აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული პარტიისა“ და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები მისი მეუღლის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დისკრედიტებას ცდილობენ. აღნიშნული აზრი მელანია ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვა.
„დემოკრატები“ და ოპოზიციური მედია ყველაფერს აკეთებენ, რათა დონალდის დისკრედიტება მოახდინონ ცრუ ბრალდებების და „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების გზით. ისინი შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ მას ამერიკელი ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს“, - წერს აშშ-ს პირველი ლედი.
წერილში მელანია ტრამპი აღნიშნავს, რომ „ეს ბრძოლაა, რომელშიც გამარჯვება ერთად უნდა მოვიპოვოთ“. „გთხოვთ თქვენ და სხვა ამერიკელებს, პირადად დაადასტუროთ თქვენი მხარდაჭერა და დაამტკიცოთ, რომ „დემოკრატები“ და მედია ცდებიან“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება. შუალედური არჩევნების ფარგლებში 100-დან 35 სენატორის არჩევა მოხდება, ასევე, სრულად მოხდება წარმომადგენელთა პალატის განახლება, არჩეული იქნება 39 გუბერნატორი და შტატების საკანონმდებლო ორგანოების 6073 წევრი.