პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ" - ია მეტრეველი
"სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ" - ია მეტრეველი

ის ჯო­ჯო­ხე­თი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯურღმუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს უკან, რა­საც ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვუშ­ვებთ - ამი­ტომ ქუდ­ზე კაცი არ­ჩევ­ნებ­ზე! - ასე მი­მარ­თა “ვე­რის პარკში“ შეკ­რე­ბი­ლებს ამი­რან რო­ბა­ქი­ძის დე­დამ ია მეტ­რე­ველ­მა. მეტ­რე­ველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სთხო­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ “ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი სიბ­ნე­ლე­სა და სი­ნათ­ლეს შო­რის“.

“დღეს აქ ვხე­დავ იმ სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხრა წე­ლი­წა­დი ერ­თად ვი­დე­ქით იმ ტყვი­ებ­ში, ცე­ცხლში, გა­ზე­ბის გაშ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში. ათა­სი უბე­დუ­რე­ბა გა­და­ვი­ტა­ნეთ და მა­შინ არ შეგ­ვში­ნე­ბია. მინ­და აქე­დან ვუ­თხრა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ - დღეს აქ ვიკ­რი­ბე­ბით იმი­ტომ კი არა, რომ თქვე­ნი გვე­ში­ნია, ჩვენ და­გა­მარ­ცხებთ ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბით, დიდი პრო­ცენ­ტით.

მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თლი­ა­ნად არი­ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და მხო­ლოდ იმი­ტომ არ მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე. ასე­თი შე­დე­გიც ამი­ტომ დად­გა. თუმ­ცა, ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ჩვენს გვერ­დში იდ­გნენ და სის­ხლით და მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ვი­პო­ვეთ 2012 წლის გა­მარ­ჯვე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკვე აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ რა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით. ის ჯო­ჯო­ხე­თი, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯურღმუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს უკან, რა­საც არ და­ვუშ­ვებთ ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში.

ვე­რაფ­რით გავ­ჩერ­დე­ბო­დი სახ­ლში, რომ ხმა­მაღ­ლა არ გა­მო­მეთ­ქვა ჩემი აღ­შფო­თე­ბა და ჩემი აღელ­ვე­ბა. გა­იხ­სე­ნეთ ჩემი ტრა­გე­დია, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა 40 წლის ქალს და­მიმ­თავ­რეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი: დე­დო­ბა, ბე­ბი­ო­ბა... ახლა უკვე და­ხუნძლუ­ლი უნდა ვიყო შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით და არა­ფე­რი აღარ დამ­რჩა ამ ცხოვ­რე­ბა­ში. კი­დევ კარ­გი, რომ დის­შვი­ლე­ბი მყავს და ისე­თი ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლის­თვი­საც ვცო­ცხლობ და ვცო­ცხლობ ზუს­ტად თქვენ­თვის, ხალ­ხის­თვის. ვცდი­ლობ­დი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­მე­ტა­ნა ეს ხმე­ბი და ვა­ხერ­ხებ­დი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რომ ყვე­ლას დავ­ხმა­რე­ბო­დი, რი­თაც შე­მიძ­ლია. ახლა მე მინ­და გი­თხრათ თქვენ, რომ ეს ჩემი ტრა­გე­დია გა­ი­თა­ვი­სეთ! თუ ესე­ნი დაბ­რუნ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სხვა ბუტა, სხვა გი­ორ­გი, სხვა სან­დრო და მიყ­ვე­ბა ამას ასე­თი უბე­დუ­რე­ბა - არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, რომ მის შვი­ლებს არ შე­ე­ხე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა ვე­რის პარკში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ" - ია მეტრეველი

"სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ" - ია მეტრეველი

ის ჯოჯოხეთი, სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - ამიტომ ქუდზე კაცი არჩევნებზე! - ასე მიმართა “ვერის პარკში“ შეკრებილებს ამირან რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა. მეტრეველმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სთხოვა და განაცხადა, რომ “ეს არის არჩევნები სიბნელესა და სინათლეს შორის“.

“დღეს აქ ვხედავ იმ სახეებს, რომლებიც მთელი ცხრა წელიწადი ერთად ვიდექით იმ ტყვიებში, ცეცხლში, გაზების გაშვების პერიოდში. ათასი უბედურება გადავიტანეთ და მაშინ არ შეგვშინებია. მინდა აქედან ვუთხრა “ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს აქ ვიკრიბებით იმიტომ კი არა, რომ თქვენი გვეშინია, ჩვენ დაგამარცხებთ ძალიან დიდი გამარჯვებით, დიდი პროცენტით.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანად არიან განაწყენებული და მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ არჩევნებზე. ასეთი შედეგიც ამიტომ დადგა. თუმცა, ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდში იდგნენ და სისხლით და მთელი ძალისხმევით მოვიპოვეთ 2012 წლის გამარჯვება. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, უკვე აცნობიერებენ რა რეალობის წინაშე დავდექით. ის ჯოჯოხეთი, სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში.

ვერაფრით გავჩერდებოდი სახლში, რომ ხმამაღლა არ გამომეთქვა ჩემი აღშფოთება და ჩემი აღელვება. გაიხსენეთ ჩემი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა 40 წლის ქალს დამიმთავრეს აბსოლუტურად ყველაფერი: დედობა, ბებიობა... ახლა უკვე დახუნძლული უნდა ვიყო შვილიშვილებით და არაფერი აღარ დამრჩა ამ ცხოვრებაში. კიდევ კარგი, რომ დისშვილები მყავს და ისეთი ახლობლები, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვცოცხლობ ზუსტად თქვენთვის, ხალხისთვის. ვცდილობდი, ხელისუფლებამდე მიმეტანა ეს ხმები და ვახერხებდი ხშირ შემთხვევაში, რომ ყველას დავხმარებოდი, რითაც შემიძლია. ახლა მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ეს ჩემი ტრაგედია გაითავისეთ! თუ ესენი დაბრუნდნენ, აუცილებლად იქნება სხვა ბუტა, სხვა გიორგი, სხვა სანდრო და მიყვება ამას ასეთი უბედურება - არავინ არის დაზღვეული, რომ მის შვილებს არ შეეხებიან“, - განაცხადა ია მეტრეველმა ვერის პარკში გამართულ აქციაზე.