საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილზე - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის შესახებ
ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილზე - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის შესახებ

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხში­რად უს­ვა­მენ ხაზს პო­ლი­ტი­კო­სის წარ­მო­მავ­ლო­ბას.

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და საფ­რან­გეთ­ში, ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს თავ­ჯდო­მა­რის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­ში. იგი არის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვილ­თაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყ­ვნენ და რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ მისი მშობ­ლე­ბი. სა­ლო­მეს დედა, ზე­ი­ნაბ კე­ი­დია, ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ და ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­ლიც ჰყო­ლია. ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს ცხოვ­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ის დროს და­უ­კავ­ში­რა. წყვილ­მა პა­რიზ­ში იქორ­წი­ნა მალე ვაჟი, ოთა­რი შე­ე­ძი­ნათ, ორი წლის შემ­დეგ კი - ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე.

სა­ლო­მეს დედა ზე­ი­ნაბ კე­დია სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის, მექი კე­დი­ა­სა და აგ­რა­ფი­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის ქალ­შვი­ლი გახ­ლდათ. გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ მისი მამა სა­ქარ­თვე­ლო­დან სტამ­ბოლ­ში წა­სუ­ლა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მა­შინ ზე­ი­ნაბ­ზე ყო­ფი­ლა ორ­სუ­ლად და ბავ­შვი 1921 წლის 8 ივ­ლისს­ში სტამ­ბულ­ში გაჩ­ნდა. თურ­ქეთ­ში ოთხწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ სა­ლო­მეს ბე­ბია და ბა­ბუა დე­დის მხრი­დან პა­რიზ­ში გა­და­სუ­ლან სა­ცხოვ­რებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მეს მა­მას, ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს, იგი ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. ის ცნო­ბი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სა­ლო­მეს ბე­ბია, ნინო ნი­კო­ლა­ძე პე­და­გო­გი და პუბ­ლი­ცის­ტი იყო, ხოლო ბა­ბუა, ივა­ნე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იუ­რის­ტი.

რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. თა­ვი­დან სტამ­ბულ­ში და­სახ­ლდნენ, 1924 წლი­დან კი პა­რიზ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად და ლე­ვა­ნი სენტ–ბარ­ბის გან­თქმულ მო­სამ­ზა­დე­ბელ კო­ლე­ჯში შე­ვი­და, 1928 წელს კი სამ­თა­მად­ნო–სა­ინ­ჟინ­რო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ი­რი­ცხა. მას იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე უნ­დო­და სწავ­ლა, მაგ­რამ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილზე - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის შესახებ

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილზე - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო სალომე ზურაბიშვილი მუდმივად ექცევა ყურადღების ეპიცენტრში და მისი პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ხშირად უსვამენ ხაზს პოლიტიკოსის წარმომავლობას.

ყველასათვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ მისი მშობლები. სალომეს დედა, ზეინაბ კეიდია, ულამაზესი ქალბატონი გახლდათ და ბევრი თაყვანისმცელიც ჰყოლია. ლევან ზურაბიშვილს ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციის დროს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა მალე ვაჟი, ოთარი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი - ქალიშვილი სალომე.

სალომეს დედა ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბულში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.

რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი იურისტი.

რამდენიმე წელიწადში ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. თავიდან სტამბულში დასახლდნენ, 1924 წლიდან კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად და ლევანი სენტ–ბარბის განთქმულ მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო–საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მას იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა...წაიკითხეთ სრულად

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 408-მდე გა­ი­ზარ­და

"ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე..." - ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალის მეუღლე პირველად შეხვდა შვილებს

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს