ავტორი:

ტრაგიკული სახლი, რომელშიც თბილისელი ქველმოქმედის ოჯახი ცხოვრობდა - უცნობი ამბავი აბანოთუბნიდან

ტრაგიკული სახლი, რომელშიც თბილისელი ქველმოქმედის ოჯახი ცხოვრობდა - უცნობი ამბავი აბანოთუბნიდან

დრო გადის, თაობები მიდიან და მოდიან... ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, კვდებიან... ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... ისტორია და სიკვდილი ხარკს ერთნაირად ითხოვს და იღებენ კიდეც. ხშირად მიფიქრია, რამდენ უცნობ ისტორიას, იმედგაცრუებას თუ ბედნიერებას, სიხარულს თუ დარდს ინახავს თბილისი. მინდა ერთი უცნობი ისტორია მოგიყვეთ სახლზე და მის ბინადრებზე, რომელიც აბანოთუმანში, ბააზოვის 5 ნომერში მდებარეობს. სახლი ძველებური აივნებით არის გარშემორტყმული, საიდანაც ულამაზესი თბილისური ხედები იშლება. დანარჩენს ოჯახის დიასახლისი ნონა სოსანაშვილი მოგითხრობთ.

- ბაბუაჩემის მამა, ჰასან რაფიოღლი საქართველოში 1915 წელს დასახლდა. მან ეს ბინა 1917 წელს შეიძინა ვინმე კალი დავიდოვისგან, რომელსაც პირველ სართულზე ქონდა სათნოების სახლი. ამ ქალბატონს დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა ვაჟი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ სახლის გაყიდვა. საკუთრება შესაბამისი დოკუმენტით გაფორმდა, რომელიც ძველ რუსულადაა ჩაწერილი. შენობა-ნაგებობა აღრიცხულია 1910 წელს. ეს ბინა ყველაზე მაღალია და ყველაზე დიდია ამ უბანში. თბილისში ჩამოსვლამდე ბაბუას მამა ცხოვრობდა აზერბაიჯანში, ნახჩივნის რაიონში. საქართველოში იხსენიებოდა, როგორც გლეხი, თუმცა აზერბაიჯანში ძლიერი ფეოდალი იყო. მას ბაქოში მოუკლეს ახალგაზრდა ძმა. განაწყენდა და გადაწყვიტა საქართველოში წამოსულიყო საცხოვრებლად. მანამდე აზერბაიჯანში ქველმოქმედებას ეწეოდა, რის შესახებ წიგნიც არის გამოსული. აზერბაიჯანელები მას ჰასან ხეირიაჩს უწოდებდნენ. ხეირი ჩვენ ვიცით, რომ სიკეთეს და მადლს ნიშნავს. მას ცოლად ჰყავდა დიდებული გვარიშვილის, აზიმოვას ასული. როდესაც აქ დასახლდნენ, შეეძინათ შვილები, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელიც იყო დედაჩემის მამა. ბაბუას მამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას, ამიტომ თავის სამივე შვილს სათანადო განათლება მიაღებინა.

- რას იხსენებდა თქვენი ბებია, დედა, რით იყო ეს სახლი გამორჩეული?

- ეს იყო ამ უბანში ყველაზე დიდი ბინა და ჰქონდა საოცარი ხედები. გარშემო სულ აივნები ერტყა, რომლებიც მთელს თბილისს გადაჰყურებდა და თვალწინ საოცარი ხედები იშლებოდა. მისი პირველი მეპატრონე იყო ძალიან მდიდარი ადამიანი. მას ერთდროულად ჰქონდა ბამბისა და რკინის სავაჭრო ობიექტები. საქონელი ჩამოსდიოდა ინგლისიდან და თბილისში ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას. პირველ სართულზე ჰქონდათ საჯინიბო და თავად ფაიტონით დადიოდა. ოჯახის წევრებს, შვილებს, შვილიშვილებს, ემსახურებოდა შინამოსამსახურე. ყავდათ მცხობელი, მრეცხავი, რომლებიც ქვედა სართულზე ცხოვრობდნენ. საცხოვრებლად გამოიყენებოდა ზედა სართულები. დიდი დარბაზის კედლებს, ჭერს გარშემო ერტყა სარკეები, რაც საოცრად მდიდრულ ელფერს მატებდა სახლს. მისაღებ ოთახში იმართებოდა მეჯლისები, სადაც ქალაქის არაერთი დიდებული იღებდა მონაწილეობას.სარკეებიან დარბაზში ქორწილებსაც კი მართავდნენ. ასევე იკრიბებოდნენ რევოლუციონერები და იმერთებოდა მოლაპარაკებები. გასაბჭოების შემდეგ სახლის მეპატრონე გააკულაკეს და სახლიდან წაიღეს დიდძალი განძი. ჯერ მხოლოდ 120 ცალი ხალიჩა იყო ნახჩევნიდან ჩამოტანილი. წლების შემდეგ ბაბუაჩემის დები იხსენებდნენ, როცა ბავშვები ხალიჩებზე ვისხედით, მარგალიტის მძივებს და ძვირფას ნივთებს თავის შესაქცევად და სათამაშოდ გვაძლევდნენო.

