საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა
ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ტყუ­პი ძმა და ერთ-ერთი ძმის ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი - ამ ფო­ტოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვე­ძებ­ნა "მთა­ვა­რი გმი­რე­ბი" და თქვენ­თვის გაგ­ვეც­ნო. ეს ტყუ­პი ძმა გელა და გი­ორ­გი გო­ჩი­ტაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. მათ კი­დევ ჰყავთ უმ­ცრო­სი ძმა - მიშო. ეს პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი გე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან. სწო­რედ გელა გო­ჩი­ტაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- ინ­ტერ­ნეტ­ში სულ ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და თქვე­ნი ფოტო და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორ შეხ­ვდით ინ­ტერ­ნეტ­პო­პუ­ლა­რო­ბას? ელო­დით ხალ­ხის ასეთ რე­აქ­ცი­ას?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტაჟს. ეს ფოტო გა­და­ი­ღო ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ელე­ნე წიკ­ლა­ურ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის წინ. და­დე­ბის­თა­ნა­ვე ჩემს ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მერე დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია... ბავ­შვო­ბი­დან ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ტყუპს, მით უმე­ტეს მა­მა­კაც ტყუპს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შან­სი აქვს, რომ ტყუ­პი შვი­ლე­ბი ჰყავ­დეს, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც მახ­სოვს, შან­სე­ბის ალ­ბა­თო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1.7%-ს შე­ად­გენს, ასე რომ, რას არ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რას არ ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ ამას ნამ­დვი­ლად არა... ეს ნამ­დვი­ლად სას­წა­უ­ლია, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა კი ამ შემ­თხვე­ვა­ში - ადეკ­ვა­ტუ­რი.

- დიდი ინ­ტე­რე­სი განჩდა. მოგ­ვი­ყე­ვით, რა პრო­ფე­სი­ის ხართ, რას საქ­მი­ა­ნობთ, რამ­დე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ხართ?

- პრო­ფე­სი­ის რა მო­გახ­სე­ნოთ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჰო­ბის უფრო ვუ­წო­დებ­დი მხატ­ვრო­ბას, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ას. დიდი ხა­ნია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ოჯახს ვერ შე­ი­ნა­ხავ. ამ­ჟა­მად ჩემი ბიზ­ნე­სით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ტუ­რის­ტულ სფე­რო­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ განვვი­თარ­დე და რა­ღაც ახა­ლი შევ­ქმნა. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ ახალ პრო­ექ­ტზე ჩემს ტყუ­პის­ცალ­თან ერ­თად, დღე-დღე­ზე გავ­ხსნით ლუ­დის და ღვი­ნის დიდ მა­ღა­ზი­ას, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც ჩვე­ნი გვა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს... დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ხალ­ხს მო­ე­წო­ნე­ბა ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ტყუპი ძმა და ერთ-ერთი ძმის ტყუპი ქალიშვილი - ამ ფოტოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა "მთავარი გმირები" და თქვენთვის გაგვეცნო. ეს ტყუპი ძმა გელა და გიორგი გოჩიტაშვილები არიან. მათ კიდევ ჰყავთ უმცროსი ძმა - მიშო. ეს პატარა გოგონები გელას ქალიშვილები არიან. სწორედ გელა გოჩიტაშვილს გავესაუბრეთ:

- ინტერნეტში სულ ახლახან გავრცელდა თქვენი ფოტო და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ შეხვდით ინტერნეტპოპულარობას? ელოდით ხალხის ასეთ რეაქციას?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამხელა აჟიოტაჟს. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, ელენე წიკლაურმა, დაახლოებით 1 თვის წინ. დადებისთანავე ჩემს ფეისბუქგვერდზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მერე დიდად არ გამკვირვებია... ბავშვობიდან ვფლობდი ინფორმაციას, რომ ტყუპს, მით უმეტეს მამაკაც ტყუპს ყველაზე დაბალი შანსი აქვს, რომ ტყუპი შვილები ჰყავდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც მახსოვს, შანსების ალბათობა დაახლოებით 1.7%-ს შეადგენს, ასე რომ, რას არ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში, რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა... ეს ნამდვილად სასწაულია, გამოხმაურება კი ამ შემთხვევაში - ადეკვატური.

- დიდი ინტერესი განჩდა. მოგვიყევით, რა პროფესიის ხართ, რას საქმიანობთ, რამდენი დედმამიშვილი ხართ?

- პროფესიის რა მოგახსენოთ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჰობის უფრო ვუწოდებდი მხატვრობას, ვიდრე პროფესიას. დიდი ხანია გავაანალიზე, რომ ამ საქმიანობით ოჯახს ვერ შეინახავ. ამჟამად ჩემი ბიზნესით ვარ დაკავებული, ტურისტულ სფეროში. ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე და რაღაც ახალი შევქმნა. ამჟამად ვმუშაობ ახალ პროექტზე ჩემს ტყუპისცალთან ერთად, დღე-დღეზე გავხსნით ლუდის და ღვინის დიდ მაღაზიას, რომლის სახელწოდებაც ჩვენი გვარიდან გამომდინარეობს... დიდ იმედებს ვამყარებთ და ვიმედოვნებთ, რომ ხალხს მოეწონება ჩვენი შეთავაზებული პროდუქტი. წაიკითხეთ სრულად

23-24 ნოემბერს „ქუთაისის წიგნის ფესტივალი “ გაიმართება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - 11-დან 17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან და ძალიან ცოტას მოძრაობენ

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