მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლოკირებული ქუჩები და ცეცხლმოკიდებული მანქანები - პაკისტანში ქრისტიანი ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ
ბლოკირებული ქუჩები და ცეცხლმოკიდებული მანქანები - პაკისტანში ქრისტიანი ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ

ქრის­ტი­ა­ნი ქალი, რო­მელ­საც ღმერ­თის გმო­ბის ბრალ­დე­ბით სიკ­ვდი­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი და რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­სა­მარ­თლემ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, პა­კის­ტა­ნი­დან გაქ­ცე­ვას გეგ­მავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს.

ასია ბიბი, მისი ძმის თქმით, პა­კის­ტანს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვებს.

ქრის­ტი­ა­ნი ქალი 2009 წელს და­ა­კა­ვეს. მის­მა ბრალ­დე­ბამ კი მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ოგ­ნა - ასია ბიბი მუ­სულ­მან ქა­ლებ­თან ერ­თად მინ­დორ­ში მუ­შა­ობ­და. მას ჭი­დან წყლის მო­ტა­ნა სთხო­ვეს. ვიდ­რე ჭას­თან ნა­პოვნ ძველ მე­ტა­ლის ჭი­ქას სხვებს გა­და­ა­წო­დებ­და, ბი­ბიმ წყა­ლი ჯერ თა­ვად მოს­ვა. ასი­ას მე­ზო­ბელ­მა, მუ­სა­რატ­მა, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნი ქა­ლის ოჯახ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო, და­ი­ნა­ხა, რო­გორ და­ლია წყა­ლი ბი­ბიმ და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა უთხრა, რომ აკ­რძა­ლუ­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის და­ლე­ვა იმა­ვე ჭურ­ჭლი­დან, სა­ი­და­ნაც მუ­სულ­მა­ნე­ბი სვა­მენ, მას სხვა ქა­ლე­ბიც და­ე­თან­ხმნენ.

რო­გორც ასია ბიბი იხ­სე­ნებს, მუ­სა­რატ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და იესო ქრის­ტეს შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ი­წყო და მას მოს­თხო­ვა, მუ­სულ­მა­ნო­ბა მი­ე­ღო.

„მე მჯე­რა ჩემი რე­ლი­გი­ის და იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ჯვარ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ვე­ბის გამო. მსგავ­სი რამ გა­უ­კე­თე­ბია თქვენს წი­ნას­წარ­მე­ტყველს? იქ­ნებ მე კი არ უნდა მი­ვი­ღო ის­ლა­მი, თქვენ მი­ი­ღოთ ქრის­ტი­ა­ნო­ბა?“ - უპა­სუ­ხა მათ ბი­ბიმ.

ინ­ცი­დენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მუ­სა­რატ­მა სხვა მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ასი­ას და ღმერ­თის გმო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ად­გი­ლობ­რივ­მა იმამ­მა ბი­ბის მო­უ­წო­და, რომ ან ის­ლა­მი მი­ე­ღო, ანდა - სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­კუ­თა­რი რე­ლი­გი­ის უარ­ყო­ფას არ აპი­რებ­და, თუმ­ცა არც სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებ­და, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო იყო.

ასია ბიბი და­ა­კა­ვეს და 2010 წელს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, ქალი გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას 8 წელი ელო­დე­ბო­და.

31 ოქ­ტომ­ბერს პა­კის­ტან­ში ასია ბი­ბის ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა, მო­სა­მარ­თლემ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ­ცერ­თი ბრალ­დე­ბა და­დას­ტურ­და. მსოფ­ლიო მე­დია წერს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად მი­ი­ღო.

ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­შია გა­მო­სუ­ლი და მო­ი­თხოვს, ასია ბიბი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯონ. მთა­ვა­რი ქუ­ჩე­ბი ბლო­კი­რე­ბუ­ლია.

ბი­ბის ძმა, ჯე­იმს მა­სი­ჰი ამ­ბობს, რომ ასი­ას სი­ცო­ცხლე პა­კის­ტან­ში და­ცუ­ლი არ იქ­ნე­ბა და ქვე­ყა­ნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ტო­ვებს. ქალს უკვე შეს­თა­ვა­ზეს თავ­შე­სა­ფა­რი ეს­პა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა, თუმ­ცა მა­სი­ჰი არ ამ­ბობს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა მისი და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ბიბი ახლა უსაფრ­თხო ად­გი­ლას არის, თუმ­ცა ძლი­ე­რი სტრე­სი აქვს.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქუ­ჩებ­ში მან­ქა­ნებს და სა­ბუ­რა­ვებს წვა­ვენ. 1000-ზე მეტ­მა ის­ლა­მის­ტმა გა­და­კე­ტა მთა­ვა­რი ქუჩა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქს, ის­ლა­მა­ბადს სა­გარ­ნი­ზო­ნო ქა­ლაქ რა­ვალ­პინ­დის­თან აკავ­ში­რებს. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, ასია ბიბი სა­ხალ­ხოდ ჩა­მო­ახ­რჩონ.

სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ კა­რა­ჩი­ში ულტრა-ის­ლა­მის­ტურ­მა პარ­ტი­ის ლი­დერ­მა მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­და, პო­ლი­ცი­ას არ და­ე­მორ­ჩი­ლონ.

ასია ბი­ბის ოთხი შვი­ლი ჰყავს. ის პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­საც პა­კის­ტან­ში ღმერ­თის გმო­ბის გამო სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბლოკირებული ქუჩები და ცეცხლმოკიდებული მანქანები - პაკისტანში ქრისტიანი ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ

ბლოკირებული ქუჩები და ცეცხლმოკიდებული მანქანები - პაკისტანში ქრისტიანი ქალის ჩამოხრჩობას ითხოვენ

ქრისტიანი ქალი, რომელსაც ღმერთის გმობის ბრალდებით სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, პაკისტანიდან გაქცევას გეგმავს, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ასია ბიბი, მისი ძმის თქმით, პაკისტანს გათავისუფლების ოფიციალური პროცედურების დასრულებისთანავე დატოვებს.

ქრისტიანი ქალი 2009 წელს დააკავეს. მისმა ბრალდებამ კი მსოფლიოს დიდი ნაწილი გააოგნა - ასია ბიბი მუსულმან ქალებთან ერთად მინდორში მუშაობდა. მას ჭიდან წყლის მოტანა სთხოვეს. ვიდრე ჭასთან ნაპოვნ ძველ მეტალის ჭიქას სხვებს გადააწოდებდა, ბიბიმ წყალი ჯერ თავად მოსვა. ასიას მეზობელმა, მუსარატმა, რომელიც ქრისტიანი ქალის ოჯახთან დაპირისპირებული იყო, დაინახა, როგორ დალია წყალი ბიბიმ და გაღიზიანებულმა უთხრა, რომ აკრძალული იყო ქრისტიანებისთვის დალევა იმავე ჭურჭლიდან, საიდანაც მუსულმანები სვამენ, მას სხვა ქალებიც დაეთანხმნენ.

როგორც ასია ბიბი იხსენებს, მუსარატმა ქრისტიანობისა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფა დაიწყო და მას მოსთხოვა, მუსულმანობა მიეღო.

„მე მჯერა ჩემი რელიგიის და იესო ქრისტესი, რომელიც ჯვარზე გარდაიცვალა ადამიანების ცოდვების გამო. მსგავსი რამ გაუკეთებია თქვენს წინასწარმეტყველს? იქნებ მე კი არ უნდა მივიღო ისლამი, თქვენ მიიღოთ ქრისტიანობა?“ - უპასუხა მათ ბიბიმ.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მუსარატმა სხვა მეზობლებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასიას და ღმერთის გმობაში დაადანაშაულა. ადგილობრივმა იმამმა ბიბის მოუწოდა, რომ ან ისლამი მიეღო, ანდა - სასიკვდილო განაჩენისთვის მომზადებულიყო. ქალმა უპასუხა, რომ საკუთარი რელიგიის უარყოფას არ აპირებდა, თუმცა არც სასჯელს იმსახურებდა, რადგან უდანაშაულო იყო.

ასია ბიბი დააკავეს და 2010 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, ქალი განაჩენის სისრულეში მოყვანას 8 წელი ელოდებოდა.

31 ოქტომბერს პაკისტანში ასია ბიბის ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა, მოსამართლემ ყველა ბრალდება მოუხსნა და განაცხადა, რომ ქალის წინააღმდეგ ვერცერთი ბრალდება დადასტურდა. მსოფლიო მედია წერს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიიღო.

ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული და მოითხოვს, ასია ბიბი სიკვდილით დასაჯონ. მთავარი ქუჩები ბლოკირებულია.

ბიბის ძმა, ჯეიმს მასიჰი ამბობს, რომ ასიას სიცოცხლე პაკისტანში დაცული არ იქნება და ქვეყანას უახლოეს დღეებში დატოვებს. ქალს უკვე შესთავაზეს თავშესაფარი ესპანეთმა და საფრანგეთმა, თუმცა მასიჰი არ ამბობს, რომელ ქვეყანაში გაემგზავრება მისი და.

სამართალდამცველების მტკიცებით, ბიბი ახლა უსაფრთხო ადგილას არის, თუმცა ძლიერი სტრესი აქვს.

პროტესტის მონაწილეები ქუჩებში მანქანებს და საბურავებს წვავენ. 1000-ზე მეტმა ისლამისტმა გადაკეტა მთავარი ქუჩა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქს, ისლამაბადს საგარნიზონო ქალაქ რავალპინდისთან აკავშირებს. ისინი მოითხოვენ, ასია ბიბი სახალხოდ ჩამოახრჩონ.

სამხრეთით მდებარე ქალაქ კარაჩიში ულტრა-ისლამისტურმა პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას არ დაემორჩილონ.

ასია ბიბის ოთხი შვილი ჰყავს. ის პირველი ქალია, რომელსაც პაკისტანში ღმერთის გმობის გამო სიკვდილი მიუსაჯეს.

თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN

მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"