ავტორი:

"სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დადასტურდა"

"სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დადასტურდა"

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დადასტურდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციაშია ნათქვამი.

"2018 წლის მარტში რამდენიმე ქალმა ზვიად დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალების ისტორიების მიხედვით, ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა პროფესიულ და საზოგადოებრივ მდგომარეობას და მათ მიმართ ახორციელებდა არასასურველი სექსუალური შინაარსის ქცევას. ქალებმა სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მომართეს ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რის შემდეგაც PHR-მა ოთხ კონკრეტულ შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა.

PHR-ისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც "ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარების გამოყენებით (...) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო", - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციაში დღეს განცხადება გაკეთდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი