საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა - 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს, მერე შემოვიდა რუსული არმია
გოგა ხაინდრავა - 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს, მერე შემოვიდა რუსული არმია

2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­უხ­სნა ცე­ცხლი ცხინ­ვალს - მერე შე­მო­ვი­და რუ­სუ­ლი არ­მია, დი­ლას და არა იმ ღა­მეს, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "7VS1" გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რი თქმუ­ლა, ვი­ნა­ი­დან ის სა­უბ­რობ­და იმ ფაქ­ტებ­ზე, რაც ისე­დაც ცნო­ბი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას გოგა ხა­ინ­დრა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუ­სუ­ლი არ­ხე­ბის არ­ქი­ვე­ბის ნახ­ვა ურ­ჩია, რათა ნა­ხონ, თუ ვინ გახ­სნა პირ­ველ­მა ცე­ცხლი.

"2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­უხ­სნა ცე­ცხლი ცხინ­ვალს. სიც­რუ­ეა, რომ ცხინ­ვა­ლი დაც­ლი­ლი იყო. ცხინ­ვა­ლი და­ი­ცა­ლა ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან და არა ქარ­თუ­ლი და მე ნუ მას­წავ­ლით ამას. ცე­ცხლი გახ­სნეს დი­ლით, ორ სა­ათ­ზე, გრა­დე­ბი­დან. ეს გა­და­ღე­ბუ­ლი აქვთ რუ­სებს, ჩი­ნე­ლებს, იტა­ლი­ე­ლებს და ა.შ. იმ­დრო­ინ­დე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი რუ­სუ­ლი არხი შე­გიძ­ლი­ათ აი­ღოთ და ნა­ხოთ ის კად­რე­ბი, თუ რო­გორ იბომ­ბე­ბა ცხინ­ვა­ლი. რუ­სუ­ლი არ­მია გად­მო­დის უკვე დი­ლით, ორ სა­ათ­ზე გა­იხ­სნა ცე­ცხლი და მერე შე­მო­ვი­და რუ­სუ­ლი არ­მია, დი­ლას და არა იმ ღა­მეს. რუ­სეთ­მა ამის წი­ნა­პი­რო­ბა დიდი ხნის წინ, 1921 წელს შექ­მნა.

ჩემს ფილმში ბევ­რად უფრო მე­ტია ნათ­ქვა­მი, ვიდ­რე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მათ­ქვა. ეს ფილ­მი ნაჩ­ვე­ნე­ბია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" ჰქვია. აქ ნათ­ქვა­მი არა­ფე­რი იყო ისე­თი, რაც აქამ­დე არ თქმუ­ლა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი იყო და ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის", - აღ­ნიშ­ნა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ცე­ცხლი გახ­სნა სა­ა­კაშ­ვილ­მა" – 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე გოგა ხა­ინ­დრა­ვა

00:00 / 00:00
ავტორი:

გოგა ხაინდრავა - 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს, მერე შემოვიდა რუსული არმია

გოგა ხაინდრავა - 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს, მერე შემოვიდა რუსული არმია

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს - მერე შემოვიდა რუსული არმია, დილას და არა იმ ღამეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ახალი არაფერი თქმულა, ვინაიდან ის საუბრობდა იმ ფაქტებზე, რაც ისედაც ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გადაცემაში საუბრისას გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს რუსული არხების არქივების ნახვა ურჩია, რათა ნახონ, თუ ვინ გახსნა პირველმა ცეცხლი.

"2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს. სიცრუეა, რომ ცხინვალი დაცლილი იყო. ცხინვალი დაიცალა ოსური მოსახლეობისგან და არა ქართული და მე ნუ მასწავლით ამას. ცეცხლი გახსნეს დილით, ორ საათზე, გრადებიდან. ეს გადაღებული აქვთ რუსებს, ჩინელებს, იტალიელებს და ა.შ. იმდროინდელი ნებისმიერი რუსული არხი შეგიძლიათ აიღოთ და ნახოთ ის კადრები, თუ როგორ იბომბება ცხინვალი. რუსული არმია გადმოდის უკვე დილით, ორ საათზე გაიხსნა ცეცხლი და მერე შემოვიდა რუსული არმია, დილას და არა იმ ღამეს. რუსეთმა ამის წინაპირობა დიდი ხნის წინ, 1921 წელს შექმნა.

ჩემს ფილმში ბევრად უფრო მეტია ნათქვამი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმათქვა. ეს ფილმი ნაჩვენებია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, "დემოკრატიის შუქურა" ჰქვია. აქ ნათქვამი არაფერი იყო ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ეს ყველაფერი ნათქვამი იყო და ყველამ ყველაფერი იცის", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

იხილეთ ვიდეო: "ცეცხლი გახსნა სააკაშვილმა" – 2008 წლის აგვისტოს ომზე გოგა ხაინდრავა

"მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ" - იაგო ხვიჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"