ჯორჯ ბუშ-უმცროსს, პრეზიდენტობის პერიოდში, თვეში ათზე მეტ (დღეში დაახლოებით 33) ნივთს ჩუქნიდნენ. ყველაზე უჩვეულო საჩუქრებს შორისაა: IPod, რომელიც ჯგუფის U2 სოლისტმა აჩუქა; ვიეტნამელი პოლიტიკოსის სამახსოვრო სუვენირი ელექტროარფა იყო; "ერუდიტი" (სიტყვების მნიშვნელობის გამოსაცნობი თამაში) ბრუნეის სულთნისგან მიიღო; 2003 წელს არგენტინის პრეზიდენტმა 100 კგ ბატკნის ხორცი გაუგზავნა. ეს ძღვენი, აგრეთვე სხვა მალფუჭებადი პროდუქტები, თეთრი სახლის მმართველს გადაეცა. ბუშის ძღვენი, ისევე როგორც სხვა პრეზიდენტის საჩუქრები, თეთრ სახლში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკასა და ნაციონალურ არქივში ინახება.
საჩუქრებით ბილ კლინტონსაც ანებივრებდნენ. 1997 წელს აზერბაიჯანის მაშინდელმა პრეზიდენტმა - ჰეიდარ ალიევმა ხელით ნაქსოვი ფარდაგი გადასცა. მისი დიზაინი მხატვარ კამილა ალიევას ეკუთვნის. ფარდაგზე ბილი და ჰილარი კლინტონები არიან გამოსახულები. ფარდაგს 3 თვის განმავლობაში 12 ქალბატონი ქსოვდა.
1990 წელს ჯორჯ ბუშ-უფროსს, ინდონეზიის პრეზიდენტმა ხვლიკი-კომოდო გაუგზავნა. ის ცინცინატის ზოოპარკში დაასახლეს. ხვლიკმა 32 შთამომავალი დატოვა.
რონალდ რეიგანს ქამრის ბალთები და უნაგირები უყვარდა. პრეზიდენტობის პერიოდში მას 372 ბალთა აჩუქეს, ყველაზე ძვირფასი, ხელით მოქარგული უნაგირი კი 1985 წელს ალჟირის პრეზიდენტმა უსახსოვრა.
1979 წელს ჯიმი კარტერმა მექსიკის პრეზიდენტის ხოსე ლოპეს პორტილიოსგან უჩვეულო პორტრეტი მიიღო. მეტამორფოზული მხატვრობა ჰქვია ტილოს, რომელიც რეალური ობიექტების შემცირებული ფრაგმენტებისგანაა (მშენებლობა, შენობები, დროშები, გემები) აწყობილი. პორტრეტი ოქტავიო ოკამპომ "დახატა".
ჯონ კენედიმ, პრეზიდენტობის პერიოდში, სხვა საჩუქრებთან ერთად, ამოტვიფრული ატმის კურკა მიიღო. ერთ მხარეს წმინდა კრისტოფერი იყო გამოსახული; მეორეზე - წარწერა: "აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი. საჩუქარი ვინმე R.J. McErlean დაამზადა".
ერთ-ერთ ქვეშევრდომს ძალიან უნდოდა პრეზიდენტ - გარი ტრუმენის გული მოეგო და 1947 წელს, იუბილეზე, თეთრ სახლში ბოულინგის ორი ბილიკი გაუკეთა. სინამდვილეში, ტრუმენს ბოულინგი 19 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. გასართობ თამაშებს შორის ყველაზე მეტად პოკერი უყვარდა. 1955 წელს ბილიკები ბოულინგის ცენტრში გადაიტანეს, სადაც თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთობოდნენ და ლიგაც კი ჩამოაყალიბეს.
ფრანკლინ რუზველტმა 59 წლის იუბილეზე, ამერიკელი კონდიტერებისგან 2-მეტრიანი და 100 კგ-იანი ტორტი მიიღო.
რეტფორდ ჰეისმა (ამერიკის პრეზიდენტი 1877-1881 წლებში) ერთ დღეს ლიმონისგან გაკეთებული ღორი მიიღო. პრეზიდენტის ცოლს, ლუსის ალკოჰოლური სასმლის გაყიდვის აკრძალვა სურდა, რის გამოც, "ლიმონათის ლუსი" შეარქვეს. უჩვეულო საჩუქრის მიღებასაც ამ ფაქტს მიაწერენ.
აბრაამ ლინკოლნს ხშირად ალკოჰოლურ სასმელებს ჩუქნიდნენ. პრეზიდენტი საჩუქრებს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს ურიგებდა.
თომას ჯეფერსონს ძალიან უყვარდა ყველი. 1802 წელს, საშობაოდ 300 კგ-იანი ყველი მიართვეს. პრეზიდენტს საჩუქრები არ უყვარდა და ყველის თავში 200 დოლარი გადაიხადა.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)