ჩვენს სახლში დღემდე შემორჩენილია განჯინა, საიდანაც მიწის ქვეშ იყო გასასვლელი. ბაბუას მამა იფარებდა და შემდეგ ამ გვირაბიდან აპარებდა კიდეც ადამიანებს, რომლებსაც იმ დროს დევნიდნენ. ცნობილია, რომ თბილისში უამრავი სარდაფებია. გადმოცემით ვიცი, რომ ამ სარდაფიდან გზა გადიოდა მტკვრის სანაპიროზე. ბებია იხსენებდა, ერთ საღამოს, როცა სახლში მსხდარან განჯინიდან უცნობ ადამიანს ამოუყვია თავი. ძალიან შეშინებიათ და იმის მერე დალუქეს განჯინა.როგორც გადმოცემით ვიცი, ეზოში სამლოცველოც ყოფილა... გული მწყდება, მე მგონი თბილისში არცერთი ძველი შენობა არ არის ისეთი სახეშეცვლილი, როგორც ეს.

- დედათქვენი როგორ იხსენებს ხოლმე ბავშვობას?

- დედას ძალიან უყვარს თბილისი. განსხვავებული ეროვნების მიუხედავად ყველა თბილად და სიყვარულით ექცეოდა. სხვათა შორის, დედა იხსენებს ხოლმე, რომ ჩვენი სახლის აივანი მოხვედრილია ფილმში „ქეთო და კოტე“. იქ არის ხანძრის ეპიზოდი, როცა ქარვასლა იწვის და ფაეტონით მოდიან. სწორედ ამ დაღმართზე მიგორავს ფაეტონი. თურმე გადაღების პროცესს უბნის ბავშვები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ, მაგრამ გადამღებ ჯგუფს ისინი შიგნით შეჰყავდათ, რომ კადრში არ გამოჩენილიყვნენ.დედაჩემის მამიდა აზერბაიჯანში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ შვილებს სთხოვდა, ჩემს სახლში წამიყვანეთო. ისინი ეუბნებოდნენ, რომ თავის სახლში იყო. მას კი სიკვდილის წინ ეს სახლი ენატრებოდა და მიაჩნდა, რომ საქართველო იყო მისი სამშობლო.დღეს ჩვენ არც ერთი ძველი ნივთი არ გაგვაჩნია. გასაბჭოების შემდეგ, იყო შანსი ამ ქონების რაღაც ნაწილი დაბრუნებულიყო, მაგრამ დედაჩემის ბაბუას გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი, მეუღლე, როგორც გითხარით დედაჩემის მამაც გარდაიცვალა და ოჯახში კაცი აღარ იყო, ქალებმა კი ვერ შეძლეს მისი საქმიანობის გაგრძელება და ქონების დაცვა. ქართველ ბებიაზე გადავიდა მთელი ზრუნვა. დაიწყო სავაჭრო სფეროში მოღვაწეობა, თუმცა ერთი ქალის ნაშრომი ხუთ ქალს არ ჰყოფნიდა, ამიტომ დაიწყო სხვადასხვა ძვირფასი ნივთების გაყიდვა. ამხელა ბინიდან ჩვენ მხოლოდ ორი ოთახი შემოგვრჩა.გასაბჭოების დროს შემოასახლეს ოჯახები, გადატიხრეს და ვანდალურად გადააკეთეს ყველაფერი. სახლმა სრულიად დაკარგა პირვანდელი სახე. უკვე აღარავის შეეძლო ბრძოლა, რომ სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა.მე დღეს არ მივტირი ქონებას, უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩემი წინაპრებისგან სამახსოვროდ არაფერი დაგვრჩა ისეთი, რაც მათ თავს გაგვახსენებს და რითიც ვიამაყებდით მათი შთამომავლები. წაიკითხეთ ვრლად

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე