მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას პატიმრობა შეეფარდათ

ზუგ­დი­დის ყო­ფილ მერს ლაშა გო­გი­ა­სა და მე­რის მო­ად­გი­ლეს გია გუ­ლორ­და­ვას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ვახ­ტანგ მრე­ლაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რე ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა საფრ­თხე­ე­ბი, რა­ზეც შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში ვუ­თი­თებ­დით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ბექა ეჟიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მე­რი­სა და მისი მო­ად­გი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი.

„სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, საქ­მე­შია რო­გორც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, არის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ქვით­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, მა­გა­ლი­თად ფუ­ლა­დი თან­ხის ჩა­რი­ცხვებს. წარ­მოდ­გე­ნი­ლია ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს და ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ამ ეტა­პის­თვი­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბა, მოწ­მე­თა და­კი­თხვა, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ეჟიშ­ვილ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ლაშა გო­გი­ამ და გია გუ­ლორ­და­ვამ, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის და ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­დნენ, ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში მდე­ბა­რე გუ­ლუ­ას ბა­ღის და რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის იჯა­რით გა­სა­ცემ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქეს ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვეს და გა­მო­არ­თვეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 21 500 აშშ დო­ლა­რი. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, 11 500 აშშ დო­ლა­რი გან­კუთ­ვნი­ლი იყო გუ­ლუ­ას ბა­ღის იჯა­რით გა­და­ცე­მის­თვის, ხოლო 10 000 აშშ დო­ლა­რი - რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის იჯა­რით გა­და­ცე­მის­თვის. 2018 წლის მა­ის­ში იმა­ვე მო­ქა­ლა­ქემ 10 000 აშშ დო­ლა­რი პი­რა­დად გა­დას­ცა გია გუ­ლორ­და­ვას, ხოლო 11 500 აშშ დო­ლა­რი მათ­თვის გა­და­სა­ცე­მად 2018 წლის 7 ივ­ნისს ჩა­რი­ცხა გია გუ­ლორ­და­ვას მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ხ.ბ-ს სა­ხელ­ზე, სა­ბან­კო გზავ­ნი­ლის სა­ხით, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ და­ე­უფლნენ გია გუ­ლორ­და­ვა და ლაშა გო­გია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვახტანგ მრელაშვილმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

სასამართლომ გაიზიარა საფრთხეები, რაზეც შუამდგომლობაში ვუთითებდით ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, - ამის შესახებ პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტები.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეშია როგორც მოწმეთა ჩვენებები, პირდაპირი მტკიცებულებები, ასევე, არის აუდიო ჩანაწერი, გამოთხოვილი ინფორმაციები, ქვითრები, რომლებიც ადასტურებს, მაგალითად ფულადი თანხის ჩარიცხვებს. წარმოდგენილია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და ასევე ძალიან ბევრი მტკიცებულებაა. ამ ეტაპისთვისაც მიმდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვება, მოწმეთა დაკითხვა, ასევე, სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტები“, - განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს