მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის გამორიცხული, საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს" - რა თამაშს თამაშობს ფაშინიანი და როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთის ირგვლივ
"არ არის გამორიცხული, საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს" - რა თამაშს თამაშობს ფაშინიანი და როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთის ირგვლივ

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ირან­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, ირან­თან სა­ზღვა­რი დე ფაქ­ტო და­ი­ხუ­როს. იმა­ვეს არ გა­მოვ­რი­ცხავთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან. რა გა­მო­დის, რომ სომ­ხე­თი კუნ­ძუ­ლია ზღვის გა­რე­შე და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, რა უნდა ვქნათ?" - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერთ ძა­ლი­ან გა­მოც­დილ დიპ­ლო­მატ­თან შეხ­ვედ­რი­სას მან აღ­წე­რა ის სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც სომ­ხე­თი იმ­ყო­ფე­ბა - რო­დე­საც ორი სა­ზღვა­რი - თურ­ქეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­ხუ­რუ­ლია, ხოლო ორი დარ­ჩე­ნი­ლი სა­ზღვა­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ხევ­რად არის გახ­სნი­ლი. მისი ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბის ამოხ­სნას ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტო­ლო­გებ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლის თქმით, ფა­ში­ა­ნი­ნი რუ­სეთ­სა და ამე­რი­კას შო­რის ლა­ვი­რე­ბას ცდი­ლობს, სხვე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის დაბ­ნე­უ­ლია.

ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა ერ­თგვა­რი ტეს­ტია მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- ეს გან­ცხა­დე­ბა არის სი­ტუ­ა­ცი­ის ტეს­ტი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­მელ დიპ­ლო­მატს გუ­ლის­ხმობ­და ფა­ში­ნი­ა­ნი, თუ ირან­თან სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­საძ­ლოა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ჯონ ბოლ­ტონს (ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ვე­ლი) გუ­ლის­ხმობ­და. ტრამპმა გა­ახ­მო­ვა­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, რო­დე­საც თქვა, რომ სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­ვლით, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა, მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რას გუ­ლის­ხმობ­და, მაგ­რამ ბა­ქო­საც იგი­ვე გზავ­ნი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს რას ერ­ჩის, - მა­ინც მგო­ნია, ამით ფა­ში­ნი­ანს იმის თქმა უნ­დო­და, რომ იმ ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა ისე­თი პი­რო­ბე­ბი წა­მო­მი­ყე­ნა, რომ მე ამის გა­კე­თე­ბა მო­მი­წევ­სო, ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბაო. ანუ ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ამე­რი­კას ეკუთ­ვნო­და, მე თუ ამე­რი­კე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას შე­ვას­რუ­ლებ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბი რუ­სე­ბის მო­თხოვ­ნაც შე­ვას­რუ­ლოო, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ჩემს მე­ზობ­ლებ­თან, პირ­ველ რიგ­ში კი, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი ჩა­ვი­კე­ტო სა­ზღვრებ­ში და კუნ­ძუ­ლი­ვით ვი­ცხოვ­რო­თო... ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ის მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მოს­კო­ვის­გან, ვა­შინგტო­ნი­სა და თბი­ლი­სის­გან ზა­რებს ელო­დე­ბა.

- ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ფა­ში­ნი­ა­ნის მხარ­დამ­ჭე­რა მისი ლი­ბე­რა­ლუ­რი ხედ­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. 9 დე­კემ­ბერს სომ­ხეთ­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორ ფიქ­რობთ, ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბით ის მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რას ხომ არ და­კარ­გავს?

- არა, სომ­ხეთ­ში ძა­ლი­ან დიდი ეი­ფო­რი­აა და ფა­ში­ნი­ა­ნის გარ­შე­მო ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­გო­რიც 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ­დე­ლი გუნ­დის მი­მართ იყო. მე ვე­სა­უბ­რე მის გა­რე­მოც­ვას აგ­ვის­ტო­ში და ყვე­ლა, ვი­საც შევ­ხვდი მარ­წუ­ნებ­და, რომ ის სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მებს გა­ით­ვა­ლი­წი­ნებ­და, ანუ არ იქ­ნე­ბო­და უხე­ში და მო­უქ­ნე­ლი, სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან და ბიზ­ნესჯ­გუ­ფებ­თან. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით მის მი­მართ ნდო­ბა, რომ სხვის შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

მას ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მა აქვს - მის მო­კავ­ში­რე­ებს, "უფ­როს ძმებს" აი­ძუ­ლებს, რომ კონ­ტაქ­ტი მას­თან თა­ვად და­ამ­ყა­რონ. ეს მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში შე­იმ­ჩნე­ო­და, ეს ეხე­ბა მოს­კოვს, ბრი­უ­სელ­სა და ვა­შინგტონ­საც და ამ მე­თოდს გა­ნაგ­რძობს. ახ­ლაც ამ­ბობს, თუ მე მხა­რე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, კუნ­ძულ­ზე აღ­მოვ­ჩნდე­ბიო და ამ შემ­თხვე­ვა­ში მან ერთი დიპ­ლო­მა­ტი კი არა, მხა­რე, ანუ ამე­რი­კა იგუ­ლის­ხმა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რას უნდა ელო­დოს, რო­გორც ამე­რი­კის­გან, ისე რუ­სე­თის­გან?

- ფა­ში­ნი­ა­ნი რუ­სეთ­თან ჰა­ერ­ში ჩა­მო­კი­დულ გან­წყო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. გა­სა­გე­ბია, რაც სურს სომ­ხეთს - ია­რა­ღი არ მი­ა­წო­დოს აზერ­ბა­ი­ჯანს, რაც რუ­სე­თის­გან გა­მო­რი­ცხუ­ლია და მე­ო­რე, - სომ­ხეთს მის­ცეს ფული, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ნა­ვი­თა­როს. შარ­შან კი მი­ი­ღო თან­ხა, მაგ­რამ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბას მო­ახ­მა­რა. ახლა ფა­ში­ნი­ანს ია­რა­ღი კი არა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ადარ­დებს.

- საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს...

- ჭკვი­ა­ნი და მოქ­ნი­ლია. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ბოლ­ტო­ნი იყო ჩა­სუ­ლი სომ­ხეთ­ში, მათ ამე­რი­კის­გან ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც მან ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რი უარი უთხრა, იმ მო­ტი­ვით, რომ ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი უფრო ძვი­რია, ვიდ­რე რუ­სუ­ლი, თუმ­ცა, ეს არ იყო მი­ზე­ზი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ფა­ში­ნი­ა­ნის სვლა სწო­რია, რად­გან სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა რუ­სულ ია­რაღ­ზეა აგე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, მოს­კოვს აგ­რძნო­ბი­ნა, რომ ამ სეგ­მენ­ტში თქვენს მო­კავ­ში­რედ ვრჩე­ბიო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"არ არის გამორიცხული, საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს" - რა თამაშს თამაშობს ფაშინიანი და როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთის ირგვლივ

"არ არის გამორიცხული, საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს" - რა თამაშს თამაშობს ფაშინიანი და როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთის ირგვლივ

"არ არის გამორიცხული, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, ირანთან საზღვარი დე ფაქტო დაიხუროს. იმავეს არ გამოვრიცხავთ საქართველოსთან. რა გამოდის, რომ სომხეთი კუნძულია ზღვის გარეშე და ასეთ შემთხვევაში, რა უნდა ვქნათ?" - განაცხადა გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ერთ ძალიან გამოცდილ დიპლომატთან შეხვედრისას მან აღწერა ის სიტუაცია, რომელშიც სომხეთი იმყოფება - როდესაც ორი საზღვარი - თურქეთთან და აზერბაიჯანთან დახურულია, ხოლო ორი დარჩენილი საზღვარი, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად არის გახსნილი. მისი ორაზროვანი განცხადების ამოხსნას ადგილობრივ პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, ფაშიანინი რუსეთსა და ამერიკას შორის ლავირებას ცდილობს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის დაბნეულია.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ფაშინიანის განცხადება ერთგვარი ტესტია მსოფლიო საზოგადოებისთვის.

- ეს განცხადება არის სიტუაციის ტესტირება საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომელ დიპლომატს გულისხმობდა ფაშინიანი, თუ ირანთან საზღვრის ჩაკეტვაზეა საუბარი, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჯონ ბოლტონს (ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი) გულისხმობდა. ტრამპმა გაახმოვანა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როდესაც თქვა, რომ სომხეთის ხელისუფლების სათავეში ფაშინიანის მოსვლით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახალი ფურცელი გადაიშალა, მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა, მაგრამ ბაქოსაც იგივე გზავნილი გაუგზავნა.

- რაც შეეხება, საქართველოს საზღვარს...

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საქართველოს საზღვარს რას ერჩის, - მაინც მგონია, ამით ფაშინიანს იმის თქმა უნდოდა, რომ იმ ამერიკელმა დიპლომატმა ისეთი პირობები წამომიყენა, რომ მე ამის გაკეთება მომიწევსო, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებაო. ანუ ირანის მიმართულებით გაკეთებული განცხადება ამერიკას ეკუთვნოდა, მე თუ ამერიკელების მოთხოვნას შევასრულებ, იძულებული გავხდები რუსების მოთხოვნაც შევასრულოო, ამ შემთხვევაში კი ჩემს მეზობლებთან, პირველ რიგში კი, საქართველოსთან ურთიერთობა გამიჭირდება და იძულებული ვიქნები ჩავიკეტო საზღვრებში და კუნძულივით ვიცხოვროთო... ამ განცხადების შემდეგ, ის მიანიშნებს, რომ მოსკოვისგან, ვაშინგტონისა და თბილისისგან ზარებს ელოდება.

- ადგილობრივი მოსახლეობისგან ფაშინიანის მხარდამჭერა მისი ლიბერალური ხედვით იყო განპირობებული. 9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. როგორ ფიქრობთ, ასეთი ტიპის განცხადებებით ის მოსახლეობის მხარდაჭერას ხომ არ დაკარგავს?

- არა, სომხეთში ძალიან დიდი ეიფორიაა და ფაშინიანის გარშემო ისეთი დამოკიდებულებაა, როგორიც 2003 წლის საქართველოში მაშინდელი გუნდის მიმართ იყო. მე ვესაუბრე მის გარემოცვას აგვისტოში და ყველა, ვისაც შევხვდი მარწუნებდა, რომ ის სააკაშვილის შეცდომებს გაითვალიწინებდა, ანუ არ იქნებოდა უხეში და მოუქნელი, სხვადასხვა პირებთან და ბიზნესჯგუფებთან. ასე რომ, ჯერჯერობით მის მიმართ ნდობა, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლის, შენარჩუნებულია.

მას ერთი ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს - მის მოკავშირეებს, "უფროს ძმებს" აიძულებს, რომ კონტაქტი მასთან თავად დაამყარონ. ეს მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში შეიმჩნეოდა, ეს ეხება მოსკოვს, ბრიუსელსა და ვაშინგტონსაც და ამ მეთოდს განაგრძობს. ახლაც ამბობს, თუ მე მხარეების შეთავაზება მივიღე, კუნძულზე აღმოვჩნდებიო და ამ შემთხვევაში მან ერთი დიპლომატი კი არა, მხარე, ანუ ამერიკა იგულისხმა.

- როგორ ფიქრობთ, რას უნდა ელოდოს, როგორც ამერიკისგან, ისე რუსეთისგან?

- ფაშინიანი რუსეთთან ჰაერში ჩამოკიდულ განწყობას შეინარჩუნებს. გასაგებია, რაც სურს სომხეთს - იარაღი არ მიაწოდოს აზერბაიჯანს, რაც რუსეთისგან გამორიცხულია და მეორე, - სომხეთს მისცეს ფული, რომ ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს. შარშან კი მიიღო თანხა, მაგრამ ეს შეიარაღებას მოახმარა. ახლა ფაშინიანს იარაღი კი არა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ადარდებს.

- საკმაოდ ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს...

- ჭკვიანი და მოქნილია. სხვათა შორის, როდესაც ბოლტონი იყო ჩასული სომხეთში, მათ ამერიკისგან იარაღის შესყიდვა შესთავაზა, რაზეც მან ძალიან დელიკატური უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ამერიკული იარაღი უფრო ძვირია, ვიდრე რუსული, თუმცა, ეს არ იყო მიზეზი. სინამდვილეში, ფაშინიანის სვლა სწორია, რადგან სომხეთის სამხედრო მანქანა რუსულ იარაღზეა აგებული, გარდა ამისა, მოსკოვს აგრძნობინა, რომ ამ სეგმენტში თქვენს მოკავშირედ ვრჩებიო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები