტყველს? იქნებ მე კი არ უნდა მივიღო ისლამი, თქვენ მიიღოთ ქრისტიანობა?“ - უპასუხა მათ ბიბიმ.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მუსარატმა სხვა მეზობლებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასიას და ღმერთის გმობაში დაადანაშაულა. ადგილობრივმა იმამმა ბიბის მოუწოდა, რომ ან ისლამი მიეღო, ანდა - სასიკვდილო განაჩენისთვის მომზადებულიყო. ქალმა უპასუხა, რომ საკუთარი რელიგიის უარყოფას არ აპირებდა, თუმცა არც სასჯელს იმსახურებდა, რადგან უდანაშაულო იყო.

ასია ბიბი დააკავეს და 2010 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, ქალი განაჩენის სისრულეში მოყვანას 8 წელი ელოდებოდა. 31 ოქტომბერს კი ბრალდება მოეხსნა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე