ავტორი:

"სიძე-პატარძლის მანქანა ისე მოცურდა, რომ ერთხანს კატასტროფული სიჩქარით იტრიალა" - ქედაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"სიძე-პატარძლის მანქანა ისე მოცურდა, რომ ერთხანს კატასტროფული სიჩქარით იტრიალა" - ქედაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

1-ელ ნოემბერს ტრაგედია დატრიალდა ქედაში, სადაც ავარიას ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი მოცურდა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი მილს შეეჯახა. ავარიისას გარდაცვლილ 28 წლის იამზე ჯუმუშაძეს წინა დღეს ქორწილი ჰქონდა, მასთან ერთად დაიღუპა მისი მულიშვილი 15 წლის ლუკა წულუკიძე, გოგონას მეუღლე, 32 წლის ალეკო თავდგირიძე მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე საქმესისხლის სამართლის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც მოძრაობის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც ავტოკატასტროფისას გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილი, ემზარ ჯუმუშაძე ამბობს, იამზე სამი ძმის ერთადერთი და იყო:

- ჩვენში გარდაცვლილ ადამიანს არასოდეს არავინ იხსენებს ცუდად, მაგრამ რა ვქნა, რომ იამზე მართლაც საოცრება იყო: მოსიყვარულე, ნაზი და ჭკვიანი. ოჯახი ჩაქვში ცხოვრობდა. ისინი აქ შუახევის სოფელ შუბანიდან წლების წინ გადმოვიდნენ. ოჯახში ოთხი შვილი იყო და მშობლებს ძალიან უნდოდათ მათი წინსვლისთვის შეეწყოთ ხელი. იამზე გაჭირვებას არ შეშინებია, - მიზნად დაისახა და განათლება მაინც მიიღო. კარგი ფარმაცევტი იყო, ბათუმის ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. ალეკო 2 წლის წინ გაიცნო. ქორწილი რესტორანში გადაიხადეს და სწორედ იქედან ბრუნდებოდნენ სიძის სახლში, როცა ეს ებედურება მოხდა.

- ავტოკატასტროფა როგორ მოხდა?

- დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ სიძე-პატარძლის მანქანა იმ დონეზე მოცურდა, რომ ერთხანს კატასტროფული სიჩქარით იტრიალა, რის შემდეგაც ბორდიურს შეეჯახა, ამ დარტყმის ძალით კი გზაზე დამონტაჟებულ რომელიღაც მილს. მანქანა ისე დაილეწა, მისი ცნობა აღარც შეიძლება. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ორი ადამიანის, ორი ახალგაზრდას სიცოცხლე დასრულდა. მათ შორის 15 წლის ბავშვის… ამაზე მეტი უბედურება ამ ქვეყნად არ არსებობს…წაიკითხეთ სრულად

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ბაგებთან დამაკავშირებელი ხიდი... - რა ახალი პროექტები განხორციელდება თბილისში 2021 წელს

688 ინფიცირებული და 13 გარდაცვლილი - ბოლო დღე-ღამის ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბილისის რომელ უბნებს და რა დროით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება