პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მსახიობი განსხვავებულ ამპლუაში - როგორ ითავსებს მრავალშვილიანი ქეთა ლორთქიფანიძე სამეურნეო საქმიანობას
ცნობილი მსახიობი განსხვავებულ ამპლუაში - როგორ ითავსებს მრავალშვილიანი ქეთა ლორთქიფანიძე სამეურნეო საქმიანობას

ხუთი შვი­ლის დე­დაა, შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა­საც ას­წრებს, გულ­მოდ­გი­ნედ უვ­ლის სა­კუ­თარ ეზო-კარს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე გორ­ში, უვ­ლის მცე­ნა­რე­ებს, ხე­ხილ­სა და ცხო­ვე­ლებს... პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­ზეც ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბა და სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია. მსა­ხი­ობ ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი დღეს გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში იხი­ლავს.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა თუ ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბი დი­დად არ უყ­ვარ­და მა­მა­ჩემს, ჩემ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ბა­ბუ­ამ ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ბუ­ნე­ბა­სა და ნარ­გა­ვებ­ზე ზრუნ­ვა შე­მაყ­ვა­რა. ლა­გო­დეხ­ში ძა­ლი­ან კარ­გი ნაკ­ვე­თი ჰქონ­და, სა­დაც იყო ვაზი, ხე­ხი­ლი, მოგ­ვყავ­და ბად­რი­ჯა­ნი, პა­მი­დო­რი და სხვა­დას­ხვა ბოსტნე­უ­ლი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მი­ვი­ღე ამ საქ­მე­ში ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. მოკ­ლედ, მე და ბა­ბუა დავ­დი­ო­დით და ვუვ­ლი­დით ნაკ­ვეთს. მერე დი­დო­ბა­ში ჩემი ყოფა ისე აე­წყო, რომ ვერ­სად მო­ვა­ხერ­ხე მის­წრა­ფე­ბის ას­რუ­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემი მე­უღ­ლის სახ­ლში, გორ­ში მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გვაქვს ეზო და ვცდი­ლობ ბავ­შვო­ბის გახ­სე­ნე­ბას. მარ­თა­ლია, პა­მი­დო­რი და ბად­რი­ჯა­ნი აღარ მოგ­ვყავს, მაგ­რამ გვაქვს ხე­ხი­ლი, სხვა­დას­ხვა ბუჩ­ქი, ყვა­ვი­ლე­ბი. ვუვ­ლით და ვა­ლა­მა­ზებთ გა­რე­მოს. ბამ­ბუ­კე­ბის მწკრი­ვი პა­ტა­რა ნი­ა­ვის დრო­საც სა­სი­ა­მოვ­ნოდ შრი­ა­ლებს და ჩვენს პა­ტა­რა ეზოს იდუ­მა­ლე­ბას სძენს.

გან­სა­კუთ­რე­ბით ვარ­დი მიყ­ვარს, გვაქვს კენკრო­ვა­ნი ბუჩ­ქე­ბიც, ვა­ზის ხე­ი­ვა­ნი, რომ­ლის ქვე­შაც მშვე­ნი­ე­რი ჩრდი­ლია ზა­ფხულ­ში. მიყ­ვარს ჩვე­ნი შრო­შა­ნე­ბი, ნარ­გი­ზე­ბი, სხვა­დას­ხვა ფე­რის ტი­ტე­ბი, ქრი­ზან­თე­მე­ბი... ძი­რი­თა­დად, ბოლ­ქვო­ვა­ნე­ბი გვაქვს, პე­რი­ო­დუ­ლად მი­წი­დან ვი­ღებთ ბოლ­ქვებს, ვი­ნა­ხავთ და შემ­დეგ ხე­ლახ­ლა ვრგავთ.

- რო­გორც ვიცი, ცხო­ვე­ლებ­საც უვ­ლით.

- კი, ჩვენ­თან ეზო­ში და­სე­ირ­ნო­ბენ კატა, ძაღ­ლი, კუ­ე­ბი და ზღარ­ბე­ბი. სა­დაც გა­და­ვა­წყდე­ბო­დი, შინ მომ­ყავ­და. კუ, რო­მელ­საც მარ­კო პოლო და­ვარ­ქვი, ქუ­ჩა­ში ვი­პო­ვე, ხიდ­ზე გა­და­დი­ო­და. კუ დელ­ტას სა­ხე­ლი ჩემ­მა შვი­ლებ­მა და­არ­ქვეს. ახლა ეზო­ში სე­ირ­ნო­ბენ. მიყ­ვარს კუ, ზამ­თარ­ში იძი­ნე­ბენ, გა­ზა­ფხულ­ზე ვპო­უ­ლობ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ზამ­თარ­ში ისე და­ი­კარ­გე­ბი­ან, ხან­და­ხან მგო­ნია, რომ აღარც გა­მოვ­ლენ...

მოკ­ლედ, გვყავს ორი კუ, ხუთი კატა, ერთი ძაღ­ლი. ძაღლს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. ჩემი და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გობ­რე­ბი თბი­ლის­ში, კა­ფე­ში დავ­პა­ტი­ჟე. წას­ვლის დროს ეზო­ში რომ გა­მო­ვე­დი, შე­მო­მე­ჩე­ხა გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი, მო­უვ­ლე­ლი, მში­ე­რი ძაღ­ლი. ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­ვაქ­ციე, მე­ზობ­ლე­ბიც მო­მეხ­მარ­ნენ, მათ შო­რის ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ზო­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე, და ძაღლს ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­შინ­ვე ატ­ვირ­თა, მაგ­რამ პატ­რო­ნი არ გა­მო­უჩ­ნდა. გა­მო­ვი­ძა­ხეთ "112" იმ იმე­დით, რომ მას­ზე იზ­რუ­ნებ­დნენ. მერე დავ­წე­რე თხოვ­ნის წე­რი­ლი, თუ პატ­რო­ნი არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ძაღ­ლი ჩემ­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მას მერე 2 წე­ლია, ჩვენს ოჯახ­ში ცხოვ­რობს. ბუ­ნე­ბა ხომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ბოლო დროს კი ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა-მო­შე­ნე­ბას მივ­ყა­ვი ხელი. შინ მომ­ყავს და მერე ვცდი­ლობ პატ­რო­ნიც გა­მო­ვუ­ძებ­ნო.

- და­ვუბ­რუნ­დეთ მი­წას, რას გრძნობთ მუ­შა­ო­ბი­სას?

- დიდ ენერ­გი­ა­სა და სიმ­შვი­დეს. ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა სტრე­სია, სპექ­ტაკ­ლე­ბი, დამ­ღლე­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და როცა ქუ­თა­ის­ში ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი, იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მცე­ნა­რე გა­ვა­შე­ნე. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, დიდი ვე­რან­და მქონ­და და გა­ვავ­სე ყვა­ვი­ლე­ბით.

ყო­ველ ხელ­ფას­ზე 4 ახალ ნარ­გავს ვყი­დუ­ლობ­დი. თუ გა­და­სარ­გა­ვი იყო მცე­ნა­რე, ვრგავ­დი და ამით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, და მშვიდ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობ­დი შვი­ლებ­თან ერ­თად. პა­ტა­რა ეზო თბი­ლის­შიც მაქვს, სა­დაც ასე­ვე ბევ­რი მცე­ნა­რე ხა­რობს. ოჯახს რეს­ტო­რა­ნიც გვაქვს, სა­დაც ნარ­გა­ვე­ბით გა­ზო­ნე­ბი გა­ვამ­წვა­ნეთ. გვაქვს ხე პავ­ლოვ­ნია, იქ­ვეა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მცე­ნა­რე და­ტუ­რა. ია­სამ­ნის­ფე­რია, გარ­და­მა­ვა­ლი ფე­რის ყვა­ვი­ლე­ბი აქვს და სხვა­დას­ხვა ფორ­მის ბურ­თე­ბი. ყვე­ლა სტუ­მა­რი ჩერ­დე­ბა და მას­თან სუ­რა­თებს იღებს. ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი "გმი­რია" ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის რე­ა­ლო­ბა­ში.

ახლა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­შიც მინ­და ვცა­დო ბედი. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვა­რი­ან­ში ვა­ზის ჩაყ­რას ვა­პი­რებთ. ხან­დაზ­მუ­ლი ნარ­გა­ვე­ბი უკვე ამოვ­ყა­რეთ. ძი­რი­თა­დად, ქარ­თლის ჯი­შებს მო­ვა­შე­ნებთ - დირ­ბუ­ლას, ჩი­ნურს, გო­რულ მწვა­ნეს... მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი დარ­გია, ცო­ცხა­ლი და უკ­ვდა­ვი, ამი­ტომ გვინ­და ჩვენც ავით­ვი­სოთ. მით უმე­ტეს, ჩვე­ნი ბუ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მო­მა­ვალ­ში გორ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლაც მინ­და, ალ­ბათ, როცა ბავ­შვებს წა­მოვზრდი.

- მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა დედა ხართ, შვი­ლებს თუ ას­წავ­ლით შრო­მას?

- უმ­ცრო­სი ვაჟი, 8 წლის იო­ა­ნე, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და ვცდი­ლობ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თოს, და­ნარ­ჩე­ნებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით დიდ ინ­ტე­რესს ვერ ვხე­დავ... აქ, თბი­ლის­ში, შინ ქო­თან­ში ხან ხახვს ჩავრგავ, მწვა­ნილს დავ­თე­სავ, რომ ნა­ხონ ბავ­შვებ­მა, რო­გორ იზ­რდე­ბა მი­წი­დან მცე­ნა­რე, ხან­და­ხან მა­თაც ვარ­გვე­ვი­ნებ. ახლა ლო­ბიო აღ­მო­ა­ცე­ნეს, ყვე­ლას თა­ვი­სი ქო­თა­ნი აქვს და ვნა­ხოთ, რო­მე­ლი უფრო ჩქა­რა გა­იზ­რდე­ბა.

- ბევრ საქ­მეს აკე­თებთ - ოჯა­ხი, ბავ­შვე­ბი, მა­მუ­ლი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა, თე­ატ­რი... რო­გორ აუ­დი­ხართ?

- დე­და­ჩე­მი ამ­ბობს, რაც მეტი საქ­მე აქვს ქალს, მით მეტ რა­მეს ას­წრებ­სო. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ძნე­ლია, ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა, მაგ­რამ საქ­მე გა­და­ვა­ნა­წი­ლე. თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად ვცხოვ­რობ. მაქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, მუდ­მი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, გორ­ში გავ­რბი­ვარ, რომ იქაც ვი­მუ­შაო.

- რას ურ­ჩევთ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს?

- დღე­ვან­დელ სტრე­სულ გა­რე­მო­ში ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­სა­ვა­ლი, რათა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე მო­ი­პო­ვონ. მი­წას თუ მო­ვე­ფე­რე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვიბ­რუ­ნებს შე­დეგს. ნუ ვი­ტყვით ამა­ზე უარს და და­მი­ჯე­რეთ, გარ­შე­მო ბევ­რი ღი­მი­ლი­ა­ნი სახე გაჩ­ნდე­ბა, სით­ბო­თი აივ­სე­ბა სამ­ყა­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ცნობილი მსახიობი განსხვავებულ ამპლუაში - როგორ ითავსებს მრავალშვილიანი ქეთა ლორთქიფანიძე სამეურნეო საქმიანობას

ცნობილი მსახიობი განსხვავებულ ამპლუაში - როგორ ითავსებს მრავალშვილიანი ქეთა ლორთქიფანიძე სამეურნეო საქმიანობას

ხუთი შვილის დედაა, შვილებზე ზრუნვასთან ერთად გარემოზე ზრუნვასაც ასწრებს, გულმოდგინედ უვლის საკუთარ ეზო-კარს როგორც თბილისში, ასევე გორში, უვლის მცენარეებს, ხეხილსა და ცხოველებს... პროფესიით მსახიობი, სცენაზეც ბოლომდე იხარჯება და სხვანაირი ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. მსახიობ ქეთა ლორთქიფანიძეს ჩვენი მკითხველი დღეს განსხვავებულ ამპლუაში იხილავს.

- მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა თუ ქოთნის მცენარეები დიდად არ უყვარდა მამაჩემს, ჩემმა არაჩვეულებრივმა ბაბუამ ლევან ლორთქიფანიძემ ბუნებასა და ნარგავებზე ზრუნვა შემაყვარა. ლაგოდეხში ძალიან კარგი ნაკვეთი ჰქონდა, სადაც იყო ვაზი, ხეხილი, მოგვყავდა ბადრიჯანი, პამიდორი და სხვადასხვა ბოსტნეული. პატარაობიდანვე მივიღე ამ საქმეში ცოდნა და გამოცდილება. მოკლედ, მე და ბაბუა დავდიოდით და ვუვლიდით ნაკვეთს. მერე დიდობაში ჩემი ყოფა ისე აეწყო, რომ ვერსად მოვახერხე მისწრაფების ასრულება და საბოლოოდ, რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეუღლის სახლში, გორში მომეცა შესაძლებლობა. გვაქვს ეზო და ვცდილობ ბავშვობის გახსენებას. მართალია, პამიდორი და ბადრიჯანი აღარ მოგვყავს, მაგრამ გვაქვს ხეხილი, სხვადასხვა ბუჩქი, ყვავილები. ვუვლით და ვალამაზებთ გარემოს. ბამბუკების მწკრივი პატარა ნიავის დროსაც სასიამოვნოდ შრიალებს და ჩვენს პატარა ეზოს იდუმალებას სძენს.

განსაკუთრებით ვარდი მიყვარს, გვაქვს კენკროვანი ბუჩქებიც, ვაზის ხეივანი, რომლის ქვეშაც მშვენიერი ჩრდილია ზაფხულში. მიყვარს ჩვენი შროშანები, ნარგიზები, სხვადასხვა ფერის ტიტები, ქრიზანთემები... ძირითადად, ბოლქვოვანები გვაქვს, პერიოდულად მიწიდან ვიღებთ ბოლქვებს, ვინახავთ და შემდეგ ხელახლა ვრგავთ.

- როგორც ვიცი, ცხოველებსაც უვლით.

- კი, ჩვენთან ეზოში დასეირნობენ კატა, ძაღლი, კუები და ზღარბები. სადაც გადავაწყდებოდი, შინ მომყავდა. კუ, რომელსაც მარკო პოლო დავარქვი, ქუჩაში ვიპოვე, ხიდზე გადადიოდა. კუ დელტას სახელი ჩემმა შვილებმა დაარქვეს. ახლა ეზოში სეირნობენ. მიყვარს კუ, ზამთარში იძინებენ, გაზაფხულზე ვპოულობ და ძალიან მიხარია. ზამთარში ისე დაიკარგებიან, ხანდახან მგონია, რომ აღარც გამოვლენ...

მოკლედ, გვყავს ორი კუ, ხუთი კატა, ერთი ძაღლი. ძაღლს საინტერესო ისტორია აქვს. ჩემი დაბადების დღეზე მეგობრები თბილისში, კაფეში დავპატიჟე. წასვლის დროს ეზოში რომ გამოვედი, შემომეჩეხა გასაცოდავებული, მოუვლელი, მშიერი ძაღლი. ყურადღება მაშინვე მივაქციე, მეზობლებიც მომეხმარნენ, მათ შორის ჩემი არაჩვეულებრივი მეზობელი, მსახიობი ეკა ნიჟარაძე, და ძაღლს ფოტოები გადაუღო. სოციალურ ქსელში მაშინვე ატვირთა, მაგრამ პატრონი არ გამოუჩნდა. გამოვიძახეთ "112" იმ იმედით, რომ მასზე იზრუნებდნენ. მერე დავწერე თხოვნის წერილი, თუ პატრონი არ გამოჩნდებოდა, ძაღლი ჩემთან დარჩენილიყო. მას მერე 2 წელია, ჩვენს ოჯახში ცხოვრობს. ბუნება ხომ ძალიან მიყვარს, ბოლო დროს კი ცხოველების გამრავლება-მოშენებას მივყავი ხელი. შინ მომყავს და მერე ვცდილობ პატრონიც გამოვუძებნო.

- დავუბრუნდეთ მიწას, რას გრძნობთ მუშაობისას?

- დიდ ენერგიასა და სიმშვიდეს. ერთ ამბავს გავიხსენებ. მოგეხსენებათ, თეატრში მუშაობა სტრესია, სპექტაკლები, დამღლელი რეპეტიციები და როცა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში ვმუშაობდი, იმ პერიოდში ბევრი მცენარე გავაშენე. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, დიდი ვერანდა მქონდა და გავავსე ყვავილებით.

ყოველ ხელფასზე 4 ახალ ნარგავს ვყიდულობდი. თუ გადასარგავი იყო მცენარე, ვრგავდი და ამით ბედნიერი ვიყავი, და მშვიდ გარემოში ვცხოვრობდი შვილებთან ერთად. პატარა ეზო თბილისშიც მაქვს, სადაც ასევე ბევრი მცენარე ხარობს. ოჯახს რესტორანიც გვაქვს, სადაც ნარგავებით გაზონები გავამწვანეთ. გვაქვს ხე პავლოვნია, იქვეა ჩემი უსაყვარლესი მცენარე დატურა. იასამნისფერია, გარდამავალი ფერის ყვავილები აქვს და სხვადასხვა ფორმის ბურთები. ყველა სტუმარი ჩერდება და მასთან სურათებს იღებს. ერთ-ერთი პოპულარული "გმირია" ჩვენი რესტორნის რეალობაში.

ახლა მევენახეობაშიც მინდა ვცადო ბედი. მე და ჩემი მეუღლე ვარიანში ვაზის ჩაყრას ვაპირებთ. ხანდაზმული ნარგავები უკვე ამოვყარეთ. ძირითადად, ქართლის ჯიშებს მოვაშენებთ - დირბულას, ჩინურს, გორულ მწვანეს... მეღვინეობა-მევენახეობა უძველესი დარგია, ცოცხალი და უკვდავი, ამიტომ გვინდა ჩვენც ავითვისოთ. მით უმეტეს, ჩვენი ბუნება ამის საშუალებას იძლევა. მომავალში გორში საცხოვრებლად გადასვლაც მინდა, ალბათ, როცა ბავშვებს წამოვზრდი.

- მრავალშვილიანი ახალგაზრდა დედა ხართ, შვილებს თუ ასწავლით შრომას?

- უმცროსი ვაჟი, 8 წლის იოანე, დაინტერესებულია და ვცდილობ ამ საქმიანობაში ჩაერთოს, დანარჩენებში ჯერჯერობით დიდ ინტერესს ვერ ვხედავ... აქ, თბილისში, შინ ქოთანში ხან ხახვს ჩავრგავ, მწვანილს დავთესავ, რომ ნახონ ბავშვებმა, როგორ იზრდება მიწიდან მცენარე, ხანდახან მათაც ვარგვევინებ. ახლა ლობიო აღმოაცენეს, ყველას თავისი ქოთანი აქვს და ვნახოთ, რომელი უფრო ჩქარა გაიზრდება.

- ბევრ საქმეს აკეთებთ - ოჯახი, ბავშვები, მამულისა და ცხოველების მოვლა, თეატრი... როგორ აუდიხართ?

- დედაჩემი ამბობს, რაც მეტი საქმე აქვს ქალს, მით მეტ რამეს ასწრებსო. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საქმის კეთება, მაგრამ საქმე გადავანაწილე. თეატრის ცხოვრებითაც აქტიურად ვცხოვრობ. მაქვს რეპეტიციები, სპექტაკლები, მუდმივად დატვირთული ვარ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, გორში გავრბივარ, რომ იქაც ვიმუშაო.

- რას ურჩევთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოყვარულებს?

- დღევანდელ სტრესულ გარემოში ეს არის ყველაზე დიდი გამოსავალი, რათა სულიერი სიმშვიდე მოიპოვონ. მიწას თუ მოვეფერებით, აუცილებლად დაგვიბრუნებს შედეგს. ნუ ვიტყვით ამაზე უარს და დამიჯერეთ, გარშემო ბევრი ღიმილიანი სახე გაჩნდება, სითბოთი აივსება სამყარო.

რა სხვაობაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის - დალი ცატავა სააღდგომო სუფრის რიტუალებზე

სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ - ლევან რატიანი